დღის ჰოროსკოპი

28 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:07 პარ. 27 ნოემბერი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

გირჩევთ მთელი ყურადღება საყვარელ ადამიანს დაუთმოთ და შედეგით დატკბეთ. ერთი უკიდურესობიდან მეორეში ნუ გადავარდებით, თუნდაც ვარსკვლავები ამისკენ გიბიძგებდნენ. თქვენი წარმატების ფორმულა საიდუმლოდ შეინახეთ, რომ კონკურენტების ხელში არ ჩავარდეს და არ დაგაზარალოთ. მოსალოდნელია ახალი, პერსპექტიული პროექტის დაწყება — ეცადეთ, კარიერული წინსვლის ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. უსარგებლო შენაძენებისგან თავი შეიკავეთ — ფული სულ მალე უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის დაგჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და კუჭ-ნაწლავის სისტემის დასაცავად პროფილაქტიკური ზომები მიიღოთ.

კურო

მალე შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას რომანტიკით აავსებს. ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზებს და ახალი შთაბეჭდილებებით დატკბით. მეგობრების სტუმრობა ან ძვირფასი ადამიანის საჩუქარი განწყობას აგიმაღლებთ და და ძალების აღდგენის საშუალებას მოგცემთ. კავშირები, რომლებსაც დღეს დაამყარება, მომავალში დიდ სარგებელს მოგიტანთ.სავარაუდოდ, მიმდინარე საკითხების მოგვარებას იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე გეგმავდით. უახლოეს მომავალში თქვენი მთავარი მტერი ცომეული და ტკბილეული იქნება; სცადეთ, მენიუში მეტი ხილი და ბოსტნეული შეიტანოთ. ხელსაყრელი დღეა ფიზიკური დატვირთვისა და სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენებისთვის.

ტყუპები

თქვენი ნიშნის მანდილოსნები დღეს განსაკუთრებით მომხიბვლელები იქნებიან, რაც თქვენი თაყვანისმცემლების რაოდენობას გაზრდის. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემომყოფები თქვენ წინააღმდეგ არიან განწყობილნი, მაგრამ ეჭვებისგან ტრაგედიას ნუ შექმნით. ეს დღე ხელსაყრელია ახალი საქმის დაწყებისთვის და სამსახურის შესაცვლელად; მშვენიერი დროა ახალი პროფესიის ასათვისებლად. თქვენი ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ ხელმძღვანელობისა და კოლეგების პატივისცემა მოიპოვონ, მაგრამ ამისთვის თანდაყოლილი გამჭრიახობა უნდა გამოიჩინოთ. ბუნებაში, სუფთა ჰაერზე გასვლა აზრების დალაგებასა და ემოციურ განტვირთვაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო სიურპრიზს უნდა ელოდოთ, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ. გირჩევთ საკუთარი ვალდებულებები კოლეგებს არ გადააბაროთ, რადგან შეგიძლიათ სიტუაცია თავად, საკუთარი სურვილის მიხედვით მართოთ. მალე შესაძლებლობა გექნებათ, რომ დიდი ოჯახური ზეიმი მოაწყოთ. კოსმოსური ენერგიების წყალობით თქვენი ემოციური ფონი სრულ წონასწორობაშია, რაც სირთულეების დაძლევასა და დასახული მიზნისკენ მიმავალი სწორი გზის დანახვაში დაგეხმარებათ. ბოლო დროს ზედმეტად იღლებით, ამიტომ კარგი დასვენება გჭირდებათ. ამ დღეს ცხარე საჭმლის მიღებას არ გირჩევთ, განსაკუთრებით თუ კუჭის მგრძნობელობა ან გასტრიტი გტანჯავთ.

ლომი

ეცადეთ ერთმანეთის მოსმენა ისწავლოთ. მიეცით პარტნიორს საშუალება, რომ სათქმელი ბოლომდე თქვას და აგრძნობინეთ, რომ მისი აზრი ღირებულია. დროა, იმიჯისა და გარდერობის განახლებაზე დაფიქრდეთ! გარეგნობის შეცვლა მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ — იქნება ეს მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესება თუ მეორე ნახევრის პოვნა. საოჯახო სირთულეები უკანა პლანზე გადაინაცვლებს — მოემზადეთ მოულოდნელ ცვლილებებთან შეხვედრისთვის. მოსალოდნელია სასიამოვნო დამთხვევები, რომლებიც ფინანსურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. თუ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმაზე დიდხანს ყოყმანობდით, ახლა მოქმედების დროა — აქტიურობა ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ. ემოციები ახლობლებს გაუზიარეთ — ეს ურთიერთობებს კიდევ უფრო განამტკიცებს.

ქალწული

წარსულის წყენას უფლებას ნუ მისცემთ, რომ დღევანდელი დღე გაგიფუჭოთ. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები, მაგრამ მოთმინება და გაგება გამოიჩინეთ — როგორც კი დაძაბულობა ჩაცხრება, ყველაფრის განხილვას შეძლებთ. თუ ახალ პროექტს შემოგთავაზებენ, გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. ფინანსური თვალსაზრისით წარმატებული დღეა; გამორიცხული არ არის შემოსავალი პროექტებიდან, რომლებიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო. დღეს კომერციული საკითხების მოგვარებაც შეგიძლიათ — თქვენი გადაწყვეტილებები გამართლებული იქნება. ცვალებადმა განწყობამ შესაძლოა დაუფიქრებელი ნაბიჯებისკენ გიბიძგოთ; გირჩევთ გონების ხმას და საღ აზრს მოუსმინოთ.

სასწორი

ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, საყვარელ ადამიანს თქვენი ოცნებები გაუზიაროთ — ეს ურთიერთობას ახალ სიღრმეს შესძენს. ოჯახურ ურთიერთობებში სადავეების ხელში აღება და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. სხვისი მხარდაჭერის იმედი ნუ გექნებათ. სავსებით შესაძლებელია, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც თქვენი წარმატების შურთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ დამსაქმებლის თვალში სახელი გაგიტეხონ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრების ყველა სფეროს კონტროლი სჭირდება. შეზღუდეთ ურთიერთობა მათთან, ვინც პატივს არ გცემთ და თქვენს დროს არ აფასებს. რეგულარულად დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი, რათა ორგანიზმში წყლის ბალანსი შეინარჩუნოთ.

მორიელი

თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნება ახდება, თუმცა ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ — ზოგჯერ შეიძლება მეტისმეტმა სიხარულმაც პრობლემები შექმნას. ოჯახში მოსალოდნელია უთანხმოება ფინანსურ საკითხებზე. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და კომპრომისული გამოსავალი იპოვოთ. სკანდალები და ინტრიგები — აი, რა ატმოსფეროში გიწევდათ მუშაობა ბოლო დროს. საბედნიეროდ, გუნდში ვითარება მალე ნაკლებად ტოქსიკური გახდება. ძვირად ღირებული შენაძენებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავეთ — მერკური ამ კვირას თქვენს მხარეს არ არის და შეიძლება წუნიანი ან უსარგებლო ნივთი შეიძინოთ. თუ უძილობა გაწუხებთ, საძილე აბებსა და ნაყენებს ნუ მიეძალებით, რომლებიც მიჩვევას იწვევს. უმჯობესია ძილის დარღვევას ტრადიციული მეთოდებით ებრძოლოთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ამ დღეს პარტნიორებმა ერთმანეთს ძველი წყენა გაახსენონ და საყვედურებით აავსონ. მოულოდნელი ამბისა თუ მოვლენის გამო დღის ბოლოს ვითარება მკვეთრად შეიცვლება. მალე თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება, რომელიც ინტერესების ყველა სფეროს შეეხება. არ არის გამორიცხული, რომ გავლენიან ადამიანს შეხვდეთ, რომელიც კარიერის აწყობაში დაგეხმარებათ. სწრაფ ფინანსურ ზრდას ნუ ელოდებით, მაგრამ მომავალი კეთილდღეობის საძირკვლის ჩაყრა უკვე შეგიძლიათ. დაღლილობისა და მუდმივი სტრესის გამო რელაქსაციის ან მედიტაციის მარტივი ტექნიკების შესწავლა მოგინდებათ — აუცილებლად გამოიყენეთ ისინი, როცა ძლიერ დაღლილობას ან მოწყენილობას იგრძნობთ.

თხის რქა

საყვარელი ადამიანი მზრუნველობას არ გაკლებთ და საჩუქრებით განებივრებთ, მაგრამ საპასუხო ყურადღებასაც მოელის. თუ მარტოობა იგრძენით და სევდიანმა ფიქრებმა შემოგიტიეს, დახმარებისთვის ძველ მეგობრებს მიმართეთ. თქვენს გვერდით ყოველთვის მოიძებნებიან ისინი, ვინც განწყობას გამოგიკეთებთ. თუ შთაგონების უჩვეულო მოზღვავება იგრძენით, შეგიძლიათ ეს ენერგია ახლად გაცნობილი ადამიანის მოსახიბლად გამოიყენოთ. ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ავანტიურისტული წამოწყება, სამომავლოდ კარგ მოგებას მოგიტანთ. წინ სოციალური ან სამსახურებრივი სტატუსის ცვლილება გელით. დღევანდელი სიზმრები პირიქით უნდა აიხსნას. თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა სასურველია, რომ ზამთრის წინ ვიტამინებისა და მიკროელემენტების კურსი ჩაიტაროთ.

მერწყული

ახლა სიყვარულის შესახვედრად შესანიშნავი შანსი გაქვთ, თუმცა თქვენს კავშირს შეიძლება გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა ხელი შეუშალოს. ამ დღეს თქვენი მთავარი ამოცანა პირადი საზღვრების დადგენა უნდა იყოს. შესაძლოა, როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გარშემო მყოფებისთვის მკაფიო წესების დაწესება მოგიწიოთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალ პროექტში დიდი ფული ჩადოთ, მაგრამ ფინანსური შედეგი თითქმის ვერ იგრძნოთ. საღამო მსუბუქ ფიზიკურ ვარჯიშებს დაუთმეთ — აქტიური დასვენება სულიერ ძალებს აღადგენს.

თევზები

პლანეტა ვენერა მეორე ნახევრის პოვნაში დაგეხმარებათ. დღეს თქვენი განწყობა ამინდივით ცვალებადი იქნება; ეცადეთ, ეს ცვლილებები მეორე ნახევართან ურთიერთობაზე არ აისახოს. სამსახურში წამოიჭრება საკითხები, რომელთა სასწრაფოდ მოგვარება მოგიწევთ — საჭიროების შემთხვევაში კოლეგებს უნდა მიმართოთ. დაასრულეთ ყველა ფინანსური საქმე და მომავალი დაგეგმეთ. დღეს ბასრ საგნებთან განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ — არსებობს ტრავმის მიღების რისკი, რომელიც ინფექციის გამო დიდხანს არ მოშუშდება. დღის მეორე ნახევარი და საღამო ფიზიკური ვარჯიშისთვის ხელსაყრელი დროა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge