დღის ჰოროსკოპი

9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:22 კვი. 8 ნოემბერი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ხელსაყრელი დღეა ძველი კონფლიქტებისა და ურთიერთობაში არსებული უთანხმოებების მოსაგვარებლად. ეცადეთ სიბრძნე და დათმობაზე წასვლის სურვილი გამოავლინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საყოფაცხოვრებო საზრუნავსა და ყოველდღიურ რუტინას მეტი დრო დაუთმოთ. სახლისთვის ერთობლივმა შენაძენმა შესაძლოა კმაყოფილება მოგიტანოთ და თქვენი კავშირი კიდევ უფრო განამტკიცოს.

სახლსა და სამსახურში შექმნილი კეთილგანწყობილი გარემო წარმატების მიღწევას ხელს შეუწყობს. ფიზიკურ მდგომარეობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ: მოერიდეთ გადამეტებულ აქტივობას, როგორც ფიზიკურ, ისე ინტელექტუალურ გადაღლას. გამორიცხული არ არის ტრავმები, სტრესი და ძველი ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

კურო

ეს პერიოდი იდეალურია სასიყვარულო საქმეებისა და სხვადასხვა სახის ცვლილებებისთვის. ახალი რომანი ხანგრძლივი და საინტერესო იქნება. სამსახურში არსებული პრობლემები დიდ დროს წაგართმევთ, ამიტომ ოჯახური საქმეებისთვის ძალა აღარ დაგრჩებათ. დიდი შანსია, რომ ხელმძღვანელობამ თქვენი შრომა შეამჩნიოს და დააფასოს.

ეცადეთ პროფესიონალიზმი გამოავლინოთ, მუშაობის მაღალი სტანდარტები შეინარჩუნეთ და წარმატებაც არ დააყოვნებს! ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშნის დაქორწინებულ წარმომადგენლებს ურჩევენ ემოციები აკონტროლონ, განსაკუთრებით ოჯახის ბიუჯეტთან დაკავშირებულ კამათში. ჯანმრთელობის მხრივ, თქვენთვის ნაკლებად სასიამოვნო პროგნოზია: არსებობს სეზონური გაციების რისკი, ასევე, არსებობს ტრავმების მიღების საშიშროება, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

ტყუპები

თუკი ხანგრძლივი რომანტიკული ურთიერთობისთვის ემზადებით, გახსოვდეთ, რომ თქვენმა პრეტენზიებმა შეიძლება მთელი შთაბეჭდილება გააფუჭოს. გასაჭირში ჩავარდნილი ახლობელის მხარდაჭერა თქვენი მთავარი ამოცანა გახდება — იყავით ერთად, რომ გრძნობები და ემოციები გაიზიაროთ. თუ დისციპლინას გამოიჩენთ, კოლეგებთან შედარებით ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდებით და ძალიან ბევრს მიაღწევთ. ვარსკვლავები გაფრთხილებთ —ფიზიკურ დატვირთვასა და ხალხმრავალ თავყრილობებს მოერიდეთ. საღამოს საათებში შესაძლოა თავი შეუძლოდ იგრძნოთ.

კირჩხიბი

შესაძლოა, ამ დღეს ურთიერთობებში კომპრომისებზე წასვლა მოგიწიოთ. მზად იყავით, ახლობელი ადამიანის პოზიციას მოუსმინოთ და კონფლიქტების მოსაგვარებლად საერთო ენა იპოვოთ. თქვენს ოჯახს გარკვეული გამოწვევები და სირთულეები ელის, მაგრამ თუ ერთმანეთს მხარს დაუჭერთ და გუნდურად იმუშავებთ, ყველა დაბრკოლებას გადალახავთ.

თითოეული ნაბიჯი კარგად აწონ-დაწონეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვათ. ეს პირველ რიგში იმ თანამშრომლებს ეხება, რომლებსაც საქმიან ქაღალდებთან უწევთ მუშაობა. მნიშვნელოვან საკითხებს გვიან ღამით ნუ გადაწყვეტთ. სამკურნალო ვარჯიშების კურსი სახსრებისა და ხერხემლის პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ლომი

გაჩნდება შანსი, რომ საყვარელი ადამიანი გააბედნიეროთ, მით უმეტეს, თუ მისი საოცნებო ნივთის შეძენას გეგმავთ. სასურველია, ეს დღე ახლობლების გარემოცვაში გაატაროთ. ეს არა მხოლოდ გულწრფელ ატმოსფეროს შექმნის, არამედ ბოლო პერიოდში დახარჯული ენერგიის აღდგენაშიც დაგეხმარებათ.

მან, ვინც ახალ პროექტზე მუშაობს, პარტნიორების მხარდაჭერა და გავლენიანი მფარველების მოწონება უნდა დაიმსახუროს. თუ მხოლოდ საკუთარ სარგებელზე ზრუნავთ, შესაძლოა რაღაც მთავარი გამოგრჩეთ. ასტროლოგები გირჩევენ, პრობლემებს გლობალურად შეხედოთ და ახლობლებზე ზრუნვა არ დაივიწყოთ. შეწყვიტეთ საკუთარი ჯანმრთელობის იგნორირება და დაავადების სიმპტომებს გრძნობთ, ექიმთან ვიზიტზე ჩაეწერეთ.

ქალწული

გირჩევთ ეს დღე ემოციური განტვირთვისთვის გამოიყენოთ. შესაძლოა, ახლო ნათესავებთან გაუგებრობები წარმოიშვას, მაგრამ ამაში ბრალს ნურავის დასდოებთ.

მუშაობის ძველ, გამოცდილ ხერხებს ნუ მიეჯაჭვებით — უმჯობესია ახალი გზები და არასტანდარტული მიდგომები მოძებნოთ, რადგან იღბალი თქვენ მხარესაა. ფინანსური მდგომარეობა არასაიმედოა, ამიტომ ეცადეთ, დაუფიქრებელი ხარჯებისგან თავი შეიკავოთ. გაითვალისწინეთ, რომ ფინანსებისა და წარმატების პლანეტა მერკური აქტიურობას 10 დღის შემდეგ დაიწყებს. ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა, თუკი თავს გადაღლილად გრძნობთ.

სასწორი

ამ დღეს შეიძლება მოულოდნელად მოიწყინოთ და ცხოვრების ზეიმზე თავი უცხოდ იგრძნოთ. ძირს სევდა! დროა ცვლილებებისთვის მოემზადოთ. სახლში სიმშვიდე მთლიანად თქვენს ქცევაზეა დამოკიდებული.

ეცადეთ, წინდახედულად იმოქმედოთ და საყოფაცხოვრებო პრობლემებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ახალ სამსახურს ეძებთ ან საქმიანობის სფეროს შეცვლა გსურთ? ახლა გასაუბრებისთვის შესანიშნავი დროა. ახალი საქმიანი ნაცნობობა ძალიან წარმატებული იქნება და მიმდინარე პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ, თუმცა მზად იყავით, რომ ახალი ნაცნობისთვის გარკვეული მომსახურების გაწევა თქვენც მოგიწევთ. სუფთა ჰაერი და ბუნებასთან ურთიერთობა ნამდვილ სასწაულებს ახდენს! ხშირად ისეირნეთ და თავადაც შეამჩნევთ, განწყობა როგორ გაგიმჯობესდებათ.

მორიელი

ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ვარსკვლავები აქტიური ურთიერთობებისკენ უბიძგებენ. ამ დღეს თუნდაც შემთხვევითი ნაცნობობა შეიძლება ვნებიან რომანში გადაიზარდოს, თუმცა, გახსოვდეთ, რომ ყველაზე მყარ კავშირებსაც კი დროდადრო გამოცდის გავლა უწევთ.

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა ინიციატივები ხელმძღვანელობის ყურადღებას მიიპყრობს. ცრუ მოკრძალება დაივიწყეთ და თავის წარმოჩენა ნუ მოგერიდებათ. საქმიან თანამშრომლობაში ძლიერი ურთიერთდამოკიდებულება გაჩნდება, რომელიც მწვავე წინააღმდეგობებით იქნება გართულებული. სასიამოვნო ფიქრები ძილსა და ღამის დასვენებას გაგიუმჯობესებთ. იზრუნეთ ორგანიზმში მაგნიუმის სათანადო დონის შენარჩუნებაზე.

მშვილდოსანი

გახსოვდეთ, რომ რუტინა ურთიერთობებს ვნებს და აპათიას იწვევს. იმოგზაურეთ, საყვარელი საქმეები აკეთეთ და ერთმანეთს ახალი შთაბეჭდილებები გაუზიარეთ! ასტროლოგები გირჩევენ, ყველაფერი მოძველებულისა და ზედმეტისგან გათავისუფლდეთ.

დაამყარეთ წესრიგი როგორც სახლში, ისე პირად ურთიერთობებში. ახალი ემოციები დაღლილობას დაგავიწყებთ და შესაძლებლობას მოგცემთ, სამყაროს დადებითი კუთხით შეხედოთ. თუ ვალები ან კრედიტები გაქვთ, ახლა მათი გასტუმრებისთვის საუკეთესო დროა. ეცადეთ განმარტოების საშუალება გამონახოთ — ეს საშუალებას მოგცემთ, დაისვენოთ, მტკივნეული საკითხები მშვიდად აწონ-დაწონოთ და სწორი დასკვნები გამოიტანოთ.

თხის რქა

თაყვანისმცემელთან ბუნებრივად და გულახდილად უნდა მოიქცეთ, რათა არასასურველი დაძაბულობა თავიდან აირიდოთ. ეს დღე შანსს გაძლევთ, რომ დაკარგული დრო თითქმის ყველა მიმართულებით აინაზღაუროთ. ნუ მისცემთ გარშემო მყოფებს თქვენით მანიპულირების საშუალებას, მაგრამ თუ დახმარება შეგიძლიათ, უნდა დაეხმაროთ.

ამ დღეს პროფესიულ ასპარეზზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწევთ. ერთადერთი, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოთ, თქვენივე პასიურობა და ზარმაცობაა. როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, მშვიდად იმუშავეთ და ურთიერთობები შეზღუდეთ, რომ დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. ჰოროსკოპი ზოდიაქოს იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ზომიერ დიეტას იცავენ და ძილს არ იკლებენ, შესანიშნავ ჯანმრთელობას უწინასწარმეტყველებს.

მერწყული

რომანტიკულ გარემოში გულწრფელი საუბარი მეორე ნახევრის უკეთ გაცნობაში და საერთო ინტერესების პოვნაში დაგეხმარებათ. ნათესაური კავშირები პირადი მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენოთ — ყოველ შემთხვევაში, თუ პატიოსანი ადამიანის სახელის შელახვა არ გსურთ.

პროფესიული ამოცანების გადაჭრაში ინტუიცია დაგეხმარებათ. ის გიკარნახებთ, წარმატების მისაღწევად რა ნაბიჯები უნდა გადადგათ. დღეს შესაძლოა, სარისკო ავანტიურაში გაებათ, რომელიც უამრავ თავსატეხს გაგიჩენთ. უმჯობესია მხოლოდ წინათგრძნობით არ იმოქმედოთ, რადგან შინაგანმა ხმამ შეიძლება გიმტყუნოთ. ამჟამად თქვენი კუჭი და საჭმლის მომნელებელი სისტემა განსაკუთრებით მოწყვლადია, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რას და რამდენს მიირთმევთ, განსაკუთრებით თუ ქუჩაში წახემსება ხშირად გიწევთ.

თევზები

მარტოხელა ადამიანებს საბედისწერო შეხვედრა ელით, რომელიც შეიძლება ვნებიან ურთიერთობაში გადაიზარდოს. მოერიდეთ გამაღიზიანებელ ფაქტორებს — თუ ჰაერში დაძაბულობა იგრძნობა, ეცადეთ განმარტოვდეთ.

იმისათვის, რომ საყოფაცხოვრებო სირთულეებმა და სამუშაო საკითხებმა თავბრუ არ დაგახვიოთ, პაემნებისა და მეგობრებთან შეხვედრებისთვის დრო გამონახეთ. უახლოეს მომავალში ბიზნესის სფეროში დასაქმებულებს სარფიანი ხელშეკრულებების დადების შესაძლებლობა მიეცემათ, ხოლო დაქირავებული თანამშრომლები მატერიალურ მდგომარეობაში განსაკუთრებულ ცვლილებებს ვერ შენიშნავენ. ამბობენ, რომ ყველა დაავადება ნერვებიდან მოდის — ნუ ინერვიულებთ წვრილმანებზე, რათა ჯანმრთელობა და კარგი ურთიერთობები შეინარჩუნოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზ...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge