12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00 კვი. 11 ოქტომბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებისთვის უნდა მოემზადოთ. თუ დიდი ხანია მეორე ნახევარს ეძებთ, იღბალი აუცილებლად გაგიღიმებთ! დროა, ძველი მეგობრები გაიხსენოთ, ვის გვერდითაც თავს ყოველთვის კომფორტულად გრძნობდით. დღეს შეძლებთ, რომ რთული და თითქმის დაუძლეველი პრობლემიდან მარტივი და გონივრული გამოსავალი იპოვოთ. ბევრ ვერძს დაუგეგმავი ხარჯები ელის, ამიტომ შეეცადეთ, ფული უსარგებლო ნივთებში არ დახარჯოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სახლში ჯდომის ნაცვლად, მეგობრებს შეხვდეთ და გაერთოთ — ეს თქვენს განწყობაზე საუკეთესოდ აისახება. თუ სამსახურში ძალიან იღლებით, ძილის წინ ცხელი აბაზანა მოდუნებაში დაგეხმარებათ.
კურო
ვარსკვლავები მამაკაცებს პირად ცხოვრებაში ცვლილებებს უწინასწარმეტყველებენ. ნუ ინერვიულებთ, თუნდაც ეს ცვლილებები უცნაურად და უსიამოვნოდ მოგეჩვენოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად უცნობ მოხუც ქალებს უნდა მოერიდოთ, რადგან შესაძლოა, ზიანი მოგაყენონ. სასურველია, ეს დღე ახლობლებთან და მეგობრების წრეში გაატაროთ. სამსახურში რუტინული საქმეებიც კი ჩვეულებრივზე რთულად შესასრულებელი გახდება, თუმცა შრომისმოყვარეობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ფინანსურ საკითხებში მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებსა და დიდ ხარჯებს, ეცადეთ სტაბილურობა შეინარჩუნოთ და პოზიციები გაიმყაროთ. დღის განრიგში აუცილებლად ჩართეთ ფიზიკური აქტივობა, რადგან მოძრაობის ნაკლებობამ შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს.
ტყუპები
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლოა მცირედი გაუცხოება გაჩნდეს. სადავო თემების განხილვისგან თავი შეიკავეთ. შესანიშნავი დღეა ზედმეტი ნივთებისა და არაგულწრფელი ურთიერთობების მოსაშორებლად, აგრეთვე, სახლის კეთილმოწყობისთვის. სამსახურში შესაძლოა კოლეგებთან ან ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი წარმოიშვას. ეცადეთ, პიროვნულ შეურაცხყოფას მოერიდოთ და თქვენი პოზიცია ფაქტებით დაასაბუთოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ფინანსურ საკითხებსა და საქმიანი ხელშეკრულებების მომზადებაზე იზრუნოთ. ინტუიცია სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. თუ ჰიპერტენზიისკენ მიდრეკილი ხართ, ყავას და სიგარეტს მოერიდეთ, რომ წნევის მომატება თავიდან აიცილოთ.
კირჩხიბი
მოულოდნელი ნაცნობობა და რომანტიკული შეხვედრები გელით, თუმცა ჰოროსკოპი გირჩევთ, სანამ ადამიანს კარგად არ გაიცნობთ, გრძნობების მორევში ნუ გადაეშვებით! სამუშაო და რუტინული საქმეები საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში ხელს გიშლით, ამიტომ საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ. გამორიცხული არ არის, რომ არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა თქვენი გამოწვევა სცადონ — სიმშვიდე შეინარჩუნეთ და მკვეთრ განცხადებებს მოერიდეთ, რამაც შეიძლება თქვენი რეპუტაცია შელახოს. კარგად შესრულებული სამუშაოსთვის საუკეთესო ჯილდო მატერიალური სტაბილურობაა, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ცხოვრებაში ფულის გარდა სხვა ფასეულობებიც არსებობს.
ლომი
თქვენი გული ვნებისა და სიყვარულის ოკეანეში ჩაიძირება! ზედმეტად ხმაურიან დაპირებებს მოერიდეთ, რათა უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. ახლობელი ადამიანი რჩევისთვის მოგმართავთ, თუმცა რჩევაზე მეტად იმ ადამიანის გვერდით ყოფნა სჭირდება, ვისთანაც პასუხისმგებლობას გაიზიარებს. სამსახურში მოგიწევთ, რომ ავადმყოფი ან სამსახურიდან წასული კოლეგა დროებით შეცვალოთ, რაც თქვენს შემოსავალზე დადებითად აისახება. ბიზნესმენებს უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან სირთულეებთან გამკლავება მოუწევთ. გამორიცხული არ არის, პრობლემის წყარო ისეთი ადამიანი გახდეს, რომელსაც პარტნიორად ან მეგობრად მიიჩნევდით. მალე შესაძლებლობა გექნებათ, ფიგურის კორექციაზე იზრუნოთ, მთავარია, არ იზარმაცოთ.
ქალწული
ჰოროსკოპი ამტკიცებს, რომ სასიყვარულო ურთიერთობებში ნიჭის გამოვლენის შანსი აუცილებლად მოგეცემათ. დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ თქვენ გარშემო საუკეთესო ადამიანები ტრიალებენ. გირჩევთ მომგებიანი შეთავაზება მიიღოთ, თუნდაც ამისთვის სამსახურის გამოცვლა გახდეს საჭირო. შესაძლოა, სხვადასხვა ინსტანციაში სირბილი მოგიწიოთ, თუმცა ამის გარეშე ვერაფერს გახდებით. ასტროლოგები გირჩევენ, რომ თუ დამატებითი შემოსავლის წყარო გამოჩნდა, უარი არ თქვათ. ამ დღეს ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და პოზიტიური ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ოპტიმისტური განწყობა, სიხარულის განცდა და შინაგანი რწმენა დაგეხმარებათ, რომ ამ დღის გამოწვევებს ადვილად გაუმკლავდეთ.
სასწორი
შესაძლოა, ახლობელი ადამიანის შესახებ საინტერესო ამბავი გაიგოთ და თქვენი ვარაუდი დადასტურდეს. სამსახურში დაძაბულობა იმატებს, რაც კოლეგებთან ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. ის, ვინც გუშინ თქვენი თანამოაზრე და მხარდამჭერი იყო, დღეს შეიძლება თქვენს ოპონენტად იქცეს. ვითარების შეფასება შესაძლოა გართულდეს, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ. არ არის გამორიცხული კონფლიქტი მშობლებთან ან უფროს ნათესავებთან. ის რომ თქვენი არჩევანი არ მოსწონთ, არ ნიშნავს, რომ უკან უნდა დაიხიოთ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ სტრესულ სიტუაციებსა და მძიმე ფიზიკურ დატვირთვას თავი აარიდოთ.
მორიელი
სიფრთხილე გამოიჩინეთ — ამ დღეს შეიძლება თქვენი პირადი ცხოვრება საზოგადოების განხილვის საგანი გახდეს. მოსალოდნელია მცირე შეცდომები, რომლებიც გაიძულებთ, ძვირფას ადამიანებს უფრო ფრთხილად მოეკიდოთ. რთულ ვითარებაში მფარველობას ხანდაზმული ადამიანი გაგიწევთ. საკუთარი თავის მოტყუებას აზრი არ აქვს — ძვირად ღირებული შენაძენები სოციალური სტატუსის შეცვლაში ვერ დაგეხმარებათ. უმჯობესია, თვითგანვითარებასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნოთ. მშვენიერი დღეა მავნე ჩვევებთან საბრძოლველად - მაგალითად, ღამით დროულად დაძინება დაიწყეთ.
მშვილდოსანი
გავლენიან ადამიანებთან შეხვედრები და მათი რჩევები უახლოეს მომავალში გამოგადგებათ. გამონახეთ დრო ბიუჯეტის დასაგეგმად — შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ ზოგი ხარჯის შემცირება ან სრულად ამოღება სავსებით შესაძლებელია. სკანდინავიური სიარული ან მსუბუქი სირბილი ზედმეტი კილოგრამების სწრაფად მოშორებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს პირველ ადგილზე პირადი ინტერესები დააყენეთ და აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ.
თხის რქა
ამ დღეს შეძლებთ გააკეთოთ ისეთი რამ, რის გაკეთებასაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდით. სრულიად მოსალოდნელია, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში რადიკალური ცვლილებები მოხდეს. ნუ გასცემთ დაპირებებს, რომლის შესრულება არ შეგიძლიათ და ზედმეტი ვალდებულებებით თავს ნუ დაიტვირთავთ. ეცადეთ მთელი ყურადღება გრძელვადიან მიზნებზე გადაიტანოთ და წვრილმანებზე ყურადღებას ნუ გაფანტავთ. დღის მეორე ნახევარში ყოველდღიური საზრუნავი თავს შეგახსენებთ. უახლოესი მომავლისთვის ახალი გეგმები გამოჩნდება, რომლებიც სოლიდურ ფინანსურ დივიდენდებს გპირდებათ. სიფრთხილე გამოიჩინეთ! არსებობს ტრავმების რისკი.
მერწყული
თუ თქვენსა და თქვენს საყვარელ ადამიანს შორის წარსულის ჩრდილი გაჩნდა, ეჭვებს ნუ აჰყვებით და სკანდალს ნუ ატეხთ. თქვენმა კავშირმა უამრავ გამოცდას გაუძლო და ამასაც ადვილად დაძლევს. ინიციატივა გამოიჩინეთ და ხელმძღვანელობა თქვენს გულმოდგინებას აუცილებლად შენიშნავს. თუ არჩევანი გექნებათ, უმჯობესია მატერიალურ წახალისებას კარიერული ზრდა არჩიოთ. დღეს თქვენი ნიშნის ადამიანისთვის განსკუთრებულ საფრთხეს მაღაზიები წარმოადგენს — შესაძლოა, უსარგებლო ნივთებში ბევრი ფული დახარჯოთ. მშვენიერი დღეა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისა და წონის კლების პროცედურების დასაწყებად.
თევზები
დღევანდელი დღე შესანიშნავია გაწყვეტილი კავშირების აღსადგენად. ვენერა მარსთან კონფლიქტში შედის და ზოგი ადამიანი ამის გამო განსაკუთრებით ემოციური ხდება. გულთან ახლოს ნუ მიიტანთ ყველაფერს, რასაც საყვარელი ადამიანი გაცხარების დროს გეტყვით. სასურველი შედეგის მისაღწევად თავდადებული შრომა მოგიწევთ, თუმცა ჰოროსკოპი ირწმუნება, რომ თქვენი ძალისხმევა აუცილებლად დაფასდება. აკონტროლეთ ხარჯები და ეცადეთ დანაზოგი შექმნათ. დეპრესიის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია მოვლენებისა და ფაქტების მიმართ მშვიდი დამოკიდებულება გამოიმუშაოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან