დღის ჰოროსკოპი

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:57

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. პაემანზე ის ადამიანი მიგიწვევთ, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ. მოზარდ შვილებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ — შეეცადეთ, მათთან დაკავშირებულ სირთულეებს ნერვიულობის გარეშე შეხვდეთ. ზოგჯერ სხვების პრობლემები იმდენად გაღელვებთ, რომ საკუთარი გავიწყდებათ, რაც პროფესიულ საქმიანობაშიც და პარტნიორთან ურთიერთობებშიც ხელს გიშლით. ყურადღების მცირე მოდუნებაც კი უამრავ უსიამოვნებას მოგიტანთ, განსაკუთრებით ოფიციალურ საბუთებთან მუშაობისას. ბოლო დროს თქვენი მოუცლელობა პირად ურთიერთობებზე გავლენას ახდენს. დადგა დრო, დაკარგული დრო აინაზღაუროთ! ეცადეთ იმუნიტეტი ჯანსაღი კვებითა და სრულფასოვანი ძილით აიმაღლოთ — ღამის დასვენებისას ორგანიზმი ყველა რესურსს აღიდგენს.

კურო

ვენერასა და სატურნის ტრიგონი მიანიშნებს, რომ პირად ცხოვრებაში სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს. თქვენ უყვარხართ ადამიანს, რომელიც ამის აღიარებას ჯერჯერობით ვერ ბედავს. ვერ ვიტყვით, რომ მეორე ნახევართან ურთიერთობა ისეთივე უღრუბლოა, როგორც თქვენი საქმეები — ოჯახში მშვიდობის დასამყარებლად გარკვეული ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. თქვენმა ქარიზმა და მომხიბვლელობა ახალი, სასარგებლო კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ. დროა მატერიალური სახსრების დაზოგვაზე იფიქროთ — მერკურის გავლენა სუსტდება და ფინანსური პერსპექტივები ჯერჯერობით ბუნდოვანია. ეს დღე არახელსაყრელია მათთვის, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს —ზედმეტ აქტიურობას მოერიდეთ და რაც მთავარია, ნუ ინერვიულებთ.

ტყუპები

საყვარელი საქმე დაგეხმარებათ, რომ შინაგანი განცდები დაძლიოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ახალი ადგილები მოინახულოთ და ახალი ადამიანები გაიცნოთ. დროა, საბოლოოდ დაასრულოთ იმაზე დავა, თუ ვინ არის „სახლში უფროსი“ — შესაძლოა, თქვენმა კავშირმა ურთიერთობების უსასრულო გარჩევას ვეღარ გაუძლოს. შედეგების შეჯამებისა და სამომავლო ნაბიჯების გააზრების დღეა. კეთილსინდისიერ და შრომისმოყვარე ადამიანებს ჯილდო ელოდებათ, ბოლო დროს დაშვებული შეცდომები კი ძვირად დაგიჯდებათ. ეცადეთ რეალისტი იყოთ და ახლობლებს ზედმეტი მოთხოვნები არ წამოუყენოთ. ნუ დაივიწყებთ, რომ ჯანმრთელობა ყველაზე დიდი სიმდიდრეა, ამიტომ საკუთარ ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობაზე იზრუნეთ.

კირჩხიბი

ამ დღეს თქვენს სანაცნობო წრეში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც შეიძლება თქვენი დიდი სიყვარული გახდეს. ხელიდან ნუ გაუშვებთ ამ განსაკუთრებული პიროვნების გაცნობის შესაძლებლობას. კონკურენტები ცდილობენ მახე დაგიგონ — თავად გადაწყვიტეთ, როგორ იმოქმედოთ მათ წინააღმდეგ, ვინც თქვენს ინტერესებს ვნებს. ნუ ჩადებთ ფულს უცნობ პროექტებში, სანამ მოსალოდნელ შედეგს არ გათვლით. ეცადეთ ნათესავებთან ან მეგობრებთან ძველი უთანხმოებები დაასრულოთ. ბოლო დროს ბევრი მუშაობა მოგიწიათ რაც უკვე აისახა როგორც თქვენს განწყობაზე, ისე ფიზიკურ მდგომარეობაზე — დროა, დაისვენოთ.

ლომი

შესაძლოა, თქვენი ახლობლების ცხოვრებაში ყველაფერი ისე იდეალურად არ არის, როგორც ამის წარმოჩენას სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოებით ცდილობენ. დღის უმეტესი ნაწილი საორგანიზაციო საქმიანობას, ახალი კავშირების დამყარებას და მატერიალური ბაზის მომზადებას უნდა დაუთმოთ. ბევრი ამას მარტივად და ოსტატურად გაართმევს თავს. ახალი ინფორმაციის მიღების გამო შესაძლოა, გეგმები მკვეთრად შეიცვალოს. თუ თქვენს გარემოცვაში არაკეთილგანწყობილი ადამიანი არსებობს, მალე მის ამოცნობას შეძლებთ. ბედისწერას ნუ საყვედურობთ გამოცდის გამო, რომელსაც ამ პერიოდში გიგზავნით — სულიერი სიმშვიდე ჯანსაღად აზროვნებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ეცადეთ საკუთარ თავსა და გატაცებებს მეტი დრო დაუთმოთ. რაც უფრო თავდაჯერებული იქნებით, მით უფრო მიმზიდველი გახდებით პარტნიორისთვის. მოსალოდნელია გულახდილი საუბარი და სულაც არ არის აუცილებელი, ის სასიამოვნო თემებს ეხებოდეს. პიროვნული ხიბლი და გამჭრიახობა ადამიანებთან საერთო ენის პოვნაში დაგეხმარებათ, ხოლო ახალი ნაცნობობა არამხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება. ნურავისთან გაამხელთ საკუთარი შემოსავლების ოდენობას და ამით შურიანი ადამიანების ყურადღებას აიცილებთ. გაითვალისწინეთ ახლობელი ადამიანის რჩევები, ეს დაგეხმარებათ, ზედმეტი ხარჯები აირიდოთ და მნიშვნელოვანი თანხა დაზოგოთ. ამ დღეს თქვენი ნიშნის ბევრი წარმომადგენელი შეეცდება, ცოტა ხნით თავს მოდუნების უფლება მისცეს და მოვალეობები დაივიწყოს.

სასწორი

აქვს თუ არა თქვენს მეორე ნახევარს ეჭვიანობის საბაბი? შეეცადეთ, საყვარელი ადამიანი თქვენს ერთგულებაში დაარწმუნოთ, რომ რისხვა მოწყალებით შეცვალოს. საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში უფროსი ნათესავები დაგეხმარებიან, რაც ფულის დაზოგვის საშუალებას მოგცემთ. ამჟამად საქმეებში სრული ქაოსია — გადადებული საქმეები დაგროვდა და სასწრაფოდ მოგვარებას ითხოვს. უახლოეს დღეებში გულმოდგინე შრომა და სავარაუდოდ, სამსახურში შეყოვნება მოგიწევთ. მოსალოდნელია მომგებიანი ფინანსური წინადადებები. მარსის ფლუიდები როგორც მეტოქეებზე გამარჯვებისთვის, ისე საკუთარ თავზე მუშაობისთვის განგაწყობთ. ჰოროსკოპი გირჩევთ, ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ — რაც უფრო ადრე დაიწყებთ მკურნალობას, მით უფრო გამოჯანმრთელდებით.

მორიელი

საინტერესო ადამიანებთან რომანტიკული ნაცნობობით სავსე ჯადოსნური პერიოდი იწყება. მარტოხელებო, ეს თქვენი შანსია! გირჩევთ საყვარელი ადამიანის აზრს მოუსმინოთ და მასთან საერთო ენა იპოვოთ. ეცადეთ შვილებთან და უფროსი თაობის ნათესავებთან საუბრისას სულგრძელობა და ტაქტი გამოიჩინოთ. უახლოეს მომავალში დაწინაურებას შემოგთავაზებენ, თუმცა ნაჩქარევად ნუ გაიხარებთ —ნდობის გამართლება იოლი არ იქნება. აზარტულ თამაშებში არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთოთ — ეს ცუდად დასრულდება. ამ დღეს ემოციური არასტაბილურობა, მასთან ერთად კი გადაღლის, სტრესისა და ჰიპერტონიის რისკები ახლავს.

მშვილდოსანი

თუ თქვენს ცხოვრებაში რომანტიკის დეფიციტია, ნუ დაღონდებით მალე ყველაფერი შეიცვლება. გეგმების მიხედვით მოქმედება ნებისმიერ სირთულესთან გამკლავების საშუალებას მოგცემთ — საკუთარ პრინციპებს ნუ უღალატებთ! დილის საათებში იღბალი ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი გწყალობთ. კარგი დღეა მასაჟის პროცედურებისა და აუზზე ვიზიტისთვის. მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები, მაგრამ შრომისმოყვარეობა და გამძლეობა უარყოფითი ტენდენციების შემცირებაში დაგეხმარებათ. თმის შეჭრისგან კი ჯობს თავი შეიკავოთ, რადგან სასურველი შედეგი მოსალოდნელი არ არის.

თხის რქა

დღევანდელი დღე სასიამოვნო წუთებს გპირდებათ. დაოჯახებულ ადამიანებს შორის დაგეგმილ შესყიდვებზე განსხვავებული შეხედულებების გამო მოსალოდნელია უთანხმოება. შეეცადეთ მოილაპარაკოთ და გონივრულ კომპრომისამდე მიხვიდეთ. უფროსისგან შეიძლება მიმზიდველი წინადადება მიიღოთ. მიუხედავად ამისა, ასტროლოგები ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმების, მოლაპარაკებებისა და კამათის დროს სიფრთხილის გამოჩენას გირჩევენ. შესაფერისი დღეა კომერციული გარიგებებისა და რისკიანი ოპერაციებისთვის. ენდეთ მეგობრებსა და გავლენიან მფარველებს —საკუთარ სიმართლეში მომხრეების დარწმუნების უნარი წარმატებამდე მიგიყვანთ. შეეცადეთ, სირთულეებშიც კი პოზიტივი დაინახოთ. თუ დიდი ხანია სამედიცინო გამოკვლევას გეგმავთ, ნუ გადადებთ — ახლა ამისთვის შესაფერისი დროა.

მერწყული

მიმდინარე ურთიერთობებში ჯობს მეორეხარისხოვანი როლს დასჯერდეთ — ზედმეტმა ინიციატივამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ. მშვენიერი დღეა ახლობლებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად — ყურადღება გამოიჩინეთ და მათ თქვენი სიყვარული და ზრუნვა აჩვენეთ. დაქორწინებული მერწყული რთული საუბრისთვის მზად უნდა იყოთ, სადაც შეიძლება ურთიერთბრალდებები გაისმას. საყიდლებს ნუ დაივიწყებთ, თუმცა შოპინგზე მეორე ნახევარს ნუ გაიყოლებთ, თორემ შეიძლება ბრალი მფლანგველობაში დაგდოს. ამ დღეს თქვენი განწყობა მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. მოიშორეთ ბნელი ფიქრები და იმ სასიამოვნო მოვლენებზე იფიქრეთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ხდება.

თევზები

ძველი წყენა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე საგრძნობლად მოქმედებს. დამშვიდდით და ეცადეთ საკუთარი გრძნობებისა და ემოციების მართვა ისწავლოთ. უსიამოვნო სიახლე სულიერ წონასწორობას დაარღვევს და ოჯახში ურთიერთობებს გააუარესებს — მზად იყავით სერიოზული გართულებებისთვის. ამ დღეს განსაკუთრებული შრომის ნაყოფიერებით და იღბლიანობით გამოირჩევით, ამიტომ შეგიძლიათ ხელმძღვანელს დაწინაურებაზე ან ახალი პროექტის იდეებზე ესაუბროთ. სატურნი მერკურთან კვინკონსს ქმნის, რაც ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. არასასურველია ფულის სესხება — ვალის დაბრუნება გაგიჭირდებათ. ხელსაყრელი დროა ორგანიზმის გაჯანსაღებისთვის — შეგიძლიათ დიეტა ან ვარჯიში დაიწყოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნო...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge