დღის ჰოროსკოპი

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:32 შაბ. 28 ნოემბერი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თქვენმა პირდაპირობამ შესაძლოა, ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა გაგირთულოთ და განშორებამდეც კი მიგიყვანოთ, ამიტომ ზოგჯერ სჯობს, თქვენი აზრი თქვენთვის შეინახოთ. დღეს განვითარებული მოვლენები დაოჯახებულ ვერძებს მატერიალური ბაზის მნიშვნელობას შეახსენებს და მიანიშნებს, რომ მხოლოდ ნაზი გრძნობებითა თუ ფარული იმედებით შორს ვერ წახვალთ. დაფიქრდით, ოჯახური კეთილდღეობა როგორ გაზარდოთ. სასურველია, რომ ეს დღე ბიუჯეტის დაგეგმვასა და საინვესტიციო სტრატეგიის შემუშავებას დაუთმოთ. საბანკო ანგარიშზე სოლიდური თანხის არსებობა თავდაჯერებას შეგმატებთ! ეცადეთ სახსრების ვარჯიშები მუდმივად შეასრულოთ, ოღონდ ზედმეტი ნუ მოგივათ — წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობას დაიზიანებთ.

კურო

უსამართლო ბრალდებებმა გული გატკინათ, მაგრამ ეცადეთ ,,ცხელ გულზე“ არ უპასუხოთ — შესაძლოა, ზედმეტი წამოგცდეთ ან ახლობელი ადამიანი მკვეთრი და მისთვის მოულოდნელი შენიშვნით გაანაწყენოთ.ვარსკვლავები თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი საბუთების მოწესრიგებას ურჩევენ. კოლეგების ინტრიგებში ნუ ჩაერთვებით — უბრალოდ, საკუთარი მოვალეობები კეთილსინდისიერად შეასრულეთ და ნებისმიერ საქმეს თავს გაართმევთ. ამ დღეს ფინანსურად იმ ენერგიულ ადამიანებს გაუმართლებთ, რომლებიც შემთხვევით იღბალს კი არა, საკუთარ ინიციატივას ეყრდნობიან. ემოციური მდგომარეობა არამდგრადია. გარშემომყოფების მიმართ გაუცხოება და ეჭვიანობა მოიმატებს.

ტყუპები

წარსულით ნუ ცხოვრობთ — დროა ძველს დაემშვიდობოთ და მომავლისკენ იყუროთ. ყველაზე ავანტიურული გადაწყვეტილებების მიღების დროსაც კი ნუ დაეჭვდებით. პლანეტები მიანიშნებენ, რომ დღევანდელი საფრთხე ძირითადად, სოციალურ ფაქტორებს უკავშირდება. გარშემომყოფების განხილვასა და გაკრიტიკებას მოერიდეთ, თორემ დაპირისპირებას ვერ ასცდებით. გირჩევთ ახალი საქმის დაწყებას მოერიდოთ — სჯობს, ძველი ქაღალდები გადაარჩიოთ და ადრე დაწყებული საქმეები მოაწესრიგოთ. მცირე დამატებით შემოსავალს შესაძლოა ბიუჯეტის მნიშვნელოვნად გაზრდა მოჰყვეს. მაღაზიებში სიარულის და მენიუს შედგენის დროს ეტიკეტებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ და არჩევანი მხოლოდ ნატურალურ საკვებზე შეაჩერეთ, ქიმიური დანამატებისა და საღებავების გარეშე.

კირჩხიბი

ურთიერთობები ძველი სცენარით ვითარდება და ისევ არასწორ გზას ადგას? ბედი შეცდომების გამოსწორების შანსს გაძლევთ და ხელიდან არ უნდა გაუშვათ. მოუცლელობის მიუხედავად, მოგიწევთ ნათესავებისთვის დრო გამონახოთ, რომლებიც გარკვეული თხოვნით მოგმართავენ. ფინანსებთან განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ და საზოგადოებრივ ადგილებში პირადი ნივთები დაიცავით. ამ დღეს საკუთარი ინტუიციისა და პროფესიული გამოცდილების გარდა, არავის ენდოთ. მოერიდეთ ფინანსურ რისკებსა და უცნობ პირებთან ფულის დაბანდებას. დღის განმავლობაში შეიძლება ენერგიის ნაკლებობა იგრძნოთ, მაგრამ ეცადეთ, დიდი რაოდენობით ყავისა და სხვა სტიმულატორების მიღებისგან თავი შეიკავოთ.

ლომი

გირჩევთ იპოვოთ რაღაც, რითაც იხელმძღვანელებთ. ეს შეიძლება საყვარელი საქმე ან ახლობელი ადამიანი იყოს, რომელიც თქვენს შეხედულებებსა და მისწრაფებებს იზიარებს. ეს დღე მოულოდნელ, მაგრამ სასიამოვნო ცვლილებებს გპირდებათ. მათი ნუ შეგეშინდებათ! მთავარია, საკუთარ ძალებსა და გამჭრიახობას ენდოთ. უცნობ ადამიანთან პირადი ცხოვრების განხილვას მოერიდეთ — ვიღაცამ შეიძლება თქვენი სიტყვები თქვენს წინააღმდეგ გამოიყენოს. ამ დღეს საპასუხისმგებლო საქმეებს ნუ დაგეგმავთ — ყურადღების მოკრებას ვერ ახერხებთ და შესაძლოა, შეცდომა დაუშვათ. გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების მთავარი საიდუმლო სიმარტივეშია. იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბოლო დროს მუდმივად სისუსტესა და დაღლილობას გრძნობთ.

ქალწული

ასტროლოგები გირჩევენ, რომ საყვარელი ადამიანი არ გააიდეალოთ, თორემ შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ. სტუმრების მისაღებად რაც შეიძლება კარგად მოემზადეთ — სახლში წესრიგი დაამყარეთ და სადღესასწაულო ვახშამი ახალი რეცეპტებით მოამზადეთ. ჰოროსკოპი გაფრთხილებთ, რომ სამსახურში დაძაბული სამუშაო რეჟიმი გელით. ახალი პროექტების დაწყების გარდა, შესაძლოა სხვისი შეცდომების გამოსწორებაც მოგიწიოთ. ცხოვრების დინებაში სწრაფად და კარგად ორიენტირების უნარი ძალიან გამოგადგებათ; ამასთან, თუ აქტიური და თავდაჯერებულიც იქნებით, ბევრს მიაღწევთ! თუ ზურგის არეში მტკივნეული სიმპტომები იგრძენით, ნუღარ დააყოვნებთ და ექიმს მიმართეთ.

სასწორი

საღამოს თაყვანისმცემლებისგან რომანტიკული საჩუქრებია მოსალოდნელი. თამამად მიიღეთ — ეს არანაირ პასუხისმგებლობას არ გაკისრებთ. სამომავლო გეგმები პარტნიორს გაუზიარეთ — ეს ურთიერთობას გაამყარებს და ენერგიის ახალ მუხტს შეგმატებთ. მოერიდეთ ემოციური განცხადებების გაკეთებას, რის გამოც მალე ბოდიშის მოხდა მოგიწევთ. არ არის გამორიცხული, რომ ახლად გაცნობილი ადამიანისგან მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია მიიღოთ. ეს დღე უამრავ სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ, თუმცა სამუშაო პროექტების სხვა დროისთვის გადადება მოგიწევთ. მწარე და მარილიანმა კერძებმა, რომლებსაც უახლოეს რამდენიმე დღეში მიირთმევთ, შესაძლოა, გულძმარვა გამოიწვიოს.

მორიელი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლოა გარკვეული გაუცხოება შეინიშნოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დასრულდა, უბრალოდ, ცოტა ხნით ერთმანეთისგან დასვენებაა საჭირო. ამ დღეს ძალებისა და თავდაჯერებულობის მნიშვნელოვან ზრდას იგრძნობთ. სასურველია, ეს ენერგია დაბრკოლებების გადასალახად და დასახული მიზნების მისაღწევად გამოიყენოთ. ინტელექტის დემონსტრირების სურვილმა შეიძლება შეცდომა დაგაშვებინოთ. ხელმძღვანელზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენის შანსი გექნებათ, ოღონდ ეცადეთ, კოლეგებმა თქვენი მონდომება მლიქვნელობად არ მიიღონ. დღეს იმათ გაუმართლებთ, ვინც ლატარიას თამაშობს, თუმცა დიდი ფულის მოგების იმედი ნუ გექნებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება მოხვდეთ წვეულებაზე, სადაც ცხოვრების მეგზურს გაიცნობთ. ეცადეთ ნაკლები ილაპარაკოთ და მეტი იმუშაოთ, თორემ დაწყებული საქმის დროულად დასრულებას ვერ შეძლებთ. გასული 7 დღის მოვლენები გაიხსენეთ და დაფიქრდით, რამ მიგიყვანათ ოცნებასთან ერთი ნაბიჯით ახლოს. ურთიერთობების გარკვევას მოერიდეთ — ამ დღეს უმნიშვნელო კამათიც კი შესაძლოა დიდ სკანდალში გადაიზარდოს. ფსიქოლოგიური წონასწორობისთვის გრძნობების გამოხატვა და ახლობლებთან გულახდილი საუბარი მნიშვნელოვანია. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, დროა გეგმური გამოკვლევები ჩაიტაროთ.

თხის რქა

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში რუტინას მოერიდეთ და ექსპერიმენტებს ნუ შეუშინდებით. ახლობლებთან ურთიერთობა ყოველთვის შთაგონებითა და ენერგიით გავსებდათ, დღეს კი ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო იქნება. გირჩევთ თქვენი იდეები და გეგმები მათთან ერთად განიხილოთ — ეს საქმეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. დღის დასაწყისში ძველი პრობლემების მოგვარება მოგიწევთ, თუმცა ჰოროსკოპი გიჩვენებთ, რომ ნებისმიერ ამოცანას გაუმკლავდებით! ხანმოკლე მგზავრობისთვის ხელსაყრელი დროა. ხელქვეითების ან კოლეგების რჩევებს ყურადღებით მოეკიდეთ და საქმიანი ალღო ბიზნესისკენ მიმართეთ, მაგრამ პირადი ცხოვრებაც ნუ დაგავიწყდებათ. ამ დღეებში ფიზიკური აქტივობა და ხანგრძლივი სეირნობა მინიმუმამდე შეამცირეთ. საღამო რელაქსაციას ან იოგას დაუთმეთ და ზურგზე დიდ დატვირთვას მოერიდეთ.

მერწყული

თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, მეგობრის წვეულებაზე ასაკით თქვენზე უფროსი ადამიანი გაიცნოთ, რომელიც თქვენი ცხოვრების თანამგზავრი გახდება. ძველ მეგობრებთან შეხვედრა და სტუმრების მიღება სახლის ენერგეტიკაზე დადებითად აისახება. მიღებული ინფორმაცია გამოიყენეთ, მაგრამ მოქმედებას ნუ იჩქარებთ — ეს დღე მოქმედებაზე მეტად გააზრებას უხდება. ხანმოკლე შემოსავალს ნუ გამოედევნებით და გაითვალისწინეთ, რომ სამუშაო მოვალეობები არც ისე მარტივი იქნება. საკუთარ მოთხოვნილებებს ყურადღებით მოეკიდეთ — თუ რამე არ მოგწონთ, „არას“ თქმის ნუ შეგეშინდებათ. ურთიერთობაში საზღვრების დაწესება ენერგიის დაცვაში დაგეხმარებათ.

თევზები

ამ დღის მოვლენების ორომტრიალში მთავარი არ გამოგეპაროთ — ადამიანის გაცნობა, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. ოჯახში მოსალოდნელია ემოციური არასტაბილურობა. გახსოვდეთ, რომ სიყვარულიდან აგრესიამდე ერთი ნაბიჯია, ამიტომ ეცადეთ წყენა დაივიწყოთ და კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ. უახლოეს დღეებში დამატებით ვალდებულებებს ნუ აიღებთ — უმჯობესია, ჯერ დაგროვილ საქმეებს მიხედოთ. მატერიალური პრობლემები თავს არ გაანებებთ და ბევრ სირთულეს იწვევს. მთავარია, სულიერი წონასწორობა შეინარჩუნოთ და ცდუნებებს მოერიდოთ. უახლოეს ხანებში თქვენი სიბრძნე და არჩევანი ოჯახის კეთილდღეობას განსაზღვრავს. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ეცადეთ დასვენების დრო გამონახოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge