19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00 ოთხ. 18 ნოემბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
მთელი დღის განმავლობაში სატურნის უარყოფითი ზემოქმედება იგრძნობა. ასტროლოგიური პროგნოზი ბედისწერის მოულოდნელი შემობრუნების შესახებ გაფრთხილებთ. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღემ ყველაზე გაბედული ოცნებების ასრულების შანსი მოგცეთ. უმჯობესია, ამ დღეს მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტებისა და პრეტენზიების მიზეზი აუცილებლად მოიძებნება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, რომლებიც მომსახურების სფეროში საქმიანობენ განსაკუთრებით წარმატებულები იქნებიან — ბევრი ახალი კლიენტი გამოუჩნდებათ და შემოსავალიც მნიშვნელოვნად გაეზრდებათ. შესაძლებელია, ბევრმა თქვენგანმა დაუგეგმავი შემოსავალი ან მემკვიდრეობა მიიღოს. თუ ბოლო დღეებში თავს შეუძლოდ გრძნობდით, მომდევნო 24 საათის განმავლობაში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვის ჰოროსკოპი ვარჯიშის დაწყებას გირჩევთ.
კურო
სასიყვარულმა თავგადასავალმა შეიძლება ძილი და მოსვენება დაგაკარგვინოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ვნებამ გონება არ უნდა დაგიბინდოთ. ამ დღეს ოჯახურ ურთიერთობებში განსაკუთრებულ ჰარმონიას იგრძნობთ. შესანიშნავი დროა ყოფითი საკითხების განხილვისა და სამომავლო შენაძენების დასაგეგმად. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ახალი და საინტერესო პროექტი ელოდებათ, რომელიც თქვენგან ძალების მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს! ახალი კომერციული იდეები თქვენს ბიზნესსა და შემოსავლებზე ხელსაყრელად აისახება. მისცეთ საკუთარ თავს განტვირთვის უფლება და შეეცადეთ, მშვიდად და ობიექტურად შეისწავლოთ ის თემა, რომელიც გაღელვებთ. გაარკვიეთ, რა გიფუჭებთ ცხოვრებას და თქვენი ნერვოზულობის ნამდვილ მიზეზს გაიგებთ.
ტყუპები
ზოდიაქოს ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს წარსულის მოგონებები მოსვენებას არ აძლევს. საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაფუჭებამ შესაძლოა, დაუგეგმავი ხარჯები და ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს. ვარსკვლავები გირჩევენ, მსხვილი შენაძენები ორიოდე კვირით გადადოთ. გამორიცხული არ არის, რომ ოჯახის წევრებს უსამართლოდ აწყენინოთ. ასე რომ არ მოხდეს, სხვა ადამიანების მოსმენა და მათი მოსაზრების გათვალისწინება უნდა ისწავლოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ მოზარდ შვილებთან ურთიერთობაში, რომ შემთხვევით სიამაყე არ შეულახოთ. შესაძლოა, ბოლოდროინდელი უარყოფითი ემოციები თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს, ამიტომ დასვენებაზე და ემოციური ძალების აღდგენაზე უნდა იზრუნოთ.
კირჩხიბი
საყვარელი ადამიანი მზადაა, გრძნობებში გამოგიტყდეთ და ეცადეთ შესაბამისი გარემოს შექმნით ამაში დაეხმაროთ. თქვენს სასიყვარულო საქმეებში უამრავი ყოფითი წვრილმანი ჩაერევა: საბინაო პრობლემები, მშობლებთან ურთიერთობა და დაუმთავრებელი საქმეები. საქმიანი მივლინება ძალზე წარმატებული იქნება და შესაძლოა, კარიერული წინსვლაც კი მოგიტანოთ. თუ ოპონენტების წნეხისგან გათავისუფლდებით, შეგიძლიათ სიტუაცია თქვენი სურვილისამებრ მართოთ. ამ დღეს მოსალოდნელია უმიზეზო სევდა და ძილიანობა, ამიტომ ეცადეთ, დრო გამონახოთ და სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.
ლომი
იცით, თქვენი იდეალური მეორე ნახევარი როგორი უნდა იყოს? სცადეთ, მომავალი შეხვედრა წარმოიდგინოთ და იღბალი აუცილებლად გაგიღიმებთ. თუკი სამსახურებრივი ვალდებულებები გაქვთ, დღეს მათი შესრულებისთვის საუკეთესო დროა. ეცადეთ, წვრილმანების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ და არ იჩქაროთ, რათა შეცდომები თავიდან აირიდოთ. ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია — საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მოულოდნელი ცვლილებები დაწყებული პროექტების განვითარებაზე არასასურველ გავლენას იქონიებს. ფიზიკური შრომით დაკავებულმა ლომებმა შესაძლოა, ზურგის არეში უსიამოვნო სიმპტომები იგრძნონ. დისკომფორტის მოხსნაში მასაჟის სეანსები დაგეხმარებათ.
ქალწული
ზოგჯერ ძველი კავშირების გაწყვეტა სასარგებლოც კია, რათა ცხოვრებაში რაღაც ახალი შემოუშვათ. დღეს შეიტყობთ, რომ თქვენს მეგობრებს ან ახლობლებს გაუთვალისწინებელი პრობლემები შეექმნათ და თქვენი დახმარება სჭირდებათ. ეს დღე თქვენგან განსაკუთრებულ წინდახედულობასა და სიფრთხილეს მოითხოვს — ზედმეტმა აქტიურობამ შეიძლება მხოლოდ ენერგიის დაკარგვამდე მიგიყვანოთ. სიფრთხილით მოეკიდეთ იმ ადამიანების შეთავაზებებს, რომლებსაც ცუდად იცნობთ და მოერიდეთ სიმძიმეების აწევას, რადგან ამ პერიოდში ორგანიზმი და იმუნიტეტი შესუსტებულია.
სასწორი
მეორე ნახევართან ურთიერთობა შესაძლოა ოდნავ დაიძაბოს. ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად საკმარის დროს არ ატარებთ და ეს უნდა გამოასწოროთ. რთული და დაძაბული დღეა, რომელიც როგორც დადებით, ისე უარყოფით ტენდენციებს ატარებს. მოემზადეთ სამსახურში დიდი დატვირთვისთვის და თუ ამის საშუალება არსებობს, ეცადეთ, მოვალეობების ნაწილი სხვებს გაუწილოთ. ნებისმიერი შანსი გამოიყენეთ, რომ ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალოთ. თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე ემოციური ფონი დიდ გავლენას ახდენს. გახსოვდეთ, ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება არასასურველ შედეგებამდე მიგიყვანოთ.
მორიელი
შესაძლოა, ამ დღეს შეხვდეთ ადამიანს, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ. ყურადღებით იყავით, რომ ბედნიერება ხელიდან არ გაუშვათ. ოჯახურ კერას მეტი ყურადღება მიაქციეთ და ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მყარი საყრდენი შეუქმნათ. ამ დღეს ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში დიპლომატიისა და ტაქტის გამოჩენა ძალზე მნიშვნელოვანია. მოერიდეთ დაპირისპირებას და შეეცადეთ, კომპრომისული გადაწყვეტილებები იპოვოთ. ფულადი შემოსავლები საშუალებას მოგცემთ, არა მხოლოდ ძვირად ღირებული შენაძენი გააკეთოთ, არამედ გარკვეული თანხა სამომავლოდაც გადადოთ.
მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელ ადამიანს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ურთიერთობაში შეიძლება ხანგრძლივი კრიზისი დაიწყოს. ამჟამად ყველაზე მეტად გარემოს შეცვლა გჭირდებათ, ამიტომ თუ მივლინება შემოგთავაზეს, უარს ნუ იტყვით. შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ მშვილდოსნებს შთაგონების მოზღვავება ელოდებათ, ამიტომ წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. დღეს სავარაუდოდ, წამიერი ემოციების გავლენით მოქმედებთ, რაც რეტროგრადული მარსისა და აქტიური სატურნის ერთობლივი ზემოქმედებითაა გამოწვეული. ასტროლოგიური რჩევით, მაღაზიებში სიარულისგან თავის შეკავება სჯობს, რათა გაუმართლებლად დიდი ხარჯები თავიდან აიცილოთ. თქვენი გაღიზიანება შეიძლება ფიზიკურმა დისკომფორტმა გამოიწვიოს, ამიტომ ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და განტვირთვის გზები ეძებოთ.
თხის რქა
მარსისა და სატურნის არასტაბილური კავშირი პირად ცხოვრებაში სირთულეებს გამოიწვევს. არსებობს რისკი, რომ ზედმეტი წამოგცდეთ, ამიტომ უმჯობესია ენას კბილი დააჭიროთ. ოჯახში შექმნილმა დაძაბულობამ შესაძლოა სახიფათო შედეგები გამოიწვიოს. იფიქრეთ შვილებზე და არ დაუშვათ, რომ კონფლიქტი მწვავე ფაზაში გადაიზარდოს. არსებობს სამსახურებრივი შეცდომების დაშვების ალბათობაც, ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მომდევნო 24 საათის განმავლობაში იგრძნობთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოლეგებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა. მოვლინებაში წასვლის შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ, რადგან ვარსკვლავები ამბობენ, რომ ეს მივლინება თქვენთვის ძალიან წარმატებული იქნება. იზრუნეთ სტრესის მოხსნაზე, რათა ემოციური სტაბილურობა შეინარჩუნოთ.
მერწყული
რომანტიკული პაემნის, ახალი ნაცნობობისა და სტილისტთან ვიზიტისთვის პერსპექტიული დღეა, თუმცა, შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება ადვილი არ იქნება. სავარაუდოდ, პარტნიორის მიმართ უსაფუძვლო ეჭვებს გრძნობთ, რაც საშუალებას არ გაძლევთ ცხოვრებით დატკბეთ. ასტროლოგები სარისკო წამოწყებებში ჩაბმას არ გირჩევენ, მით უმეტეს, თუკი ამაში ნაკლებად ნაცნობი ადამიანი გითრევთ. საბოლოოდ ამან შეიძლება როგორც თქვენს ავტორიტეტს, ისე ფინანსებს ზიანი მიაყენოს. ზოდიაქოს ამ თანავარსკვლავედის წარმომადგენლებს შესაძლოა კუჭ-ნაწლავის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ, რაც ცხოვრების წესთან ერთად, სტრესული სიტუაციებითაც არის გამოწვეული.
თევზები
სავარაუდოდ, ფარული თაყვანისმცემელი გყავთ, თუმცა ვარსკვლავები ამბობენ, რომ ეს ადამიანი თქვენს ბედში კვალს ვერ დატოვებს. ეს დღე შეიძლება ყოველდღიურმა ფუსფუსმა და რუტინამ მთლიანად შთანთქას. დაუგეგმავმა მგზავრობამ ან სამსახურის მოულოდნელმა საქმემ შესაძლოა საღამოს გეგმები სრულიად შეცვალოს. დღეს მერკური სუსტ პოზიციაზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ იღბლის იმედი არ უნდა გქონდეთ. შესაძლოა, კვებასთან დაკავშირებულმა დისკომფორტმა შეგაწუხოთ, ამიტომ სწრაფი კვების მენიუსა და ცხიმიან კერძებზე უარის თქმა მოგიწევთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან