26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს რომანტიკული თავგადასავლები თავად გიპოვიან, მთავარია, სახლში არ ჩაიკეტოთ. სასიყვარულო ფრონტზე ახლა ყველაფერი დუღს და ჩქეფს! დღეს განსაკუთრებულად ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ, თუმცა სიფრთხილე გმართებთ — ზედმეტად აქტიურობამ შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს. საკუთარ შეცდომებს სხვებს ნუ გადააბრალებთ — წარუმატებლობის მიზეზი საკუთარ თავში უნდა ეძებოთ. შესაძლოა, ძალების მოსინჯვა სრულიად ახალ საქმეში მოგიწიოთ, თუმცა წინდახედულობა გამოიჩინეთ და სწრაფ და იოლ მოგებას ნუ დაედევნებით. თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, წნევას ყურადღება მიაქციეთ და რაც მთავარია, სტრესულ სიტუაციებსა და ნეგატიურ ფიქრებს მოერიდეთ.
კურო
ამ დღეს მეუღლესთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. აქტიური მარსი კონფლიქტისთვის ნიადაგს ამზადებს და ნებისმიერმა დაუფიქრებელმა სიტყვამ შეიძლება დიდი სკანდალი გამოიწვიოს. ამ დღეს თქვენი ყველაზე დიდი მტერი სიზარმაცეა, რომელიც ყოველდღიური მოვალეობების შესრულებაში ხელს გიშლით. სამსახურში განსაკუთრებული სიფრთხილე და დაკვირვება გამოიჩინეთ, რადგან შეიძლება უცხო ადამიანების მხრიდან აგრესიას წააწყდეთ. ყურადღება მიაქციეთ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს და ისეთი მიზნების განხორციელებას, რომლებიც მომავალში შემოსავალს მოიტანენ და ფინანსურ მდგომარეობას გაგიმყარებენ. საკუთარ ძალებს გადაჭარბებით ნუ შეაფასებთ — შიდა რესურსები ილევა და დროულ აღდგენას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობას დაიზიანებთ.
ტყუპები
გახსოვდეთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში პატივისცემისა და ნდობის შენარჩუნება უმთავრესია, ამიტომ ეცადეთ, ყოველგვარი გაუგებრობა თავიდან აიცილოთ და ყურადღება თქვენი კავშირის დადებით მხარეებზე გადაიტანოთ. შემოქმედებითი პოტენციალი საგრძნობლად აგიმაღლდათ — შეგიძლიათ ეს დრო სახლის დიზაინის გასაახლებლად გამოიყენოთ, მით უმეტეს, რომ უამრავი საინტერესო იდეა გაქვთ. ვარსკვლავები ახალი პროექტების დაწყებას და საქმიან ქაღალდებზე ხელმოწერას ჯერჯერობით არ გირჩევენ. შესაძლოა, ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდეთ, მაგრამ იმედი არ დაკარგოთ — თქვენი გონიერება და გამოცდილება ამ გამოწვევასაც ადვილად გაუმკლავდება. უფროსი თაობის წარმომადგენლები შეიძლება წნევის მერყეობამ შეაწუხოთ, რაც ზოგად მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.
კირჩხიბი
სასიყვარულო საქმეებში ბრმა იღბლის იმედად ნუ იქნებით და გახსოვდეთ, რომ ადამიანებს საკუთარი ბედნიერებისთვის თითქმის ყოველთვის ბრძოლა უწევთ. ამ დღეს შესაძლოა ქველმოქმედების სურვილი გაგიჩნდეთ — გაუზიარეთ გეგმები ახლობლებს და ისინი აუცილებლად მხარს დაგიჭერენ. გამჭრიახობა თაღლითების ამოცნობაში დაგეხმარებათ, ხოლო წინდახედულობა, სიფრთხილე და დიპლომატია ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას გაგიმარტივებთ. ფულის სიმცირეს არ უჩივით, მაგრამ ეს უსარგებლო ნივთების შესაძენად საკმარისი მიზეზი არ არის. იზრუნეთ მხედველობაზე — თვალის ვარჯიშები გააკეთეთ და ვიტამინები მიიღეთ.
ლომი
რთული პერიოდია — წინ ეჭვიანობის სცენები და ვნების აფეთქებები, გელით. ამჟამად ჰოროსკოპი მეგობრებთან ხშირ ურთიერთობას არ გირჩევთ — თქვენს მეორე ნახევარს ეს არ მოეწონება, რაც ცხარე კამათსა და უსიამოვნო გარჩევებს გამოიწვევს. ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი ურთიერთობის აღსადგენად - თუ ძველ შეცდომებს აღარ გაიმეორებთ, ყველა უთანხმოების მოგვარებას შეძლებთ. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ხარჯები გელით, ფინანსურ საკითხებზე ნერვიულობის საფუძველი არ გაქვთ. თუ საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები გაწუხებთ, ცხარე და ცხიმიან კერძებს უნდა მოერიდოთ და თვითმკურნალობის ნაცვლად, ექიმს მიმართოთ.
ქალწული
თუ გსურთ, მოხიბლოთ ადამიანი, რომელმაც თქვენი ყურადღება მიიქცია, მთავარი პირობა დაიცავით და ზედმეტი ინტერესი არ გამოიჩინოთ. შესაძლოა, ამ დღეს მიღებულმა გადაწყვეტილებამ სამუშაო პროცესზე და ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაზე გავლენა მოახდინოს. სიზარმაცის დრო არ არის — აქტიური მოქმედების პერიოდი იწყება. წარმატებას შესრულებული სამუშაოს ხარისხით შეაფასებთ და შედეგები ნამდვილად შთამბეჭდავი იქნება! დღეს იღბალი მათ გაუღიმებთ, ვინც ფინანსურ საკითხებში გონივრულ რისკზე მიდის. შეიძლება წელის ან მუხლების ტკივილმა თავი შეგახსენოთ. თუ ასე მოხდა, გარკვეული დრო მშვიდად უნდა იყოთ და არ გადაიტვირთოთ.
სასწორი
მოსალოდნელია სამსახურებრივი რომანი, თუმცა საეჭვოა, რომ ის ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. მთელი სამუშაოს ერთ დღეში დასრულებას ნუ შეეცდებით — უფროსობა თქვენს თავდადებას მაინც არ დააფასებს. უმჯობესია, სახლში ადრე დაბრუნდეთ და საღამო ოჯახს დაუთმოთ. პლანეტების არც თუ ისე ხელსაყრელი განლაგების გამო, სამუშაო პროცესში შეცდომებია მოსალოდნელი. მერკურისა და იუპიტერის შეერთება წარმატებას გპირდებათ, ამიტომ თუ სამსახურის ძიებაში ხართ, იღბალი მალე გაგიღიმებთ! ყოველდღიურ მენიუში პოლივიტამინები ჩართეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუნიტეტი დაქვეითდება, რაც ზოგად მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.
მორიელი
პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი — ჰორიზონტზე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის. უახლოესი დღეები ძველ მეგობრებთან შეხვედრებისა და საზოგადოებრივი შეკრებებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია. საქმე, რომელსაც დღეს დაიწყებთ, პერსპექტიული არ ჩანს, თუმცა თქვენი მონდომება და შრომისმოყვარეობა სასწაულებს მოახდენს. თუ ოცნებების ასასრულებლად ფინანსები გაკლიათ, ასტროლოგიური პროგნოზი მეტ აქტიურობას გირჩევთ. ჰიპერტონიისკენ მიდრეკილებმა წინასწარ იზრუნეთ, რომ წნევის მკვეთრი რყევები თავიდან აირიდოთ.
მშვილდოსანი
უახლოეს დღეებში სასიამოვნო სიახლეს ან საინტერესო შეხვედრას ელოდეთ. თავი შეიკავეთ თვითგვემისა და გარშემო მყოფების მიმართ უსაფუძვლო პრეტენზიებისგან. მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს მოულოდნელი სიურპრიზი, აჩუქეთ ორიგინალური საჩუქარი ან უბრალოდ სანთლის შუქზე რომანტიკული ვახშამი მოამზადეთ — ეს ურთიერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს! არ დაგავიწყდეთ, რომ ვინც ინფორმაციას ფლობს, ის სიტუაციას მართავს, თუმცა ინფორმაცია ყოველთვის გადაამოწმეთ, რომ ვინმემ არ შეგაცდინოთ. გამორიცხული არ არის, რომ სადავო საკითხების მოსაგვარებლად ოფიციალურ პირებთან შეხვედრა მოგიწიოთ — შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, და პრიორიტეტები სწორად გაანაწილოთ. წვრილმანებზე ნერვიულობა არ ღირს, მით უმეტეს, რომ ეს ჯანმრთელობას ვნებს.
თხის რქა
პარტნიორის მიუღებელ ქცევას ნუ შეეგუებით — ღიად ისაუბრეთ იმაზე, რაც გაწუხებთ. უახლოეს დღეებში მეუღლესთან ურთიერთობას გამოცდას ელის, შესაძლებელია უმნიშვნელო წყენა და გაუგებრობებიც. სამსახურში მოულოდნელ ცვლილებებს შეეჯახებით, მაგრამ სანერვიულო არაფერი გაქვთ — თქვენ არაფერი გემუქრებათ. ნამდვილ წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ, თუ გარშემომყოფთა აზრს გაითვალისწინებთ და კოლეგების დახმარებას დააფასებთ. ინტუიცია დღეს განსაკუთრებით ძლიერია — შინაგან ხმას მოუსმინეთ, ის ზუსტად გეტყვით, თქვენს ჯანმრთელობასა და სულიერ წონასწორობას რა სჭირდება.
მერწყული
სასიყვარულო საქმეებში პირველი ნაბიჯის გადადგმის ნუ მოგერიდებათ — ყველაფერს ბედის ანაბარა ნუ მიატოვებთ, თავად იმოქმედეთ! გირჩევთ საოჯახო საქმეების ნაწილი საკუთარ თავზე აიღოთ და მეორე ნახევარს მეტი დრო დაუთმოთ — ეს ორივეს დიდ სიამოვნებას მოგიტანთ. დღის დასაწყისში მცირე დაბრკოლებებისთვის მოემზადეთ — შესაძლოა საბუთების გაფორმებისას პრობლემები შეიქმნას, რამაც თქვენს საქმიან იმიჯზე იმოქმედოს. პასუხისმგებლობის აღების ნუ შეგეშინდებათ — ეს ლიდერის თვისება და სამსახურში წარმატების მთავარი პირობაა. ჰოროსკოპი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას ან ადრე დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებას გპირდებათ. საღამოსკენ შეიძლება თავის ტკივილმა შეგაწუხოთ, ამიტომ დღის განმავლობაში ნუ გადაიღლებით და დასვენების დრო გამონახეთ.
თევზები
ვენერას მხარდაჭერის იმედი ნუ გექნებათ — ამჯერად ვარსკვლავები თქვენ მხარეს არ არიან. ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ მთელი ყურადღება ოჯახსა და ახლობლებს დაუთმოთ, რადგან მყარი ოჯახური კავშირები ცხოვრების მთავარი საყრდენია. იმის მისაღწევად, რაც ჩაიფიქრეთ, საკმაოდ დიდი ძალისხმევისა და ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ. ბოლო დროს ფულის გამომუშავებას ზედმეტად დიდ დროს და ყურადღებას უთმობთ, თუმცა ამ სამყაროში არანაკლებ საინტერესო და სასიამოვნო საქმეებიც არსებობს! ჯანმრთელობის მხრივ მნიშვნელოვანი არაფერი გემუქრებათ, მაგრამ გაციება და სურდო ადვილად შეიძლება შეგეყაროთ, ამიტომ ეცადეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას თავი აარიდოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან