დღის ჰოროსკოპი

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:16 კვი. 25 იანვარი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

მარტოხელა ვერძებს უახლოეს პერიოდში სასიყვარულო თავგადასავალი ელით. რაც შეეხება დაოჯახებულებს, არაკეთილმოსურნე ადამიანის ჭორების გამო შესაძლოა, ოჯახურ ურთიერთობებს საფრთხე დაემუქროს. ეცადეთ, სიტუაცია არ გაამწვავოთ და პარტნიორს დაუსაბუთებელი პრეტენზიები არ წაუყენოთ.

სამსახურში ვიღაც შეეცდება, ხელმძღვანელობისა და კოლეგების თვალში ავტორიტეტი შეგილახოთ. ყურადღება გამოიჩინეთ და საფრთხეს თავიდან აიცილებთ. მატერიალური მდგომარეობა ნელ-ნელა გაუმჯობესდება და გაჩნდება შანსი, რომ საოცნებო ნივთი შეიძინოთ.

კურო

ნუ დაგეზარებათ, რომ საყვარელ ადამიანს ხშირად შეახსენოთ, როგორ აფასებთ. ეს სიტყვები თქვენს დღეს განსაკუთრებულს გახდის და ოჯახში სითბოს შემოიტანს.

ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმის შესრულება მოგიწევთ, რომლის სამომავლოდ გადადებაც არ შეიძლება. მოსალოდნელია სერიოზული გადაწყვეტილება ან საუბარი - სავარაუდოდ, სწრაფი რეაქცია და გამჭრიახობა დაგჭირდებათ. ახლობელ ადამიანებთან ფინანსური გეგმების განხილვამ შესაძლოა ახალი იდეები და შესაძლებლობები გააჩინოს.

გირჩევთ, ხალხმრავალ ადგილებს, განსაკუთრებით ბაზრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს მოერიდოთ. იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე - მხოლოდ აფთიაქის ვიტამინები ამისთვის საკმარისი არ არის!

ტყუპები

მალე თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადამიანი გამოჩნდება, რომელიც შეძლებს გაგიგოთ და თქვენი გრძნობები დააფასოს. მიეცით საკუთარ თავს უფლება, რომ ახალი ემოციებისთვის გაიხსნას. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, რომელიმე ნათესავის საქციელის გამო ურთიერთობები დაიძაბოს.

უფრთხილდით შურიან კოლეგას, რომელსაც თქვენი მიღწევების მითვისება სურს. რთული დღეა სწავლისთვის, მგზავრობისა და ვაჭრობისთვის. მოლპარაკებებზე შესაძლოა თაღლითობის მცდელობას შეეჯახოთ.

ამ დღეს სპორტი არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ემოციურ სარგებელსაც მოგიტანთ. საყვარელი საქმიანობა პოზიტივით აგავსებთ.

კირჩხიბი

პლანეტების განლაგება სასიყვარულო საქმეებისთვის ხელსაყრელია. თუ დიდხანს უშედეგოდ ცდილობთ ადამიანთან გამოლაპარაკებას, რომელიც მოგწონთ, ეს დღეს უნდა გააკეთოთ. მალე მოგიწევთ ოჯახის უფროსობა და მასთან დაკავშირებული ყველა სირთულე სრულფასოვნად იტვირთოთ.

ფინანსურ საკითხებზე უთანხმოებამ შეიძლება ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტი გამოიწვიოს. სკანდალის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ ყველა მსხვილი შენაძენი წინასწარ შეათანხმოთ. მიხედეთ ჯანმრთელობას, სავარაუდოდ, სტომატოლოგთან ვიზიტის დროა.

ლომი

თუ თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის გაუგებრობა გაჩნდა, შესაძლოა, ეს რომანი დასასრულზე მეტყველებს. დაოჯახებულმა ლომებმა ოჯახს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ და საყვარელ ადამიანებთან ერთად მეტი დრო გაატარეთ. ამ დღეს წვრილმანებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.

სასურველი შედეგის მისაღწევად თავდაუზოგავი შრომა მოგიწევთ, თუმცა ჰოროსკოპი გპირდებათ, რომ თქვენი ძალისხმევა დაფასდება. შესაძლოა, გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც მაღალანაზღაურებად სამუშაოს შემოგთავაზებთ.

საღამოს ივარჯიშეთ ან ისეირნეთ — ეს ფსიქოლოგიურ დაძაბულობას მოგიხსნით. ეცადეთ, ამ დღეს ახალი, უცნობი კერძები არ დააგემოვნოთ.

ქალწული

ამ ნიშნის წარმომადგენლებს მოვლენებით დატვირთული პერიოდი ელით. ეს დღე აქტიურ ბრძოლასა და საკუთარი პრინციპების დაცვას უკავშირდება. პარტნიორთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. სამაგიეროდ, ვარსკვლავები სამსახურში წარმატებას გპირდებიან — ენთუზიაზმი და შრომისმოყვარეობა სასურველ შედეგს გამოიღებს.

ფინანსებში სტაბილურობა არ იკვეთება, ამიტომ გაუაზრებელ ხარჯებს უნდა მოერიდოთ. საღამოს საათებში ეცადეთ, კომპიუტერთან ნაკლები დრო გაატაროთ. უქმად ყოფნა არ შეიძლება! - ახლა საუკეთესო დროა ფიზიკური ფორმის გასაუმჯობესებლად.

სასწორი

თუ ურთიერთობა დასასრულს მიუახლოვდა, ნუ მოიწყენთ — თქვენთვის ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული შეხვედრების პერიოდი დგება. ვარსკვლავები დაოჯახებულ სასწორებს ურჩევენ, რომ მეგობრებთან გართობის გამო ოჯახი არ დაივიწყონ. შესანიშნავი დღეა ოდესღაც გაფუჭებული ურთიერთობების აღდგენისა და შერიგებისთვის. მთავარია, რომ სწორი სიტყვები მოძებნოთ!

სამსახურებრივ საქმეებში საკუთარი ამბიციების წყალობით კარგ შედეგს მიაღწევთ. მატერიალური მდგომარეობა კვლავ არამდგრადია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაუაზრებელი შეძენისგან თავი უნდა შეიკავოთ. არ იდარდოთ, მალე სიტუაცია შეიცვლება და დანაკლისს აინაზღაურებთ! ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ გადაიღალოთ, რადგან ფიზიკური დატვირთვა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს.

მორიელი

დღეს თქვენს ფიქრებსა და გრძნობებს ვენერა მართავს, ამიტომ გასაკვირი არაა, თუ რომანტიკულ განწყობაზე იქნებით. თუ პარტნიორის გაკრიტიკების სურვილი გაგიჩნდათ, გაითვალისწინეთ, რომ მისგანაც იმავეს მიიღებთ. აჯობებს, რომ ეს დღე ერთმანეთის ნაკლოვანებების განხილვაში არ დახარჯოთ.

ფინანსური ან კარიერული კუთხით სერიოზული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, შეგიძლიათ ჩვეული საქმიანობა გააგრძელოთ. პლანეტები გირჩევენ, აქტიურად იმოქმედოთ და ახალ პროექტების დაწყებაზე დათანხმდეთ, თუნდაც საქმე თავიდან უიმედოდ მოგეჩვენოთ.

მშვილდოსანი

თუ მეორე ნახევარს ეძებთ, თქვენი მოქმედებები უფრო გულდასმით უნდა დაგეგმოთ. შორეული ნათესავების მოულოდნელი სტუმრობა გელით, ამიტომ გირჩევთ, რომ სახლი დაალაგოთ და პროდუქტების მოიმარაგოთ.

შემოქმედებითი მიდგომა კარიერულ წინსვლაში გეხმარებათ. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი გარშემო მყოფების მიმართ, თორემ მარტო დარჩებით! მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ან რომელიმე საქმის წარმატებით დასრულება.

ამ დღეს ეცადეთ, ყველაფერში ზომიერება დაიცვათ. მზად იყავით მოულოდნელი ხარჯებისთვის — დანაზოგი სტრესის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

გირჩევთ, წინასწარ განწირულ ურთიერთობებზე დრო და ენერგია არ დახარჯოთ. დაფიქრდით, იქნებ ეს არ არის ადამიანი, რომელსაც ამდენ ხანს ელოდით. ეს დღე მორალურ და სულიერ ტრანსფორმაციას უკავშირდება.

მცდარმა რჩევამ ან არასწორად გაგებულმა ინფორმაციამ შესაძლოა შეცდომები და ოჯახური კამათი გამოიწვიოს. სამსახურში თავს შესანიშნავად გაართმევთ რთულ დავალებებს, რადგან ზუსტად იცით რა არის მართლა მნიშვნელოვანი. წარმატებული იქნება ნებისმიერი საქმე, რომელიც ინტელექტუალურ ძალისხმევას მოითხოვს.

ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ფინანსურ ვალდებულებებს. შეგიძლიათ ცოტა მოდუნდეთ და დიეტა დაარღვიოთ — წესები ხომ იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიოთ?

მერწყული

ვარსკვლავები ახალ ნაცნობობას გპირდებიან! შესაძლოა, თქვენი ახალი პარტნიორი თქვენივე ახლო გარემოცვიდან იყოს.

იზრუნეთ ფინანსური პრობლემების მოგვარებაზე და ეცადეთ, საუბრისას ტონს არ აუწიოთ. თქვენს იდეებს ენთუზიაზმით შეხვდებიან, ამიტომ მათი გაზიარება ნუ მოგერიდებათ — გულწრფელობა ახალ კარებს გაგიღებთ. სრულიად შესაძლებელია, რომ მოულოდნელმა ინფორმაციამ ან გარემოებების სასიამოვნო დამთხვევამ მოვლენები თქვენს სასარგებლოდ შემოაბრუნოს. გირჩევთ ძველ, მივიწყებულ პროექტებსაც გადახედოთ — მათ მოგების მოტანა ისევ შეუძლიათ.

თევზები

შესაძლოა, ამ დღეს საყვარელ ადამიანთან დიალოგის გამო რაღაც მნიშვნელოვანის დათმობა მოგიწიოთ, თუმცა შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

ყურადღებით იყავით - ვიღაც თქვენს ცდუნებას ცდილობს! თუმცა, თქვენთვის მშვიდი ცხოვრება საეჭვო ავანტიურას სჯობს. მნიშვნელოვან საკითხში მხარდაჭერას ასაკოვანი ადამიანისგან მიიღებთ.

ხარჯების შემცირება მოგიწევთ, რადგან ურანისა და მერკურის დაპირისპირება უფულობის ხანმოკლე პერიოდს მოასწავებს. თუ ყველაფერს ნეგატიურ კონტექსტში დაინახავთ, ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება, ამიტომ გირჩევთ, ყურადღება ცხოვრების პოზიტიურ მხარეებზე გადაიტანოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge