1-ელი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
23:22 შაბ. 28 თებერვალი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელი მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
იფიქრეთ იმაზე, თუ რა არის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი სიყვარულში - ეს საკუთარი სურვილების უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. ოჯახური სიმშვიდე ახლა მთლიანად თქვენს საქციელზეა დამოკიდებული. ეცადეთ საყოფაცხოვრებო საკითხებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. კარგი პერიოდია გამოცდილების გაზიარების, ახალი ცოდნის მიღებისა და პერსპექტიული პროექტების დაწყებისთვის.
მოერიდეთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს: ნებისმიერი მკვეთრი ნაბიჯი, თუნდაც კეთილშობილური, შესაძლოა თქვენს წინააღმდეგ შემობრუნდეს. თუ გრძნობთ, რომ ძალები გელევათ, არააქტუალური საქმეები რამდენიმე დღით გადადეთ.
კურო
ახლა გულახდილი საუბრების და ცრემლიანი აღიარების დრო არ არის. სიტყვები და ემოციები თქვენთვის შეინახეთ და არაკეთილმოსურნეებს ჭორაობის საბაბს ნუ მისცემთ. თუ სამსახურიდან გამოსვლისთანავე მეგობრებთან მიდიხართ და ასეთი განრიგი წესად გექცათ, გირჩევთ, რომ განრიგი შეცვალოთ და ოჯახის წევრებთან მეტი დრო გაატაროთ.
თუ ამ დღეს ინიციატივას გამოიჩენთ ხელმძღვანელობა თქვენს მონდომებას შეამჩნევს. თუ არჩევანის წინაშე დადგებით, უპირატესობა კარიერულ ზრდას და არა ერთჯერად მატერიალურ წახალისებას მიანიჭეთ. გახსოვდეთ, რომ ფულის გულუხვად ხარჯვის ჩვევა ადრე თუ გვიან ფინანსურ სირთულეებამდე მიგიყვანთ.
ტყუპები
პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით, თუმცა ეჭვიც არ შეგეპაროთ - ისინი პოზიტიური იქნება! ხელსაყრელი დროა საყიდლებისა და ჯანმრთელობის გასაკაჟებელი პროცედურებისთვის. საღამო მაინცდამაინც მხიარული ვერ იქნება — შესაძლოა მოსაწყენ ადამიანთან შეხვედრა მოგიწიოთ.
თანამედროვე, სწრაფად ცვალებად სამყაროში ძველი მიდგომები ეფექტური აღარაა, ამიტომ ინოვაციებსა და ახალ ტექნოლოგიებს ნუ გაურბიხართ. ეს დრო იდეალურია ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. შეგიძლიათ თავი შოპინგით გაინებივროთ.
კირჩხიბი
ახალი სამოსი და თავდაჯერება საუკეთესო გზაა თავის წარმოსაჩენად! ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფიქრებისა და ემოციების მოწესრიგება, პარტნიორთან ურთიერთობის გარკვევა და გრძნობების გამოხატვაში მეტი გულწრფელობა სცადოთ.
ფრთხილად იყავით, არსებობს შეცდომის დაშვების ან არასწორი გათვლის რისკი. შესაძლოა მცდარი ინფორმაცია მოგაწოდონ, ამიტომ სიფხიზლე გმართებთ. დღეს შეგიძლიათ ყველასთვის მნიშვნელოვანი საკითხები მშვიდად განიხილოთ. ერთადერთი, რამაც შეიძლება დღე გაგიფუჭოთ, ეკონომიკური საკითხებისადმი უპასუხისმგებლობაა — ფული სწრაფად იხარჯება და თქვენ ამის შესაჩერებლად არაფერს აკეთებთ.
თუ ამინდის ცვალებადობაზე წნევების რყევით რეაგირებთ, გირჩევთ საჭირო წამლები მოიმარაგოთ.
ლომი
მარტოხელა ლომებს სიფრთხილე მართებთ, რომ ჩასაფრებულ ადამიანებს ჭორაობს მიზეზი არ მისცენ. პირად ცხოვრებაში სრული იდილიის მიუხედავად, შესაძლოა საკუთარი არჩევანის სისწორეში ეჭვი შეგეპაროთ, თუმცა ჯერ არაფერი შეცვალოთ - დასკვნების დრო მოგვიანებით დადგება.
ბევრ ლომს ექნება სურვილი, რომ გარისკოს და ახალი საქმე დაიწყოს, თუმცა წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, ახალ გარემოსა და უცნობ ადამიანებს რამდენად სწრაფად შეეგუებით. მალე ფინანსური მდგომარეობა მოწესრიგდება. დამატებით შემოსავალს ან ინვესტირების ახალ შანსებს ელოდეთ.
ეცადეთ, რომ ხანმოკლე დასვენებისთვის დრო გამონახოთ. სულ მცირე, კარგად გამოიძინეთ და ნუ გადაიტვირთებით.
ქალწული
ეს დღე პაემნებისა და სასიყვარულო საქმეებისთვის არ გამოდგება — ორმხრივი პრეტენზიებისა და ბრალდებების ალბათობა მაღალია. ასტროლოგები გირჩევენ, გარკვეული დრო მარტოობაში გაატაროთ და სამომავლო გეგმებზე იფიქროთ. კარიერა კარგია, მაგრამ ახლობლებიც არ უნდა დაივიწყოთ — შესაძლოა მათთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებისთვის რაღაცის დათმობაც კი მოგიწიოთ.
საუკეთესო შედეგისთვის დამოუკიდებლად იმოქმედეთ და სხვა ადამიანებს ნუ დაეყრდნობით — ეს ილუზიებისა და ზედმეტი ნერვიულობისგან დაგიცავთ. კარგად შეისწავლეთ საკუთარი ხარჯები, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ზოგი მათგანი სრულიად ზედმეტია. საღამოს ეცადეთ დაისვენოთ და ძალები საყვარელი საქმიანობით აღიდგინოთ.
სასწორი
სასიყვარულო ფრონტზე შესაძლოა მოვლენები თქვენთვის სასურველი მიმართულებით განვითარდეს — თქვენი ძალისხმევა ნაყოფს გამოიღებს! ეს დღე სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობით იქნება დატვირთული — ძველი მეგობრები გამოჩნდებიან და ახალ ნაცნობებს შეიძენთ.
ზოგ სიტუაციაში ეშმაკობისა და მოხერხებულობის გამოჩენა დაგჭირდებათ. დისციპლინა და შრომისმოყვარება დაგეხმარებათ, რომ სამსახურში წარმატებას მიაღწიოთ, თუმცა ნუ მოდუნდებით — პატარა წარუმატებლობებიც მოსალოდნელია. დღეს ფორტუნა მათ მხარესაა, ვინც ფინანსურ საკითხებში რისკავს.
ყურადღება მიაქციეთ კვებას - გირჩევთ, ცხარე სანელებლებს მოერიდოთ.
მორიელი
ფრთხილად იყავით - მარსისა და იუპიტერის ასპექტი კონფლიქტის ალბათობაზე მიანიშნებს. მოერიდეთ ნათესავების კრიტიკას და განსჯას — თქვენს სიტყვებს მტკივნეულად მიიღებენ.
ეს დღე ხელსაყრელია მოლაპარაკებებისთვის — შესაძლოა სამომავლოდ სასარგებლო კავშირები დაამყაროთ. ფინანსური პრობლემები არ გაქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფული უსარგებლო ნივთებში უნდა გადაყაროთ.
შეეხმიანეთ მეგობარს, რომელიც დიდი ხანია, არ გინახავთ. შესაძლოა მისგან ბევრი საინტერესო ამბავი გაიგოთ. დღის მეორე ნახევარი და საღამო იდეალურია ბუნებაში აქტიური დასვენებისთვის.
მშვილდოსანი
დროა კომპრომისებზე წასვლა და პარტნიორთან საერთო ენის გამონახვა ისწავლოთ. მას, ვინც მეორე ნახევარს ჯერ კიდევ ეძებს, სიახლეები ელის. კარგი დღეა ერთობლივი დასვენებისთვის — საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებს პატარა დღესასწაული მოუწყვეთ. ამ დღეს ბავშვებთან ურთიერთობა განსაკუთრებულ სიამოვნებას მოგიტანთ.
სურვილი გექნებათ, რომ გარშემომყოფებზე, განსაკუთრებით კი უფროსობაზე, კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. მოსალოდნელია მცირე ფინანსური დანაკარგი, ამიტომ სიფრთხილე გმართებთ. მიუხედავად დაბრკოლებებისა, ეცადეთ ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ და საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ.
თხის რქა
შესანიშნავი დღეა პაემნებისა და რომანტიკული შეხვედრებისთვის. თქვენი ბუნებრივი მომხიბვლელობა მწვერვალზეა — შეუძლებელია, რომ ამით არ ისარგებლოთ! პლანეტები შანსს გაძლევენ, რომ ფარულ პრობლემებს წერტილი დაუსვათ. საღამოს შეძლებთ განიხილოთ საკითხები, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. ახლა მთავარია რეპუტაციის შენარჩუნება — ეს საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში დაგეხმარებათ.
"იოლი ფულის" შოვნის მცდელობა წარუმატებელი იქნება, ამიტომ აზარტულ თამაშებსა და სარისკო ფინანსურ ოპერაციებს მოერიდეთ.
კარგად დაბალანსებული კვება და დიეტა დაგეხმარებათ, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები თავიდან აიცილოთ.
მერწყული
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში უხეშ გამოთქმებს მოერიდეთ, თორემ მოგვიანებით ბევრს ინანებთ. ახლობელ ადამიანზე ზეწოლა შესაძლოა სკანდალის მიზეზი გახდეს.
სახელმწიფო სტრუქტურებთან ან მნიშვნელოვან საბუთებთან მუშაობისას ნუ იჩქარებთ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ დაეყრდნობით. პლანეტების განლაგება ახალი, სასარგებლო ნაცნობობის დამყარებას და გუნდურ მუშაობას ხელს უწყობს.
იქნებ, დროა სტომატოლოგს ეწვიოთ? პროფილაქტიკური შემოწმება პრობლემების დროულად მოგვარებაში დაგეხმარებათ.
თევზები
ეს დღე ახალი ურთიერთობების დასაწყებად ხელსაყრელია. ყველაფერი თქვენს ხელშია - თუ ვინმე მოგეწონათ, მეტი უნდა იაქტიუროთ. გადაწყვეტილებების მიღებისას სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინეთ.
დღის მეორე ნახევარში შესაძლოა ძველ მეგობრებს შეხვდეთ — ეცადეთ, ძველი წყენა და გაუგებრობები არ გაიხსენოთ. ხელსაყრელი დროა პროფესიული აქტივობისთვის - თქვენს გონებაში იმის მკაფიო გეგმა ჩამოყალიბდება, თუ ახლო მომავალში რისი მიღწევა გსურთ. ძვირად ღირებული ნივთის ყიდვამდე კარგად დაფიქრდით, რომ ფული ტყუილად არ გადაყაროთ.
დიდი ხანია ძველი პრობლემის მოგვარებას აჭიანურებთ — შეხედეთ მას სხვა კუთხიდან და მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან