15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00 შაბ. 14 ნოემბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
მარტოხელა ვერძებს რომანტიკული ნაცნობობის შანსი აქვთ, რომელსაც ძალიან კარგი პერსპექტივა ექნება. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მეტი სიმშვიდე და თავშეკავება გმართებთ — მოერიდეთ კრიტიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახში დაძაბულობას ვერ აიცილებთ. სამსახურში საკმაოდ აქტიური პერიოდი იწყება — საქმეები, რომლებსაც საკუთარი ძალებით ვერ უმკლავდებით, სამომავლოდ გადადეთ. თქვენმა დაუღალავმა შრომამ შესაძლოა მოულოდნელი შედეგი გამოიღოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმეს მოთმინებით მიუდგებით. ეცადეთ მავნე ჩვევები და არაჯანსაღი ცხოვრების წესი დაივიწყოთ, ტყუილად არ ინერვიულოთ და კვება არ გამოტოვოთ. საკმარისი რაოდენობის წყალი მიიღეთ და დღე-ღამეში სულ მცირე, შვიდი საათი იძინეთ.
კურო
გირჩევთ, დღეს რაიმე საზოგადოებრივ ღონისძიებას დაესწროთ, რადგან შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი ცხოვრების მეგზური გახდება. დღევანდელი პაემანი გამორჩეულად რომანტიკული იქნება. ახლა ოჯახს და საოჯახო საქმეებს მეტი დრო უნდა დაუთმოთ, რადგან თქვენი პარტნიორი ჭაპანს მარტო ეზიდება და ეს მისთვის უკვე ძალიან დამღლელია. სიტუაციას კონფლიქტამდე ნუ მიიყვანთ. იშრომეთ და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ! ამ დღის დევიზია: დიდსულოვნება და სულიერი წონასწორობა. შესაძლოა, ბიზნესმენებს დღეს გარკვეული პრობლემები შეექმნათ — მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები ან მცირე დაბრკოლებები. თუ დაავადების პირველ სიმპტომებს გრძნობთ, რაც უფრო მალე მიმართავთ ექიმს, მით უფრო სწრაფად მოაგვარებთ ამ პრობლემას.
ტყუპები
არ დაგავიწყდეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანს შეახსენოთ თუ როგორ გიყვართ და რამდენად აფასებთ. ეს სიტყვები თქვენს დღეს განსაკუთრებულს გახდის და სახლში სითბოს ატმოსფეროს შექმნის. შესაძლოა, მოულოდნელმა გარემოებებმა გეგმების შეცვლა გაიძულოთ. გამორიცხული არ არის, რომ ბიზნესპარტნიორებმა თქვენი დაბნევა ან მოტყუება სცადონ, ამიტომ შემოსული ინფორმაცია საგულდაგულოდ გადაამოწმეთ. კარგი იქნება, თუ საბანკო ანგარიშს გახსნით და თანხის შეგროვებას დაიწყებთ. თქვენი ხვალინდელი მოქმედებები თქვენს კარიერულ წინსვლასა და, შესაბამისად, საფულეზე აისახება. გაუფრთხილდით მენტალურ ჯანმრთელობას — თქვენთვის დეპრესია განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. გირჩევთ, ასეთ დროს მეტი დრო დაუთმოთ საქმიანობას, რომელიც პოზიტიური ენერგიით გავსებთ.
კირჩხიბი
სავარაუდოდ, წვეულებაზე დაგპატიჟებენ — მოწვევაზე უარს ნუ იტყვით, რადგან შეიძლება იქ თქვენი მეორე ნახევარი იპოვოთ. თუ სიბრძნესა და მოთმინებას გამოიჩენთ, ამისთვის აუცილებლად დაჯილდოვდებით. ოჯახი და ახლობლები მუდამ მხარში გიდგანან, ამიტომ ისინი მხოლოდ საუკეთესო დამოკიდებულებას იმსახურებენ. წარმატება იმაზე ახლოსაა, ვიდრე ფიქრობთ. თქვენ იპოვით იმას, რასაც ეძებთ, მთავარია, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგათ! სანამ ყველა კითხვაზე პასუხს არ მიაგნებთ თქვენს ცნობისმოყვარე გონებას მოსვენების საშუალებას ნუ მისცემთ. საზოგადოებრივ ადგილებში ფრთხილად იყავით — დიდია ქურდობის ან თაღლითობის ალბათობა. ბოლო პერიოდის უარყოფითმა მოვლენებმა შეიძლება შფოთვა და მძიმე ფიქრები გამოიწვიოს, ამიტომ ეცადეთ, მათზე ბევრი არ იფიქროთ.
ლომი
თუ ახლობელი ადამიანის უხეშობამ და პრეტენზიებმა დაგღალათ, ეცადეთ გულწრფელად დაელაპარაკოთ და მისი მოქმედების მიზეზები გაიგოთ. შეიძლება მოვლენების განვითარებამ მეორე ნახევართან ურთიერთობაში სწრაფი რეაქცია მოითხოვოს. უახლოეს დღეებში სამსახურებრივი დატვირთვა შესამჩნევად მოიმატებს, მთავარია, ხელმძღვანელობასთან ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება წინასწარ შეათანხმოთ. შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებისთვის ჰოროსკოპი ხელსაყრელი პროექტების დაწყებას ვარაუდობს, რაც ფინანსურ მდგომარეობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ. ამ პერიოდში შვებულების აღება და გარემოს შეცვლა საუკეთესო გამოსავალი იქნება.
ქალწული
თქვენთვის არათანმიმდევრულობა და გაუბედაობა უცხოა, მაგრამ სიმპათიური ადამიანის გვერდით უმიზეზო სიმორცხვე გეუფლებათ? მის დაძლევაში ფსიქოლოგიური რჩევები ან თვითგანვითარების კურსები დაგეხმარებათ. ცხოვრებაში სიმშვიდისა და ჰარმონიის შენარჩუნებისთვის ეცადეთ, კონფლიქტები და გარშემომყოფებთან კამათი თავიდან აიცილოთ. მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში მეტი მოთმინება უნდა გამოიჩინოთ, თუნდაც ზოგი მათგანის ქცევა გაღიზიანებდეთ. პროფესიულ საქმიანობაში არსებული სირთულეების დაძლევაში გამოცდილი კოლეგების რჩევები დაგეხმარებათ. მალე ძველი ვალების დაბრუნებასაც შეძლებთ, თუმცა გირჩევენ, მიღებული თანხა ანაბარზე შეინახოთ. უფრთხილდით გაციებას და ძალიან ცივი სასმელების მიღებას მოერიდეთ.
სასწორი
ეცადეთ საყვარელ ადამიანთან ფილოსოფიურ თემაზე კამათი ჭურჭლის მსხვრევასა და ხელჩართულ დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს და ურთიერთობა არ გაირთულოთ. გირჩევთ ძალები დაზოგოთ, რადგან მომავალ კვირაში ნამდვილად დაგჭირდებათ. ჰოროსკოპი მიუთითებს, რომ სამსახურში საპასუხისმგებლო დავალებას მიიღებთ, რომელზეც თქვენი კარიერული წინსვლაა დამოკიდებული. მოერიდეთ სწრაფი კვების პროდუქტებსა და მავნე საკვებს, რადგან ის არა მარტო ფიზიკურ ჯანმრთელობას ვნებს, არამედ თქვენს ენერგეტიკულ ბალანსსაც არღვევს.
მორიელი
სულ მალე ცხოვრების რადიკალურად შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ, ეცადეთ ყველაფერი საკუთარი თავის შეცვლით დაიწყეთ! ბოლო დღეების დაძაბულობის მოსახსნელად შეგიძლიათ რომანტიკული შეხვედრა ან სასიამოვნო საღამო მოაწყოთ. ეს დღე ზედმეტი აქტივობისკენ არ განგაწყობთ, მაგრამ ამის მიუხედავად, რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოთ. თუ დღეისთვის დიდი ფინანსური გარიგება გაქვთ დაგეგმილი, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ! მერკურის პოზიცია ახლა დასუსტებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მფარველობის იმედი არ უნდა გქონდეთ. ძველ მტერთან ურთიერთობის მოსაგვარებლად რამდენიმე შეხედულების შეცვლა დაგჭირდებათ.
მშვილდოსანი
თქვენი მჭევრმეტყველება და მიმზიდველობა შეუმჩნეველი არ დარჩება. მეორე ნახევარს ყურადღება არ მოაკლოთ, თორემ ეჭვიანობას დაიწყებს, რასაც შეიძლება უსიამოვნო კამათი მოჰყვეს. ახალ პროექტზე მუშაობა დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ შედეგი ამად ღირს. შემოსავლის ძველ წყაროებზე განაგრძეთ მუშაობა და პარალელურად, ახლების განვითარებაზეც იზრუნეთ. მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს ხელი არ მოაწეროთ და საეჭვო ადამიანებთან საქმიანი შეხვედრების დანიშვნას მოერიდეთ. დილის მსუბუქი ვარჯიში ტონუსის აღდგენაში დაგეხმარებათ და მთელი დღის განმავლობაში ენერგიით აგავსებთ.
თხის რქა
დაურეკეთ ადამიანს, რომელიც ძალიან გიყვართ და თბილი სიტყვები უთხრით. თუ რამე უთანხმოება გქონდათ, მალე წარსულს ჩაჰბარდება და მალე ცოლქმრული ურთიერთობა უფრო სანდო გახდება. ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის. სასურველი შედეგის მისაღებად ახლა საუკეთესო ტრადიციული გზა საუკეთესო არჩევანია. ეს დღე დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა თქვენთვის საქმის ბოლომდე მიყვანა და თავდადება უცხო არ არის! საკუთარ ჯანმრთელობას გამოუცდელ ექიმებს ნუ ანდობთ. თუკი რომელიმე ექიმის პროფესიონალიზმში ეჭვი გეპარებათ, სხვა ექიმს მიმართეთ,
მერწყული
პირად ცხოვრებაში ყველაფერი მშვენივრადაა — თქვენი და პარტნიორის ურთიერთობა ვითარდება და მტკიცდება. შესაძლოა, საკუთარი თავის შესახებ წარმოდგენა რადიკალურად შეიცვალოს, რის გამოც ყველა ზედმეტ კავშირს გაწყვეტთ და მხოლოდ სანდო, გამოცდილ მეგობრებს შეინარჩუნებთ. მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრები, სადაც ძლიერი და გავლენიანი მოკავშირეები გამოგიჩნდებათ. სარისკო წამოწყებებს მოერიდეთ — ახლა უფრო მეტს დაკარგავთ, ვიდრე იშოვით. საკუთარმა სისუსტეებმა და ცდუნებების აყოლამ შესაძლოა, ბევრი პრობლემა შეგიქმნათ. დღის განმავლობაში ყოველგვარი კოსმეტოლოგიური პროცედურისგან თავი შეიკავეთ, თუნდაც სრულიად უსაფრთხოდ გეჩვენებოდეთ და კუჭ-ნაწლავის მუშაობას მეტი ყურადღება მიაქციეთ.
თევზები
სახლში ნუ ჩაიკეტებით, მიეცით ბედს შანსი, რომ გიპოვოთ! ამ დღეს თქვენთვის პლანეტების განლაგება არახელსაყრელია, რის გამოც შეიძლება ოჯახურ კერაში მცირე გაუგებრობები დაისახოს. თქვენი მონდომება აუცილებლად დაფასდება — არ დანებდეთ და დასახულ მიზნებს აუცილებლად მიაღწევთ. ამ დღეს დამატებითი მატერიალური ვალდებულებების აღებისგან თავი შეიკავეთ. კარგი იქნება, თუ სამუშაო მაგიდაზე ლამაზ ქოთანში დარგულ „ფულის ხეს“ დადგავთ, რომელიც სიმდიდრისა და იღბლის თილისმად ითვლება. დაძაბულობის მოხსნაში საუნა ან აბაზანა დაგეხმარებათ, ნელი სირბილი კი ორგანიზმს შესანიშნავ ტონუსს შეუნარჩუნებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან