დღის ჰოროსკოპი

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00 ოთხ. 5 აგვისტო

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

გარშემომყოფებს მეტისმეტად ხშირად აკრიტიკებთ, ასეთი დამოკიდებულებით კი ადამიანების გულის მოგება ნამდვილად გაგიჭირდებათ. საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ ყველა „ჰო„ და „არა“ კარგად აწონ-დაწონოთ. გარდა ამისა, ალტერნატიული მოსაზრებებიც გაითვალისწინეთ, რომლებიც შესაძლოა თქვენს შეხედულებებს არ ემთხვევა. ნურავის მისცემთ უფლებას, რომ ყურადღება გაგიფანტოთ — ტელეფონი გამორთეთ, დასვენების დღე აიღეთ და ყურადღება საოჯახო საქმეებზე გადაიტანეთ. დიდი ხანია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ოცნებობთ? დროა, მოქმედებაზე გადახვიდეთ! დილის საათებში შეამჩნევთ, რომ სახე ისე ახალგაზრდულად და დასვენებულად არ გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივ. თვალების შეშუპება და შავი წრეები ხანგრძლივ დაღლილობაზე ან შინაგანი ორგანოების პრობლემებზე მიანიშნებს.

კურო

მოვლენები, რომლებიც შეიძლება დღევანდელი ასტრონომიული განლაგების ფონზე განვითარდეს, თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ვინ იცის, ეგებ დღეს საკუთარ ბედსაც კი შეხვდეთ! დიპლომატიური ნიჭი საშუალებას მოგცემთ, ნაჩხუბარი ნათესავები შეარიგოთ. სამსახურში მეტისმეტად ბევრ საქმეს ნუ შეეჭიდებით, თუმცა ნურც საკუთარ მოვალეობებს გადააბარებთ სხვებს. ბიზნესმენებს ფინანსებთან და ახალ წამოწყებებთან მეტი სიფრთხილე მართებთ. თქვენს ზოდიაქოს ნიშანს გარკვეული სიფიცხე და აჩქარება ახასიათებს, ამიტომ სიტყვები და მოქმედებები აკონტროლეთ. შესაძლოა, ყოველდღიურმა რუტინამ დაგღალოთ, ამიტომ სრულფასოვანი დასვენება არ დაივიწყოთ — საკუთარი თავისთვის დათმობილი მცირე დროც კი ძალების აღდგენასა და განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

ფეთქებადი ხასიათი და დიპლომატიური უნარების ნაკლებობა თქვენს გარშემო კონფლიქტურ ვითარებას შექმნის. დაიმახსოვრეთ, ცხოვრება მხოლოდ შავი და თეთრი ფერებისგან არ შედგება, ამიტომ კატეგორიულობას მოერიდეთ. თუ გეჩვენებათ, რომ საყვარელი ადამიანი ცდება, გაითვალისწინეთ, რომ მას მიმდინარე მოვლენებზე განსხვავებული ხედვა აქვს. დაპირებების გაცემისას ან გრძელვადიან პროექტებთან დაკავშირებული ხელშეკრულების დადებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ. თუ სწორად იმოქმედებთ, გამორიცხული არ არის, რომ ძირითად შემოსავალთან ერთად, დამატებითიც ფინანსური ნაკადებიც გაჩნდეს. ურთიერთობის განწყობა არ გაქვთ, ამიტომ უმჯობესია მომდევნო 24 საათი საკუთარ ფიქრებთან მარტომ გაატაროთ.

კირჩხიბი

ბედი რომანტიკული ნაცნობობის შანსს გთავაზობთ — სიყვარულს სრულიად ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ადგილზე შეხვდებით. სასურველია, რომ ამ დღეს მხოლოდ მსუბუქი საოჯახო საქმეები აკეთოთ და ახალი პროექტების წამოწყებას მოერიდოთ. შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებს შანსი ეძლევათ, რომ საკუთარი ნიჭი წარმოაჩინონ და აღიარება მოიპოვონ. მერკური რეტროგრადულ მოძრაობაში გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან ფინანსურ შემოსავლებს არ უნდა ელოდოთ — არსებული სახსრების დაზოგვის დროა. გირჩევთ სტომატოლოგთან ვიზიტი დაგეგმოთ — ნუ მისცემთ კარიესს უფლებას, რომ თქვენი ღიმილი გააფუჭოს!

ლომი

სიყვარულზე ფიქრი საშუალებას არ მოგცემთ, რომ რუტინამ მთლიანად ჩაგითრიოთ — რომანტიკული წუთების გახსენება ძალასა და ენერგიას შეგმატებთ. ამ დღეს ახლობლებთან სამომავლო გეგმებზე საუბარს უნდა მოერიდოთ, რადგან სხვისმა რჩევებმა შესაძლოა პრობლემები შეგიქმნათ. ეცადეთ, საღამო ოჯახს და მნიშვნელოვან თემებზე გულახდილად საუბარს დაუთმოთ. სრულიად შესაძლებელია, სამსახურებრივი პრობლემების გამო ნერვიულობა მოგიწიოთ, თუმცა მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ნუ დარჩებით და კოლეგების დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. ამ დღეს ფულის სესხებას და მეგობრებთან ფინანსურ გარიგებებს მოერიდეთ, თორემ ფულსაც დაკარგავთ და მეგობარსაც. გადახედეთ ყოველდღიურ რაციონს და მაღალკალორიული პროდუქტები ამოიღეთ, თორემ შეიძლება რამდენიმე კილოგრამი მოიმატოთ.

ქალწული

ნუ დაუმალავთ გრძნობებს ადამიანს, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ — შესაძლოა, საკუთარ ბედნიერებას თავადვე ეღობებით. დაოჯახებულმა ქალწულებმა საოჯახო საკითხებსა და ახლობლებთან ურთიერთობას მეტი დრო უნდა დაუთმონ. ფიზიკური ვარჯიში, სუფთა ჰაერზე სეირნობა ან საყიდლებზე გასვლა ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უთანხმოება კოლეგებთან და მეგობრებთან. გულს გტკენთ ის, რომ თქვენს თხოვნას დახმარების შესახებ უყურადღებოდ დატოვებენ. შემოსავლებში სტაბილურობა გელით, თუმცა დამატებითი წყაროების ძიება რამდენიმე საინტერესო შესაძლებლობას შემოგთავაზებთ. ვალის აღებას მოერიდეთ. სამკურნალო ტანვარჯიშის კურსი სახსრებისა და ხერხემლის პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.

სასწორი

ვარსკვლავები იდეალურად განლაგდნენ და თქვენს ჰორიზონტზე მორიგი რომანტიკული თავგადასავალი გამოჩნდა! თქვენგან მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო — მისკენ ნაბიჯი გადადგათ. ეცადეთ ადრე გაიღვიძოთ, რომ დღის პირველ ნახევარში რაც შეიძლება მეტის გაკეთება შეძლოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შეხვედრები და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები დილით დანიშნოთ. ამ დღეს მხოლოდ ის უნდა აკეთოთ, რაც იოლად გამოგდით. შესაძლოა, სამსახურში აჩქარებამ, მოქმედებების შეუთანხმებლობამ ან გადაჭარბებულმა ამბიციებმა სირთულეები გამოიწვიოს. თუ თქვენი საქმიანობა პირდაპირ ფინანსებს უკავშირდება, ეს დღე მაღალ პასუხისმგებლობას მოითხოვს! ადამიანების დარწმუნება არასოდეს გიჭირდათ, ამიტომ საკუთარი იდეებით გარშემო მყოფთა დარწმუნებას ადვილად შეძლებთ. კვების ინდივიდუალური გეგმის შესადგენად, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას, მიზნებსა და გემოვნებას გაითვალისწინებს, პროფესიონალ დიეტოლოგს მიმართეთ.

მორიელი

გრძნობებს საკუთარ თავში ნუ ჩაკეტავთ, მიეცით სიყვარულს გზა, რომ ირგვლივ ყველაფერი გაათბოს. გაატარეთ დრო პარტნიორთან ერთად და ეს დღე სიყვარულითა და სითბოთი იქნება სავსე. ასტროლოგები თქვენი ნიშნით დაბადებულთა ავტორიტეტისა და პოპულარობის ზრდას პროგნოზირებენ. გამორიცხული არ არის, დღეს უჩვეულო როლის მორგება მოგიწიოთ. საქმე, რომელიც ადრე შეუძლებლად მიგაჩნდათ, თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. მოსალოდნელია მცირე ფინანსური შეფერხებები. აუცილებლობის გარეშე ორგანიზმს ფიზიკურად ნუ გადატვირთავთ. ამოიღეთ რაციონიდან ცხიმიანი საკვები, რაც სისხლში ქოლესტერინის დონეს ზრდის.

მშვილდოსანი

დააფასეთ ის, რაც გაქვთ და ახალ შთაბეჭდილებებს ნუ გამოეკიდებით — ასე თუ ისე, ახალს ვერაფერს შეიტყობთ, ურთიერთობას კი ნამდვილად დააზიანებთ. სიმამაცესა და მიზანდასახულობას სწორედ იქ გამოავლენთ, სადაც საჭიროა, ხოლო თუ კომპრომისის პოვნა გახდება საჭირო, ამას დროულად და ზედმეტი ემოციების გარეშე გააკეთებთ. დღის მეორე ნახევარში სამსახურსა თუ კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი იდეები გეწვევათ. შესაძლოა, დადოთ გარიგება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ. ამინდის მიმართ მგრძნობიარე მშვილდოსნები შესაძლოა, დღის მეორე ნახევრამდე სუსტად გამოხატულმა თავბრუსხვევამ, საერთო სისუსტემ ან სახსრების ტკივილმა შეაწუხოს.

თხის რქა

ახალ ნაცნობობაზე მეტისმეტად დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ — სავარაუდოდ, ხანგრძლივი ურთიერთობის აწყობა ვერ მოხერხდება. დღეს თქვენი ნიშნის ბევრ წარმომადგენელს საყიდლებზე სიარული და მცირე საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარება მოუწევს. შუადღის შემდეგ მოსალოდნელია სტუმრების მოსვლაც. კოლეგებთან, მეგობრებთან, პარტნიორებთან და უცხო ადამიანებთან ურთიერთობაში თავაზიანობა შეინარჩუნეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რთულ სიტუაციაში წარსული გამოცდილება გაიხსენოთ, რომ შეცდომა თავიდან აიცილოთ. საღამოს მოსალოდნელია დეპრესიული განწყობა — დარჩით საკუთარ თავთან მარტო და ეცადეთ სულიერი სიმშვიდე დაიბრუნოთ.

მერწყული

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დაიძაბა? გირჩევთ ცოტა ხნით მარტო დატოვოთ, რომ საკუთარ გრძნობებში გაერკვიოს. დღეს მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ სამომავლო გეგმების შესახებ რჩევა ახლობლებს ჰკითხოთ. საოჯახო თათბირი ხანმოკლე, მაგრამ საინტერესო იქნება. ნუ დააყენებთ საკუთარ რეპუტაციას დარტყმის ქვეშ და ფრთხილად იყავით! სამსახურებრივმა რომანმა შეიძლება თქვენი იმიჯი სერიოზულად დააზიანოს. ეცადეთ, ამ დღეს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. სატურნი თქვენს ნიშანზე უარყოფით გავლენას ახდენს, ამიტომ შეცდომების დაშვების რისკი მაღალია. თუ ფრენა გაქვთ დაგეგმილი, უმჯობესია რამდენიმე დღით გადადოთ.

თევზები

მალე თქვენს ცხოვრებაში რომანტიკა და სიყვარული შემოაბიჯებს, თუმცა მზად იყავით, რომ ფეხდაფეხ კამათი და ურთიერთობების გარკვევა მოჰყვება. წინ ენერგიული და ემოციურად დაძაბული პერიოდი გელით და დღე სირბილსა და საუბრებში ჩაივლის. ვარსკვლავები მიანიშნებენ, რომ ბევრი მუშაობა და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. სარისკო გარიგებებსა თუ ერთი შეხედვით საეჭვო წამოწყებებში მონაწილეობა ნუ შეგაშინებთ — იღბალი თქვენს მხარესაა. ეს დღე იდეალურია ფიზიკური აქტიურობისთვის. ურანის მფარველობის წყალობით თქვენი ენერგეტიკა საგრძნობლად გაიზრდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზ...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge