28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
23:08 პარ. 27 თებერვალი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს ვარსკვლავები საინტერესო ნაცნობობაზე და სასიყვარულო რომანის დაწყებაზე მიგვანიშნებენ. ნუ მისცემთ წყენას ან ეჭვიანობას იმის შანსს, რომ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. საკუთარი პოზიციის დაცვისას მოუთმენლობას ან აგრესიას ნუ გამოავლენთ.
სამსახურებრივი მოვალეობები მეტ ენერგიას მოითხოვს. თუ არ იზარმაცებთ, შესაძლოა, საჭირო თანხა ბონუსის სახით მიიღოთ. ამ დღეს დაწყებული საქმის შემდეგები თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. თქვენი უხასიათობა გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე აისახება. ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის პრობლემებს.
კურო
იმიჯის შეცვლისთვის საუკეთესო დროა. ვარსკვლავები გირჩევენ, ცოტა ხნით საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ და საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ. საქმეებს თვითდინებაზე ნუ მიუშვებთ, თორემ იმდენი პრობლემა დაგიგროვდებათ, რომ შვებულების გადადება მოგიწევთ.
ამ დღეს შეძენილი ნივთები შეიძლება წუნიანი აღმოჩნდეს და იმედი გაგიცრუოთ. მოსალოდნელია სიახლეები, რომლებიც თქვენს საქმიანობაზე გავლენას იქონიებს. იდეალური დროა გატაცებისთვის, რომელიც სიხარულს განიჭებთ. პირად ცხოვრებაში არსებულმა უთანხმოებამ შესაძლოა, თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე უარყოფითად იმოქმედოს.
ტყუპები
ახალი ნაცნობობის, სასიყვარულო პაემნებისა და სიყვარულის აღიარებისთვის მშვენიერი დროა. გირჩევთ წარსულის შეცდომებსა და წარუმატებლობებზე ნაკლები იფიქროთ და მომავლისკენ გაიხედოთ. პრობლემების მოგვარებისა და მიზნების მისაღწევად შეგიძლიათ დახმარება მეგობრებს ან კოლეგებს სთხოვოთ. გამორიცხული არ არის, რომ სარისკო გადაწყვეტილებების მიღება მოგიწიოთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, ისეთი თანამოაზრე იპოვოთ, რომელსაც პასუხისმგებლობას გაუნაწილებთ. ამ დღეს სხვადასხვა იდეებსა და გეგმებზე ნაყოფიერად იმუშავებთ. თუ გასტრიტისკენ მიდრეკილება გაქვთ, სჯობს უახლოესი დღეების მანძილზე დიეტა დაიცვათ.
კირჩხიბი
ახალი ავეჯის შეძენა ან რემონტი სახლში ჰარმონიისა და სიმყუდროვის ატმოსფეროს შექმნის. იყავით უფრო მომთმენი და ახლობლებს მათ შემოქმედებით მისწრაფებებში მხარი დაუჭირეთ. გირჩევთ, სხვა ადამიანების პოზიციას პატივი სცეთ, მაგრამ არც საკუთარ ინტერესებს უღალატოთ.
ფინანსური ანგარიშსწორებისას ფრთხილად იყავით! გამორიცხული არ არის, რომ თქვენი მოტყუება სცადონ. სასურველია, საღამო ოჯახში ურთიერთობების განმტკიცებას მიუძღვნათ და საყვარელ ადამიანებს თქვენი ზრუნვა და სიყვარული დაანახვოთ.
ლომი
მიეცით რომანტიკას თქვენს ცხოვრებაში შემოსვლის უფლება - ეს დღე სასიამოვნო წუთებს გპირდებათ. კარგი დღეა სარემონტო სამუშაოებისთვის როგორც სახლში, ისე აგარაკზე. თქვენი განწყობა მთლიანად დამოკიდებულია იმ ადგილის სიმყუდროვეზე, სადაც ყველაზე ხშირად იმყოფებით.
სავარაუდოდ, საინტერესო და მოგებიანი პროექტის მონაწილე გახდებით. მნიშვნელოვანი შეხვედრები სჯობს დღის მეორე ნახევარში დანიშნოთ – პარტნიორთან საერთო ენის გამონახვა უფრო გაგიადვილდებათ. ეს დღე ხელსაყრელია სხვადასხვა კომერციული ოპერაციებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის. მერკურის გავლენა დასახული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ, პოზიტიური განწყობა კი დღის წარმატებით დასრულების გარანტია იქნება.
ქალწული
ამ დღეს კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად უფრო მშვიდი და მომთმენი უნდა იყოთ და პარტნიორის აზრს პატივისცემით მოეპყროთ. გარშემომყოფები ელიან, რომ სადავო საკითხში პოზიციებს დათმობთ, მაგრამ ამისთვის მზად არ ხართ.
მალე შანსი გექნებათ, რომ უფროსზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ, მაგრამ ეს ისე გააკეთეთ, რომ კოლეგებმა თქვენი მონდომება პირფერობად არ მიიჩნიონ. ხელსაყრელი დღეა ფულთან დაკავშირებული ოპერაციებისთვის. ენერგიის დაქვეითება სატურნისა და ურანის კვინკონსითაა გამოწვეული და ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება.
თქვენი შრომისმოყვარეობა და პრინციპულობა აუცილებლად დაფასდება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გარშემომყოფები თქვენთან თანამშრომლობისთვის წაახალისოთ.
სასწორი
ხანმოკლე მგზავრობის დროს რომანტიკული ნაცნობობა გელით, მაგრამ საეჭვოა, ის ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პირად ცხოვრებაში ინტუიციას მოუსმინოთ. არ არის გამორიცხული უმნიშვნელო მიზეზის გამო კამათი მოგივიდეთ - ეცადეთ, საყვარელ ადამიანს გული არ ატკინოთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღევანდელი დღით იცხოვროთ - ამჟამად გლობალური ცვლილებების დაწყებას ვერ მოახერხებთ. სავარაუდოდ, ბევრი ახალი საქმე დაგემატებათ, თუმცა ეს პროფესიულ ზრდაში დაგეხმარებათ. გირჩევთ ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინეთ - დიდია ალბათობა, რომ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს გადაეყაროთ.
მორიელი
ვარსკვავები გირჩევენ, რომ ამ დღეს უფროს ნათესავებს პირადი ცხოვრების დეტალები არ გაანდოთ. შესაძლოა, ოჯახში უსიამოვნო საუბარი შედგეს, რაც კარგი შესაძლებლობა იქნება დაგროვილი პრეტენზიების გამოსათქმელად. თუ თანამდებობის მიღებაზე ოცნებობთ, საკმარისი არ არის კარგი პროფესიონალი იყოთ - იმიჯზე, დიქციასა და მანერებზე მეტი უნდა იმუშაოთ.
თუ დღეს სარისკო წამოწყებას დათანხმდებით დიდი ფინანსური დანაკარგები გელით. ძვირად ღირებულ შენაძენებს და ფულის დაბანდებას ერიდეთ, თორემ შეიძლება ყველაფერი დაკარგოთ. საღამოს მოსალოდნელია ხასიათის ცვალებადობა და შეუძლოდ ყოფნა. ეს მდგომარეობა სატურნის მომატებული აქტივობითაა გამოწვეული და მალე გაივლის.
მშვილდოსანი
ყველაფერი, რასაც გულით ინატრებთ, ადრე თუ გვიან ასრულდება, ამიტომ სურვილებთან ფრთხილად უნდა იყოთ. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში შესაძლოა ბზარი გაჩნდეს. სცადეთ გულახდილი საუბარი, სანამ ეს ბზარი გადაულახავ უფსკრულად ქცეულა.
დამატებითი ვალდებულებების აღება ნუ მოგერიდებათ, რადგან ეს კარიერული ზრდის გზაზე პირველი ნაბიჯია! მეწარმეებს შანსი ექნებათ, რომ პარტნიორის კეთილგანწყობა მოიპოვონ ან მოგებიანი კონტრაქტი გააფორმონ, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ.
ვაჭრობასა და კომერციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ოპერაცია წარმატებული იქნება, თუმცა შესაძლო კონფლიქტების გამო გართულებების რისკი არსებობს. შესაძლოა ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ - ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ.
თხის რქა
სრულყოფილებას საზღვარი არ აქვს, ამიტომ ნამდვილი შედევრის შესაქმნელად დიდი ძალისხმევაა საჭირო. ჰოროსკოპი აჩვენებს, რომ თქვენი სამუშაო გრაფიკი დღეს განსაკუთრებით დატვირთული იქნება, თუმცა თუ ოჯახის წევრებს ან მეგობრებს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდათ, უარს ნუ ეტყვით.
არ არის გამორიცხული, შეუძლოდ მყოფი კოლეგის შეცვლა მოგიწიოთ. გაუფრთხილდით ფულს და ძვირფას ნივთებს, მათ შეიძლება თაღლითების ყურადღება მიიპყრონ. დაუდევრად ნუ მოეკიდებით საჭმლის მომნელებელ და სისხლძარღვთა სისტემების დაავადებებს და საჭიროების შემთხვევაში ექიმთან ვიზიტზე ჩაეწერეთ.
მერწყული
ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვით და სიყვარული რეალურ ადამიანებს შორის ეძებეთ. მეგობრის რჩევა პირადი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ - ურთიერთსაყვედურები და შეურაცხყოფა კარგს არაფერს მოგიტანთ. შესაძლოა, ჭორებისა და ცილისწამების სამიზნედ იქცეთ, რაც განწყობას გაგიფუჭებთ.
მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს – მომდევნო 24 საათის განმავლობაში ქურდობის საფრთხე არსებობს. ყურადღება მიაქციეთ, რას და რამდენს მიირთმევთ. უარი თქვით კალორიულ კერძებზე და ხილ-ბოსტნეული კარგად გარეცხეთ.
თევზები
დღეს განსაკუთრებით მომხიბვლელი და მიმზიდველი იქნებით – ეს დაგეხმარებათ, რომ სასურველი ადამიანის ყურადღება მიიქციოთ. ინიციატივის გამოჩენა და პირველი ნაბიჯის გადადგმა ნუ მოგერიდებათ. საყოფაცხოვრებო კონფლიქტებისა და დავების მოგვარება შეიძლება გაჭიანურდეს. მეტოქეები დიდ წინააღმდეგობას გაგიწევენ, ამიტომ მუდამ ფხიზლად უნდა იყოთ. ამ დღეს ცდუნებას უნდა შეებრძოლოთ, რადგან მან შეიძლება მოულოდნელი პრობლემები შეგიქმნათ.
ვარსკვლავების გირჩევენ, ფული მსხვილ პროექტებში დააბანდოთ, სხვაგვარად მოგების იმედი ნუ გექნებათ. ცხოვრება ზედმეტად რთულია იმისთვის, რომ მასზე სერიოზულად ისაუბროთ – ამას ნუ დაივიწყებთ და მოვლენების დრამატიზებას ნუ მოახდენთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან