5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
21:00
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ხელსაყრელი დღეა რომანტიკული ურთიერთობების დასაწყებად - პლანეტების განლაგება მყარი სასიყვარულო კავშირების შექმნას ხელს უწყობს. საუკეთესო დროა მოგზაურობისთვის, მსხვილი შენაძენებისა და მეგობრებთან ურთიერთობისთვის.
გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში საკუთარ თავს უკეთ შეიცნობთ და შესაძლოა, საკუთარ ნაკლოვანებებზეც მიგითითონ. სამსახურში გადაწყვეტილებებს ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე ნუ მიიღებთ. ნებისმიერი სიტუაციიდან სწორი დასკვნები გამოიტანეთ და შეცდომებს ნუ გაიმეორებთ. ეძებეთ შემოსავლის ახალი წყაროები, აიმაღლეთ ფინანსური წიგნიერება და საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე იფიქრეთ.
არარეგულარულმა კვებამ შეიძლება გასტრიტის გამწვავება გამოიწვიოს, ამიტომ ნაუცბათევ წახემსებას ერიდეთ.
კურო
ამ დღეს ახალი შეხვედრები და საინტერესო ნაცნობობა გელით. გამორიცხული არ არის, რომ მცირე უთანხმოება სერიოზულ საუბარში გადაიზარდოს, ამიტომ სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ერთმანეთის აზრს პატივი ეცით.
სამსახურში სიფრთხილე გამოიჩინეთ, განსაკუთრებით საბუთებთან მუშაობისას. წარუმატებლობაზე ნუ დაიჩივლებთ — ეს მხოლოდ დროებითი სირთულეებია. ფულის მოსაზიდად შეგიძლიათ, არომათერაპია გამოიყენოთ.
თუ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები გაწუხებთ, ფიზიკური დატვირთვა უნდა შეამციროთ.
ტყუპები
დღეს ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები შესაძლოა პაემანზე დაპატიჟონ. უარს ნუ იტყვით, რომ ჰარმონიული ურთიერთობის შანსი ხელიდან არ გაუშვათ. დაოჯახებულ ტყუპებს მცირე გაუგებრობა ელით, თუმცა ეს დროებითია. მოთმინება მოიკრიბეთ და საყვარელ ადამიანს საშუალება მიეცით, საკუთარ ფიქრებში გაერკვეს.
პროფესიული განვითარებისა და ოფიციალური შეხვედრებისთვის შესაფერისი დროა. ეცადეთ არსებული ურთიერთობები მატერიალური მხარდაჭერის მისაღებად ან სამსახურებრივი სტატუსის გასამყარებლად გამოიყენოთ. ვარსკვლავები გწყალობენ!
ერთადერთი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ფინანსებია — ეცადეთ ზედმეტ ხარჯებს მოერიდოთ. ჯანმრთელობის მხრივ უსიამოვნო სიურპრიზები მოსალოდნელი არ არის.
კირჩხიბი
თუ ხანგრძლივი ურთიერთობა გაქვთ, იმაზე დაფიქრდით, თუ პარტნიორში ყველაზე მეტად რას აფასებთ. მადლიერების გამოხატვით თქვენს კავშირს განამტკიცებთ. ნუ გაურბიხართ პრობლემების განხილვას, რომლებიც თქვენს ინტერესებსაც ეხება.
კომერციული საქმიანობა წარმატებული იქნება. ასევე, ხელსაყრელი დღეა სამსახურის დასაწყებად. მნიშვნელოვან საკითხებზე მოლაპარაკებები სამომავლოდ გადადეთ, რომ თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ. ბედნიერებას ფულით ვერ იყიდით, თუმცა უფულობა ნამდვილად არავის აბედნიერებს. თქვენი მცდელობა, რომ მეტი გამოიმუშაოთ, გასაგები და მისასალმებელია.
დროა ორგანიზმის გაჯანსაღებაზე იფიქროთ — სუნთქვითი ვარჯიშებით ან მსუბუქი ფიზკულტურით დაკავდეთ.
ლომი
ეს დღე ახალი ურთიერთობები დაწყებისთვის შესაფერისია. თუ ვინმე მოგეწონათ, პირველი ნაბიჯის გადადგმა ნუ მოგერიდებათ! იუპიტერისა და ვენერას განლაგება მიანიშნებს, რომ თქვენი მომხიბვლელობა გაიზრდება - შეგიძლიათ, გარშემომყოფთა ყურადღებით დატკბეთ.
თამამად დაგეგმეთ საქმეები, რომლებიც ადრე გაეჭვებდათ. ამ დღეს შეგიძლიათ სპონტანური, მაგრამ ძალიან წარმატებული გადაწყვეტილებები მიიღოთ. ახალი ნაცნობობა სასიამოვნო და პერსპექტიული იქნება. ნაჩქარევ დასკვნებს ნუ მიიღებთ - გარემოებები თქვენგან თავშეკავებასა და მოთმინებას მოითხოვს.
მოერიდეთ ცხარე და მლაშე საკვებს, რადგან შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები ან გულძმარვა გამოიწვიოს.
ქალწული
გახსოვდეთ, რომ წარსული წარსულში უნდა დატოვოთ და მომავლისკენ გაიხედოთ. ნუ გაიხსენებთ ძველ უთანხმოებებს და ნუ გამოიყენებთ მათ ერთმანეთის წინააღმდეგ. ახლობლების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი ხართ! იდეალური ადამიანები არ არსებობენ, ეცადეთ პარტნიორს გაუგოთ და შეცდომები აპატიოთ.
ხელსაყრელი დროა წარსული გამოცდილების გადაფასებისა და სამომავლო გეგმების დასახვისთვის. ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ, სანამ ძველ ვალდებულებებს არ დაასრულებთ. ეძებეთ შემოსავლის ახალი წყაროები, თუმცა საეჭვო შეთავაზებებს ერიდეთ.
თუ ბოლო დროს ბევრს სწავლობდით, დღეს შეიძლება დაღლილობა იგრძნოთ. მეცადინეობაზე დახარჯული საათები თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
სასწორი
ეცადეთ, საყვარელი ადამიანი მიმართ მეტი ზრუნვა და ყურადღება გამოიჩინოთ. ნეგატივს საკუთარ თავში ნუ დააგროვებთ, თუმცა ცუდი განწყობის სხვებზე გადატანაც არასასურველია. სამსახურში საბუთების მოწესრიგება მოგიწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოწმებისას შესაძლოა საყვედური მიიღოთ.
მზად იყავით იმ ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, რომლებიც ჯერ კიდევ გასული წლიდან დაგრჩათ. ამ დღეს მომგებიანი ხელშეკრულებების გაფორმებას შეძლებთ.
დადგა დრო, ჯანმრთელობის იმ პრობლემას მიხედოთ, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ.
მორიელი
ახალი რომანის დაწყება სავსებით შესაძლებელია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ინიციატივას თავადაც გამოიჩენთ. დღის დიდ ნაწილს პირად და საყოფაცხოვრებო საქმეებს დაუთმობთ, რომლებიც დიდ ემოციურ ენერგიას მოითხოვს. სახლში წესრიგის დამყარება შინაგან სიმშვიდეს და მორალურ კმაყოფილებას მოგიტანთ.
სამუშაოზე კონცენტრირებით შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწევთ და შანსი გექნებათ, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოთ. ფინანსური კუთხით სტაბილურობა გელით, თუმცა არაა გამორიცხული, რომ თქვენი მოთხოვნები მალე გაიზარდოს და დამატებითი შემოსავალი დაგჭირდეთ.
გახსოვდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა და ბედნიერება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
მშვილდოსანი
თუ ძველ შეცდომებს აღარ გაიმეორებთ, ყველა უთანხმოების მოგვარებას შეძლებთ. ურთიერთობებში მეტი უნდა იაქტიუროთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ხელმძღვანელობამ ან კოლეგებმა შესაძლოა ყოველთვის ვერ გაგიგონ. გირჩევთ, ხელფასამდე საფულე არ დააცარიელოთ და ფული მომჭირნედ ხარჯოთ.
ახლობელ ადამიანებთან უხეშობის გამოჩენას მოერიდეთ და ეცადეთ შეურიგდეთ მათ, ვისთანაც დიდი ხანია, უთანხმოება გაქვთ. საქმეები, რომლებშიც ახლა ძალისხმევას ჩადებთ, მომავალში აუცილებლად შემოსავალს მოგიტანთ.
საღამო ოჯახთან ან ძველ მეგობართან ერთად გაატარეთ — ახლა თქვენთვის მარტოობა არ შეიძლება.
თხის რქა
ერთობლივი მოგზაურობა დაუვიწყარ მოგონებებს გაჩუქებთ და სულიერ კავშირს განამტკიცებს. ეცადეთ, ოჯახის თითოეულ წევრთან სასაუბროდ დრო გამონახოთ. მოერიდეთ რადიკალურ ნაბიჯებს, უსაფუძვლო რისკსა და ცდუნებებს. რეალური მიზნები დაისახეთ და თამასას მიუღწეველ დონეზე ნუ ასწევთ.
შემოქმედებით პროექტებში, სპორტსა და საქმიან მივლინებებში წარმატება გელით. სავარაუდოდ, სარეკლამო სფეროში დასაქმებული თხის რქები, მოულოდნელ მატერიალურ დახმარებას მიიღებენ. სხვისი დახმარების ან მფარველობის სურვილმა შესაძლოა შეცდომამდე მიგიყვანოთ, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ.
ჯანმრთელობას ყურადღება მიაქციეთ – იმუნიტეტის დაქვეითების გამო შესაძლოა ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ.
მერწყული
ამ დღეს თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავა, ხანგრძლივი კავშირები კი უფრო განმტკიცდება. ხელსაყრელი დღეა სამომავლოდ გადადებული საქმეების დასასრულებლად. თქვენს წარმატებას მხოლოდ ეჭვები და სიახლის შიში აფერხებს. თქვენ მიმართ გამოხატულმა მიკერძოებულობამ შესაძლოა ძალიან გაგაღიზიანოთ.
სამსახურში წარმატების მისაღწევად ხანგრძლივი და მძიმე შრომა მოგიწევთ. დღეს შეიძლება ადვილად მოტყუვდეთ და ისეთი ნივთი იყიდოთ, რომელიც არაფერში გჭირდებათ, ამიტომ მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი შენაძენზე უარი თქვით.
გათავისუფლდით სტრესისგან, გაერთეთ და საღამოს გარემო შეიცვალეთ — ეს თქვენს განწყობაზე დადებითად იმოქმედებს.
თევზები
თუ ურთიერთობა გაცივდა, მის გაგრძელებას ნუ ელოდებით. ზოგჯერ ძველი კავშირის გაწყვეტა საჭიროა, რათა ცხოვრებაში ახალი შემოვიდეს.
სახლში ჩვეულებრივზე მეტი საქმეა — საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანება ან სხვა წვრილმანი პრობლემები გაუთვალისწინებელ ხარჯებს გამოიწვევს. სამსახურში ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება. უახლოეს მომავალში გუნდური მუშაობის უნარი ძალიან გამოგადგებათ.
ყურადღება მიაქციეთ კვების მენიუს, რადგან კალორიულმა საკვებმა შესაძლოა კუჭზე უარყოფითად იმოქმედოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან