18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:04 შაბ. 17 ოქტომბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, თქვენი საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უპირატესობა მარტივ და სასიამოვნო საქმეებს მიანიჭოთ - ახლა რთული პროექტებისთვის საკმარისი ენერგია არ გაქვთ. მოერიდეთ დავას, პრეტენზიებსა და უთანხმოებას მათთან, ვინც თქვენთვის ძვირფასია. შესაძლოა კოლეგების ან მეგობრების დახმარება დაგჭირდეთ და მას აუცილებლად მიიღებთ. თუ ფინანსურ პრობლემებზე ფიქრი მოსვენებას არ გაძლევთ და გუნებას გიფუჭებთ, დროა დამატებითი შემოსავალი იპოვოთ. ამ დღეს მაქსიმალურად მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს.
კურო
კურო ქალებს ლამაზი, თუმცა ხანმოკლე გატაცება ელით. მშვენიერი დღეა ძველ მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისთვის. შესაძლოა, საღამოს ოჯახის რომელიმე წევრის მოქმედებამ ურთიერთობებში დაძაბულობა შეიტანოს. დროა დასახული გეგმების განხორციელებას შეუდგეთ — ვარსკვლავები წარმატებასა და სტაბილურობას გპირდებიან! გახსოვდეთ, რომ მომავალი გამარჯვებების საწინდარი წარსულის ანალიზი და სწორი დაგეგმვაა. მალე თქვენი ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება, ხოლო ადრე დაწყებული პროექტები სასურველ შედეგს მოიტანს. ეცადეთ საკუთარ სიტყვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და ნუ გასცემთ დაპირებებს, რომლებსაც ვერ შეასრულებთ. მოერიდეთ ალკოჰოლს, დღეს ის განსაკუთრებით საზიანოა. ნუ გადაიღლებით, რათა თავის ტკივილმა არ შეგაწუხოთ.
ტყუპები
ვარსკვლავები გირჩევენ, სასიყვარულო საქმეებში მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ. ეს დღე სამუშაოსა და საოჯახო საქმეებს დაუთმეთ, მეგობრებთან შეხვედრა და დასვენება კი ცოტა ხნით გადადეთ. მალე შანსი გექნებათ, საბოლოოდ დაასრულოთ კონფლიქტი, რომელშიც თქვენი ნების საწინააღმდეგოდ აღმოჩნდით ჩათრეული — ამის შემდეგ სამუშაო გარემო მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება. ხელსაყრელი დღეა დამატებითი შემოსავლის მისაღებად. ცნობისმოყვარეობა, თანმიმდევრულობა და ანალიტიკური აზროვნება ძალიან დაგეხმარებათ. სასიცოცხლო ენერგიამ შესაძლოა ცოტათი იკლოს, ამიტომ სრულფასოვანი დასვენება არ დაივიწყოთ.
კირჩხიბი
თავისუფალი დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ — გულახდილი საუბარი დაგეხმარებათ, ერთმანეთი უკეთ გაიცნოთ. ოჯახში შესაძლოა მცირე დაძაბულობა იგრძნოთ. მოერიდეთ საყვარელი ადამიანების კრიტიკას და პრეტენზიებით ნუ დაღლით. გახსოვდეთ, რომ უნაკლო არც თავად ხართ. ვარსკვლავები მიუთითებენ, რომ ახლა ფინანსურ რისკებს უნდა ერიდოთ — ინვესტიციების დაბანდებას ნუ იჩქარებთ და ფულს უცხო ადამიანებს ნუ ანდობთ. სახიფათო პროფესიის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან ტრავმების რისკი შედარებით მაღალია.
ლომი
გულწრფელი და თბილი ურთიერთობები უამრავ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ, ფინანსურ თუ საყოფაცხოვრებო საკითხებზე მსჯელობას კი ჯობია მოერიდოთ. გარშემო მყოფებთან ჰარმონიის მიღწევას ადვილად შეძლებთ — კეთილგანწყობა გამოიჩინეთ და თქვენ წინაშე ნებისმიერი კარი გაიღება. გამორიცხული არ არის, რომ დღეს რამდენიმე ახალი პროფესიული კავშირი დაამყაროთ, რაც მომავალში გამოგადგებათ. შესაძლოა, ბანკმა სესხზე უარი გითხრათ, ამიტომ უახლოეს დღეებში საფინანსო დაწესებულებებს ნუ მიმართავთ — უკიდურეს შემთხვევაში, დახმარება მეგობრებს ან ახლობლებს სთხოვეთ. კვების მენიუში უპირატესობა ფოსფორით, რკინითა და იოდით მდიდარ პროდუქტებს მიანიჭეთ. სუფთა ჰაერი და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა სტრესის დაძლევაში დაგეხმარებათ.
ქალწული
გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსები საბოლოოდ უნდა დაივიწყოთ — ამ დღეს სტილის შეცვლა ნამდვილად წაგადგებათ. მოსალოდნელია მცირე საყოფაცხოვრებო პრობლემები, თუმცა ყველაფერი იღონეთ, რომ ოჯახში სიმშვიდე და ახლობლებთან თბილი ურთიერთობა შეინარჩუნოთ. სავარაუდოდ, ამ დღეს მომავალ წარმატებებს საფუძველს ჩაუყრით, მაგრამ ყველაფერს გააფუჭებთ, თუ აგრესიას გამოავლენთ ან კონფლიქტში ჩაებმებით. მომავლის დაგეგმვისას მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ — ახლობლები თქვენს დახმარებას ნაკლებად შეძლებენ. დროა თაროზე შემოდებული საქმეების დასრულებაზე იფიქროთ, მით უმეტეს, რომ ახლა მეტი თავისუფალი დრო გაქვთ.
სასწორი
საყვარელ ადამიანთან შეხვედრას, შესაძლოა, შფოთვა და ნერვიულობა მოჰყვეს, თუმცა მარტოობაში მოწყენას მაინც ეს სჯობს. პირად ურთიერთობებში მცირე გაუგებრობები გამორიცხული არ არის. უთანხმოების თავიდან ასაცილებლად, საოჯახო მოვალეობები წინასწარ უნდა გაინაწილოთ. ეცადეთ თქვენი პროფესიული დონე გააუმჯობესოთ და ახალი უნარები და გამოცდილება შეიძინოთ - ისინი მალე კარიერული წინსვლისთვის დაგჭირდებათ. სამუშაოს შედეგებით კმაყოფილი ხართ, თუმცა ჯილდოს ოდენობა იმედს გაგიცრუებთ. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ — ჯერ ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ. თუ ენერგიის ნაკლებობას გრძნობთ, იცოდეთ, რომ ორგანიზმს კალორიები აკლია — დღეს დიეტისთვის შესაფერისი დღე არ არის.
მორიელი
იფიქრეთ იმაზე თუ რა არის თქვენთვის სიყვარულში მნიშვნელოვანი — ეს საკუთარი სურვილების უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. საყვარელი ადამიანის გვერდით გატარებული დრო თქვენზე დადებითად იმოქმედებს, ასე რომ შეეცადეთ დღეს სამუშაოდან ცოტა ადრე გათავისუფლდეთ. უსიამოვნო სიურპრიზების მიუხედავად ვარსკვლავები გირჩევენ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ამ დღეს გაჩნდება შანსი, რომ ბიზნესში ღირსეული პარტნიორი იპოვოთ — მშვენიერი დროა გარიგებების დასადებად, მათ შორის უცხოელ პარტნიორებთანაც. ყური დაუგდეთ საკუთარ სხეულს და დაისვენეთ მაშინ, როცა ეს გჭირდებათ.
მშვილდოსანი
აკონტროლეთ ემოციები, რათა უარყოფითი განწყობა ოჯახის წევრებზე არ გადაიტანოთ. ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ ხელმძღვანელობა უახლოეს ხანში მოულოდნელ შემოწმებას გეგმავს — შრომის დისციპლინას ნუ დაარღვევთ, რათა საყვედურს ან ჯარიმას თავი აარიდოთ. დაფიქრდით, როგორ გამოიყენოთ თქვენი ცოდნა და უნარები პრაქტიკაში, რათა სასურველ კეთილდღეობას მიაღწიოთ. ცუდი არაფერია იმაში, რომ საკუთარი გზით იაროთ და სხვის მითითებებს ბრმად არ მიჰყვეთ. სპორტი დღეს არა მხოლოდ ფიზიკურ სარგებელს, არამედ ემოციურ აღმაფრენასაც მოგიტანთ — საყვარელი საქმიანობა დადებითი განწყობით დაგმუხტავთ.
თხის რქა
ამ დღეს შეიძლება უამრავ მოულოდნელ სირთულეს შეეჯახოთ, მაგრამ ეს უფლებას არ გაძლევთ, რომ ბრაზი უდანაშაულო ადამიანებზე იყაროთ. გახსოვდეთ, ახლის შესაძენად ხანდახან რაღაცის დათმობაა საჭირო და ეს დანაკარგი, შესაძლოა, თქვენთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისად იქცეს. პროფესიულ საქმიანობაში შეცდომების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ საკუთარი გადაწყვეტილებები კოლეგებთან და პარტნიორებთან შეათანხმოთ. საღამოს შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ, ამიტომ მეტი დაისვენეთ და საკუთარი ორგანიზმის საჭიროებებს ყურადღებით მოეკიდეთ.
მერწყული
ამ დღეს უჩვეულო და თქვენთან სულიერად ახლოს მყოფ ადამიანს გაიცნობთ. თუ ოჯახში ხშირი კამათი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, დროა ურთიერთობის ფორმა შეცვალოთ და პრობლემებზე ერთობლივად იმუშაოთ. ეს დღე საფინანსო სფეროს მუშაკებისა და სავალუტო ბირჟის მოთამაშეებისთვის შეიძლება მცირე დანაკარგით დასრულდეს, ასე რომ ფინანსურ რისკებს უნდა მოერიდოთ. თუ თავს გაუფრთხილდებით, თქვენს ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.
თევზები
ვარსკვლავების დღევანდელი განლაგება ერთ ადგილზე გაჩერების უფლებას არ მოგცემთ! ხასიათი ხშირად გეცვლებათ და მზად ხართ უმნიშვნელო წვრილმანზეც კი სკანდალი ატეხოთ, რის გამოც ახლობლები უკვე რიდით გიყურებენ — ნუ მისცემთ უარყოფით ემოციებს თქვენზე გაბატონების უფლებას. კომფორტის ზონის დატოვება ნუ შეგაშინებთ — ახალი შესაძლებლობები სწორედ მათ ელოდება, ვინც მზადაა რისკზე წავიდეს. მალე დაგიბრუნებენ ვალს, რომელიც უკვე დაკარგული გეგონათ, თუმცა მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯებიც. ამ დღეს უცხო კერძებს ერიდეთ და კვებაში ზომიერება დაიცავით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან