1-ელი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
23:42 შაბ. 31 იანვარი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელი თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეს დღე ძველი იდეების განხორციელებისთვის ენერგიასა და შთაგონებას მოგიტანთ. დაწყებული საქმე წვრილმანებისადმი ყურადღების გამოჩენას მოითხოვს, თუმცა შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს. გარშემომყოფები ახალ წამოწყებებში მხარს დაგიჭერენ.
საღამო სჯობს ახლობლების წრეში დასვენებას დაუთმოთ — მშვიდი გარემო დაგეხმარებათ, რომ შინაგან წონასწორობა აღიდგინოთ. შემოქმედებითი საქმიანობა სიხარულს მოგიტანთ და ფარული პოტენციალის გამოვლენაში დაგეხმარებათ.
კურო
ამ დღეს პირველ ადგილზე ფინანსური პრობლემები წამოიწევს, რაც კარგად გააზრებული გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. ვარსკვლავები კომერციულ გარიგებებსა და საოჯახო შენაძენებში წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ. სავარაუდოდ, მოგებიან შეთავაზებებს აღმოაჩენთ, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე შეუმჩნეველი რჩებოდა.
პირად ცხოვრებაში ჰარმონია დაისადგურებს. საღამოს მეგობრებისგან მიღებული სასიამოვნო სიახლე განწყობას აგიმაღლებთ.
ტყუპები
სასიამოვნო ურთიერთობებითა და საინტერესო შეხვედრებით დატვირთული დღეა. თანამოაზრეებს შორის ინფორმაციის გაცვლა რთული ამოცანის გადაჭრაში დაგეხმარებათ. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება რაღაც უჩვეულო მოხდეს. საქმიანობამ, რომელსაც ადრე უბრალო გატაცებად მიიჩნევდით, შესაძლოა დიდი მოგება მოგიტანოთ.
საღამოს სუფთა ჰაერზე გასეირნება ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. კარგი დროა რაიმე ახლის შესწავლისთვის - გონებრივი აქტივობა ინტელექტუალურ კმაყოფილებასა და ახალ იდეებს მოგიტანთ.
კირჩხიბი
თუ ჩიხურ ვითარებაში აღმოჩნდით, კოლეგების რჩევაზე მეტად შინაგან ხმას უნდა მოუსმინოთ. ამ დღეს ახლობლებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახდება. ოჯახური სიმყუდროვე სიმშვიდისა და დაცულობის ატმოსფეროს შექმნის. ეცადეთ უფრო რბილი და დამყოლი გახდეთ და სხვა ადამიანების პოზიციას პატივი სცეთ, მაგრამ არც საკუთარ ინტერესებს უღალატოთ. სავარაუდოდ, ძველი ნაცნობები მოულოდნელად თავს შეგახსენებენ და შეხვედრას შემოგთავაზებენ.
საღამოს ეცადეთ, ვარჯიშისთვის დრო გამონახოთ — ზომიერი დატვირთვა მომავალი კვირისთვის ენერგიით აგავსებთ.
ლომი
თავდაჯერება დაგეხმარებათ, რომ გუნდში ლიდერის პოზიცია დაიკავოთ. ხელმძღვანელობა თქვენს პროფესიულ წარმატებას აუცილებლად შეამჩნევს. კოლეგებსა და ბიზნესპარტნიორებში თქვენი იდეები დიდ გამოხმაურებას პოვებს. ხელსაყრელი დროა კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად. თქვენი დიდსულოვანი ჟესტები ამ დღეს გარშემომყოფთათვის დაუვიწყარს გახდის.
გირჩევთ, ამ დღეს უსარგებლო საუბრებს არ აჰყვეთ და იმუნიტეტის ასამაღლებლად სულისა და სხეულის გაკაჟებით დაკავდეთ.
ქალწული
სამუშაო დღის ზედმიწევნითი დაგეგმვა ზედმეტი ქაოსისგან დაგიცავთ, საქმისადმი პრაქტიკული მიდგომა კი კარიერულ წინსვლას უზრუნველყოფს. შესაძლებელია, ამ დღეს მომავალ წარმატებებს საფუძველი ჩაუყაროთ, მაგრამ ყველაფერს გააფუჭებთ, თუ აგრესიას გამოავლენთ და საქმიან პარტნიორს დაუპირისპირდებით.
ხანმოკლე მოგზაურობა უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ, წიგნები ან ფილმები კი შთაგონებისა და ფიქრისთვის საჭირო მასალას მოგცემთ. ეცადეთ, ორგანიზმს საჭირო ვიტამინები მიაწოდოთ და იმუნიტეტი გაიძლიეროთ.
სასწორი
დღის მთავარი თემა სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის წონასწორობის დაცვა იქნება. თანდაყოლილი დიპლომატიური თვისებები ძველი დავის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
ხანმოკლე მგზავრობის ან მივლინების დროს რომანტიკული ნაცნობობა გელით, მაგრამ საეჭვოა, რომ ის სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. გირჩევთ, ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინოთ - დიდია ალბათობა, რომ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს გადაეყაროთ.
მორიელი
პროფესიულ სფეროში პრინციპული მოქმედება მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს. ინტუიცია კონკურენტების ფარული ჩანაფიქრების ამოცნობაში დაგეხმარებათ. რთული საკითხები იმაზე სწრაფად მოგვარდება, ვიდრე ვარაუდობდით.
გირჩევთ, მოზღვავებული ემოციები შემოქმედებაში ან აქტიურ სპორტში დახარჯოთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ კამათში სიმშვიდის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. მოულოდნელი შემოსავლის წყალობით თქვენი ფინანსური მდგომარეობა განმტკიცდება.
დროა მავნე ჩვევებზე უარი თქვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიოთ.
მშვილდოსანი
თავგადასავლებისა და ახალი ცოდნის მიღების სურვილი ახალ ჰორიზონტებს დაგანახვებთ. სამყაროსადმი ოპტიმისტური ხედვა თანამოაზრეებს გაპოვნინებთ. ამ დღეს ნებისმიერი საგანმანათლებლო კურსი სასარგებლო აღმოჩნდება.
მოუცლელობის მიუხედავად, დაგროვილი საქმეების მოწესრიგებისთვის დრო უნდა გამონახოთ. სახლის დალაგების პროცესში შეიძლება დაკარგული ნივთი იპოვოთ. მოგზაურობასა და იურიდიულ საქმეებში იღბალი თან გდევთ. საღამოს შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ, თუმცა ეს დაწყებული საქმის დასრულებაში ხელს არ შეგიშლით.
თხის რქა
ამ დღეს შრომისმოყვარეობა და შეუპოვრობა თქვენი კეთილდღეობის საფუძველი გახდება, დისციპლინა კი დიდი მოცულობის სამუშაოსთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. მოვალეობების მიმართ სერიოზული მიდგომა გარშემომყოფთა პატივისცემას გამოიწვევს. უფროსი ნათესავების ბრძნული რჩევა არსებულ სიტუაციაში ძალიან დროული აღმოჩნდება.
ამ დღეს ცდუნებას უნდა შეებრძოლოთ, რადგან მან შეიძლება მოულოდნელი პრობლემები შეგიქმნათ. ოჯახში უთანხმოებები მშვიდად მოაგვარეთ - ყვირილი და დაპირისპირება უფრო მეტ პრობლემას შეგიქმნით, ვიდრე დაგეხმარებათ.
მერწყული
მალე თქვენი ორიგინალური იდეები რეალობად იქცევა. კოლექტიური მუშაობა შესანიშნავ შედეგს გამოიღებს, მეგობრების მხარდაჭერა კი რთულ ვითარებაში თქვენი საყრდენი იქნება.
შესანიშნავი პერიოდია ნაცნობობისთვის, მეგობრული ურთიერთობისა და წვეულებებზე დასწრებისთვის, სადაც შეიძლება საინტერესო ადამიანი გაიცნოთ. საზოგადოებრივ პროექტებში მონაწილეობა მორალურ კმაყოფილებას მოგიტანთ, ხოლო მოულოდნელი შეხვედრა საღამოს გეგმებს უკეთესობისკენ შეცვლის.
თევზები
ცხოვრებით დატკბით და გარშემო მყოფებს სიყვარული აჩუქეთ - მალე ეს სიყვარული ათმაგად დაგიბრუნდებათ. ახლა მთელი ყურადღება ოჯახსა და საყოფაცხოვრებო საქმეებზე გაქვთ გადატანილი, ამიტომ კარიერამ შესაძლოა დროებით მეორე პლანზე გადაინაცვლოს.
თუ აუცილებლობა წარმოიქმნა, შეგიძლიათ ორმაგ თამაშში ჩაერთოთ, თუმცა ფრთხილად იმოქმედეთ, რომ თქვენი ავტორიტეტი არ დაზარალდეს.
შესაძლებელია, მალე თქვენს ოჯახში შინაური ცხოველი გაჩნდეს და ის თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან