დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

funtime

21:00 ხუთ. 21 იანვარი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ჯერ კიდევ არსებობს ქრონიკული დაავადებების გამწვავების საფრთხე, ამიტომ საშიშია ფიზიკური გადაღლა და გაუმართლებელი რისკი. არ არის გამორიცხული პრობლემები მეგობრებთან ან მეზობლებთან ურთიერთობაში, რამაც შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. შეეცადეთ, ბრაზი ოჯახის წევრებზე არ იყაროთ.

კურო

ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია მცირე კონფლიქტები. გადაჭარბებულმა ეჭვიანობამ შეიძლება დაგაზარალოთ. ეცადეთ, იყოთ უფრო მომთმენი და კეთილგანწყობილი გახდეთ.

ტყუპები

შინაგანი თავისუფლებისა და სიცოცხლით ტკბობის დღეა, რომელიც გაცნობის, ქორწინებისა და გართობისთვის ხელსაყრელია. თუ მეგობრებმა ან ნათესავებმა სადილად თქვენთან მოსვლა ისურვეს, დაეთანხმეთ, რადგან მათთან ურთიერთობა თქვენთვის სასარგებლო იქნება.

კირჩხიბი

მზად იყავით იმისთვის, რომ ოჯახის უფროს წევრებთან ურთიერთობა განწყობას გაგიფუჭებთ. უხასიათობას იუმორის გრძნობით გაუმკლავდებით. სრულფასოვანი დასვენება და ძილი ენერგიასა და ოპტიმიზმს დაგიბრუნებთ.

ლომი

ვარსკვლავების განლაგება კვლავაც არახელსაყრელია. არასასურველია ფიზიკური დატვირთვა, წყლის პროცედურები და გაუმართლებელი რისკი. ეცადეთ, ბრაზი ოჯახის წევრებზე არ იყაროთ - მათ მოთმინებასაც ზღვარი აქვს.

ქალწული

შინაგანი თავისუფლებისა და სიცოცხლით ტკბობის დღეა. ყველა შესაძლებლობა გაქვთ პოპულარობისა და ავტორიტეტის ზრდისთვის. თქვენი აზრი შეუმჩნეველი არ დარჩება მათ, ვისაც ამის ცოდნა სურთ. ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანთან, ანრომანტიკულ ნაცნობთან შეხვედრისთვის. ოჯახურ ცხოვრებაში ყველაფერი შესანიშნავადაა.

სასწორი

კრიტიკული დღეა, რომელიც მოტყუებასთან, ილუზიებთან და კონფლიქტებთან ასოცირდება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ეცადეთ, ფიზიკურად და გონებრივად არ გადაიღალოთ, რადგან ამ პერიოდში მოსალოდნელია ტრამვები, ნერვული სტრესი და ქრონიკული დაავადებების გამწვავება. კარგი დასვენება და სრულფასოვანი ძილი თქვენს ენერგიასა და ოპტიმიზმს აღადგენს.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზი, ნათესავების სტუმრობა და პატარა ოჯახური წვეულება. უახლოეს მომავალში თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია რთული ფინანსური მდგომარეობა და უარყოფითი ტენდენციების ზრდა.

მშვილდოსანი

ეს დღე მშვილდოსან ქალებს პირად ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებს ჰპირდება. თაყვანისმცემლები თქვენს თვისებებს აუცილებლად შენიშნავენ და დააფასებენ. სექსუალური და სასიყვარულო ურთიერთობები სიხარულს, კმაყოფილებას და თავდაჯერებულობას მოგანიჭებთ. გამორიცხული არ არის, რომ ბავშვების ან ახლო ნათესავების ინტერესებმა თქვენი ყურადღება პირადი ჩართვა მოითხოვოს. მშვილდოსანმა მამაკაცებმა პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისგან თავი უნდა შეიკავონ, რადგან ნებისმიერი ინიციატივა წარუმატებლობისთვის განწირულია.

თხის რქა

ამ დღეს თხის რქა ქალებს საინტერესო ადამიანის გაცნობა ელით, რომელიც სიტუაციას სხვა კუთხიდან დაანახებენ, თუმცა გამორიცხული არ არის მცირე კამათი. ვარსკვლავები თხის რქა მამაკაცების ავტორიტეტის ზრდას პროგნოზირებენ. თქვენი უნარი, იპოვოთ ქალის გულისკენ მიმავალი გზა, სასიყვარულო საქმეებში წარმატებას მოგიტანთ.

მერწყული

არახელსაყრელი დღეა. გარემოებებმა შეიძლება თქვენი გეგმების განხორციელებას ხელი შეუშალოს. შესაძლებელია, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ ერთდროულად ბევრი საკითხის მოგვარება მოგიწიოთ. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ ზედმეტი დავები და მწვავე დისკუსიები, რომლებიც, გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ. ეჭვიანი და აგრესიული ადამიანებისგან თავი შორს დაიჭირეთ.

თევზები

ამ დღეს მოსალოდნელია ინტუიციის გაძლიერება. ძველი შეცდომები რომ არ გაიმეოროთ, ეცადეთ, წარსულის გამოცდილება გაიხსენოთ და გავლილი გზა გააანალიზოთ. საკუთარ ჯანმრთელობასაც ნუ დაივიწყებთ. მოსალოდნელია ინფექციური დაავადებები.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

1-ლი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

28 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge