7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 პარ. 6 თებერვალი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ახალი ურთიერთობები ელვისებურად განვითარდება და დიდ სიხარულს მოგიტანთ, თუმცა ამის მეგობრებთან ან კოლეგებთან განხილვას ნუ იჩქარებთ. დღეს გარშემომყოფებთან, მათ შორის ყველაზე ჯიუტ თანამშრომლებთან და ოჯახის წევრებთანაც კი საერთო ენას ადვილად გამონახავთ. გამოიყენეთ ეს შანსი სადავო საკითხების მოსაგვარებლად.
კარიერული წინსვლისთვის შესანიშნავი დროა — თუ არ იზარმაცებთ შეძლებთ კონკურენტებს აჯობოთ. შესაძლოა, ბოლო დროს ჩანაფიქრის განხორციელებისთვის ფული არ გყოფნით, მაგრამ სიტუაცია მალე შეიცვლება და შემოსავლის დამატებით წყაროს იპოვით. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ თავს მეტისმეტი არ მოსთხოვოთ - დღეს დასვენება აუცილებელია.
კურო
პარტნიორთან საერთო ენის პოვნა გიჭირთ, რამაც შეიძლება კამათი და დაპირისპირება გამოიწვიოს. მოერიდეთ ინტრიგებში მონაწილეობას. ხელსაყრელი დროა ახლობელი ადამიანის მიმართ მადლიერების გამოსახატავად. კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა მშვიდად ჩაივლის, თუმცა ოჯახის წევრთან შესაძლოა სირთულეები წარმოიშვას. ეცადეთ, მძიმე ფიქრებს არ აჰყვეთ და ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმოთ.
მოერიდეთ გადაღლას, რამაც შესაძლოა, შაკიკი გამოიწვიოს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა ფეთქებადმა ხასიათმა შესაძლოა პარტნიორები დააფრთხოს. მიირთვით მეტი ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით, ყვითელი ფერის. ღორის ხორცი და ცხიმიანი ძეხვეული საქონლის ან ქათმის ხორცით ჩაანაცვლეთ, ეს ქოლესტერინის დონის შემცირებაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
გამონახეთ დრო, რომ პარტნიორს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადოთ — ეს თქვენს კავშირს განამტკიცებს. ნუ ეცდებით ადამიანების შეცვლას. გამორიცხული არ არის, რომ, გაუგებრობის გამო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დაიძაბოს.
ყურადღებით იყავით - სამსახურში შესაძლოა მცდარი ინფორმაცია მოგაწოდონ, რაც მთელ პროექტს საფრთხის ქვეშ დააყენებს. სწრაფი გამდიდრების გეგმები, სავარაუდოდ, არ განხორციელდება - კოსმოსის ენერგიები ახლა მატერიალური საკითხების მოგვარებას ხელს არ უწყობს.
შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა — ამ ეტაპზე სირბილს სპორტული სიარული სჯობს.
კირჩხიბი
ვარსკვლავები გაფრთხილებენ - ახალმა ნაცნობობამ ან ძველი კავშირების აღდგენამ შესაძლოა არასასურველი შედეგები მოგიტანოთ. შესაძლოა, რაიმე საზეიმო ღონისძიება ვინმეს არაადეკვატური ქცევის გამო ჩაიშალოს. სიზმრის შესახებ ნურავის მოუყვებით. სიფხიზლე გამოიჩინეთ და ნუ იქნებით ზედმეტად გულწრფელი ახალგაცნობილ ადამიანებთან, რადგან ყველა ნაცნობი მეგობარი არ არის.
კონტაქტები შეზღუდეთ — ახლა აქტიური მოქმედებებისთვის სახიფათო პერიოდია. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ. იდეალური დროა დიეტის დასაწყებად — ვარსკვლავების განლაგება ზედმეტი კილოგრამების მოცილებაში დაგეხმარებათ.
ლომი
უახლოეს მომავალში სასიყვარულო ფრონტზე წარმატების იმედი ნუ გექნებათ - ხანმოკლე ფლირტი ისევე სწრაფად დასრულდება როგორც დაიწყო. ეცადეთ, რუტინასა და ერთფეროვნებას თავი დააღწიოთ, თორემ თქვენი ურთიერთობა მოსაწყენი გახდება.
დღეს მთელი თქვენი ყურადღება სამსახურსა და ვალდებულებებზე იქნება გადატანილი. კარიერულ წინსვლაზე ოცნებობთ და ამისთვის ყველაფერს აკეთებთ, თუმცა წარმატებას ოჯახსა და ჯანმრთელობას ნუ შესწირავთ. მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯები, ამიტომ მკაცრი ეკონომიის რეჟიმზე გადადით და ეცადეთ ვალებისგან გათავისუფლდეთ.
თავის ტკივილმა რომ არ შეგაწუხოთ, კარგად გამოიძინეთ — თქვენს ნერვულ სისტემას აღდგენა სჭირდება.
ქალწული
პირად ურთიერთობებში ერთ ადგილს ტკეპნით. ადამიანი, რომელსაც სრულად ენდობით, შესაძლოა თქვენ მიმართ არაკეთილსინდისიერად მოიქცეს. მომდევნო 24 საათის განმავლობაში უკეთ გაიგებთ, რას გრძნობენ და რა აწუხებთ თქვენი ოჯახის წევრებს, თუმცა ზოგ საკითხში აზრთა სხვადასხვაობა მაინც თავს იჩენს. ეს დღე სულიერ განწმენდასა და შინაგან ცვლილებებს უკავშირდება.
ხელფასის მომატებაზე სასაუბროდ საუკეთესო დროა, თუმცა არგუმენტები წინასწარ უნდა მოამზადოთ. დილით შესაძლოა თავბრუდახვევა იგრძნოთ და შეუძლოდ ყოფნამ განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ ეს დღით ტკბობაში ხელს არ შეგიშლით.
სასწორი
სასიყვარულო ურთიერთობებში უმჯობესია პაუზა აიღოთ. თუ ინტუიციას ენდობით, ნებისმიერ სიტუაციას თავს გაართმევთ. ემოციებს ნუ აჰყვებით — გახსოვდეთ, რომ თქვენ გვერდით საყვარელი ადამიანები არიან და გული არ უნდა ატკინოთ.
დაფიქრდით თქვენს კარიერულ მიზნებზე — მკაფიო გეგმა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ბიზნესმენებისთვის წარმატებული მოლაპარაკებების დროა, განსაკუთრებით საგარეო ვაჭრობის სფეროში. შესაძლოა გავლენიანი ადამიანისგან დახმარება მიიღოთ.
გზაზე გადასვლისას ყურადღება გამოიჩინეთ, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი არსებობს.
მორიელი
თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, წვეულებაზე თქვენზე უფროს ადამიანს შეხვდეთ, რომელიც თქვენი ცხოვრების სიყვარული გახდება. გირჩევთ, წვრილმანების გამო მეგობრებსა და ახლობლებს არ ეჩხუბოთ. დაფიქრდით ყოველ სიტყვაზე და მოთმინება გამოიჩინეთ.
მაშინაც კი, თუ მარტო მოქმედებას ხართ მიჩვეული, ახლა მოკავშირეები უნდა იპოვოთ. ფრთხილად იყავით ფულთან და საბუთებთან მუშაობისას — შეცდომის დაშვების საფრთხე დიდია. დაუფიქრებელ დაპირებებს ნუ გასცემთ — სავარაუდოდ, მათ შესრულებას ვერ შეძლებთ.
მშვილდოსანი
რომანტიკული შეხვედრების ნაკლებობას არ უჩივით, თუმცა ცხოვრების სიყვარულს ჯერ არ შეხვედრიხართ. სახლიდან ხშირად გადით, ხალხმრავალ ადგილებში იარეთ და მეგობრების მიპატიჟებაზე უარს ნუ იტყვით - მალე შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის.
თუ დიდი პროექტის დაწყებას გეგმავთ, ეცადეთ თანამოაზრეები შემოიკრიბოთ — მარტო მოქმედება დიდ ენერგიას წაგართმევთ და ნაკლებად შედეგიანი იქნება.
მალე ფინანსური პრობლემები წარსულს ჩაბარდება, მანამდე კი მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ სწრაფი კვების პროდუქტებს და ეცადეთ უპირატესობა ჯანსაღ კვებას მიანიჭოთ.
თხის რქა
დროა, ღრუბლებიდან დაეშვათ - ასტროლოგები გირჩევენ, რჩეული ზედმეტად არ გააიდეალოთ. ყოველდღიურ ვალდებულებებს ნუ დაივიწყებთ, თორემ სამსახურში შეიძლება შენიშვნა დაიმსახუროთ. წარმატებული დღეა ხელშეკრულების დადებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის.
სავარაუდოდ, ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება და თავს ახალი შენაძენით გაინებივრებთ. თუ ერთფეროვნებამ დაგღალათ, საღამოს ეცადეთ ყოველდღიურობას მოსწყდეთ, ძველ მეგობრებს შეხვდეთ და განწყობა აიმაღლოთ.
მერწყული
სავარაუდოდ, თაყვანისმცემლებს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ოჯახში შესაძლოა კვლავ დადგეს დღის წესრიგში საკითხი - „ვინ არის უფროსი?“ პასუხისმგებლობების ხელახლა გადანაწილება მშვიდობიანად ჩაივლის და ყველა კმაყოფილი დარჩება. ყურადღება გამოიჩინეთ წვრილმანების მიმართ — ღრმა ანალიზი შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
გადახედეთ გასულ თვეში დადებულ ხელშეკრულებებს, შესაძლოა ზოგიერთი პირობა შესწორებას საჭიროებს. მოერიდეთ უკიდურესობებს და საღამოს საათები ჯანმრთელობას დაუთმეთ. სარელაქსაციო მასაჟი თქვენს ორგანიზმზე დადებითად იმოქმედებს.
თევზები
თუ მეორე ნახევრის პოვნა გსურთ, ხალხში რაც შეიძლება ხშირად გადით. გარდერობი განაახლეთ და ვარცხნილობა შეიცვალეთ, რომ გარშემომყოფთა ყურადღება მიიზიდოთ. ნუ ენდობით ინფორმაციას, თუ მის წყაროში დარწმუნებული არ ხართ.
გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, დასვენებისთვის დრო გამონახეთ. პირქუშ ფიქრებს ნუ აჰყვებით. გახსოვდეთ, რომ ფულს ოპტიმისტი და იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანები უყვარს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან