დღის ჰოროსკოპი

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:44 ოთხ. 23 სექტემბერი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სიყვარულში ზედმეტად ნუ იაქტიურებთ. ახალი რომანის დაწყებას უნდა მოერიდოთ — ეს, უსიამოვნო განცდების გარდა, არაფერს მოგიტანთ. დაშორებას ყოველთვის ახალი შეხვედრები მოსდევს — ასე რომ, თუ ვინმემ გული გატკინათ, არ ინერვიულოთ. გამორიცხული არ არის მეზობლებთან ყოფით ნიადაგზე კამათი დაიწყოს. მიუხედავად ამისა, ასტროლოგები გირჩევენ, საკუთარ ინტერესებზე უარი არ თქვათ — „ცუდი მშვიდობა“ „კარგ ომს“ ყოველთვის არ ჯობს. სამსახურში იღბალი თქვენს მხარესაა, შესაძლოა ხელმძღვანელობამაც კი გამოგარჩიოთ. საყიდლებისთვის ან სესხის ასაღებად არახელსაყრელი დროა. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას — ვარსკვლავები შესაძლო რისკებზე მიანიშნებენ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას — ახლა ყველაზე მეტად ძალების აღდგენა გჭირდებათ.

კურო

თუკი თქვენი პირადი ცხოვრება სასურველი სცენარით არ ვითარდება, შესაძლოა მიზეზი ის იყოს, რომ საყვარელ ადამიანს გადაჭარბებულ მოთხოვნებს უყენებთ. გამორიცხული არ არის, დღეს საკუთარი პოზიციების დაცვა მოგიწიოთ ან პარტნიორს პირობის შესრულება მოსთხოვოთ. ასტროლოგები გირჩევენ, არავის მისცეთ უფლება, რომ თქვენზე იუფროსოს. შეუპოვრობა და შრომისმოყვარეობა ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ. ეს დღე ძვირად ღირებული შენაძენებისთვის არ გამოდგება. უარი თქვით ხალხმრავალ ღონისძიებებსა და ხმაურიან წვეულებებზე — ასეთ ადგილებში უსიამოვნო ინციდენტების ალბათობა მაღალია. უმჯობესია ეს დღე ახლობლებთან ურთიერთობასა და სეირნობას დაუთმოთ და უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ.

ტყუპები

ეცადეთ, რომ პირადი ცხოვრებისთვის მეტი დრო გამონახოთ — თქვენი დატვირთული განრიგი ურთიერთობის ნორმალურ განვითარებას ხელს უშლის. გახსოვდეთ, რომ ახლობლები ნებისმიერ სიტუაციაში მხარს დაგიჭერენ, ამიტომ მათ მიმართ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ეცადეთ, ახალი იდეა სწრაფად განახორციელოთ, თორემ შეიძლება უფრო მონდომებულმა კონკურენტმა დაგასწროთ. დროა ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალური გეგმები დაისახოთ, რათა იმედგაცრუება თავიდან აიცილოთ. ნებისმიერ დავალებას პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით უდგებით, ამიტომ ძალისხმევა აუცილებლად დაგიფასდებათ! თავის ტკივილი და უძილობა ძლიერი განცდების შედეგია, ამიტომ ემოციები უნდა აკონტროლოთ. მშვენიერი დღეა დიეტის ან ვარჯიშის დასაწყებად.

კირჩხიბი

სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატებას ნუ ელოდებით — პირიქით, წინ მცირე იმედგაცრუება გელით. სავარაუდოდ, ადამიანი, ვისითაც აღფრთოვანებული იყავით, ისეთი არ აღმოჩნდება, როგორიც გეგონათ. გაითვალისწინეთ, რომ სამსახურში მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი უნდა გქონდეთ. რადგან პასუხისმგებლობა მთლიანად თქვენ დაგეკისრებათ. ამ დღეს საჯარო მოხელეებთან ურთიერთობა, საქმიანი შეხვედრები და საბუთებზე ხელის მოწერა წარმატებული იქნება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. დღე მშვიდად ჩაივლის, თუმცა მოსალოდნელია ენერგიის ნაკლებობა და პესიმისტური განწყობა. დღის მეორე ნახევრიდან შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და მოქმედების სურვილიც გაგიჩნდებათ.

ლომი

წინ მოვლენებით დატვირთული კვირა, ემოციური შეხვედრები და ახალი ნაცნობობა გელოდებათ. მკვეთრ და უხეშ გამოთქმებს მოერიდეთ, თორემ შეიძლება ახლობელ ადამიანს გული ატკინოთ. ხელმძღვანელობა თქვენში პერსპექტიულ თანამშრომელს ხედავს და ეცადეთ, იმედი არ გაუცრუოთ. დროა, მეტი ეკონომიურობა გამოიჩინოთ, რადგან გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო ჯიბე საგრძნობლად დაგიცარიელდათ. მოზღვავებული ენერგია საშუალებას მოგცემთ, ყველა საქმესა და მოვალეობას თავი ბრწყინვალედ გაართვათ. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და გადაღლას მოერიდეთ — არსებობს ანთებითი პროცესების განვითარების რისკი.

ქალწული

წინ თავბრუდამხვევი და ვნებიანი რომანი გელით. მიუხედავად ამისა, ჰოროსკოპი გირჩევთ, ცივი გონება შეინარჩუნოთ — ყველაფერი ისე მარტივად როდია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. საყოფაცხოვრებო საქმეები უმჯობესია სხვა დღისთვის გადადოთ. დღეს სატურნის უარყოფითმა გავლენამ შეიძლება ენერგიის დაქვეითება გამოიწვიოს. სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ცოდნა და გამოცდილება გაქვთ, ამიტომ მხოლოდ საკუთარ მოსაზრებას ენდეთ! იმედი ნუ გექნებათ, რომ უახლოეს მომავალში კრედიტის აღებას ან ახლობლებისგან ფულის სესხებას შეძლებთ — ახლა მხოლოდ საკუთარ რესურსებს უნდა დაეყრდნოთ. ძილის წინ კუჭს კალორიული საკვებით ნუ დაიმძიმებთ — კეფირი, ვაშლი, ხილი, იოგურტი ან მოხარშული ბოსტნეული იდეალური არჩევანი იქნება.

სასწორი

წინ დიდი ცდუნება გელით, თუმცა სანამ სიყვარული მორევში გადაეშვებით, ეცადეთ, თქვენი საქციელის მოსალოდნელი შედეგები წინასწარ გათვალოთ. მარსის ძლიერმა გავლენამ შეიძლება ზოგ ოჯახში უთანხმოება და კამათი გამოიწვიოს, თუმცა შანსი გექნებათ, რომ სკანდალი თავიდან აიცილოთ. ხელმძღვანელობა კოლეგებისთვის მისაბაძ მაგალითად დაგასახელებთ — სასიამოვნოა, თუმცა ამან შესაძლოა კოლექტივში ურთიერთობები დაძაბოს. ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევაში მიზანდასახულობა და საკუთარი ძალების რწმენა დაგეხმარებათ. მოერიდეთ სტრესს, სკანდალებსა და ნერვიულობას., მით უმეტეს, თუ ჰიპერტენზია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ.

მორიელი

მარტოხელა მორიელებისთვის მშვენიერი დღეა სასიყვარულო ურთიერთობების დასაწყებად. თუ ვინმე ყავაზე დაგპატიჟებთ, უარი არ თქვათ — შესაძლოა ეს შეხვედრა თქვენთვის ბედისწერად იქცეს. მზად იყავით ოჯახურ ცხოვრებაში მცირე სირთულეების. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და კომპრომისი იპოვოთ. დღის პირველი ნახევარი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად არახელსაყრელია. მოერიდეთ გუნდურ მუშაობას და თითოეული სიტყვა აკონტროლეთ. უცხო ადამიანებს ოჯახის წევრებზე მეტ დროს უთმობთ? ადრე თუ გვიან, ეს საქციელი სანანებლად გაგიხდებათ. თუ ავტომობილს მართავთ, გზაზე განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ — ავარიული სიტუაციების ალბათობა იმატებს.

მშვილდოსანი

ცვალებადი მთვარე თქვენს ფიქრებსა და მოქმედებებს გარკვეული ხნით უხელმძღვანელებს. ეს დღის განმავლობაში განწყობის მკვეთრ ცვლილებას გამოიწვევს. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა, რომელიც ოფიციალურიდან შესაძლოა, მეგობრულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. სამსახურიდან ადრე წასვლის ცდუნება დიდია, თუმცა ჯობია გაუძლოთ, რომ უფროსის საყვედურები თავიდან აიცილოთ. მშვიდი პერიოდი სრულდება, ამიტომ დაფიქრდით, როგორ გაანაწილოთ მომავალი თვის ოჯახური ბიუჯეტი გონივრულად. სხვების კამათში ნუ ჩაერევით, თორემ საბოლოოდ ყველაფერი თქვენ დაგბრალდებათ. მოერიდეთ საეჭვოდ სარფიან კომერციულ შემოთავაზებებსა და გაუმართლებელ რისკებს.

თხის რქა

ამ დღეს მიხვდებით, რამდენად რთულია პირადი ცხოვრების აწყობა, თუმცა ასტროლოგიური პროგნოზი გპირდებათ, რომ მალე ცხოვრების თანამგზავრს იპოვით. თუ ახლობლებს ზრუნვასა და ყურადღებას არ მოაკლებთ, მათ პატივისცემას დაიმსახურებთ — მით უმეტეს, რომ უახლოეს მომავალში ოჯახის წევრების მხარდაჭერა ნამდვილად დაგჭირდებათ. წინ კარიერული წინსვლისა და წარმატების პერიოდია, თუმცა სასურველი შედეგის მისაღწევად ხელმძღვანელობაზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა მოგიწევთ. ნუ ისესხებთ ფულს — ახლო მეგობრებისგანაც კი. ამ დღეს სტრესის თავიდან არიდება და პოზიტიური განწყობის შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანია. დროულად შეჩერდით და პატიება სთხოვეთ მათ, ვისაც უსამართლოდ აწყენინეთ.

მერწყული

ასტროლოგები გირჩევენ, ურთიერთობები უფრო სასიამოვნო და მრავალფეროვანი გახადოთ — ერთად ყოფნა სიხარულის მომტანი უნდა იყოს და არა ტვირთი. ამ დღეს თქვენი მთავარი ამოცანა დადებითი ემოციების შექმნაა. წარმატების მისაღწევად ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენა დაგჭირდებათ. სამსახურში ხელმძღვანელთან ურთიერთობის გაუმჯობესებასა და ღირსეული ანაზღაურების მიღებას შეძლებთ. იოლი ფულის შოვნის მცდელობა ფუჭი აღმოჩნდება, ამიტომ სარისკო ფინანსურ ოპერაციებზე, აზარტულ თამაშებსა და ლატარიაზე უარი თქვით. მოერიდეთ კულინარიულ ექსპერიმენტებს — ცხარე და მწარე კერძებმა შესაძლოა გულძმარვა გამოიწვიონ.

თევზები

თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, მზად იყავით ისეთ ადამიანთან შეხვედრისთვის, რომელიც თქვენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის. გულხელდაკრეფილი ჯდომა და იღბლის იმედად ყოფნა არ ივარგებს. შესაძლოა ახლობლებთან ურთიერთობაში დაძაბულობა იგრძნოთ, თუმცა მტკიცე ხასიათის წყალობით რთული ვითარებიდან გამოსავალს იოლად იპოვით. შეეცადეთ ძველ პრობლემებს ახლებური თვალით შეხედოთ. მშვენიერი დროა საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბრისა და ურთიერთობების მოწესრიგებისთვის. ეს პერიოდი ხელსაყრელია მსხვილი ფინანსური გარიგებებისა და დიდი საყიდლებისთვის. შეეცადეთ, შეურიგდეთ იმ ადამიანებს, ვისთანაც დაძაბული ურთიერთობა გაკავშირებთ და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge