დღის ჰოროსკოპი

7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:27

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თქვენი ემოციური განწყობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, რაშიც ლომის წილი საყვარელ ადამიანს მიუძღვის. წინ საოცრად რომანტიკული საღამო გელით, რომელიც თქვენს მეხსიერებაში დიდხანს დარჩება. გინდათ თუ არა, ინიციატივის ხელში აღება მაინც მოგიწევთ — მნიშვნელოვანი საქმეების სამომავლოდ გადადება და თაროზე შემოდება ახლობლებთან დაპირისპირებამდე მიგიყვანთ.

სამუშაო პროცესი თუ საქმიანი შეხვედრები სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს. ერიდეთ სარისკო გარიგებებსა და საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან შეიძლება თაღლითობის მსხვერპლად იქცეთ. მოსალოდნელია მცდარი ინფორმაციის მიღებაც, ამიტომ თითოეული ცნობა გულდასმით გადაამოწმეთ.

კურო

მეორე ნახევართან ურთიერთობისას ეცადეთ სიფრთხილე გამოიჩინოთ. აქტიური მარსი მოსალოდნელ კონფლიქტებზე მიანიშნებს — „ცხელ გულზე“ ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება დიდი უსიამოვნება გამოიწვიოს. ახლა მთავარია, დროულად გაჩერდეთ და ბოდიში მოუხადოთ მათ, ვისაც გული უნებლიეთ ატკინეთ.

გამორიცხული არ არის, რომ უფროსი ნათესავების დახმარებით ძველი ვალები დაფაროთ ან ფინანსური მდგომარეობა სხვა გზით გაიუმჯობესოთ. ახალი პროექტის წარმატებით დასრულებაში პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა დაგეხმარებათ. თუ თვალის პრობლემებმა შეგაწუხათ, ოფთალმოლოგთან ვიზიტი აღარ გადადოთ — პროფილაქტიკური შემოწმება გართულებებს თავიდან აგაცილებთ.

ტყუპები

სიყვარულში სრული სტაბილურობაა, პარტნიორი კი სასიამოვნო სიურპრიზით გაგახარებთ. ვენერას ძლიერ ენერგეტიკას სულ მცირე, კიდევ ერთი კვირა იგრძნობთ. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ ნატვრის ასრულების შანსს მოგცემენ. შესაძლოა, ეს ხელსაყრელი შენაძენი იყოს, რომელიც განწყობას აგიმაღლებთ!

გავლენიან მეგობრებთან ურთიერთობა კარიერულ წარმატებას მოგიტანთ, რაც შეიძლება დაწინაურებით დასრულდეს. ასტროლოგები გირჩევენ, კოლეგებთან ყველა წვრილმანი უთანხმოება მოაგვაროთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების ნუ შეგეშინდებათ, თუმცა სასარგებლო რჩევებსაც გვერდს ნუ აუვლით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ენერგიის დაქვეითება, რამაც შესაძლოა ქრონიკული ჩივილები გაამწვავოს. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ — დღეს არც სტუმრების მიღებაა სასურველი და არც ნათესავების სტუმრობა.

კირჩხიბი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით: რჩეულის მშობლების გაცნობა, თანაცხოვრების დაწყება, ახალ სახლში გადასვლა, ნიშნობა ან თუნდაც ქორწილი! ფრთხილად იყავით — ვარსკვლავების განლაგება კამათს, პრეტენზიებსა და საყვედურებს ხელს უწყობს, რაც, საბოლოოდ, კონფლიქტით და დაპირისპირებით დასრულდება.

ბუღალტრებს და ბიზნესის წარმომადგენლებს უახლოეს პერიოდში მაკონტროლებლების დაუგეგმავი სტუმრობა ელით — სასწრაფოდ მოაწესრიგეთ საქმიანი ქაღალდები! საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხები წარმატებით გადაწყდება, შეგიძლიათ ხელმძღვანელობის კეთილგანწყობის იმედიც გქონდეთ. სასიამოვნო განწყობა სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ, თუმცა აჯობებს, რომ მენიუში მეტი ახალი პროდუქტი ჩართოთ.

ლომი

ვენერა ცვალებად მთვარესთან ჰარმონიულ ასპექტს შექმნის, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი რომანტიკული თავგადასავალი გელით. ასტროლოგიური პროგნოზი წარმატებულ და ნაყოფიერ დღეს გპირდებათ. ოჯახურ ურთიერთობებში ჰარმონია, კეთილდღეობა და ურთიერთგაგება დაისადგურებს.

სამსახურში წარმოქმნილი პრობლემები სასწრაფო ჩარევას მოითხოვს. თუ საჭიროდ ჩათვლით, შეგიძლიათ დახმარებისთვის კოლეგებს მიმართოთ. თუ ფიქრობთ, რომ რისკზე წასასვლელად მზად ხართ, გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა, გარშემომყოფები ასეთივე ოპერატიულები არ აღმოჩნდნენ. ვარსკვლავები შესანიშნავ განწყობას ჰპირდებიან ლომებს, რომლებიც ჯანსაღად იკვებებიან, საკმარისად სძინავთ და ვარჯიშობენ.

ქალწული

ახლო მომავალში უამრავი ახალი შეხვედრა, ნაცნობობა და რომანტიკული თავგადასავალი გელით, თუმცა ეცადეთ არ გადაიღალოთ. უფროსი მნიშვნელოვან დავალებას განდობთ, რაც დიდ ძალისხმევას, პასუხისმგებლობას და ლიდერული თვისებების გამოვლენას მოითხოვს.

უფულოდ დიდხანს ყოფნა არ მოგიწევთ — იღბალი მოულოდნელად გაგიღიმებთ და ფინანსური მდგომარეობა ეტაპობრივად გაუმჯობესდება. ეს პერიოდი საუკეთესოა სილამაზის სალონების მონახულებისა და გარეგნობაზე ზრუნვისთვის. პლანეტები იმიჯის შეცვლას აშკარად სწყალობენ.

სასწორი

უახლოეს დღეებში რთული არჩევანის წინაშე დადგებით. მიღებული გადაწყვეტილება თქვენს პირად ურთიერთობებზე აისახება — შეიძლება უფრო განამტკიცოს ან სულაც დაანგრიოს. დაოჯახებულ სასწორებს დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ; შესაძლოა სტუმრად ისეთი ადამიანი გეწვიოთ, ვისი ნახვაც ძალიან გაგახარებთ.

ხელიდან ნუ გაუშვებთ სწავლისა და განვითარების შანსს. თუ იღბლის იმედად ყოფნას დაგეგმვას და მოქმედებას ამჯობინებთ ეს მიდგომა ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ.ხანდაზმულ სასწორებში მოსალოდნელია არტერიული წნევის ცვალებადობა, ამიტომ დიდ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას ერიდეთ. მალე თქვენი ფიზიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება, მანამდე კი ვარსკვლავები გირჩევენ, ენერგია უსარგებლო საქმეში არ დახარჯოთ.

მორიელი

ამ დღეს შესაძლოა, ძველი სიყვარული გაიხსენოთ და მისი დაბრუნება სცადოთ. მოერიდეთ უხეშობას და საყვარელ ადამიანებს უმიზეზო საყვედურებით ნუ აავსებთ. პლანეტები გირჩევენ, მნიშვნელოვანი საქმეების დასრულება სამომავლოდ არ გადადოთ. უკეთესია, მოვალეობებს რაც შეიძლება სწრაფად გაართვათ თავი, დასვენებაზე კი მერე იფიქროთ. შესაძლოა, ბიზნესმენებმა ზოგიერთ პარტნიორთან თანამშრომლობა გაწყვიტონ — დაშორების მიზეზი ფინანსურ საკითხებზე შეუთანხმებლობა გახდება. თუ ავტომობილს მართავთ, უახლოეს პერიოდში გზებზე სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. თუ მუდმივ დაღლილობას გრძნობთ, ვიტამინების მიღება უნდა დაიწყოთ.

მშვილდოსანი

თუ პირად ურთიერთობებში ინიციატივას არ გამოიჩენთ, საინტერესო რომანტიკული ნაცნობობის შანსს ხელიდან გაუშვებთ. თუმცა, ვინ იცის, იქნებ ასე სჯობდეს კიდეც! ამ დღის ერთადერთი საფრთხე გადაჭარბებული ენერგიაა, რომელმაც შეიძლება აგრესია წარმოშვას, ამიტომ ეცადეთ, ემოციური ფონი აკონტროლოთ.

კოლეგებთან ურთიერთობა თქვენი წარმატების მთავარი გასაღები გახდება. ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას თავშეკავება გამოიჩინეთ - ნაჩქარევ დაპირებებს ნუ გასცემთ და უკვე აღებულ ვალდებულებებს პასუხისმგებლობით მოეკიდეთ. ეს დღე ძალების სწრაფ მობილიზებას მოითხოვს. საღამოსთვის შესაძლოა ფიზიკურადაც და სულიერადაც გამოფიტული იყოთ, თუმცა მიღწეული შედეგები დიდ კმაყოფილებას მოგიტანთ. ძალების აღდგენაში ვარჯიში და სწორად დაბალანსებული კვება დაგეხმარებათ.

თხის რქა

თუ მარტოობით იტანჯებით და ხანგრძლივ ურთიერთობაზე ოცნებობთ, ამ დღეს ყველა საქმე გადადეთ და ყურადღება პირად ცხოვრებაზე გადაიტანეთ. საკმაოდ მძიმე დღეა — მთლიანად სამუშაო პროცესში იქნებით ჩაფლული. ახლობლებისთვის დრო საერთოდ არ გრჩებათ, მათ კი თქვენი გვერდით ყოფნა სჭირდებათ. ეცადეთ, ეს სიტუაცია გამოსწოროთ.

დაქირავებულ თანამშრომლებს ვურჩევთ, რომ ხელმძღვანელობას თვალში არ მოხვდნენ, თორემ შეიძლება დამატებითი დავალებებით დატვირთონ. პლანეტების განლაგება ისეთია, რომ ზედმეტი აქტიურობისგან თავი უნდა შეიკავოთ. იმუნიტეტის ასამაღლებლად ყოველდღიურ რუტინაში ნელ-ნელა ფიზიკური აქტივობა ჩართეთ. დღეიდან უმოძრაობა თქვენი ნომერი პირველი მტერი უნდა გახდეს!

მერწყული

ახლა საუკეთესო დროა სულიერი წონასწორობის აღდგენისა და თავდაჯერების დასაბრუნებლად. დღეს სიჩქარე და აფორიაქება არაფერში გჭირდებათ — დროის სწორად დაგეგმვა და მეთოდურად მოქმედება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. დღის მეორე ნახევარში არ არის გამორიცხული მეზობლებთან უთანხმოება.

თქვენი ენერგიულობა პიკზეა, ასე რომ, ახალი პროექტების დაწყება ნუ შეგეშინდებათ. შესაძლოა, მალე გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო დამატებითი ფინანსური რესურსები დაგჭირდეთ — იფიქრეთ როგორ შეამციროთ ყოველდღიური დანახარჯი. კვებითი ჩვევების შეცვლა დაგეხმარებათ, სასურველ ფიგურასა და დასახულ მიზნებს მიაღწიოთ.

თევზები

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას ფანტაზია და საზრიანობა გამოიჩინეთ — ეს თქვენს სიყვარულს ახალ ფერებს შეძენს. ელოდეთ სასიამოვნო ამბებს ახლო მეგობრისგან ან ნათესავისგან, რაც ურთიერთობებს არა მხოლოდ ოჯახში, არამედ მის გარეთაც განამტკიცებს.

შეგიძლიათ დღეიდან ძალების დაზოგვა დაიწყოთ — მოქმედების დრო მოგვიანებით დადგება. მალე თქვენ წინაშე პიროვნული და კარიერული ზრდის ბრწყინვალე პერსპექტივები გადაიშლება. შემოსავლის ახალ წყაროებთან დაკავშირებით რჩევა მეგობრებსა და ნაცნობებს ჰკითხეთ. ფინანსური კეთილდღეობისთვის შეგიძლიათ რიტუალებიც კი ჩაატაროთ! დღეს გაგიჩნდებათ სურვილი, რომ მავნე ჩვევებს დაემშვიდობოთ და სასარგებლო უნარები შეიძინოთ. შეგიძლიათ, დღევანდელი დღის პოზიტიური ენერგეტიკა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად გამოიყენოთ!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნ...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge