26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს ყოველი ნაბიჯი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ — განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე პირად ურთიერთობებს ეხება. ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს შესაძლოა, უსიამოვნებების მთელი ჯაჭვი მოჰყვეს. სატურნის და პლუტონის დაპირისპირების გამო ოჯახში მოსალოდნელია დაძაბულობა, ამიტომ ასტროლოგები ემოციების შეკავებას გირჩევენ. სამსახურში შრომისმოყვარე და საიმედო თანამშრომელი ხართ, რასაც ხელმძღვანელობაც სათანადოდ შეაფასებს — არ არის გამორიცხული, უფროსობამ ფინანსური წახალისებაც კი გადაწყვიტოს. მეწარმეებს ეძლევათ შანსი, რომ საკუთარი შესაძლებლობები ბიზნესის გაფართოებასა და წარმატების მიღწევას მოახმარონ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ნებისმიერ ახალ სიმპტომს ყურადღებით მოეკიდეთ, რადგან მათ მიღმა შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები იმალებოდეს. ვიზიტს ნუ გადადებთ და დაუყოვნებლივ თერაპევტს მიმართეთ.
კურო
მხოლოდ საქმეებსა და ვალდებულებებს ნუ გადაჰყვებით, თორემ პირადი ცხოვრებისთვის არც დრო დაგრჩებათ და არც ენერგია! ვარსკვლავები გირჩევენ, ცოტა მოდუნდეთ და თავს დასვენების უფლება მისცეთ. რთულ საკითხებთან გამკლავება გუნდთან ერთად ბევრად გაადვილდება — ძალების გაერთიანება საუკეთესო გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, რომ ახალი პროექტის ხელმძღვანელობა ან საპასუხისმგებლო დავალება შემოგთავაზონ. მზად იყავით ახალი გამოწვევებისთვის და ეცადეთ, პოზიციები არ დათმოთ. მატერიალური კეთილდღეობისკენ მიმართული ძალისხმევა მალე ნაყოფს გამოიღებს, თუმცა მოდუნების უფლება მაინც არ გაქვთ — კონკურენტები ფეხდაფეხ მიგყვებიან! ეს დღე იდეალურია საკუთარ თავზე ზრუნვისთვის, ასე რომ, კოსმეტიკური პროცედურებისთვის დრო უნდა გამონახოთ.
ტყუპები
ამ დღეს ნებისმიერი წამოწყება წარმატებას მოგიტანთ. თუ ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლა გსურთ, სიმტკიცე და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ ინტუიციასა და საღ აზრს უნდა ენდოთ. თუ სამსახურში პრობლემები გაქვთ, ბრაზი ახლობლებზე არ უნდა იყაროთ. სამუშაო დღე საკმაოდ დატვირთული და ემოციური იქნება, თუმცა ყველა დავალებას ადვილად გაუმკლავდებით. ფორტუნა კვლავ თქვენს მხარესაა და მზადაა, ბოლოდროინდელი ყველა უსიამოვნება აგინაზღაუროთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია გუნება-განწყობის ცვალებადობა. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, ხოლო თუ ვერ ახერხებთ, მცენარეული დამამშვიდებელი საშუალება მოიშველიეთ.
კირჩხიბი
გამოუსწორებელი რომანტიკოსი ხართ და ამას ყველა ამჩნევს. მალე ნახავთ ადამიანს, რომელიც თქვენს სულიერ განწყობას გაიზიარებს. ეცადეთ, უახლოეს ნათესავებს მეტი ყურადღება დაუთმოთ — მეტი დრო გაატარეთ მათთან ერთად და მხარდაჭერა აგრძნობინეთ. საქმეებს სამომავლოდ ნუ გადადებთ და ხელსაყრელ მომენტს ნუ დაელოდებით — დროა ინიციატივა გამოიჩინოთ, რადგან ვარსკვლავები ენერგიული ადამიანების მხარეს არიან. ფინანსურ გარიგებებსა და ხელშეკრულებებზე ხელის მოწერას ნუ იჩქარებთ — იქ, სადაც საქმე ფულს ეხება, შესაძლოა ამ დღეს იმედი გაგიცრუვდეთ. კვების მენიუს მეტი ყურადღება მიაქციეთ — სწორი კვება თქვენს ჯანმრთელობასა და ენერგიულობაზე აისახება.
ლომი
ყოველთვის ყველაფრის კონტროლი საჭირო არ არის. ამ დღეს ინიციატივა სხვებს დაუთმეთ და მოვლენების განვითარებას თვალი მშვიდად ადევნეთ. ნათესავებისგან ბევრ სიახლეს გაიგებთ და მთელ საღამოს სასიამოვნო საუბარში გაატარებთ. სამსახურში გადაჭარბებულმა თავდაჯერებამ შეიძლება ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებისკენ გიბიძგოთ. ახალი პროექტი თქვენს პროფესიულ ოსტატობას ახალ საფეხურზე აიყვანს — ვარსკვლავები წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ. გარდა ამისა, დღე ძალიან ხელსაყრელია ავეჯის თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. დროა მავნე ჩვევებს დაემშვიდობოთ და ჯანსაღი ცხოვრების წესს ეზიაროთ. ეცადეთ, საღამოს ქალაქის ხმაურს გაერიდოთ და სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ.
ქალწული
პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით — შესაძლებელია, საყვარელმა ადამიანმა ხელი და გული გთხოვოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, სტუმრების მისაღებად მოემზადოთ! წინ საქმიანი მივლინება გელით, რომელიც თქვენს კარიერაში ახალ ჰორიზონტებს გახსნის. მზად იყავით ახალი ამოცანებისა და შესაძლებლობებისთვის. შეგიძლიათ უფროსობის კეთილგანწყობის იმედიც გქონდეთ — მოსალოდნელია დაწინაურების ან უფრო პერსპექტიულ პოზიციაზე გადაყვანის შემოთავაზებები. შეგიძლიათ ზედმეტი კილოგრამების შესახებ დაივიწყოთ და მენიუ გაამდიდროთ — ამჟამად თქვენს ორგანიზმს დამატებითი კალორიები სჭირდება.
სასწორი
რომანტიკული შეხვედრებისთვის მაინცდამაინც ხელსაყრელი დრო არ არის — ვენერას პოზიციის გამო გაუთვალისწინებელი გარემოებები გელით. მარტოხელები აღმოაჩენენ, რომ სამსახურში თუ საახლობლო წრეში მათი პოპულარობა გაიზარდა. ოჯახში ჰარმონიული გარემო გელით. დროა, თქვენი შრომის შედეგები შეაჯამოთ და წარსული შეცდომები გააანალიზოთ. მომავალ კვირას მნიშვნელოვანი ხარჯები გელით, ამიტომ ახლა ეკონომია უნდა გააკეთოთ. საყოფაცხოვრებო საკითხების გამო მეზობლებთან უთანხმოება გელით, თუმცა ეცადეთ საქმე დაპირისპირებამდე არ მიიყვანოთ. საკმაოდ პერსპექტიული დღეა ახალი საქმეების დაწყებისა და საქმიანი შეხვედრების ჩასატარებლად. თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილურია და ახალ შემოსავლებსაც უნდა ელოდოთ, თუმცა ასტროლოგები გირჩევენ, ზედმეტ ხარჯებს მოერიდოთ. თქვენი უგუნებობა სამუშაო პროცესზეც უარყოფითად აისახება, ამიტომ ეცადეთ, დარდი გულთან არ მიიკაროთ და ხალისიანი ადამიანების გვერდით იტრიალოთ.
მორიელი
იღბალი არა მხოლოდ საქმიან სფეროში, არამედ სიყვარულშიც თქვენს მხარესაა. ეცადეთ, მეორე ნახევრისთვის ისეთი რამ გააკეთოთ, რაც გულწრფელ სიხარულს მიანიჭებთ. სხვების ცხოვრებაში ნუ ჩაერევით - ზედმეტი რჩევებით შესაძლოა, მტრები გაიჩინოთ. ასტროლოგები გირჩევენ, ოჯახის წევრებისა და კოლეგების მიმართ პრეტენზიები შეამციროთ, უფრო დამთმობი გახდეთ და წყენა გულში არ ჩაიდოთ. მთავარი სირთულე ისაა, რომ პერიოდულად ლოდინი გიწევთ, რაც გაღიზიანებთ და მოთმინებას გაკარგვინებთ. გახსოვდეთ, რომ ფინანსურ წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა თითოეულ გარიგებასა თუ დახარჯულ თეთრს გააზრებულად მოეკიდებით — დღეს ნებისმიერ გადაწყვეტილებას თქვენი მატერიალური მდგომარეობის შეცვლა შეუძლია. ჯანმრთელობის გაუარესებას თუ იგრძნობთ, უმჯობესია ექიმს მიმართოთ. ინტერნეტით დიაგნოსტიკას ნუ ეცდებით!
მშვილდოსანი
ამ დღეს დაგეგმილი რომანტიკული პაემანი შესაძლოა სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. დროა, ცოტა განიტვირთოთ, მეგობრებს თუ ნათესავებს შეხვდეთ, ლამაზი სუფრა გაშალოთ და ერთმანეთს ახალი ამბები გაუზიაროთ. დროა, ხელი იმ საინტერესო პროექტს მოჰკიდოთ, რომელსაც უკეთესი დროისთვის ინახავდით — ვარსკვლავები მალე მწვანე შუქს აგინთებენ! ეკონომიასაც ნუ დაივიწყებთ — მცირე თანხების დაზოგვითაც კი მნიშვნელოვან დანაზოგს შექმნით. სწრაფი კვების ობიექტებში წახემსების ჩვევამ შესაძლოა, საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლა გამოიწვიოს, ასე რომ, ჰამბურგერი თუ ჰოთ-დოგი სრულფასოვან სადილს ვერ შეცვლის.
თხის რქა
უახლოეს ხანებში შეიძლება გარშემომყოფთა გავლენის ქვეშ მოექცეთ, ამიტომ სხვების რჩევებს ნუ მოუსმენთ და მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ენდეთ. კამათმა და ურთიერთბრალდებებმა შესაძლოა, თქვენი ურთიერთობა ჩიხში შეიყვანოს, ამიტომ დათმობაზე წასვლა მოგიწევთ. ახლობლებს საკუთარ ემოციებსა და განცდებს ნუ დაუმალავთ — ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან და თავდაჯერებას დაგიბრუნებენ. თავისუფალი დრო სახლში წესრიგის დამყარებას დაუთმეთ. უახლოეს მომავალში დიდი ფინანსური შემოსავლები მოსალოდნელი არ არის, ამიტომ ეცადეთ, ხარჯები შემოსავალს შეუსაბამოთ. მოერიდეთ გადაღლას, რამაც შესაძლოა ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოს. თუ შესაძლებლობა გექნებათ, დასვენების დღე აიღეთ და ბუნებაში პიკნიკი მოაწყვეთ!
მერწყული
თუ ცვლილებები გსურთ, თავად უნდა იაქტიუროთ. ემოციები შესაძლოა გამწვავდეს, ამიტომ გულახდილი საუბარი წამოიწყეთ და გაარკვიეთ, თქვენს მეორე ნახევარს რა აწუხებს. მშვენიერი პერიოდია ხანგრძლივი მივლინებების, მოგზაურობისა და ახალი ინფორმაციის მისაღებად. ვარსკვლავები დამატებითი შემოსავლის ძიებასა თუ საქმიანობის სფეროს შეცვლაში წარმატებას გპირდებიან. ხელსაყრელი დღეა ძვირად ღირებული შენაძენებისა და გარიგებების დადებისთვის — დღეს თქვენი მფარველი მერკურია, პლანეტა, რომელიც ფინანსურ წარმატებას უზრუნველყოფს! გაუფრთხილდით გულსა და ნერვებს — თქვენი იმუნური სისტემა ახლა შესუსტებულია, რის გამოც ნერვიულობასთან გამკლავება გაგიჭირდებათ.
თევზები
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. მთლიანობაში, წარმატებული დღეა — მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ საქმიანი შეთანხმებები გააფორმოთ, ახალი ხელშეკრულებები დადოთ და ოფიციალური მოლაპარაკებები აწარმოოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კარგი ამბავი ან სარფიანი შეთავაზება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. ახლა გულახდილი საუბრებისთვის შეუფერებელი დროა, რადგან შესაძლოა, თქვენი ნათქვამი თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ. საღამოს საათები სახლში გაატარეთ. შესაძლოა ქრონიკულმა დაავადებებმა თავი იჩინოს და გირჩევთ, პროფილაქტიკური ზომები მიიღოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან