დღის ჰოროსკოპი

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:19 სამ. 22 სექტემბერი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თუ სახელმწიფო დაწესებულებაში მისვლას ან საბუთების მოწესრიგებას გეგმავდით, უმჯობესია ეს საქმეები სხვა დროისთვის გადადოთ — დღეს მოსალოდნელია ბიუროკრატიული შეფერხებები, რაც მხოლოდ დროს დაგაკარგვინებთ. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობას, რადგან საუბარი თქვენთვის სასურველი შედეგით არ დასრულდება. საერთოდაც, უმჯობესია ამ დღეს ურთიერთობები შეზღუდოთ. ნუ ეცდებით სხვების ფინანსური პრობლემების მოგვარებას, რადგან საკუთარიც საკმარისად გაქვთ. შესაძლოა, საკუთარი თავით უკმაყოფილო ხართ, თუმცა ეს განწყობა მალე გაივლის. ასტროლოგები გირჩევენ, მეტი ხილისა და ბოსტნეულისა წვენი მიიღოთ, ასევე მენიუში ნაკლებად ცხიმიანი, ახალი, ხორცი ჩართოთ.

კურო

ამ დღეს სიმპათიურ და თქვენთვის საინტერესო ადამიანს თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით, თუმცა საქმე პაემნამდე არ მივა. ასტროლოგები გირჩევენ, წვრილმანების გამო არ იკამათოთ და ცხოვრების უარყოფით მხარეებს ყურადღება არ მიაქციოთ. სამსახურში ნუ გადაიღლებით — თქვენი ძალისხმევა მაინც არ დაფასდება, ამიტომ სჯობს ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საკითხები მოაგვაროთ. თუ ბოლო დროს ფინანსურ სიძნელეებს განიცდით, ბანკიდან სესხის აღებას ნუ იჩქარებთ, უმჯობესია დახმარებისთვის მეგობრებს მიმართოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს მაღალია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავების რისკი.

ტყუპები

ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება, რაც შესაძლოა ხანგრძლივ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ეცადეთ, მეგობრებთან და ნათესავებთან კამათს თავი აარიდოთ, მნიშვნელოვანი საუბრები კი მომდევნო კვირისთვის გადადოთ. შრომისმოყვარეობა და დისციპლინა დაგეხმარებათ, რომ ხელმძღვანელობა თქვენს მიმართ კეთილად განაწყოთ, რამაც შეიძლება ახალი პროექტისათვის საჭირო დაფინანსება მოგიტანოთ. მოთმინება გამოიჩინეთ, რადგან სასურველი შედეგის მისაღწევად გარკვეული დროა საჭირო. ახლა დადებითი ემოციები და დღის რეჟიმის დაცვა განსაკუთრებით გჭირდებათ. შესაფერისი დროა საკუთარ ჯანმრთელობას მიხედოთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები მარტოხელა კირჩხიბებს რომანტიკულ ნაცნობობას ჰპირდებიან, ხოლო მათ, ვისაც მეწყვილე უკვე ჰყავს —რომანტიკულ საღამოს. კეთილგანწყობილი ვენერა თქვენს ურთიერთლტოლვას კიდევ უფრო გააძლიერებს. შესაძლოა, დღის მთავარი პრიორიტეტი შვილების აღზრდასთან დაკავშირებული საკითხები გახდეს. ეცადეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და ნდობით სავსე ურთიერთობებს ხელი შეუწყოთ. მოერიდეთ ხელმძღვანელთან კამათს — შესაძლოა, თქვენი პოზიცია მცდარი აღმოჩნდეს, თანაც სამსახურში კონფლიქტი არაფერში გჭირდებათ. ვარსკვლავები საჩუქრის, მოგების ან მოულოდნელი პრემიის სახით ფინანსურ წარმატებას გპირდებიან. ეცადეთ, ფული გონივრულად განკარგოთ! დღეს თქვენი ორგანიზმი ტოქსინების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ამიტომ გირჩევთ, ეს გარემოება გაითვალისწინოთ და კვების მენიუს გადახედოთ.

ლომი

სავარაუდოდ, ამ დღეს დაგეგმილი პაემანი წარუმატებელი იქნება, არასწორად გაგებული სიტყვები კი შეიძლება უთანხმოების მიზეზად იქცეს. შანსი გექნებათ, რომ გარკვეული პრობლემა ნათესაური კავშირების დახმარებით მოაგვაროთ, თუმცა კარგად დაფიქრდით, ეს ნაბიჯი თქვენს რეპუტაციას ხომ არ შელახავს. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება მთლიანად საქმეზე გადაიტანოთ, რადგან პლანეტების იღბლიანი განლაგება წარმატებას გპირდებათ. მიზანმიმართული შრომა დიდ შედეგებს მოგიტანთ, ამიტომ შეგიძლიათ ახალ პროექტებს გაბედულად შეეჭიდოთ. თქვენმა გადაწყვეტილებამ შეიძლება თავდაპირველად გაოცება გამოიწვიოს, თუმცა საბოლოოდ ყველანი აღიარებენ, რომ მართალი იყავით. ამ დღეებში მოსალოდნელია სისხლის მიმოქცევის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების გააქტიურება, ასე რომ, ექიმთან წასვლას ნუ გადადებთ.

ქალწული

გარემოება საშუალებას მოგცემთ, სასიყვარულო ურთიერთობებში სიახლე შეიტანოთ და ვნების ცეცხლი დაანთოთ. ახლობლებთან ურთიერთობაში კომპრომისის პოვნა და დათმობებზე წასვლა მოგიწევთ. სატურნის გავლენით შესაძლოა ენერგეტიკული ფონი დაქვეითდეს და ქრონიკულმა დაავადებებმაც თავი შეგახსენოთ. პრობლემების მიუხედავად, მუშაობისთვის განწყობილი ხართ და ადვილად უმკლავდებით რთულ დავალებებს, რომლებიც ადრე ფსიქოლოგიურად განგრევდათ. გამორიცხული არ არის, რომ დღეს როგორც საკუთარი, ისე სხვების ფინანსური პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ. ისეთ ვალდებულებებს ნუ აიღებთ, რომლებსაც ვერ გაუმკლავდებით. ძალებისა და ჯანმრთელობის აღსადგენად ბევრი დასვენება გჭირდებათ, ამიტომ ზედმეტად ნუ გადაიღლებით.

სასწორი

უახლოეს მომავალში თქვენს ცხოვრებაში რომანტიკა და სიყვარული შემოაბიჯებს, თუმცა მზად იყავით იმისთვისაც, რომ მათ კამათი და ურთიერთობების გარკვევა მოჰყვება. სამსახურში ინიციატივის გამოჩენას მოერიდეთ — ჯერჯერობით უმჯობესია დამკვირვებლის როლში იყოთ, რადგან მარცხის შემთხვევაში პასუხისმგებლობის აღება აღარ მოგიწევთ. ამ დღეს ხალხმრავლობამ შეიძლება დისკომფორტი შეგიქმნათ, ამიტომ თუ მარტო ყოფნის სურვილი გაგიჩნდებათ, ნუ შეეწინააღმდეგებით. მზად იყავით იმისთვის, რომ შესაძლოა ქრონიკულმა გასტრიტმა თავი შეგახსენოთ, ამიტომ ახლა მსუბუქი და ზომიერი დიეტა გჭირდებათ.

მორიელი

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ წვეულებაზე მოხვდეთ, სადაც ახლო მეგობარი დაგპატიჟებთ. სწორედ აქ შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი ცხოვრების მეგზური გახდება. წინ რუტინული სამუშაო გელით და წარმატების მისაღწევად კარგად შედგენილ გეგმას უნდა მიჰყვეთ. მოსალოდნელია კოლეგებთან უთანხმოება, თუმცა სიმართლე მალე გაირკვევა. ნუ ისესხებთ და ნურც გასესხებთ ფულს, რადგან ორივე შემთხვევა მხოლოდ უსიამოვნებას მოგიტანთ. ეცადეთ, მენიუ ვიტამინებით გაამდიდროთ — ხილი და ბოსტნეული თქვენს ორგანიზმს სიახლესა და ენერგიას შემატებს. წითელი ფერის პროდუქტებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ — ისინი ახლა ყველაზე სასარგებლოა.

მშვილდოსანი

თუ თქვენი ურთიერთობა მოსაწყენი და ფორმალური გახდა, სიურპრიზისთვის მოემზადეთ — კოსმოსური ენერგია დაგეხმარებათ, რომ საყვარელი ადამიანი სულ სხვა თვალით დაინახოთ. ზოგიერთ მშვილდოსანს საცხოვრებელი ადგილის შეცვლასა და რემონტთან დაკავშირებული ფუსფუსი ელის. ამ დღეს შეგიძლიათ ნებისმიერი პროექტი თუ საქმე დაიწყოთ, რომელსაც დიდხანს აჭიანურებდით — ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან და ყველაფერი გამოგივათ. სამედიცინო ხარჯების, მედიკამენტებისა და იმუნიტეტთან დაკავშირებული საკითხების გამო თქვენი დანახარჯი გაიზრდება. ეცადეთ უსარგებლო საუბრებსა და კამათს თავი აარიდოთ. იზრუნეთ სულისა და სხეულის გაკაჟებაზე.

თხის რქა

დროა დაფიქრდეთ, სინამდვილეში რა გსურთ და იპოვით ძალას, რომელიც ჰარმონიული ურთიერთობის აგებაში დაგეხმარებათ. გამოიჩინეთ ყურადღება ოჯახის წევრების მიმართ, დაინტერესდით მათი ცხოვრებით, კავშირები განამტკიცეთ და სახლში თბილი გარემო შექმენით. ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ და თუ საჭიროა, მოსაფიქრებელი დრო ითხოვეთ. თუ გარშემომყოფები მუშაობაში ხელს გიშლიან და ყურადღებას გიფანტავენ, განმარტოვდით, რათა საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. გადაუდებელი პრობლემების მოგვარება ხშირად მნიშვნელოვან ფინანსებს მოითხოვს, ამიტომ ეცადეთ, ფული გადაინახოთ. სასწრაფოდ დასვენება გჭირდებათ, თორემ დეპრესიას ვერსად გაექცევით — ისეირნეთ პარკში, მეგობრებთან შეხვედრა მოაწყვეთ ან, უბრალოდ, იშოპინგეთ.

მერწყული

ამ დღეს მოსალოდნელია რომანტიკული თავგადასავალი ან ძველ მეგობრებთან შეხვედრა. გამორიცხული არ არის, რომ დღის მეორე ნახევარში თქვენს პირად ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყოს. ყურადღება მიაქციეთ ხანდაზმულ ნათესავებს — შესაძლოა მათ თქვენი დახმარება ან უბრალოდ თქვენი ხმის გაგება სჭირდებათ. ეცადეთ, სამსახურში ისეთ მნიშვნელოვან საქმეებს არ შეეჭიდოთ, რომლებსაც ყურადღების განსაკუთრებული კონცენტრაცია სჭირდება. ვარჯიშისთვის ხელსაყრელი პერიოდია — თუ სპორტდარბაზში სიარულის დრო არ გაქვთ, ეცადეთ სახლის პირობებში ივარჯიშოთ.

თევზები

ამ დღეს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. შესაძლოა, თქვენ გვერდით გამოჩნდეს ადამიანი, ვისაც თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. ასტროლოგები გირჩევენ, ძალები გონივრულად გაანაწილოთ, რათა ადრე დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ. შეუპოვრობა და თმენის უნარი საუკეთესო შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ. კომერციულ და საქმიან სფეროში წარმატება თქვენს კავშირებზე და უნარებზეა დამოკიდებული. მალე თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი მკვეთრად შეიცვლება და ფულის დაზოგვა ან ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრება აღარ მოგიწევთ. სევდა, რომელიც შესაძლოა ამ დღეს დაგეუფლოთ, საკუთარ თავთან ფარული კონფლიქტითაა გამოწვეული — ეცადეთ, საკუთარ გრძნობებში კარგად გაერკვეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge