25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
20:00 ორშ. 24 აგვისტო
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თქვენს პირად ცხოვრებაში რომანტიკისა და სიყვარულის პერიოდი იწყება. საყოფაცხოვრებო კონფლიქტების ერთ ღამეში მოგვარება ყოველთვის არ გამოდის, თუმცა პრობლემურ საკითხებზე თვალი არ უნდა დახუჭოთ. მზად იყავით კომპრომისებისთვის, თუმცა საკუთარი ინტერესებიც არ დაივიწყოთ. უმჯობესია, სარისკო ფინანსური გარიგებები სხვა დღისთვის გადადოთ. უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლიათ სანდო და გამოცდილი იურისტი დაიხმაროთ. დროა, სულიერი ენერგიის აღსადგენად ყოველდღიურ ორომტრიალს გაერიდოთ. წარსულით ნუ ცხოვრობთ — დროა ძველს დაემშვიდობოთ და მომავლისკენ იყუროთ.
კურო
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები შეიტანოთ. დაგეგმეთ რომანტიკული ვახშამი ან უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად, ქალაქგარეთ გაატარეთ. დღეს ოჯახური ურთიერთობები სიხარულით იქნება სავსე. საყოფაცხოვრებო პრობლემებს ერთობლივი ძალისხმევით მარტივად მოაგვარებთ. სამსახურში ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება მოგიწევთ, თუმცა ამან არ შეგაშინოთ — თქვენი ზოდიაქოს ნიშანი ასეთ ამოცანებს ადვილად უმკლავდება. შესაძლოა, უახლესი წარსულის უსიამოვნო ისტორიები თქვენს განწყობაზე გავლენას ჯერ კიდევ ახდენს, ამიტომ უმჯობესია ჩვეულებრივი, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ.
ტყუპები
ვენერას გავლენით თქვენი მიმზიდველობა საგრძნობლად მოიმატებს, რაც პირად ცხოვრებაზე დადებითად აისახება. მარტოხელებს შანსი ეძლევათ, ახალი სიყვარულის ისტორია დაიწყონ, ხოლო დაოჯახებულებს — საყვარელი ადამიანების გვერდით დრო სასიამოვნო გაატარონ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ პარტნიორის წარსულის მიმართ ზედმეტი ინტერესის გამოჩენამ შეიძლება დაპირისპირება და გაუგებრობა გამოიწვიოს. საბუთებთან მუშაობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. დარწმუნდით, რომ არ დაგიშვიათ შეცდომა, რომელმაც შეიძლება რეპუტაციული ზიანი მოგაყენოთ. პროფესიულ სფეროში მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები. ეცადეთ, ორგანიზმი ენერგეტიკული სასმელებით არ გადატვირთოთ.
კირჩხიბი
მარტოხელა კირჩხიბებმა კომუნიკაციური უნარების დახვეწას მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ — ამით სიყვარულის პოვნის შანსს გაზრდით! გირჩევთ საყვარელ ადამიანს თუნდაც მცირედი საჩუქარი გაუკეთოთ. დადგა დრო, მზრუნველობა და ყურადღება გამოიჩინოთ. დღეს შრომისუნარიანობის პიკზე ხართ და ხელმძღვანელობის ნებისმიერ დავალებას პირნათლად შეასრულებთ. დიდი ძალისხმევის წყალობით, თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. ამ დღეს ჯანმრთელობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. თვალი ადევნეთ ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას, სპორტით დაკავდით და პრობლემების გაჩენისთანავე ექიმს მიმართეთ.
ლომი
ამ დღეს შეძლებთ საყვარელი ადამიანი ახალი ვნებითა და შთაგონებით გააოცოთ. ეცადეთ პირად ურთიერთობებში მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ. სამსახურში მეტი უსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ და შეიძლება თქვენი კონკურენტების საიდუმლო გაიგოთ. თავდაჯერება და პასუხისმგებლობის აღების უნარი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. დღეს იპოვით სწორ გამოსავალს, რომელიც რთული სიტუაციიდან დაგიხსნით. საღამოს შეიძლება ახალი იდეის გარშემო ადამიანები გააერთიანოთ. გამონახეთ დრო ფიზიკური აქტივობისთვის — ხანმოკლე ვარჯიშსაც კი შეუძლია განწყობა გაგიუმჯობესოთ და ენერგიის დონე აგიმაღლოთ.
ქალწული
ემოციებითა და ვნებებით სავსე დღეა. მზად იყავით საყვარელ ადამიანთან რთული საუბრისთვის — შესაძლოა, მან ძველი წყენა გაგიხსენოთ და ბოდიშის მოხდა მოგთხოვოთ. თუ ოპონენტის არგუმენტების მშვიდად მოისმენთ, შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა თავიდან აიცილოთ. ითანამშრომლეთ გარშემომყოფებთან და ურთიერთსასარგებლო კავშირები დაამყარეთ. შესაძლოა, უძრავი ქონების შეძენა ძალიან მოგებიან ინვესტიციად იქცეს. საღამოს მსუბუქი სპორტული ვარჯიშით დაკავდით — აქტიური დასვენება სულიერი ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
სასწორი
თქვენს პირად ცხოვრებაში დიდი ხნის ნანატრი ცვლილებები იწყება. მარტოხელა სასწორებს შანსი აქვთ, რომ სიყვარული მეგობრების გარემოცვაში იპოვონ. ვარსკვლავები ოჯახის წევრებს შორის მოსალოდნელ კონფლიქტების შესახებ გაფრთხილებენ. ნუ შეგაშინებთ საკუთარი მოსაზრების გამოთქმა, თუნდაც ის საყოველთაოდ მიღებულ წესებს ეწინააღმდეგებოდეს. თქვენმა სიმამაცემ შეიძლება გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს. თუ „ზედმეტი ფული“ გაგიჩნდათ, დროა მის დაბანდებაზე იფიქროთ, თორემ ინფლაციამ შეიძლება თქვენი დანაზოგი შეიწიროს. საუკეთესო დროა მხედველობისა და ნერვული სისტემის დაავადებათა მკურნალობისთვის.
მორიელი
ამ დღის მთავარი რისკი პრინციპულობა და სიჯიუტეა. დაოჯახებულ მორიელებს საყოფაცხოვრებო პრობლემებთან გამკლავება მოუწევთ. შეგიძლიათ რუტინას გვერდი აუაროთ, თუმცა არ არის გამორიცხული, მომავალში ეს სანანებელი გაგიხდეთ. თუ სხვა ადამიანების სკანდალის ან დავის ცენტრში აღმოჩნდით, ეცადეთ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოთ და კონფლიქტს რაც შეიძლება სწრაფად გაერიდოთ. ხელსაყრელი დროა სტომატოლოგთან ვიზიტისა და პროფილაქტიკური შემოწმებისთვის.
მშვილდოსანი
ახალი, საინტერესო ნაცნობობა შეიძლება თბილ, მეგობრულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. დღეს თქვენი კომუნიკაბელურობა წარმატების გასაღებია — განავითარეთ უნარი, რომელიც სამსახურშიც და პირად ცხოვრებაშიც გამოგადგებათ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საუბარი ხელმძღვანელობასთან — დროა, ხელფასის მომატება ითხოვოთ. ვარსკვლავები გვამცნობენ, რომ ამ პერიოდის ინვესტიციები შეიძლება წამგებიანი აღმოჩნდეს. მშვილდოსნებმა, რომლებსაც ჰიპერტონია აწუხებთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან გეომაგნიტური ფონი შეიძლება განწყობაზე უარყოფითად აისახოს.
თხის რქა
საყვარელი ადამიანის შესახებ ბევრ სიახლეს შეიტყობთ და თქვენი ვარაუდების ნაწილი გამართლდება. ამ დღეს შეგიძლიათ რთული საკითხების მოგვარებისას ახლობლების მხარდაჭერისა და დახმარების იმედი გქონდეთ. შესანიშნავი დღეა გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებისთვის. გაუმართლებელ რისკზე წასვლა, მსხვილი შენაძენები ან დიდი ინვესტიციები არასასურველია. ფულს უსარგებლო ნივთებზე ნუ დახარჯავთ — გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი თანხა დაგჭირდეთ. უცნობ ადამიანთან პირადი ცხოვრების განხილვას მოერიდეთ - ვიღაცამ შეიძლება თქვენი სიტყვები არასწორად გაიგოს და ცილი დაგწამოთ.
მერწყული
მარტოხელებს ჰოროსკოპი რომანტიკულ ნაცნობობას ჰპირდება, ხოლო დაოჯახებულებში კეთილგანწყობილი ვენერა ურთიერთლტოლვას გააძლიერებს. იდეალური დღეა ერთობლივი საქმიანობისთვის. მიზნისკენ სვლის პროცესი შესაძლოა შეფერხდეს, რაც გუნებას გაგიფუჭებთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ახლობლების მიმართ აგრესიის გამოვლენა სრულიად უადგილოა. ფული არ გყოფნით, ცხოვრება კი სულ უფრო ძვირდება? დიახ, ეს პრობლემა ახლა თქვენი ნიშნის ბევრ წარმომადგენელს აწუხებს, თუმცა სიტუაცია მალე უკეთესობისკენ შეიცვლება! დღის მეორე ნახევარში იუპიტერის მფარველობა ენერგიასა და სიცოცხლისუნარიანობას შეგმატებთ. ეცადეთ, ეს ხელსაყრელი შესაძლებლობა გონივრულად გამოიყენოთ.
თევზები
ახლა რომანტიკის ნაკლებობას ბევრი უჩივის, იქნებ თქვენ რაღაც განსხვავებული ჩაიდინოთ და გარშემო მყოფები გააოცოთ? ეცადეთ, გამონახოთ დრო შვილებისა და უახლოესი ადამიანებისთვის, თუნდაც ძალიან დატვირთული იყოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ზომიერება შეინარჩუნოთ და უსაფუძვლოდ დიდ ხარჯებს მოერიდოთ. სულ მალე შესაძლოა გარდერობის განახლების სურვილი გაგიჩნდეთ. სახსრები არ გადატვირთოთ — არსებობს მყესის დაჭიმვის საფრთხე, რომლის მკურნალობას დიდი დრო დასჭირდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან