4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00 ხუთ. 3 სექტემბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ვარსკვლავები მარტოხელებს ურჩევენ, სიმპათიური ადამიანის გაცნობის ყველა საშუალება გამოიყენონ. ამ დღეს ემოციების მართვა იოლი არ იქნება, ამიტომ თითოეული სიტყვა და ნაბიჯი უნდა აკონტროლოთ, რათა მეგობრებთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. გამორიცხული არ არის, უახლოეს ხანში ახალი სამსახური იპოვოთ, რაც ბედის ნამდვილ საჩუქრად იქცევა. შეგიძლიათ გრძელვადიან პროექტებში თამამად ჩაერთოთ და ფინანსურ საქმეებს გადახედოთ. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ნაბახუსევი, თავის ტკივილი და სხვა უსიამოვნო სიმპტომები.
კურო
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პირად ცხოვრებაში ყველაზე მეტად საკუთარ ინტუიციას დაეყრდნოთ. ეცადეთ, უმნიშვნელო მიზეზის გამო საყვარელ ადამიანს გული არ ატკინოთ. შინაგანი ხმა სწორ გადაწყვეტილებებს მიგანიშნებთ, ამიტომ ამ დღეს სხვების რჩევებს ნაკლები უნდა უსმინოთ. ამ დღეს ყველაზე მეტად ურთიერთობებში სიყალბეს და ორპირ ქცევას უნდა მოერიდოთ — გულწრფელობა ყველა დაკეტილი კარის გახსნაში დაგეხმარებათ. თუ დახმარება გჭირდებათ, ახლა საუკეთესო დროა, რომ ითხოვოთ. ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, რომ საქმიანობა გააფართოოთ, საჭირო კავშირები დაამყაროთ და კოლეგებთან ერთად სამომავლო პერსპექტივები განიხილოთ. ასტროლოგები ამ დღეს სესხის აღებას არ გირჩევენ — თუ თანხა სასწრაფოდ გჭირდებათ, უმჯობესია ახლობლებს მიმართოთ. შესაძლოა ძველმა ტრავმებმა თავი შეგახსენოთ, განსაკუთრებით სახსრებს გაუფრთხილდით.
ტყუპები
ყურადღებით იყავით, დღეს თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის საკმაოდ სახიფათო დღეა. ქონებრივი თუ ფინანსური ოჯახური საქმეები თქვენს უშუალო ჩართულობას მოითხოვს. მოულოდნელი პრემია ან ახლობელი ადამიანისგან მიღებული ფინანსური მხარდაჭერა ძალიან დროული აღმოჩნდება — გაჩნდება შანსი, რომ ვალები გაისტუმროთ და საბანკო ვალდებულებები დაფაროთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ნუ იჩქარებთ, რათა შეცდომები არ დაუშვათ. თუ ჭარბი წონის სწრაფად დაკლება გსურთ, დიეტის დასაწყებად ხელსაყრელი დღეა.
კირჩხიბი
თუ მარტოხელა ხართ, გრძნობებს გაუფრთხილდით და მოვლენებს ნუ დააჩქარებთ! დაოჯახებულებმა კი გაითვალისწინეთ, რომ ურთიერთობაში მხოლოდ მიღება საკმარისი არ არის — გაცემაც აუცილებელია. საქმეებში წარმატება გელით, თუმცა ყველაფერს თვითდინებაზე ნუ მიუშვებთ და ნუ იფიქრებთ, რომ მუდმივად ასე იქნება. მშვენიერი დღეა იმ ნივთის შესაძენად, რომელსაც დიდი ხანია აკვირდებით — აქტიური მერკური განსაკუთრებული ალღოთი დაგაჯილდოებთ, რაც ხარისხიანი ნივთის შერჩევაში დაგეხმარებათ. თქვენი განწყობა დღეს მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული, ამიტომ ეცადეთ უსიამოვნო ფიქრები თავიდან მოიცილოთ.
ლომი
შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა იგრძნო, რომ ყურადღებას აკლებთ. პრეტენზიების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუმცა ამისთვის დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ. იმდენად დაღლილი ხართ, რომ შეიძლება, ჯავრი სრულიად უდანაშაულო ახლობლებზე იყაროთ. დამშვიდდით, ვითარება ძალიან მალე უკეთესობისკენ შეიცვლება. ხელმძღვანელობის ზედმეტ ყურადღებას ნუ მიიპყრობთ, რადგან არაკეთილსინდისიერი კოლეგები შეეცდებიან, საკუთარი შეცდომები თქვენ გადმოგაბრალონ. მაღაზიების შემოვლას ნუ იჩქარებთ — დღევანდელი შენაძენი წარუმატებელი აღმოჩნდება. მოსალოდნელია სიახლე, რომელიც თქვენს საქმიანობაზე მოახდენს გავლენას. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს — არსებობს ინფექციის შეყრის ან ფულის დაკარგვის რისკი.
ქალწული
სასიყვარულო ურთიერთობებში გაჩენილი პრობლემები სატურნის დესტრუქციული ენერგიის დამსახურებაა, თუმცა დღეიდან ვითარება ჩვეულ კალაპოტში ჩადგება. თქვენსა და საქმიან პარტნიორს შორის მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა — ეცადეთ, ყველაფერზე გულახდილად ისაუბროთ და წყენა გულში არ დაიტოვოთ. შეძლებისდაგვარად, მოერიდეთ საჭესთან დაჯდომას. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგიც — მიზეზი პარტნიორებისადმი ზედმეტი ნდობაა. ნერვულმა დაძაბულობამ შეიძლება ძილის ხარისხზე იმოქმედოს, ამიტომ შეგიძლიათ კატაბალახა ან მცენარეული წარმოშობის სხვა დამამშვიდებელი საშუალებები მიიღოთ.
სასწორი
საოჯახო საქმეების გამო ახალი ნაცნობობისა და ურთიერთობების დასაწყებად დრო აღარ დაგრჩებათ, სამაგიეროდ ყველაფრის გაკეთებას მოასწრებთ, რასაც სამომავლოდ ინახავდით. დღის დასაწყისი საკმაოდ ქაოსური იქნება და ემოციების შეკავება მშვიდი ბუნების ადამიანებსაც კი გაუჭირდებათ. მოსალოდნელია კამათი, დაპირისპირება და უმიზეზო აგრესიაც კი. პროფესიულ საქმიანობაში უძრაობა შეინიშნება, ამიტომ, თუ კარიერული ზრდა გსურთ, სწორი მიმართულებით მოქმედება უნდა დაიწყოთ. მშვენიერი დღეა მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელების, ინვესტიციებისა და ძვირად ღირებული ნივთების შესაძენად — თქვენი ოცნებები შესაძლოა, ასრულდეს. სპორტულ დარბაზში გადაღლას მოერიდეთ, რადგან დღეს ტრავმებისა და სახსრების დაზიანების რისკი იმატებს.
მორიელი
თქვენი ახალი იმიჯით ყველას მოხიბვლას შეძლებთ — მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლებიდან დაწყებული, საკუთარი უფროსით დამთავრებული. სავარაუდოდ, ოჯახის ფინანსურ მიზნებს გადახედვა სჭირდება — ბიუჯეტის გეგმა შეადგინეთ და მოიფიქრეთ, საიდან შეგიძლიათ თანხის დაზოგვა. ფინანსურ გარიგებებთან სიფრთხილე გამოიჩინეთ — ერთი მცდარი ნაბიჯი და შესაძლოა, მნიშვნელოვანი თანხა დაკარგოთ. უმჯობესია, ეს დღე ოჯახურ გარემოში გაატაროთ. ვარჯიში სასარგებლოა, მაგრამ ორგანიზმს ფიზიკურ გამოფიტვამდე ნუ მიიყვანთ, რადგან ამ კვირაში თქვენი ენერგეტიკა დაქვეითებულია.
მშვილდოსანი
არახელსაყრელი გარემოებები ან შურიანი ადამიანების ინტრიგები გაიძულებთ, საკუთარი სახელი და ღირსება დაიცვათ. მიზნის მისაღწევად შესაფერის მომენტს უნდა დაელოდოთ და მშვიდად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იმოქმედოთ. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ საოჯახო და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაზე იზრუნოთ. შესაძლოა, ახალი, საინტერესო იდეა გეწვიოთ, რომელიც მომავალში დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ. თუ საღამოს თავი შეუძლოდ იგრძენით მიზეზი თქვენი მეტისმეტი ემოციურობა იქნება.
თხის რქა
თუ საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით უსიამოვნო ინფორმაცია მიიღეთ, სცენების მოწყობამდე ეცადეთ, გულახდილად დაელაპარაკოთ და სიმართლე გაარკვიოთ. პროფესიულ საქმიანობაში მთელი ძალისხმევა მიმდინარე საქმეების დასრულებისკენ უნდა მიმართოთ. პლანეტები გირჩევენ, ახალი პროექტების დაწყებამდე დაწყებული საქმეები აუცილებლად დაასრულოთ. კოლეგებთან ურთიერთობამ შესაძლოა გაუგებრობა გამოიწვიოს ან საწყისი გეგმების შეცვლა გაიძულოთ, ძველი მეგობრები კი ღირებულ რჩევას მოგცემენ. ხელიდან ნუ გაუშვებთ საინტერესო შეთავაზებას, რომლითაც დღეს ნაცნობი ადამიანი მოგმართავთ — შანსი გაგიჩნდებათ, რომ მნიშვნელოვანი თანხა გამოიმუშაოთ. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში ურანის უარყოფითი ზემოქმედება იგრძნოთ, რაც ანთებით პროცესებს და ტრავმებს უკავშირდება.
მერწყული
ამ დღეს გააცნობიერებთ, რამდენად რთულია პირადი ცხოვრების აწყობა, თუმცა ჰოროსკოპი გპირდებათ, რომ მალე ცხოვრების მეგზურს იპოვით. ეს საღამო ოჯახს უნდა დაუთმოთ, განსაკუთრებით — თუ დიდი ხანია ახლობლების გარემოცვაში არ ყოფილხართ. თუ ახალ პროექტზე მუშაობთ, აუცილებლად პარტნიორების მხარდაჭერა ან გავლენიანი მფარველების თანხმობა უნდა მოიპოვოთ. რა თქმა უნდა, ბედნიერ მომავალზე ოცნება სასიამოვნოა, მაგრამ ახლა ოცნებების ნაცვლად, მოქმედების დროა! თუ გაქვთ მიზანი და სამოქმედო გეგმა იდეალურ დროსა და ხელსაყრელ შემთხვევას ნუ დაელოდებით - ახლავე იმოქმედეთ. დღეს სასურველია ცხიმიან კერძებსა და ალკოჰოლს მოერიდოთ — სატურნი მე-5 სახლში გადადის, რაც ინტოქსიკაციის ალბათობაზე მიუთითებს.
თევზები
ეს დღე ხელსაყრელია ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის, თუმცა გონივრულად უნდა იმოქმედოთ და გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ. სავარაუდოდ, საშუალება გექნებათ, კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ ადამიანებზე, რომლებიც ადრე თქვენს უნარებს ვერ ამჩნევდნენ. დღის მეორე ნახევარში თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი გაძლიერდება. ამ დღეს დიდ ხარჯებსა და სარისკო ინვესტიციებს უნდა მოერიდოთ. თუ შინაგან შფოთს და მოუსვენრობას ვერ ერევით, ჯობია დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართოთ. ამ დღეს ცხიმიანი საკვები თქვენს ორგანიზმს ნამდვილად ავნებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან