11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
წინ რომანტიკული თავგადასავლებითა და სიურპრიზებით სავსე პერიოდი გელოდებათ. გირჩევთ ყოველდღიური საქმეები სამომავლოდ გადადოთ, დაისვენოთ და საკუთარ თავსა განტვირთვის უფლება მისცეთ.
ეს დღე მნიშვნელოვანი საქმეებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია —უახლოეს 24 საათში ყველაზე რთულ ამოცანებსაც კი ადვილად გაუმკლავდებით. ახალი შთაბეჭდილებების ფონზე შესაძლოა, თავში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული, მოულოდნელი იდეები გეწვიოთ. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მეგობრები მოიწვიოთ და მხიარული წვეულება მოაწყოთ. აქტიური დასვენება კარგია, მაგრამ უსაფრთხოება არ დაგავიწყდეთ — ექსტრემალური და ადრენალინით სავსე სპორტი ახლა არასასურველია.
კურო
ამ პერიოდში ვნებიანი სიყვარულისა და თავბრუდამხვევი პაემნების იმედი ნუ გექნებათ — თქვენი ცხოვრების რომანტიკული მხარე მხოლოდ მომდევნო თვის ბოლოს გაიხსნება. კონფლიქტების მიზეზი ხშირად ძველი შეცდომების გამეორება გახდება. ოჯახში რომ სიმშვიდე და ჰარმონია დაიბრუნოთ, საკუთარ დამოკიდებულებებზე მუშაობა მოგიწევთ.
ახლა ძალების მოკრება გჭირდებათ. სიფხიზლე არ დაკარგოთ და ყურადღება არ მოადუნოთ — ახლა დაკარგული მომავალში ძალიან ძვირად დაგიჯდებათ და მის ანაზღაურებას იოლად ვერ შეძლებთ. ამ დღეს სავაჭრო ცენტრებში სიარული კატეგორიულად არასასურველია, რადგან შეიძლება ფული წყალს გაატანოთ. სამზარეულოში საქმიანობისას, ასევე ცეცხლთან და ცხელ საგნებთან ახლოს ყოფნისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
ტყუპები
მარტოხელა ტყუპების ცხოვრებაში მოულოდნელად ახალი ადამიანი გამოჩნდება და თავისი პიროვნული თვისებებით მაშინვე ყურადღებას მიიქცევს. ახლობელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი თქვენს ურთიერთობას ახალ ფერებს შემატებს. ახლა მთავარია საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ და პარტნიორისგან ზედმეტი არ მოითხოვოთ.
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ უფროსი ბოლო დროს ზედმეტად მომთხოვნი გახდა, თუმცა მის ტირანად შერაცხვას ნუ იჩქარებთ — შესაძლოა, უბრალოდ, ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს. ხელსაყრელი ინვესტიციის შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ — ნებისმიერი დაბანდება სამმაგ მოგებას მოგიტანთ. ამ დღეს ლურჯი ფერის სამოსის ჩაცმას მოერიდეთ ,რადგან მენტალურ პროტესტს იწვევს.
კირჩხიბი
მარტოხელა კირჩხიბს პოტენციური თაყვანისმცემლის გაცნობის შესანიშნავი შანსი მიეცემა. გამორიცხული არ არის, რომ ოჯახის წევრებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ. თქვენი გადასაწყვეტია მხარს დაუჭერთ თუ საკუთარი პრობლემების მოგვარებით დაკავდებით. მშვენიერი დროა, რომ ახლობელ ადამიანებს თქვენი მადლიერება დაანახვოთ და აჩვენოთ, როგორ აფასებთ მათ არსებობას.
სავარაუდოდ, თქვენს უახლოეს გარემოცვაში მტრულად განწყობილი ადამიანი არსებობს, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები მისი ამოცნობის საშუალებას მოგცემთ. დღის მეორე ნახევარში ამანათს, საჩუქარს ან სხვა სახის მატერიალურ შემოსავალს მიიღებთ. ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მდგომარეობას მეტი ყურადღება მიაქციეთ — შესაძლოა, მენიუს შეცვლა დაგჭირდეთ.
ლომი
რომანტიკული ურთიერთობების მიმართულებით უმჯობესია, მცირე შესვენება აიღოთ. თუ საკუთარ ინტუიციას ენდობით, ნებისმიერ ამოცანას გაუმკლავდებით. იზრუნეთ დაწყებული საქმეების დასრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი დაპირისპირება გელით.
წინ მშვიდი და ნაყოფიერი დღე გელოდებათ — სასურველია, სამომავლო გეგმები კარგად აწონ-დაწონოთ და სახლისთვის საჭირო ნივთები შეიძინოთ. სამსახურში თქვენი ბოლოდროინდელი წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩება, თუმცა შესაძლოა ზოგი კოლეგის შური გამოიწვიოთ. საღამოს ძალიან მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის დაზოგვა და უსარგებლო დატვირთვის თავიდან აცილება. ზომიერი დიეტა და ჯანსაღი ძილი ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
ქალწული
შესაძლოა, ვინმესთვის გულის გადაშლის ან პრობლემების განხილვის სურვილი გაგიჩნდეთ, თუმცა, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამას მალევე ინანებთ. საკუთარი ოცნებები და სურვილები არ დაივიწყოთ —შთაგონებით სავსე საუბრებს ოჯახის წევრების დაახლოება შეუძლია.
სამსახურში მთლიანად საქმეში ჩაიძირებით, თუმცა თქვენი ძალისხმევა სასურველ შედეგს გამოიღებს. იდეალური დღეა სავაჭრო საქმიანობისთვის. ყველაფერი, რაც ეკონომიკურ ღონისძიებებს უკავშირდება, ძალისხმევის გარეშე გამოგივათ. ეცადეთ, მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთოთ და ორგანიზმი არ გადატვირთოთ, რადგან სახსრები და იოგები ახლა განსაკუთრებით მგრძნობიარეა.
სასწორი
შეიძლება ამ დღეს ურთიერთობებში კომპრომისებზე წასვლა მოგიწიოთ. უახლოეს მომავალში თქვენი პიროვნული თვისებები სრულად გამოვლინდება, რაც თანამოაზრეების პოვნაში დაგეხმარებათ. მარსის გადაჭარბებული აქტივობის გამო, ოჯახური დაპირისპირების რისკიც არსებობს, მაგრამ მოთმინების გამოჩენით ყველაფრის მოგვარება შეიძლება.
თუ სასარგებლო ნაცნობობის შანსი გაჩნდა, აუცილებლად გამოიყენეთ. დღის განმავლობაში ნაკლებად ნაცნობი ადამიანი საინტერესო წინადადებით მოგმართავთ — ინტუიცია გიკარნახებთ უნდა დათანხმდეთ თუ არა. საღამოს თავის ტკივილისა და უგუნებობის მიზეზი, სავარაუდოდ, ძილის ნაკლებობაა. ეცადეთ, კარგად დაისვენოთ.
მორიელი
ამ დღეს ვენერას მფარველობა საოცრად მიმზიდველს გაგხდით. გირჩევთ უახლოესი უქმეებისთვის პაემანი დანიშნოთ — დიდი შანსია, რომ შეხვედრა თქვენთვის სასურველი სცენარით ჩაივლის და დაუვიწყარ ემოციებს გაჩუქებთ.
კოლეგებთან და ნაცნობებთან საუბრისას მეტი სიფრთხილე გმართებთ — მომავალი მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ საკუთარი გეგმების სხვებისთვის გაზიარება არ ღირს. სამაგიეროდ, ვარსკვლავები კომერციულ საქმიანობაში და ფასიან ქაღალდებთან მუშაობაში წარმატებას გპირდებიან — ბევრი რამ თქვენს აქტიურობასა და პირად არჩევანზე იქნება დამოკიდებული. ფრთხილად იყავით — მალე შეიძლება ნებისმიერ სფეროში განხეთქილება მოხდეს, იქნება ეს მეგობრობა, პარტნიორობა თუ ოჯახური კავშირები. ამ დღეს კუჭთან დაკავშირებული პრობლემებია მოსალოდნელი, ამიტომ სადღესასწაულო სუფრასთან ზომიერება გამოიჩინეთ.
მშვილდოსანი
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენს ურთიერთობებს კარგი პერსპექტივები გამოუჩნდა და სამომავლო ნაბიჯებზე ფიქრის დროა, თუმცა ნუ აჩქარდებით და რჩეულს კარგად დააკვირდით. საყოფაცხოვრებო ხასიათის მცირე პრობლემამ შეიძლება საღამის გეგმების შეცვლა გაიძულოთ, ამიტომ ამ დროისთვის მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვას მოერიდეთ.
ამ დღის რთულ პროცესებში გარკვევა გაგიჭირდებათ — პრობლემების გადაჭრის მრავალფეროვანმა ალტერნატივამ შესაძლოა ჩიხში შეგიყვანოთ, სამაგიეროდ, ვარსკვლავები დამატებითი შემოსავლის წყაროების პოვნაში დაგეხმარებიან, რაც ფინანსურ მდგომარეობას შესამჩნევად გააუმჯობესებს. გირჩევთ, ალკოჰოლით სტრესის მოხსნაზე უარი თქვათ, რადგან ამან შეიძლება ზოგადი მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესოს.
თხის რქა
ახალი ნაცნობობა და რომანტიკული შეხვედრები გელოდებათ, პარალელურად, მნიშვნელოვანი ოჯახური პრობლემის მოგვარებისა და ძველი დავის დასრულების შანსიც გექნებათ. განიხილეთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ და აუცილებლად კომპრომისულ გადაწყვეტილებამდე მიხვალთ.
შესაძლოა მუშაობის პროცესში გარკვეულ დაბრკოლებებს შეეჯახოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წარმატებამ ზურგი გაქციათ. სხვის რჩევებს ნუ დაეყრდნობით — ეს მხოლოდ ზიანს მოგიტანთ; მხოლოდ საკუთარ გამჭრიახობასა და დაგროვილ გამოცდილებას ენდეთ.
თქვენი იმუნიტეტი ბევრ გამოწვევას უძლებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით ბოროტად უნდა ისარგებლოთ - განსაკუთრებით, თუ მუდმივად სადღესასწაულო სუფრასთან ყოფნა გიწევთ.
მერწყული
მარტოხელა ადამიანების პირად ცხოვრებაში დროებითი სიმშვიდე დაისადგურებს — ამჟამად ვენერას ენერგია ჩაკეტილია, ამიტომ მეორე ნახევრის პოვნის შანსი მინიმალურია. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ნუ აჩქარდებით — უმჯობესია, საჭირო ინფორმაცია შეაგროვოთ, რადგან სავარაუდოდ, რაღაც მხედველობიდან გამოგრჩათ.
სამსახურში უფროსთან ან კოლეგებთან ურთიერთობაში მცირე უსიამოვნება და გაუგებრობები გელით. გამორიცხული არ არის, რომ უმნიშვნელო კამათი ან დაუფიქრებელი ფრაზა დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. მეტეომგრძნობიარე ადამიანები შეიძლება შაკიკის ხანმოკლე შეტევამ შეაწუხოს, თუმცა საღამომდე ყველაფერი გაივლის და თავს ჩვეულებრივად იგრძნობთ.
თევზები
ამ დღეს საყვარელი ადამიანის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ — გამორიცხული არ არის, რომ თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. ამ დღეს სტუმრების მიღება არასასურველია და გამორიცხული არ არის, რომ მათი მოსვლა მალევე ინანოთ. სამსახურში შესაძლოა გარკვეული სირთულეები შეგხვდეთ, მაგრამ დაბრკოლების დასაძლევად ნებისყოფა და სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ.
მალე მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება: მოსალოდნელია მოგება, ძველი ვალის დაბრუნება ან სარფიანი შენაძენი. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, ინტერნეტით მკურნალობის ნაცვლად, ექიმს უნდა მიმართოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან