1-ელი ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელი ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თუ ურთიერთობაში სიცივე შემოიპარა, ეცადეთ უახლოესი დღეები მთლიანად საყვარელ ადამიანს დაუთმოთ. მალე მოგეცემათ შანსი, რომ პრობლემას სრულიად სხვა კუთხიდან შეხედოთ და ღიად ისაუბროთ იმ თემებზე, რომლებიც გაღელვებთ. დღეს შეგიძლიათ საქმიან შეხვედრებს ეწვიოთ და მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმებასაც დაესწროთ. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია მცირედი გაუგებრობები, მაგრამ ისინი მნიშვნელოვან ზიანს არ მოგაყენებთ. მთავარია, ემოციებს არ აჰყვეთ. მალე შეიძლება ის მოხდეს, რისიც ძალიან გეშინოდათ, თუმცა, საბოლოოდ, სიტუაცია მშვიდობიანად მოგვარდება. უახლოესი დღეების განმავლობაში ფინანსებს მეტი ყურადღება მიაქციეთ — ახლა ფულის ფანტვისთვის საუკეთესო დრო არ არის. ჯანმრთელობის მხრივ სანერვიულო არაფერი გაქვთ. ერთადერთი, რისიც უნდა გეშინოდეთ, საკუთარი ეჭვებია.
კურო
სასიყვარულო საქმეებში ყველაზე მთავარი სიფრთხილეა! ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომლის გამო მოგვიანებით შეიძლება ინანოთ. თქვენი განწყობა და შინაგანი მდგომარეობა პირდაპირ დამოკიდებულია სახლში არსებულ სითბოსა და კომფორტზე, ამიტომ დროა, ინტერიერი განაახლოთ. ხელმძღვანელობასთან საერთო ენის პოვნა არ გაგიჭირდებათ; შეგიძლიათ ეს შესაძლებლობა პროფესიული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გამოიყენოთ. თქვენი ფინანსური შესაძლებლობები რეალისტურად უნდა შეაფასოთ. სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. ადამიანებს, რომლებიც საკვებისა და ალკოჰოლის მიღებაში ზომიერებას არ იცავენ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ელით.
ტყუპები
ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს უახლოეს მომავალში სიყვარულის პოვნის შანსი ექნებათ. ოჯახურ ურთიერთობებში მთავარი დარტყმის საკუთარ თავზე აღება მოგიწევთ, რადგან ყველაფერი, რაც თქვენს სახლში ხდება, თქვენს გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. მალე თქვენი ნიშნის შემოქმედებითი პოტენციალი სრულად გამოვლინდება! მალე თავში ისეთი იდეები მოგივათ, რომელთა ცხოვრებაში განხორციელებაც მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ. წარმოიდგინეთ, რომ მდიდარი, თავისუფალი და ბედნიერი ადამიანი ხართ და იღბალს უსათუოდ მიიზიდავთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღის დასაწყისში კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდოთ, თორემ განწყობას დიდი ხნით გაიფუჭებთ.
კირჩხიბი
გამუდმებული კინკლაობით და პრეტენზიებით პარტნიორთან სამომავლო ურთიერთობას საფრთხეს უქმნით. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს აგრესიულმა მარსმა განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ ბრაზი საყვარელ ადამიანებზე არ იყაროთ. შეეცადეთ, ახლობელ ადამიანებთან მყარი კავშირები შექმნათ და შეინარჩუნოთ. მეგობრებთან ერთად დაწყებული საქმეები და პარტნიორებთან ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა დაგეხმარებათ, რომ ყველა დაბრკოლება გადალახოთ. ყურადღებით დააკვირდით თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას. მოერიდეთ ვარჯიშებსა და ფიზიკურ აქტივობას — ზედმეტი აქტიურობა, აჩქარება ან ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება საჭირო არ არის.
ლომი
პირად მოულოდნელი და ძალზე სასიამოვნო სიახლეები გელით. ამ დღეს ყველაზე მეტად მარტო ყოფნას უნდა მოერიდოთ და საზოგადოებაში იტრიალოთ. იყავით ახლობლებთან უფრო ახლოს და ყველაფერი იღონეთ იმისათვის, რომ ურთიერთობები გაამყაროთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის კარიერული წინსვლის მშვენიერი პერსპექტივები იხსნება. მალე შეძლებთ, რომ ხელმძღვანელობაზე საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინოთ. წინასწარ დაგეგმილმა შენაძენმა შეიძლება გარკვეული ნერვიულობა გამოიწვიოს. ეცადეთ საკითხს გონივრულად მიუდგეთ და ნუ აჩქარდებით. თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ნუ გადაიღლებით — ამ კვირაში თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი დაქვეითებულია.
ქალწული
სიყვარული არასდროს არის გვიან, მაგრამ თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს წლების განმავლობაში არ უნდა ელოდოთ — ზოგჯერ ინიციატივის საკუთარ ხელში აღებაა საჭირო. მოერიდეთ მეორე ნახევართან კამათს. თუ რაღაც გაღიზიანებთ, უმჯობესია, ცოტა ხნით ერთმანეთისგან დაისვენოთ და მონატრება იგრძნოთ. თანამშრომლების დაპირისპირებაში ნუ ჩაერევით და ნეიტრალიტეტი შეინარჩუნეთ! ეს დაგეხმარებათ, რომ კოლეგების კეთილგანწყობა დაიმსახუროთ და მტრები არ გაიჩინოთ. ეცადეთ, რომ თქვენი საქმიანობა და შემოსავლები უცხო თვალს დაუმალოთ. აუცილებელი არაა ყველამ იცოდეს, რომელმა საქმემ მოგიტანათ მოგება. თქვენი ორგანიზმი დასვენებას მოითხოვს —რომელ ხერხს აირჩევთ განტვირთვისთვის, თავად უნდა გადაწყვიტოთ.
სასწორი
თუ სიყვარულს ეძებთ, ვარსკვლავები გირჩევთ, უახლოეს გარემოცვას დააკვირდეთ. ზოგჯერ ადამიანი ბედნიერებას იქ პოულობს, სადაც ყველაზე ნაკლებად ელის. სხვისი ნათქვამის გამო ახლობელ ადამიანზე წარმოდგენას ნუ შეიცვლით — შესაძლოა, ვიღაც თქვენს შორის მტრობის ჩამოგდებას ცდილობს. უახლოეს მომავალში გექნებათ შანსი, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც დასაქმებაში ან სასურველი თანამდებობის დაკავებაში დაგეხმარებათ. თქვენი ფინანსური მიზნები არ დაივიწყოთ — დღევანდელი დღე ხელსაყრელია ბიუჯეტის დაგეგმვისა და შემოსავლის ახალი წყაროების მოსაძებნად. გირჩევთ მსხვილ შენაძენებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოჯახის წევრებთან შეთანხმებით მიიღოთ. ამ დღეს თქვენი აურა შედარებით სუსტია, ამიტომ შესაძლოა ენერგეტიკული ვამპირების მსხვერპლი გახდეთ. ძალებისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად შეეცადეთ, წონასწორობა არ დაკარგოთ მაშინაც, როცა თქვენს გამოწვევას და გაღიზიანებას ცდილობენ.
მორიელი
თქვენ თქვენი გამორჩეული სტილი და ცხოვრებისეული პრინციპები გაქვთ — იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენს შეხედულებებს მეორე ნახევარიც იზიარებდეს. ახლო ურთიერთობები სიამოვნებას და თავდაჯერებას მოგიტანთ, თუმცა, ვარსკვლავების განლაგება აჩვენებს, რომ ზოგიერთ მეზობელთან თუ ახლობელთან მცირე კონფლიქტებს უნდა ელოდოთ. მიზანსწრაფულობა დაგეხმარებათ, რომ ყურადღება მნიშვნელოვან ამოცანებზე გაამახვილოთ და შედეგებს დროულად მიაღწიოთ. ფრთხილად იყავით საკრედიტო ბარათებით სარგებლობისას და ვალების აღებას მოერიდეთ. ნუ ისესხებთ იმაზე მეტს, ვიდრე გჭირდებათ, თორემ დაბრუნებას ვერ შეძლებთ. მეტეომგრძნობიარე ადამიანები სატურნის და პლუტონის ნეგატიური ასპექტის გამო შეიძლება თავის ტკივილმა შეაწუხოთ, თუმცა საღამოს ეს უსიამოვნო სიმპტომი უკვალოდ გაქრება.
მშვილდოსანი
ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს დაგეგმილი მგზავრობა საინტერესო ნაცნობობას ჰპირდება. მეგობრებთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ და დადებითი განწყობით აგავსებთ. გარდა ამისა, ეს რუტინისგან დასვენების შესანიშნავი შანსია. მიჰყევით დაგეგმვის პრინციპს და მკაფიო განრიგი შეადგინეთ, რაც საქმიანობის ყველა სფეროში საუკეთესო შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ. ამ დღეს ფულს მეტი სიფრთხილით მოეპყარით და არავის ასესხოთ — შესაძლოა, უახლოეს მომავალში თანხა თავად დაგჭირდეთ. ქრონიკულმა უძილობამ შესაძლოა ჯანმრთელობის ხარისხზე უარყოფითად იმოქმედოს.
თხის რქა
ეცადეთ საყვარელი ადამიანის საჭიროებები არ დაივიწყოთ. თუ მხოლოდ საკუთარ თავზე იზრუნებთ, ადრე თუ გვიან თქვენი ურთიერთობა აუცილებლად გართულდება. შეეცადეთ, რომ ოჯახისა და ახლობლების გარემოცვაში მეტი დრო გაატაროთ. საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა ნებისმიერი სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ! თუ დატვირთვას ვეღარ უმკლავდებით, ნუ მოგერიდებათ დახმარებისთვის კოლეგებს მიმართოთ.ეცადეთ, წარსულის შეცდომები არ გაიმეოროთ, განსაკუთრებით თუ ეს უარყოფითი გამოცდილება იყო. სასურველია, ყოველდღიური ენიუ გაამრავალფეროვნოთ და ვიტამინებით მდიდარი მეტი კერძი ჩართოთ. პირველ რიგში, ეს უფროსი ასაკის ადამიანებს ეხებათ.
მერწყული
თქვენთვის დამახასიათებელმა ეჭვიანობამ შეიძლება თაყვანისმცემლის დადებითი და უარყოფითი მხარეების ობიექტურად შეფასებაში ხელი შეგიშალოთ. მალე დიდი ხნის უნახავი ადამიანი გეწვევათ და სასიამოვნო სიახლეებს მოგიტანთ. ხელმძღვანელობა თქვენს შრომისმოყვარეობას აუცილებლად დააფასებს და თქვენ წახალისებას გადაწყვეტს. ზოგი მერწყული შეიძლება თაღლითების სამიზნე გახდეს, ამიტომ ამ დღეს ნაჩქარევ ნაბიჯს ნუ გადადგამთ, მით უმეტეს, თუ საქმე ფინანსებს ეხება. დღეს თქვენი ემოციური ფონი ძალიან დაძაბულია, რაც გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. სიმშვიდე შეინარჩუნეთ — სტრესმა და სკანდალებმა შეიძლება ენერგიისგან სრულიად დაგცალოთ.
თევზები
მოხდება ის, რისიც ასე ძალიან გეშინოდათ, თუმცა მოლოდინის საწინააღმდეგოდ, სიტუაცია მშვიდობიანად მოგვარდება. თითქმის უცნობი ადამიანი საინტერესო წინადადებით მოგმართავთ და ყურადღებით უნდა მოუსმინოთ. დღეს გექნებათ შესაძლებლობა, რომ მეგობრებსა თუ ნათესავებს შეხვდეთ და ახალი იდეები განიხილოთ. არ არის საჭირო ყველასთვის იმის მტკიცება, რომ მართალი ხართ — დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. შესაძლოა, დღეს ნანატრი ჯილდო ან პრიზი მიიღოთ. შემოსავლების სწორად გადანაწილება და ინვესტირების შესაძლებლობებზე ფიქრი არ დაგავიწყდეთ. შეეცადეთ, ორპირ ქარებს მოერიდოთ და ფეხები თბილად იქონიოთ. უბრალო გაციება ახლა შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დიდ პრობლემად გექცეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან