დღის ჰოროსკოპი

5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

გაურკვევლობაში ყოფნა იმაზე მეტად გაწუხებთ, ვიდრე ყველაზე უსიამოვნო სიმართლე. სწორედ ამიტომ, საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი აუცილებელია, თუნდაც ეს დიალოგი რთული იყოს. ერიდეთ უცნობ ადგილებში სიარულს და უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამცირეთ. შეგიძლიათ ნათესავების მხრიდან ემოციური მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. სავარაუდოდ, გარშემომყოფებთან ურთიერთობა დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. მოგიწევთ, საკუთარ თავს ძალა დაატანოთ, რათა პროფესიული მოვალეობები შეასრულოთ ან არასასიამოვნო ადამიანებთან იურთიერთოთ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, შეხვედრები და სატელეფონო ზარები მაქსიმალურად შეზღუდოთ. გვიან საღამოს მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, ვალის აღებას ან ფულის გასესხებას. დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ ფეხებში სიმძიმისა და შეშუპების მოსახსნელად, კონტრასტული შხაპი მიიღეთ.

კურო

თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებების პერიოდი იწყება. მოსალოდნელია საინტერესო ადამიანის გამოჩენა, რომელიც თქვენს ბედზე მნიშვნელოვან კვალს დატოვებს. ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში მეტი თავშეკავება გამოიჩინეთ, რათა ზედმეტი არაფერი თქვათ და ვინმეს არ აწყენინოთ. სამსახურში გამოჩენილი ენთუზიაზმის მიუხედავად, სასურველი შედეგის მიღებას ვერ ახერხებთ. უპერსპექტივო პროექტებზე უარი თქვით და ყურადღება იმაზე გადაიტანეთ, რაც კარგად გამოგდით. გახსოვდეთ, რომ ინვესტირება კეთილდღეობის გაზრდის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, ამიტომ თუ დანაზოგი გაქვთ, მოიფიქრეთ, როგორ დააბანდოთ მაქსიმალური სარგებლით. მავნე ჩვევებთან დასამშვიდობებლად უკეთეს პერიოდს ვერ იპოვით. თავი დაანებეთ მოწევას, ეს დიდი ხანია, მოდური არ არის.

ტყუპები

ინტიმურ თემებზე საუბარი დაგეხმარებათ, საკუთარ გრძნობებსა და სურვილებში გაერკვეთ. ურთიერთგაგების მისაღწევად მაქსიმალურად გულწრფელი უნდა იყოთ. თუ ახლობელი ადამიანის საიდუმლო მოსვენებას არ გაძლევდათ, დღეს შეიძლება ფარდა ახადოთ, თუმცა ეს შვებას და სიხარულს არ მოგიტანთ — ზოგი რამის ცოდნას სჯობს, ისევ არაფერი იცოდეთ. პლანეტა ვენერას მფარველობის გამო ახლა შემოქმედებით თვითგამოხატვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ვარსკვლავები ამისთვის უამრავ შესაძლებლობას გპირდებიან. ეცადეთ, ფული გონივრულად განკარგოთ. მოერიდეთ დაუფიქრებელ შენაძენებს და ფულს ნუ გაასესხებთ, რადგან მალე დიდი თანხა დაგჭირდებათ. კულინარიულ ცდუნებებს ნუ აჰყვებით — ამ დღეს ზედმეტი კალორიები თქვენს სხეულზე განსაკუთრებით ადვილად აისახება.

კირჩხიბი

დღევანდელი დღე პრინციპული მოქმედებისა და საკუთარი პოზიციის ჯიუტად დაცვისთვის არ გამოდგება. ცოტა მოითმინეთ — პლუტონისა და მერკურის კვინკონსი მიგვანიშნებს, რომ თავის წარმოჩენას ძალიან მალე შეძლებთ. დღეს შეგიძლიათ ოჯახის წევრებისა და კეთილგანწყობილი ადამიანების მხარდაჭერას დაეყრდნოთ. პლანეტების განლაგება საყოველთაო პატივისცემასა და გარშემომყოფებთან შესანიშნავ ურთიერთობას გიწინასწარმეტყველებთ. ბიზნესმენებს წარმატებული პერიოდი ეწყებათ — მალე რამდენიმე მოგებიანი ხელშეკრულების დადებას შეძლებთ. მოსალოდნელია საინტერესო ბიზნესიდეის გაჩენაც, რაც დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დროა ქრონიკული დაავადებების მკურნალობისთვის, თუმცა თვითმკურნალობას მოერიდეთ და ექიმს მიმართეთ.

ლომი

დროა, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სიცხადე შეიტანოთ და პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ. ეს დღე სავსეა პროფესიული შესაძლებლობებით — ხელმძღვანელობა პერსპექტიულ თანამდებობას შემოგთავაზებთ და შეგიძლიათ თამამად დათანხმდეთ. ამ დღეს შეიძლება კონკურენტების კომერციული საიდუმლოც კი გაიგოთ, თუმცა საპასუხო გულახდილობას ნუ იჩქარებთ და საკუთარ გეგმებს ნურავის გაანდობთ. არ არის გამორიცხული, რომ იმ ადამიანებთან ურთიერთობა მოგიწიოთ, რომლებმაც წარსულში გული გატკინეს.იდეალური დღეა სპორტისთვის, ასე რომ, ფიზიკური ფორმის გაუმჯობესების შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ.

ქალწული

ამ დღეს შანსი მოგეცემათ, რომ პაემანზე დაპატიჟოთ ადამიანი, რომლის მიმართაც გულგრილი არ ხართ. კოსმოსური ენერგიები დასახული გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ. საშუალება გექნებათ, რომ წარსულში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში წარმოქმნილი უთანხმოება მოაგვაროთ. გაითვალისწინეთ, რომ საყვარელ ადამიანზე ზეწოლამ შეიძლება უთანხმოება და სკანდალი გამოიწვიოს. მალე ინიციატივის აღება და დაგროვილი საქმეების მოგვარება მოგიწევთ. საუკეთესო დროა ახალი ავეჯის შეძენისთვის, რომელსაც დიდი ხანია, აკვირდებით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ეჭვიანობის შემოტევები და საკუთარი ჯანმრთელობის გამო უსაფუძვლო შიშები.

სასწორი

ეტყობა, კუპიდონმა ისრების მთელი მარაგი თქვენი რჩეულისკენ მიმართა — ეცადეთ, ეს შანსი მაქსიმალურად გამოიყენოთ! სიფრთხილე გამოიჩინეთ: ჭორებმა და ბოროტმა ენებმა შესაძლოა, დიდი ზიანი მოგაყენონ. სხვის საუბრებში და მით უმეტეს, დაპირისპირებებში ნუ ჩაერთვებით. არასოდეს დაივიწყოთ ადამიანები (განსაკუთრებით ბიზნესპარტნიორები), რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარნენ — მეგობრების უგულებელყოფით მხოლოდ ცუდ კარმას დააგროვებთ. ფინანსურ საქმეებში წარმატებული პერიოდი იწყება — შემოსული თანხა ყველა პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისი იქნება. ამ ნიშნის ზოგი წარმომადგენელი დაგროვილი სტრესის ალკოჰოლით მოხსნას შეეცდება, თუმცა ჰოროსკოპი ამბობს, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი არ არის.

მორიელი

მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გელით. წარუშლელი შთაბეჭდილების მოსახდენად ეცადეთ, წინასწარ მოემზადოთ. ამ ნიშნის დაოჯახებულ წარმომადგენლებს მშვიდი და უღრუბლო ცხოვრება ელით — შეგიძლიათ კამათი და სკანდალები დროებით დაივიწყოთ. ახალი ემოციებისა და შთაბეჭდილებების საჭიროებას მწვავედ გრძნობთ და მზად ხართ, ნებისმიერ საინტერესო პროექტს შეეჭიდოთ. გირჩევთ, დასახული მიზნების მისაღწევად ახალი გზები ეძებოთ — ძველი ხერხებით თუ იმოქმედებთ, განსხვავებულ შედეგს ნუ დაელოდებით. გირჩევთ, მკურნალ ექიმს ვიტამინების შესაფერისი კომპლექსის შერჩევა სთხოვოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება თქვენი ყველაზე თამამი ფანტაზიებიც კი ახდეს. ენდეთ შინაგან ინტუიციას — ის არ გიღალატებთ! დაოჯახებულმა მშვილდოსნებმა ერთობლივ შვებულებაზე უნდა იფიქროთ, ეს ურთიერთობების განახლებაში დაგეხმარებათ. ყველა საქმის ერთდროულად კეთებას ჯობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი აირჩიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაწყებული საქმის დასრულებას ვერ შეძლებთ. გამორიცხული არ არის, რომ მომგებიანი გარიგება მიიღოთ, რომელიც კარგი შემოსავლის წყაროდ იქცევა. ფინანსური თვალსაზრისით, ამ ნიშნის უმრავლესობისთვის წარმატებული პერიოდი იწყება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფული უნდა ფანტოთ. დადგა დრო, ჯანმრთელობის იმ პრობლემას მიხედოთ, რომელიც დიდი ხანია, მოსვენებას არ გაძლევთ.

თხის რქა

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლოა გარკვეულმა სირთულეებმა თავი იჩინოს, თუმცა გულთან ახლოს ნუ მიიტანთ და შერიგების შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, მომხდარის მიზეზი დაადგინოთ. კარგი იქნება, საკუთარ შეცდომებზე ისწავლოთ და სხვების რჩევაზე მეტად საკუთარ გამოცდილებას დაეყრდნოთ. გირჩევთ, ოჯახურ თათბირზე გასული თვის შედეგები შეაჯამოთ და ახალი სამოქმედო გეგმა შეადგინოთ. გახსოვდეთ, რომ თქვენს პრობლემებს არავინ მოგიგვარებთ, ამიტომ დამოუკიდებლად მოქმედება მოგიწევთ.

მერწყული

საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში მეტისმეტად შებოჭილი ნუ იქნებით — თქვენგან უფრო გადამჭრელ ნაბიჯებს ელიან. ზოგჯერ ადამიანები გადაკვრით ნათქვამ სიტყვებს ვერ იგებენ, ამიტომ ეცადეთ, ყველასთვის გასაგებად ისაუბროთ. გახსოვდეთ, რომ თავდაჯერება და პარტნიორის პატივისცემა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. მოულოდნელი შემოწმების გამო შეიძლება სამსახურში სიტუაცია დაიძაბოს, თუმცა მოთმინება და პროფესიონალიზმი პრობლემების გადალახვაში დაგეხმარებათ. ხანდაზმულ მერწყულებს თავის ტკივილი და არტერიული წნევის ცვალებადობა ელით.

თევზები

შინაგან ხმას ნუ უგულებელყოფთ და ის რთული ვითარებიდან გამოსავალს დაგანახვებთ. ეცადეთ, უთანხმოება და ცხარე დისკუსიები თავიდან აიცილოთ და სოციალურ ქსელში პროფილი განაახლოთ — შესაძლოა, ახალი შესაძლებლობები სრულიად მოულოდნელი ადგილიდან გაჩნდეს. უარი თქვით ახალ ფინანსურ გარიგებებზე —შესაძლოა ზოგი პერსპექტივა მიმზიდველად გამოიყურება, თუმცა ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები, ამიტომ გირჩევთ, ხარჯები აკონტროლოთ და უსარგებლო ნივთების შეძენას მოერიდოთ. შემოქმედებითი პოტენციალი იზრდება, რაც ახალი საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნ...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge