14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
იდეალური დღეა ცხოვრების სხვადასხვა სფეროს გადასაფასებლად — ეს განსაკუთრებით სამუშაოსა და საოჯახო საქმეებს ეხება. დილიდან მზად ხართ, მიზნისკენ მიმავალ გზაზე ნებისმიერ დაბრკოლება გადალახოთ. გირჩევთ, მთელი ენერგია ფინანსური საკითხების მოგვარებისკენ მიმართოთ. მარსისა და იუპიტერის ტრინი მიანიშნებს, რომ ძვირად ღირებულ შენაძენებსა და სესხის აღებას უნდა მოერიდოთ. არ დაივიწყოთ დიეტა და კალორიები შეამცირეთ, განსაკუთრებით — თუ შვებულების დროს რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი დააგროვეთ.
კურო
ზოგი კურო აღმოაჩენს, რომ პარტნიორი სულაც აღარ ჰგავს ადამიანს, რომელმაც ოდესღაც მოხიბლა. დღის მეორე ნახევარში სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქმე და საზრუნავი გელით — ეცადეთ, ოჯახის წევრები დაიხმაროთ. სამსახურში განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. რაც უფრო მეტი საქმიანი შეხვედრა და ურთიერთობა გექნებათ, დაწყებულ საქმეს მით უფრო სწრაფად გაუმკლავდებით. სატურნის მიერ მერკურის დაბლოკვის გამო შესაძლებელია მცირე ფინანსური დანაკარგი. დაბრკოლებებისა და სირთულეების მიუხედავად, ეცადეთ, ხალისი და ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ. საუკეთესო დღეა ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარებისთვის — დაკავდით იოგით, ეწვიეთ გამოფენას ან სხვა კულტურულ ღონისძიებას.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა ახალი ცოდნის მიღებისთვის. ის, რასაც დღეს ისწავლით, მალე ძალიან გამოგადგებათ. აღფრთოვანდით საყვარელი ადამიანით, საქებარ სიტყვებს ნუ დაიშურებთ და მის ღირსებებს ხაზი გაუსვით. დღეს შესაძლოა ახლობლებთან ურთიერთობაში გარკვეული დაძაბულობა იგრძნოთ, თუმცა მტკიცე ხასიათის წყალობით რთული ვითარებიდან გამოსავალს იოლად იპოვით. თუ წვეულებაზე მიგიწვიეს, უარს ნუ იტყვით — საუკეთესო თვისებების გამოვლენასა და სიამოვნების მიღებას სწორედ იქ შეძლებთ. საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა დაგეხმარებათ, რომ კონკურენტები უკან ჩამოიტოვოთ. იზრუნეთ სულიერ წონასწორობაზე და ნუ მისცემთ წვრილმანებს უფლებას წყობიდან გამოგიყვანოთ. გახსოვდეთ, რომ ნერვიულობა უამრავი დაავადების სათავეა.
კირჩხიბი
თუ მარტოხელა ხართ, ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენი „ცხრაკლიტულიდან“ გამოხვიდეთ და ბედისწერას შანსი მისცეთ. დღის პირველი ნახევარი დაძაბულად ჩაივლის. გამორიცხული არ ახლობელ ადამიანთან სულელური მიზეზის გამო კონფლიქტი. მთავარია, დროულად შეჩერდეთ და პატიება სთხოვოთ მათ, ვისაც უსამართლოდ აწყენინეთ. ამ დღეს ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწევთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი შესაძლებლობები უსაზღვრო არ არის. გირჩევთ, ყურადღება პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილოთ — შემოსავლის ახალი წყაროები ეძებეთ, ფინანსური წიგნიერება აიმაღლეთ და საკუთარ ბიზნესზე იფიქრეთ. თუ დღის ბოლოს აპათიასა და დაღლილობას გრძნობთ, ეს იმის ნიშანია, რომ ცხოვრების წესი უნდა შეცვალოთ.
ლომი
ეს დღე ვენერას გავლენის ნიშნით ჩაივლის. შესანიშნავი დროა საყვარელ ადამიანთან განმარტოებისთვის. გადაუჭრელი საკითხები პერიოდულად თავს შეგახსენებთ. მოსალოდნელია დანაკარგებიც, რაც სამომავლო გეგმების შეცვლას გაიძულებთ. დაფიქრდით, იქნებ უცხო ადამიანებს უფრო მეტ დროს უთმობთ, ვიდრე ოჯახის წევრებს? ადრე თუ გვიან, ეს საქციელი სანანებლად გაგიხდებათ. საკუთარ თავს შეუძლებელს ნუ მოსთხოვთ — ძალები თითქმის გამოგელიათ და ორგანიზმი დასვენებას გთხოვთ. მერკურის ენერგეტიკა პიკს აღწევს, რაც ფინანსურ მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლის — მოსალოდნელია პრიზი, ვალის დაბრუნება ან ხელსაყრელი შენაძენი. მოერიდეთ სტრესს, სკანდალებსა და ნერვიულობას. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო სიახლეებით გაგახარებთ.
ქალწული
შეხვედრების, ახალი ნაცნობობისა და რომანტიკის დროა! სავარაუდოდ, ახალი ურთიერთობა სწრაფად განვითარდება და ბევრ სასიამოვნო ემოციას მოგიტანთ. შეგიძლიათ საღამო ახლობლების გარემოცვაში გაატაროთ და თავგადასავლებს არ გამოეკიდოთ. რთული კვირის წინ ძველი პრობლემების მთელ წყებასთან შეჭიდება მოგიწევთ, თუმცა სანერვიულო არაფერია — ყველაფერი სწრაფად მოგვარდება. მთავარია, ხელი არ ჩაიქნიოთ. პლანეტები მოთმინებისკენ მოგიწოდებენ, რადგან მოსალოდნელია მცირე ფინანსური პრობლემები. გირჩევთ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ, რადგან რჩევა, რომელსაც დღეს მოგცემენ, უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო.
სასწორი
უცხო ადამიანებს ბრმად ნუ ენდობით, თორემ შეიძლება პირად ცხოვრებაში სირთულეები გამოიწვიოთ. ამ თვეში თქვენი ოჯახური ურთიერთობები ჰარმონიისა და ბედნიერების მწვერვალს მიაღწევს — სასიამოვნო სიურპრიზებისა და რომანტიკული წუთებისთვის უნდა მოემზადოთ. დღევანდელ გამოწვევებს წელში გამართული შეხვდებით. თქვენი ქარიზმა ძლიერდება, ზუსტად იცით, რა გსურთ და მიზანს როგორ უნდა მიაღწიოთ. დღეს ფულთან განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, რათა უსარგებლო ნივთებში არ გადაყაროთ. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და გადაღლას მოერიდეთ — არსებობს ანთებითი პროცესების განვითარების რისკი.
მორიელი
პატივი ეცით სხვის შეხედულებებს, თუმცა ნურც საკუთარ ინტერესებს უღალატებთ. ახლობლებთან ურთიერთობა უკეთესობისკენ შეიცვლება, ხოლო დავა და სკანდალები წარსულს ჩაჰბარდება. არსებობს შანსი, რომ ზღვაზე ერთობლივი მოგზაურობის შესაძლებლობა გაჩნდეს. ჯობს, ჩრდილში დარჩეთ და მეტი უსმინოთ, ვიდრე ილაპარაკოთ — თქვენმა ირონიულმა შენიშვნებმა შესაძლოა მომავალში თქვენ წინააღმდეგ იმუშაოს. მერკური ზურგს გაქცევთ, მაგრამ დროებით ფინანსურ შეფერხებებს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, მალე სიტუაცია გამოსწორდება. თუ საღამოსკენ თავს შეუძლოდ იგრძნობთ ან განწყობა სწრაფად შეგეცვლებათ, ამის მიზეზი მარსთან ასპექტში მყოფი არასტაბილური მთვარეა.
მშვილდოსანი
შესანიშნავი დროა სიყვარულისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის. ახალი რომანი ხანგრძლივი და ვნებიანი იქნება. დაიცავით თქვენი გავლენა როგორც სამსახურში, ისე სახლში. ეცადეთ, ეკონომიურობა გამოიჩინოთ, რადგან გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო ჯიბე საგრძნობლად დაგიცარიელდებათ. სხვადასხვა ხელშემშლელი ფაქტორის გამო ყოველდღიურ საქმეებზე კონცენტრირება გიჭირთ, თუმცა ამას უნდა შეეგუოთ. ამ დღეს თქვენს საქმეებში ჩარევა ბევრს მოუნდება და მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ამის უფლება ვის მისცეთ და ვის არა. საღამოს დაისვენეთ, წვრილმანებზე ნუ იდარდებთ და ტელევიზორისა და ახალი ამბების ყურება შეამცირეთ.
თხის რქა
ვარსკვლავები სიყვარულში სწრაფ წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ, თუმცა აქტიურ მოქმედებებზე გადასვლა ჯობს, კვირის შუა რიცხვებისთვის გადადოთ. გაუფრთხილებელმა სიტყვამ შესაძლოა ხანგრძლივ და მოსაწყენ კამათამდე მიგიყვანოთ — ხანდახან უსარგებლო დავაში დროის კარგვას დუმილი ჯობს. ამ დღეს საჯარო მოხელეებთან ურთიერთობა, საქმიანი შეხვედრები და საბუთებზე ხელის მოწერა წარმატებული იქნება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. ეცადეთ, ფინანსებთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. უახლოეს ხანებში ფიზიკურად მეტი შრომა მოგიწევთ, ვიდრე გონებრივად, ეს კი თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.
მერწყული
გამონახეთ დრო პირადი ცხოვრებისთვის — თქვენი გადატვირთული განრიგი ურთიერთობის ნორმალურ განვითარებას ხელს უშლის. იმედგაცრუება რომ თავიდან აიცილოთ, ღრუბლებიდან მიწაზე უნდა დაეშვათ და რეალური გეგმები დაისახოთ. ნებისმიერ წამოწყებას პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით უდგებით, ამიტომ ძალისხმევა აუცილებლად დაგიფასდებათ! არ არის გამორიცხული, ნაცნობმა ფულის სესხება გთხოვოთ — თუ დახმარებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ ამ ფულს მალე ვერ დაიბრუნებთ. თავის ტკივილი და უძილობა ძლიერი განცდების შედეგია, ამიტომ ემოციები უნდა აკონტროლოთ.
თევზები
დაშორებას ყოველთვის ახალი შეხვედრები მოსდევს — ასე რომ, თუ ვინმემ გული გატკინათ, არ ინერვიულოთ. ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებას შეიძლება საბედისწერო შეცდომა და ნერვიულობა მოჰყვეს, ამიტომ საქმე აუჩქარებლად და ხარისხიანად უნდა აკეთოთ. ეს დღე კომერციულ სფეროში დასაქმებულთათვის განსაკუთრებით აქტიური იქნება, ხოლო ბუღალტრებს გარკვეული სირთულეები ელით. არ არის გამორიცხული გაუთვალისწინებელი ხარჯები, რაც ოჯახურ ბიუჯეტს შეარყევს. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან