დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:20 პარ. 18 სექტემბერი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს გარშემომყოფთა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. ეცადეთ, საკუთარი სიტყვები და მოქმედება აკონტროლოთ, რათა მოგვიანებით უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდეთ. ფინანსური პრობლემების დაძლევაში ახლობელი ადამიანები დაგეხმარებიან, მთავარია, მათი რჩევებს ყურადღებით მოუსმინოთ და გაითვალისწინოთ. ამ დღეს კარიერული წინსვლისთვის ბევრის გაკეთებას შეძლებთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ ღირებული ინფორმაცია კოლეგებს არ უნდა გაანდოთ. ერიდეთ თაღლითებს, რომლებმაც შესაძლოა, თქვენი გულუბრყვილობით ისარგებლონ. საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა თქვენს ჯანმრთელობასა და განწყობას ძალიან წაადგება.

კურო

ეჭვების დაძლევისა და გრძნობების დალაგების დღეა. ეცადეთ, მყარი დასაყრდენი იპოვოთ და საკუთარ სურვილებში საბოლოოდ გაერკვეთ. უახლოეს დღეებში მნიშვნელოვან საქმეებს ნუ დაგეგმავთ — ეს პერიოდი შესაფერისია დასვენების, ბავშვებზე ზრუნვისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენისთვის. თუ ფინანსურად გიჭირთ ან დამატებით შემოსავალს ეძებთ, შესაძლოა უფროსმა ნათესავებმა დახმარების ხელი გამოგიწოდონ. ყურადღებით გადახედეთ თქვენს ხარჯებს — მართალია, მოულოდნელი შემოთავაზებები ერთი შეხედვით მოგებიანი ჩანს, თუმცა რეალურად შესაძლოა ასე არ იყოს. ხელფასის მომატებაზე სასაუბროდ მშვენიერი დროა, ამიტომ ინიციატივის გამოჩენა ნუ მოგერიდებათ. ემოციურად დატვირთული დღეა — გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ცხოვრებაში რაღაც რადიკალურად შეცვალოთ, მათ შორის საკუთარი გარეგნობაც.

ტყუპი

ეცადეთ სიყვარულისა და რომანტიკისთვის განეწყოთ. ამ დღეს საკუთარ გრძნობებში დარწმუნებული და გულწრფელი უნდა იყოთ. მეუღლე თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადამიანია, ამიტომ აგრძნობინეთ რამდენად ძვირფასი და მნიშვნელოვანია თქვენთვის. ვალდებულებების სიმძიმე, რომელიც ბოლო დროს გაწვებოდათ, ნელ-ნელა შემსუბუქდება. შეამჩნევთ, რომ კოლეგები თქვენ მიმართ უფრო კეთილგანწყობილნი გახდნენ, ხელმძღვანელობა კი საპასუხისმგებლო საქმეებს განდობთ. მოსალოდნელია მოგებიანი საქმიანი წინადადებებიც. გამორიცხული არ არის, რომ მეგობრული საუბრის დროს კოლეგისგან სასარგებლო ინფორმაცია შეიტყოთ. ყურადღება არ მოადუნოთ — ახლა შეცდომის დაშვება თქვენს ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება. თუ უსარგებლო ნივთების შეძენის ჩვევას არ მოიშლით, შეიძლება ფინანსური სირთულეები შეგექმნათ. გულს გაუფრთხილდით — უარყოფით ემოციებს და ძილის წინ სევდიანი ფილმების ყურებას მოერიდეთ.

კირჩხიბი

შეიძლება სულ სხვა თვალით შეხედოთ ადამიანს, ვისთან ერთადაც მუშაობთ. გაოცდებით, როდესაც აღმოაჩენთ, რომ სულიერად და ღირებულებებით ერთმანეთთან ძალიან ახლოს ხართ. თუ გადაუდებელი საქმეები გაქვთ, შეეცადეთ დღის პირველ ნახევარში მოამთავროთ, რადგან საღამოს, შესაძლოა, სტუმრები გეწვიონ. ნუ დაღონდებით და ნურც გაბრაზდებით, თუ რომელიმე დავალებას თავს ვერ გაართმევთ — საშუალება გექნებათ, რომ შეცდომა გამოასწოროთ. მოსალოდნელია ძველი ვალის დაბრუნება ან მოულოდნელი პრემიის მიღება. მიღებული თანხის ნაწილი გადაინახეთ, რადგან ფორტუნა ყოველთვის ასე გულუხვი არ იქნება. ძილის რეჟიმს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ — ღამის სრულფასოვანი დასვენება ენერგიის აღსადგენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ძილის ნაკლებობამ კი შესაძლოა წონის პრობლემები გამოიწვიოს.

ლომი

დაივიწყეთ ყველა საზრუნავი. საქმეები არ გაგექცევათ, ბედნიერება კი შეიძლება ხელიდან სამუდამოდ გაგიფრინდეთ. ამ დღეს ურთიერთგაგება და მხარდაჭერა განსაკუთრებით ფასობს, ამიტომ თამამად დასვით კითხვები, რომლებიც დიდი ხანია გაწვალებთ — გულახდილი საუბარი გულგრილს არავის დატოვებს. ბოლო დროს ბევრი შრომა მოგიწიათ, თუმცა სულ მალე საკუთარი შრომის ნაყოფით დატკბებით! არახელსაყრელმა გარიგებებმა შეიძლება დანაზოგის დაკარგვა და ნერვიულობა მოგიტანოთ, ამიტომ მსხვილი შესყიდვები უკეთეს დრომდე გადადეთ. ერიდეთ ალერგიულ რეაქციას, რომელიც შეიძლება ეგზოტიკურმა საკვებმა გამოიწვიოს — თუ ალერგიისკენ მიდრეკილი ხართ, საჭირო მედიკამენტები უნდა მოიმარაგოთ.

ქალწული

ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებმა საზოგადოებაში ხშირად უნდა იტრიალონ — ეს მეორე ნახევრის პოვნის შანსს საგრძნობლად გაზრდის. ახლახან დაწყებული თანამშრომლობა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდება. შეეცადეთ საქმიანი ურთიერთობები განავითაროთ და სასარგებლო კონტაქტები დაამყაროთ. თქვენი ენერგიულობა და გონიერება ნებისმიერ დაბრკოლებას გადაგალახვინებთ. კომფორტის ზონის დატოვების ნუ შეგეშინდებათ —რეალურ პროგრესს სწორედ ასე მიაღწევთ. არსებობს ინფექციის შეყრის რისკი, თუმცა მკურნალობა მარტივი და სწრაფი იქნება. მთავარია, რომ ექიმს დროულად მიმართოთ და მისი რჩევები ზედმიწევნით შეასრულოთ.

სასწორი

თქვენს ყოველ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვება, განსაკუთრებით უახლოეს დღეებში, როდესაც თქვენს ენერგეტიკას იუპიტერი გააძლიერებს. ნურავისთან ილაპარაკებთ პირად ცხოვრებაზე, თუ არ გსურთ, რომ ის საყოველთაო განხილვის საგნად იქცეს. ყიდვა-გაყიდვა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები ცოტა ხნით გადადეთ — ახლა რისკზე წასვლა ან ფინანსურ მაქინაციებში ჩაბმა არ ღირს. პირქუშ ფიქრებს ნუ აჰყვებით — ფულს ოპტიმისტი და იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანები უყვარს. ნერვებს გაუფრთხილდით, რადგან ემოციურმა დაძაბულობამ და ხშირმა სტრესმა შეიძლება თქვენი ჯანმრთელობა დააზიანოს. საკუთარ ორგანიზმს ყურადღებით დააკვირდით — თუ აპათიას გრძნობთ და გამუდმებით გეძინებათ, გადაღლილი ხართ და დასვენება გჭირდებათ.

მორიელი

ვარსკვლავები მოულოდნელ იღბალსა და პირად ცხოვრებაში ხელსაყრელ პერიოდს გიწინასწარმეტყველებენ. ხელიდან ნუ გაუშვებთ ინიციატივას! საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების, რემონტისა და ინტერიერის განახლებისთვის შესანიშნავი დროა. შეგიძლიათ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ყიდვაზეც იფიქროთ. თუ მუშაობის დატვირთული გრაფიკი პირადი ცხოვრებისთვის დროს არ გიტოვებთ, ხელფასის მომატება მაინც უნდა მოითხოვოთ. დაბნეულობამ ან საქმის მიმართ არასერიოზულმა დამოკიდებულებამ შეიძლება უმარტივესი ამოცანების შესრულებაშიც კი ხელი შეგიშალოთ. გარდა ამისა, არსებობს კუნთის დაჭიმვის ან ტრავმის მიღების საფრთხე, რაც თავს დიდხანს შეგახსენებთ, ამიტომ ფიზიკური დატვირთვისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

მშვილდოსანი

ეს დრო ხელსაყრელია როგორც ახალი რომანის დასაწყებად, ისე არსებული ურთიერთობების გასაძლიერებლად. საქმეების რაციონალურად დაგეგმვისა და ძალების სწორად გადანაწილების ჩვევა დასახულ მიზანთან მალე მიგიყვანთ. სავარაუდოდ, საოჯახო საქმეებს დიდ დროს მოანდომებთ, მაგრამ შრომა დაგიფასდებათ. მნიშვნელოვანია, ყურადღება არ გაგეფანტოთ და გახსოვდეთ, რომ თქვენი შრომა სამომავლოდ უხვად დაჯილდოვდება. მავნე ჩვევისგან გათავისუფლება ადვილი არ არის, თუმცა აუცილებლად გამოგივათ — დღეიდანვე თუ დაიწყებთ, პირველ შედეგებსაც მალე დაინახავთ.

თხის რქა

მარტოხელებს განსაკუთრებით გაუმართლებთ — ხელიდან ნუ გაუშვებთ ადამიანს, რომელსაც დღეს შეხვდებით. რომანტიკული შეხვედრა ან ხანმოკლე ერთობლივი მოგზაურობა გელით. გარშემომყოფები თქვენში ლიდერსა და მისაბაძ მაგალითს ხედავენ, რაც თანამოაზრეთა გუნდის შექმნაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დროა ახლობლებთან გულწრფელი საუბრისთვის. ნუ იჩქარებთ — ზოგი საქმე თქვენი პირდაპირი ჩარევის გარეშეც წარმატებით დასრულდება. შესანიშნავი დღეა შემოქმედებითი წამოწყებებისთვის, თუმცა ფინანსებში სიფრთხილე გმართებთ, რადგან გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით. გაითვალისწინეთ, რომ ზოგი ჩვევა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. საქმე მხოლოდ ალკოჰოლსა თუ თამბაქოს არ ეხება — უარყოფითი ფიქრები არანაკლებ წამლავს.

მერწყული

სასიყვარულო საქმეებში სიბრძნის გამოჩენა გმართებთ. არსებობს საფრთხე, რომ სრულიად შეუფერებელი და საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანმა მოგხიბლოთ. ბიზნესმენებმა შეიძლება ძალიან მოგებიანი კომერციული წინადადება მიიღონ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე მოსალოდნელი შედეგი უნდა გათვალოთ. თუ ახალი საქმის წამოწყებას გეგმავდით, დღეს სტარტისთვის იდეალური დროა — ნუ გადადებთ, ახლავე იმოქმედეთ! ამ დღეს ფული არც ისესხოთ და არც გაასესხოთ — ორივე მოქმედება ფინანსურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება. შესაძლოა, ძვირად ღირებულმა დელიკატესებმა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს. უმჯობესია, სახლში მომზადებული, ნაკლებად ცხიმიანი და ჯანსაღი საკვები მიირთვათ.

თევზები

დღევანდელი დღე გაიძულებთ, რომ მიმდინარე საქმეებზე მეტი იფიქროთ, თუმცა არაფერი გიშლით ხელს, რომ სასიამოვნო და სასარგებლო ერთმანეთს შეუთავსოთ. მთავარია, ახლობელი ადამიანების მიმართ ზედმეტად მომთხოვნი არ იყოთ და დაუსაბუთებელი პრეტენზიები არ წაუყენოთ. მოერიდეთ საეჭვო გარიგებებსა და ფულის სესხებას. თუ არჩევანის საშუალება გაქვთ, მხოლოდ სანდო და დროით გამოცდილ ადამიანებთან იმუშავეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჯდომის მანერას მეტი ყურადღება მიაქციოთ — გახსოვდეთ, რომ ფეხის ფეხზე გადადება როგორც სისხლის მიმოქცევისთვის, ისე ხერხემლისთვის საზიანოა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge