დღის ჰოროსკოპი

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

58 წუთის წინ

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

გამონახეთ დრო საკუთარი გარეგნობისთვის. მარტოხელებს, რომლებიც მეწყვილეს ეძებენ, ახლა ყველაზე მეტად საგულდაგულოდ შერჩეული იმიჯი სჭირდებათ. ხელსაყრელი დროა ოჯახთან ერთად დასვენებისა და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. ერთად გატარებული დრო ახალი ძალითა და ენერგიით აგავსებთ. ამ დღეს არსებობს ცრუ ინფორმაციის მიღების რისკი, რომლის ამოცნობა გაგჭირდებათ, მასზე დაყრდნობით კი შეიძლება მძიმე შეცდომები დაუშვათ. ასტროლოგიური პროგნოზი გირჩევთ, რომ ფინანსურ საკითხებში მხოლოდ საკუთარ ინტუიციას ენდოთ. ეცადეთ, მოიცილოთ ყველაფერი, რაც გღლით და გაღიზიანებთ. უარი თქვით მავნე ჩვევებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგრძნობთ, როგორ უარყოფითად აისახება ისინი თქვენს ჯანმრთელობაზე.

კურო

ენდეთ შინაგან ხმას — ინტუიცია ნამდვილად არ მოგატყუებთ. მოსალოდნელია ნათესავების მოულოდნელი სტუმრობა. ეს ამბავი დიდად არ გაგახარებთ, თუმცა შეეცადეთ, ყველაფერს ფილოსოფიურად შეხედოთ. ამჟამად ჯობია ხელმძღვანელობისგან თავი შორს დაიჭიროთ — წინააღმდეგ შემთხვევაში დამატებით მოვალეობებს დაგაკისრებენ. იდეალური დღეა არსებული მდგომარეობის შეფასებისა და სამომავლო გეგმების შედგენისთვის. ფრთხილად იყავით — შესაძლოა, მოვლენები მოულოდნელად თქვენს საზიანოდ შეტრიალდეს. ნუ ისესხებთ ფულს უკიდურესი საჭიროების გარეშე. ყურადღება მიაქციეთ ყოველდღიურ მენიუს. ახლა მსუბუქი დიეტა ძალზე წაგადგებათ. ხშირი თავის ტკივილი და სწრაფი დაღლილობა შესაძლოა, არტერიული წნევის ცვალებადობაზე მიანიშნებდეს.

ტყუპები

იუპიტერისა და პლუტონის კავშირი გირჩევთ, უხერხული კითხვების ასაცილებლად, გარშემომყოფებს საკუთარი მოუთმენლობა დაუმალოთ. თუ დატვირთული განრიგისა და საქმეების გამო პარტნიორს ყურადღებას ვეღარ აქცევთ, შესაძლოა, გულში წყენა ჩაიდოს! სამსახურში საკუთარი ნიჭისა და უნარების წარმოჩენას ნუ მოერიდებით. დაგეგმეთ საქმეები პრიორიტეტების მიხედვით და გეგმას მიჰყევით — სწორად ორგანიზებული სამუშაო ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებთ. კარგი იქნება თუ სამუშაო მაგიდაზე, ლამაზი ქოთნით „ფულის ხეს“ დადგამთ. შესანიშნავი დღეა დიეტის დაწყებისა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე გადასვლისთვის.

კირჩხიბი

ასტროლოგები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება თქვენი ფეთქებადი ხასიათი შეცდომების მიზეზი გახდეს. შესაძლოა, ბოლო დროს ახლობელი ადამიანის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოთ — თანაც არასასიკეთოდ. გირჩევთ, მეგობრებს შეხვდეთ და ბოლო სიახლეები განიხილოთ. დაწყებულ საქმეს შუა გზაზე ნუ მიატოვებთ. იყავით მაქსიმალურად ფრთხილი მეგობრებთან საუბარში, რომ შემთხვევით დაპირისპირება არ გამოიწვიოთ. ზედმეტად მკაცრი დიეტა ორგანიზმისთვის ყოველთვის სასარგებლო არ არის — დროდადრო შეგიძლიათ თავი რამე გემრიელობით გაინებივროთ. მთავარია ზომიერება, რათა არასასურველი შედეგები თავიდან აიცილოთ.

ლომი

სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ვარსკვლავები გირჩევენ, გრძნობების მორევში ჩაიძიროთ, განსაკუთრებით თუ რომანი ახლა იწყება. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი ნათესავი ავად გახდეს ან უსიამოვნო ინციდენტში გაეხვიოს. დღეს მხოლოდ ნაცადი გზებით იმოქმედეთ, ექსპერიმენტებსა და რისკს მოერიდეთ, რომლისკენაც სულიერი განწყობა გიბიძგებთ. კარგი დღეა ოფიციალური მოლაპარაკებების, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ხელმოსაწერად. უახლოეს 24 საათში დაწყებული ნაცნობობა მომავალში ძალიან გამოგადგებათ. იზრუნეთ სხეულის ფორმებზე — დაიწყეთ დილა ვარჯიშით და საღამო გასეირნებით დაამთავრეთ. სასურველია, სპორტულ დარბაზშიც ჩაეწეროთ.

ქალწული

მსუბუქმა ეჭვიანობამ შესაძლოა ურთიერთობას პიკანტურობა შემატოს, თუმცა ზომიერების დაცვა არ დაივიწყოთ. ახალი ნაცნობების ფიცს ნუ ენდობით და მათთან ურთიერთობისას ემოციები აკონტროლეთ. პროვოკაციებს ნუ წამოეგებით. დღის მეორე ნახევარში ოჯახის წევრებთან მოსალოდნელია მცირე უთანხმოება. პრინციპული და თანმიმდევრული ადამიანის სახელი საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაში დაგეხმარებათ. თუ მატერიალური მდგომარეობა არ გაკმაყოფილებთ, სამუშაო ადგილი ან პროფესია შეიცვალეთ, რომელსაც შემოსავალი არ მოაქვს. ფინანსურ დახმარებას ნურავის დაჰპირდებით - ეს ზედმეტ ტვირთად დაგაწვებათ.

სასწორი

ამ დღეს შეიძლება პარტნიორთან განსაკუთრებით მჭიდრო სულიერი კავშირი იგრძნოთ. გირჩევთ ეს ენერგია სწორად გამოიყენოთ — ეს ურთიერთობას სრულიად ახალ დონეზე გადაიყვანს. ამ დღეს ურთიერთობებში მაქსიმალური წინდახედულობა და თავაზიანობა გმართებთ, რომ მცირე გაუგებრობა დიდ სკანდალში არ გადაიზარდოს. თუ გრძნობთ, რომ ამჟამინდელ სამსახურში კარიერულ მაქსიმუმს მიაღწიეთ, დროა საქმიანობის სფეროს შეცვლაზე ან უფრო პერსპექტიული სამსახურის მოძებნაზე იფიქროთ. ამ დღეს მარსი იუპიტერთან დაძაბულ ასპექტში შედის, რის გამოც მსხვილი გარიგებებისა და სავაჭრო ოპერაციების გადადება სჯობს.

მორიელი

თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, დროა ურთიერთობის აღდგენაზე იზრუნოთ. სამსახურში დაუგეგმავი შემოწმება გელით, ამიტომ ფინანსურ დოკუმენტაციას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. შესაძლოა, კოლეგის პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ, მაგრამ ამისთვის გულუხვად დასაჩუქრდებით. მოწინააღმდეგეები ვერ დაგაზიანებენ, თუკი ყველა ნაბიჯი წინასწარ გათვალეთ და ძლიერი არგუმენტები მოიმარაგეთ. თუ გააქტიურდებით, შეიძლება იმაზე მეტს მიაღწიოთ, ვიდრე დაგეგმილი გქონდათ! ასტროლოგები ბიზნესმენებს მსხვილ პროექტებში ინვესტირებას ურჩევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგების მიღება გაჭირდება. თუ მოგზაურობას გეგმავთ, საკუთარ გარეგნობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. შესაძლოა, მგზავრობის დროს გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ახალი ნაცნობობა დიდ სიყვარულში გადაიზარდოს — ახლა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება ეს ურთიერთობა. უთანხმოების ყველა მიზეზი წარსულში დარჩა, მშვიდობისა და სიმშვიდის პერიოდი დგება, თუმცა შესაძლოა სასწავლებელსა თუ სამსახურში დაბრკოლებებს წააწყდეთ. გახსოვდეთ, რომ წარმატება მათთან მიდის, ვისაც წინააღმდეგობის გადალახვა შეუძლია. თავი შორს დაიჭირეთ ადამიანისგან, რომელიც ცდილობს, თქვენი ნიჭი და უნარები საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს და ისეთი საქმეები დაგავალოთ, რაც თქვენს მოვალეობებში არ შედის. ჯანმრთელობა მთლიანად თქვენს ხელთაა. ჰარმონიული ცხოვრების წესი — გაწონასწორებული კვება, ხარისხიანი დასვენება და ფსიქოლოგიური წონასწორობა — უამრავ პოტენციურ დაავადებას აგაცილებთ თავიდან.

თხის რქა

პლანეტა ვენერა მარტოხელა თხის რქებს სასიყვარულო თავგადასავალს გპირდებათ, დაოჯახებულებმა კი თავი ხელში უნდა აიყვანონ და ყურადღება საოჯახო საქმეებზე გადაიტანონ. ოჯახური ტრადიციები სიმყუდროვისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ. ეცადეთ ოჯახის თითოეულ წევრს დაანახვოთ, თქვენთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს. თუ ყურადღება გეფანტებათ და მუშაობა გიჭირთ, შეგიძლიათ დახმარება კოლეგებს სთხოვოთ. თქვენი ბუნებრივი პრაქტიკულობა დღეს ოდნავ გიმტყუნებთ და ძვირად ღირებული ნივთის ყიდვის სურვილი გაგიჩნდებათ. ფულის დახარჯვას ნუ იჩქარებთ, შესაძლოა ეს წუთიერი კაპრიზი იყოს.

მერწყული

მსუბუქი ფლირტი თვითშეფასების ამაღლებასა და თავდაჯერების დაბრუნებაში დაგეხმარებათ. ნათესავი ან ახლო მეგობარი თხოვნით მოგმართავთ და იმედს ნუ გაუცრუებთ. მალე დამატებითი შემოსავლის შოვნის კარგი შანსი გაჩნდება და ეცადეთ, ხელიდან არ გაუშვათ. რა თქმა უნდა, არც ძირითადი სამსახური დაივიწყოთ. მოვლენების არასასურველი განვითარება ურთიერთობებში მაქსიმალურ მოქნილობასა და სწრაფი რეაქციის უნარს მოითხოვს. გარემოებები შესაძლოა მოულოდნელად თქვენს საზიანოდ შეტრიალდეს. გაითვალისწინეთ, რომ ჰამბურგერი ან ჰოთ-დოგი სრულფასოვან სადილს ვერ შეგიცვლით, ამასთან, სწრაფი კვების პროდუქტებმა შეიძლება კუჭ-ნაწლავის აშლილობა გამოიწვიოს.

თევზები

მოსალოდნელი მოგზაურობა მარტოხელა და რომანტიკულად განწყობილ ადამიანებს საინტერესო ნაცნობობას ჰპირდება. შეყვარებულებს ურთიერთობაში სასიკეთო ცვლილებები ელოდებათ. თქვენი ხასიათი მოწყენილობასა და უმოქმედობას ვერ იტანს! ნუ მოერიდებით გამოცდილი კოლეგებისთვის რჩევის კითხვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვათ. ფინანსურ თუ საქმიან საკითხებში გაკეთებული არჩევანი გამართლდება — მალე მოგეცემათ შანსი, რომ დიდი ხნის ოცნება აისრულოთ. თუ ქრონიკული დაავადება გაგიმწვავდათ, პროცესს თვითდინებაზე ნუ მიუშვებთ და გამოცდილ ექიმს მიმართეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

რატომ ცეკვავენ ბალერინები თითის წვე...

რატომ ცეკვავენ
ბალერინები თითის
წვერებზე?

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge