13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
20:36
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ნურავის რჩევას ნუ ენდობით, განსაკუთრებით ქალისგან მოსმენილს — ამან შესაძლოა ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ. ეს დღე თანაბრად წარმატებულია როგორც აქტიური დასვენებისთვის, ისე რომანტიკული შეხვედრებისთვის. უმჯობესია შუადღე და დღის ბოლო საოჯახო საქმეებსა და ვალდებულებებს დაუთმოთ. არ არის გამორიცხული, ახლობლებს თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა დასჭირდეთ. სამსახურში მოერიდეთ უსარგებლო საუბრებში მონაწილეობას და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ. ფინანსური თვალსაზრისით სტაბილურობა გელით, თუმცა გამორიცხული არ არის, მალე თქვენი მოთხოვნილებები გაიზარდოს, ასე რომ, დამატებითი შემოსავალი ნამდვილად დაგჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ კისრის არეში ტკივილს — მარტივი მასაჟი და სპეციალური ვარჯიშები ზოგად ფიზიკურ მდგომარეობას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ.
კურო
ამ დღეს შეიძლება საინტერესო ადამიანი გაიცნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მის სიტყვებს ყურადღებით მოუსმინოთ. მოერიდეთ წარსულზე ფიქრს. ამ დღეს თქვენს შინაგან მდგომარეობაზე უფრო უნდა იზრუნოთ, ვიდრე გარე გარემოებებზე. ეს დღე ხელსაყრელია სპონსორებთან და შუამავლებთან შეთანხმებების მისაღწევად, ასევე თანამშრომლობის ახალი სფეროების მოსაზიდად. გახსოვდეთ, რომ ქარის მოტანილს ქარი წაიღებს, ამიტომ იოლი შემოსავლის იმედად ნუ დარჩებით. აკონტროლეთ კვების რეჟიმი და თქვენს ორგანიზმს პერსონალური დიეტოლოგის დახმარება აღარ დასჭირდება.
ტყუპები
ამ დღეს რომანტიკული თავგადასავლებისგან თავის შეკავება სჯობს. სრულად ენდეთ საკუთარ ინტუიციას — მეექვსე გრძნობა არ მოგატყუებთ. ეცადეთ, ოჯახის წევრების გარემოცვაში მეტი დრო გაატაროთ და ისინი საჩუქრებითა და სიურპრიზებით გაახაროთ. ტყუპების უმეტესობისთვის საკმაოდ დაძაბული და საპასუხისმგებლო დღეა. ცვალებად სიტუაციაში სწრაფი ორიენტაციის უნარი დასახული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. არ ინერვიულოთ, თუ შედეგის სწრაფად მიღწევას ვერ ახერხებთ — ზოგჯერ რთულმა პერიოდმა უნდა გაიაროს, რათა წინ წახვიდეთ. კბილების ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციეთ — უმნიშვნელო ტკივილსაც კი ნუ უგულებელყოფთ და სტომატოლოგთან ვიზიტს ნუ გადადებთ.
კირჩხიბი
ახალ ურთიერთობებში ნუ აჩქარდებით, ხოლო ძველ კავშირებში ახლა მშვიდობისა და ჰარმონიის აღდგენისთვის საუკეთესო დროა. შესაძლოა, გადაუდებელი საქმე გამოგიჩნდეთ, რომელიც მყისიერ ჩარევას მოითხოვს. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება მოგიწევთ, რადგან შექმნილ ქაოსს თქვენ გარდა ვერავინ გაუძღვება. ეს ნუ შეგაშინებთ, თქვენი პრაქტიკული უნარები და თანდაყოლილი ნიჭი საქმის დასასრულებლად სრულიად საკმარისი აღმოჩნდება. დღეს თქვენი ნიშნის ბევრ წარმომადგენელს იღბალი ფეხდაფეხ გაჰყვება. განსაკუთრებით წარმატებული საფინანსო ოპერაციები იქნება. ყოველდღიურ განრიგში ფიზიკური დატვირთვა აუცილებლად ჩართეთ — ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
ლომი
ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, თუმცა თქვენგანაც აქტიურ ქმედებებს ელიან. დროა, დაუსრულებელ საქმეებზე იზრუნოთ და დაწყებული ბოლომდე მიიყვანოთ. უარი თქვით ახლობელი ადამიანების კრიტიკასა და პრეტენზიებზე, რადგან ამან მხოლოდ დაძაბულობა და დაპირისპირება შეიძლება გამოიწვიოს. ეს დღე სხვადასხვა მოვლენით იქნება დატვირთული, რომელთა ერთი ნაწილი უშუალოდ თქვენს საქმიანობას უკავშირდება, მეორე კი — თქვენს გარემოცვას. სერიოზული და საპასუხისმგებლო მიდგომა კოლეგების პატივისცემას მოგიტანთ. ნუ დათანხმდებით მაცდურ, თუმცა საეჭვო წინადადებებს — მათ შეიძლება წარუმატებლობა მოჰყვეს. ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისა და გართობისთვის. სულის სითბო, გულწრფელობა და უანგარობა თქვენს ენერგეტიკაზე შესანიშნავად იმოქმედებს.
ქალწული
მზად იყავით დადებითი ცვლილებებისთვის. მთავარია, სიმშვიდე და მოთმინება შეინარჩუნოთ, რათა ახლობლებთან ურთიერთობაში გაუგებრობები თავიდან აიცილოთ. მალე მოგეცემათ შანსი, რომ ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღოთ, რომლებიც ოჯახის თითოეული წევრისთვის მნიშვნელოვანი იქნება. პლანეტები გირჩევენ ძვირად ღირებულ სამშენებლო მასალებზე ფულის ხარჯვას მოერიდოთ და ინტერიერი შედარებით ეკონომიური გზით განაახლოთ. შუადღისას სასიცოცხლო ენერგიის რესურსი ოდნავ იკლებს, რამაც შესაძლოა გუნება-განწყობაზეც იმოქმედოს.
სასწორი
ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება. გამორიცხული არ არის რომანტიკული შეხვედრა ადამიანთან, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებით ძვირფასი გახდება. შესანიშნავი დღეა ახალი კავშირების დამყარებისთვის, შემოქმედებითი შეხვედრებისა და დასახული მიზნების განხორციელებისთვის. თავს ნუ აიძულებთ მუშაობას, თუ ამის გაკეთება არ გსურთ — ამ დღეს უფრო მნიშვნელოვანია თქვენი მდგომარეობაა და არა საქმის შედეგი. მორიგ პროექტზე გადასვლამდე შეისვენეთ და თავს განტვირთვის უფლება მიეცით. გარდა ამისა, ეს დღე იდეალურია სილამაზის სალონში მისვლისა და ვარცხნილობის შეცვლისთვის.
მორიელი
ამ დღეს შესაძლოა ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდეთ, ამიტომ უკან დასახევ გზებზე წინასწარ იზრუნეთ. სიყვარულში უფრო მეტის გაცემა მოგიწევთ, ვიდრე მიღება. უფროსი ნათესავების რჩევები ყოველთვის სასარგებლო როდია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მათთვის უცნობ სფეროს ეხება. ეცადეთ, საკუთარი ძალები ობიექტურად შეაფასოთ და კოლეგების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. გახსოვდეთ, რომ წარმატების გასაღები მაინც გუნდურ მუშაობაშია. დროებითი ფინანსური დაბრკოლებები ნუ შეგაშინებთ — პლანეტების განლაგება შემოსავლის ზრდის ტენდენციას გპირდებათ. თუ დღის განმავლობაში ყველაფერს ნეგატიურ ჭრილში აღიქვამთ, იმატებს ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების რისკი. გირჩევთ, ყურადღება ცხოვრების დადებით მხარეებზე გადაიტანოთ.
მშვილდოსანი
უახლოეს დღეებში საშუალება გექნებათ, რომ პირადი ცხოვრების გაურკვევლობებს წერტილი დაუსვათ და ძველი პრობლემები მოაგვაროთ. დღის მეორე ნახევართან ურთიერთობაში შესაძლოა, მცირე დაძაბულობამ თავი იჩინოს — მოერიდეთ კონფლიქტებს და დაპირისპირებას. შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენელი ქალბატონები საკუთარი უნარების წარმოჩენას და ჩანაფიქრის განხორციელებას ბრწყინვალედ შეძლებენ. შესაძლოა, სიზმრები წინასწარმეტყველური აღმოჩნდეს. შემოსავლის ახალი წყაროების მოსაძიებლად საოჯახო საბჭო მოიწვიეთ და ოჯახის წევრების დანახარჯებს გადახედეთ. ცხოვრებაზე ნუ იწუწუნებთ და ეცადეთ, ყველაფერს ოპტიმიზმით შეხედოთ. კვებასთან დაკავშირებით სიფრთხილე გმართებთ — არსებობს წონაში სწრაფად მატების რისკი.
თხის რქა
არასახარბიელო დღეა სადავო საკითხების გადაჭრისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. შეადგინეთ დღის, კვირის ან თვის განრიგი, პრიორიტეტები და კონკრეტული ვადები დააწესეთ თითოეული ამოცანისთვის — ეს სამუშაოს ორგანიზებასა და მკაფიო მიზნების დასახვაში დაგეხმარებათ. დღეს შეძლებთ იმ წინააღმდეგობების გადალახვას, რომლებიც ხელს გიშლიდათ სასურველი მიმართულებით სვლაში. ჯანმრთელობის პროფილაქტიკისთვის, ტრადიციულ მედიცინასთან ერთად, შეგიძლიათ ხალხურ რეცეპტებსაც მიმართოთ, თუმცა მხოლოდ მკურნალი ექიმის რჩევით.
მერწყული
მთელ დღეს იმ ადამიანზე ფიქრში გაატარებთ, ვისთანაც ახლახან დაპირისპირება მოგიხდათ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ სიტყვებს, განსაკუთრებით კოლეგებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას. შესაძლოა, რომ ამ დღეს ნათქვამი მოგვიანებით ინანოთ. ამ დღეს მეზობლებთან ურთიერთობასა და სოციალურ კონტაქტებს უნდა მოერიდოთ, რათა შესაძლო დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად მოგვარებას - მიეცით საკუთარ თავს უფლება, რომ ტემპი შეანელოთ. ფინანსური მდგომარეობა ნელ-ნელა გამოსწორდება — მერკურის მფარველობა საშუალებას მოგცემთ, არსებული ვალები დაფაროთ და შვებით ამოისუნთქოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, კვების მენიუს გადახედოთ და უსარგებლო პროდუქტები რაციონიდან ამოიღოთ.
თევზები
თუ ბოლო დროს თქვენი ურთიერთობა დაიძაბა, საუკეთესო გამოსავალი ხანმოკლე შესვენება იქნება. ვენერას მეხუთე სახლში განლაგება რომანტიკას ხელს უშლის, ხოლო აგრესიულ სატურნს კონფლიქტების გამოწვევა შეუძლია. ნათესავებს თქვენი დახმარება ძალიან დასჭირდებათ — უარის თქმა არც იფიქროთ, თუმცა ნურც საკუთარ ინტერესებს დააზიანებთ. მოერიდეთ ყოველგვარ კამათსა და დაპირისპირებას, თქვენი მისამართით ნასროლ ირონიულ შენიშვნებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. დღეს თქვენი ენერგეტიკა დასუსტებულია, რაც შესაძლოა არაკეთილმოსურნეებმა ბოროტად გამოიყენონ. ახლა განსაკუთრებით საშიშია უმოქმედობა და სიზარმაცე, რაც ნაადრევ დაბერებასა და ნაოჭების გაჩენას გამოიწვევს. თუ წინა ღამეს ალკოჰოლი მიიღეთ, გირჩევთ მძიმე საკვებს ერიდოთ, ბევრი წყალი დალიოთ და ძალები აღიდგინოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან