დღის ჰოროსკოპი

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:01 ოთხ. 14 იანვარი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

თქვენი ცხოვრება გადაშლილ წიგნს ჰგავს, რომლის დასასრული ჯერ უცნობია. ნუ დაივიწყებთ, რომ საკუთარ მომავალს თავად ქმნით.

დაგროვილი საქმეები დასვენების საშუალებას არ გაძლევთ, თუმცა, რამდენიმე საქმეს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით, თორემ შეიძლება ვერც ერთს გაუმკლავდეთ. მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი საშუალებას მოგცემთ, რომ შვებულება დაგეგმოთ.

ეცადეთ, ამ დღეს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას მოერიდოთ. სატურნი მარსთან არახელსაყრელ ასპექტში შედის, რაც დაჭიმულობისა და მსგავსი ტრავმების საფრთხეს ქმნის.

კურო

მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად იდეალურ წყვილს ჰგავხართ, ერთმანეთის უკეთ გაცნობისას შესაძლოა პრობლემებს შეეჯახოთ.

შესაძლოა, ხელმძღვანელობა გარკვეული დროის განმავლობაში დაგაკვირდეთ, თუმცა დაუღალავი შრომა ბოლოს შედეგს გამოიღებს. ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ახლობლებისთვის საჩუქრებზე მთელი თვის ხელფასის დახარჯვა მაინც გაუმართლებელია.

შესაძლოა კვების მენიუს შეცვლის ან დიეტის დაწყების სურვილი გაგიჩნდეთ, თუმცა ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ახლა ამისთვის არახელსაყრელი დროა.

ტყუპები

საყვარელი ადამიანი მიეჩვია, რომ მისი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებთ, თუმცა თავად რას გააკეთებს თქვენთვის, გაურკვეველია.

შესაძლოა დღეს ნათესავებთან ურთიერთობაში სირთულეებს წააწყდეთ, რაც მხოლოდ თქვენი ბრალი იქნება. ნუ გაჯიუტდებით, ეცადეთ საკუთარი შეცდომების აღიარება ისწავლოთ.

თუ სამსახურში დაწინაურება შემოგთავაზეს, საბოლოო პასუხამდე რჩევა გამოცდილ ადამიანებს სთხოვეთ. სწრაფი გამდიდრების იმედი ნუ გექნებათ, მაგრამ შეგიძლიათ მომავალი ფინანსური კეთილდღეობისთვის საფუძვლის ჩაყრა დაიწყოთ.

შეუძლოდ ყოფნამ შესაძლოა დაწყებული საქმის დასრულებაში ხელი შეგიშალოთ. თუ შესაძლებელია, დასვენების დღე აიღეთ და განმარტოვდით.

კირჩხიბი

გამორიცხული არ არის, სამსახურებრივი რომანი დაიწყოთ, თუმცა საეჭვოა ასეთი კავშირი სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

ამ დღეს ოჯახის წევრების მზერა და ფიქრები მხოლოდ თქვენკენაა მომართული — შეგიძლიათ ეს სიტუაცია აქტუალური საკითხების მოსაგვარებლად გამოიყენოთ.

ამ დღეს გულს ნეგატიური ემოციებით ნუ დატვირთავთ. ნუ მისცემთ უფლებას გარშემო მყოფებს, რომ სკანდალში ან სხვა სახის უსიამოვნებაში ჩაგითრიონ.

ლომი

თქვენი რჩეული თავისას გაიტანს და შეეცდება, იმისკენ გიბიძგოთ, რისთვისაც მზად არ ხართ. ეცადეთ, ვითარება არ დაძაბოთ, მაგრამ არც თქვენი მართვის უფლება მისცეთ.

შეგიძლიათ ოჯახის წევრებს თქვენი პრობლემები გაუზიაროთ, მტკივნეული თემები განიხილოთ და საერთო გეგმები დასახოთ — თქვენს ბევრ იდეას მხარდაჭერა ელის.

სამსახურში სიფრთხილით მოეკიდეთ იმ ადამიანების რჩევებს, რომლებიც შესაძლოა, თქვენში კონკურენტს ხედავენ. თითოეული სიტყვა აწონ-დაწონეთ, რათა ვინმეს თქვენ წინააღმდეგ კომპრომატი არ მისცეთ. მოულოდნელი დახმარება თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

გაუფრთხილდით ყელს — არსებობს ანგინისა და ხმის დაკარგვის რისკი.

ქალწული

გამუდმებით წარსულზე ფიქრი წინსვლაში ხელს გიშლით - ასე ბედნიერებას ხელიდან გაუშვებთ. ოჯახური აქტივობა, მაგალითად, სუფთა ჰაერზე გასეირნება ან სახლის დალაგება მძიმე ფიქრებს დაგავიწყებთ და სტრესისგან გაგათავისუფლებთ.

დღევანდელი ჰოროსკოპი დროებითი ფინანსური სირთულეების შესახებ გაფრთხილებთ - მომავალ ხელფასამდე ძვირად ღირებული ნივთების შეძენას მოერიდეთ. გირჩევთ, ჯანმრთელობაზე იზრუნოთ - კვების რეჟიმი დაიცავით და რაციონიდან ცხიმიანი, შემწვარი და მარილიანი საკვები ამოიღეთ.

ნუ დაძაბავთ მხედველობას - ძილის წინ ტელევიზორის ყურებას და წიგნის კითხვას მოერიდეთ.

სასწორი

მომავალი კვირა მოვლენებით დატვირთული იქნება — წინ ამაღელვებელი შეხვედრები და საინტერესო ნაცნობობა გელით. შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს, რჩეული იპოვოთ, თუმცა ამისთვის აქტიური მოქმედებაა საჭირო და არა სახლში ჯდომა.

პლანეტები გაფრთხილებენ, რომ გამოცდების პერიოდი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ. თუ ოდესმე რაიმე ინფორმაციის დამალვა ან დამახინჯება სცადეთ, ამ დღეს შეიძლება თქვენი საიდუმლო გამჟღავნდეს. ამ დღეს ხელშეკრულების გაფორმებასა და მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს მოერიდეთ.

წინასწარი დაგეგმვა დაგეხმარებათ, რომ ქაოსი, გადაღლა და სტრესი აირიდოთ. საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი თავად ხართ, ამიტომ ფიზიკურ აქტივობას და სუფთა ჰაერზე ყოფნას მეტი დრო დაუთმეთ.

მორიელი

შეიძლება ამ დღეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლისა და მომრიგებლის როლი შეასრულოთ. მოემზადეთ ახლობლების პრობლემების მოსაგვარებლად, რადგან ამ დღეს მათი დახმარება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. ეს ფიზიკური და მორალური გამძლეობის ერთგვარი გამოცდა იქნება.

წინსვლისა და განვითარებისთვის აუცილებელია, რომ ზოგჯერ შეჩერდეთ და საკუთარი ქმედებები შეაფასოთ. შესაძლოა, ეს დამოუკიდებლად ან სხვების დახმარებით გააკეთოთ. უარი თქვით დამატებით სამუშაოზე, თუ ამჟამინდელი შემოსავალი გყოფნით.

ყურადღება მიაქციეთ სულიერ განწყობას — მცირე მოწყენილობა შესაძლოა დეპრესიაში გადაიზარდოს. გათავისუფლდით ნეგატიური ფიქრებისგან და პოზიტიურად იაზროვნეთ.

მშვილდოსანი

რომანტიკული შეხვედრებისა და მთვარის შუქზე სეირნობის დრო ჯერ არ დამდგარა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სასიყვარულო თავგადასავლის შანსი არ გაქვთ.

გამოიყენეთ ეს დღე ოჯახური ბიუჯეტისა და საქმიანი ქაღალდების მოსაწესრიგებლად. შანსი გაქვთ, რომ ზოგიერთი პროექტი ბოლომდე მიიყვანოთ და შრომისთვის ღირსეული შედეგი მიიღოთ.

გახსოვდეთ, რომ კონსტრუქციული კრიტიკა საჭირო და სასარგებლოა, მაშინაც კი, როცა არასასიამოვნოა. თქვენი შრომის ნაყოფიერება არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ განწყობაზეცაა დამოკიდებული. ეცადეთ პოზიტიური ადამიანების ახლოს იტრიალოთ.

თხის რქა

დღევანდელ დღეს იმ ადამიანზე ფიქრში გაატარებთ, რომელთანაც დიდი კონფლიქტი მოგივიდათ. გარშემომყოფები თქვენ მიმართ ძალიან კრიტიკულად არიან განწყობილნი, ამიტომ ეცადეთ, ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრების გარემოცვაში — მათ დახმარებას ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეუძლია!

თქვენს ავტორიტეტზე შესაძლოა მოულოდნელი თავდასხმა განხორციელდეს. გამოიჩინეთ თქვენთვის დამახასიათებელი თავდაჭერილობა და კრიტიკული შენიშვნები გულთან ახლოს არ მიიტანოთ.

კარგი დღეა კომერციული საქმიანობისთვის. სავარაუდოდ, გამოჩნდებიან გავლენიანი მფარველები, რომლებიც დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებიან.

მერწყული

თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ცივდება, სცადეთ რამდენიმე დღით განმარტოვდეთ და გრძნობებში გაერკვიოთ.

ყურადღებას ნუ მოადუნებთ - თქვენს მოტყუებას არავინ ცდილობს, მაგრამ სხვა ადამიანების პატიოსნების იმედად მაინც არ უნდა დარჩეთ. ამ დღეს ძველი და ახალი საქმეების ერთდროულად კეთება მოგიწევთ, ამიტომ მხარდაჭერა დაგჭირდებათ. უსაფუძვლო ოპტიმიზმმა შეიძლება ბევრი შეცდომა დაგაშვებინოთ. ნუ დაჰპირდებით იმას, რისი შესრულებაც არ შეგიძლიათ.

მალე ცხოვრებაში რაღაცის შეცვლის დრო დადგება, თუმცა უმჯობესია, მანამდე არ იჩქაროთ.

თევზები

თქვენ გვერდით დადის ადამიანი, რომელსაც თქვენი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა შეუძლია - მთავარია, დაინახოთ!

ოჯახის წევრები იმ საკითხების მოგვარებას შეძლებენ, რომლებიც ადრე ყველას უკმაყოფილებას იწვევდა. ემოციებით დატვირთული დღეა - დასვენების იმედი ნუ გექნებათ. გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები მხოლოდ სანდო ადამიანებთან ერთად უნდა განიხილოთ. ახალი პარტნიორების მოსაძებნად არახელსაყრელი დროა.

ამ დღეს წარმატებული იქნება ნებისმიერი შენაძენი, ფულის დაბანდება თუ საინტერესო პროექტში მონაწილეობა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge