1-ელი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
20:00
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელი აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
შესაძლოა, რაღაც მნიშვნელოვანი მოხდეს, რაც სამყაროზე შეხედულებას სრულიად შეგიცვლით. მარტოხელა ვერძებს რომანტიკული ნაცნობობა ელოდებათ, რომლის ფინალი ჯერჯერობით უცნობია. ახლა იდეალური დროა მათ დასახმარებლად, ვისაც ეს მართლა სჭირდება. დაწყებულ საქმეს შუა გზაზე ნუ მიატოვებთ, ყოველთვის ბოლომდე მიიყვანეთ. გახსოვდეთ, რომ ამისთვის მოთმინება და თავშეკავება დაგჭირდებათ.
შესაძლოა, მალე მაღალანაზღაურებადი სამუშაო იპოვოთ, რომელიც თქვენს მატერიალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და ვალების გასტუმრებაში დაგეხმარებათ. ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში, შვებულებაც აიღეთ. გარემოს შეცვლა თქვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება, ხოლო ახალი შთაბეჭდილებები ენერგიითა და მხნეობით აღგავსებთ.
კურო
პარტნიორი ძალიან განებივრებთ — საკმარისია რამე ისურვოთ, რომ უკვე თქვენი სურვილის ასრულებისთვის ემზადება. დროა, როლები გაცვალოთ! ძველი ამბების განხილვა და ოჯახური ტრადიციები თქვენს კავშირს უფრო გაამყარებს. მშვენიერი დღეა იმის გასახსენებლად, თუ საიდან დაიწყო თქვენი გზა.
შესაძლოა, საინტერესო პროექტში მონაწილეობა შემოგთავაზონ, რაც ახალი ცოდნით გაგამდიდრებთ და კარიერული წინსვლის საშუალებას მოგცემთ. მოსალოდნელია მცირე ფინანსურ პრობლემები. ხარჯები აკონტროლეთ და საეჭვო ან სარისკო გარიგებებს. ამ დღეს ინტუიციას ნუ ენდობით — შეიძლება გიღალატოთ. მოერიდეთ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანს, რომელიც ეცდება, კონფლიქტში ჩაგითრიოთ.
ტყუპები
ვენერას ძლიერი გავლენა თვალისმომჭრელ მომხიბვლელობას შეგმატებთ! ამ დღეს გარშემომყოფთა განსაკუთრებული ყურადღებისთვის უნდა მოემზადოთ. გამოთქმები ფრთხილად შეარჩიეთ, რათა თანამოსაუბრეს გული არ ატკინოთ და არ აწყენინოთ მას, ვისაც თქვენი დახმარება სურს.
სასურველი შედეგის მისაღწევად საკუთარ თავს ზედმეტს ნუ მოსთხოვთ. დაისვენეთ და დასვენებულ გონებაზე საჭირო გადაწყვეტილებასაც იპოვით. ვარსკვლავები საქმიან ურთიერთობებში წარმატებას გპირდებიან — შეძლებთ, გავლენიანი ადამიანები თქვენი იდეებით დააინტერესოთ. გირჩევთ, იმაზე დაფიქრდეთ, რაც გასულ კვირას მოხდა და სიტუაციის გამოსწორებაზე იზრუნოთ. საღამოს შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ — სავარაუდოდ, უბრალოდ გამოძინება გჭირდებათ.
კირჩხიბი
სრულიად შესაძლებელია, კირჩხიბი ქალბატონი მალე მომავალ მეუღლეს შეხვდეს. ჰოროსკოპი ვარაუდობს, რომ ის შორიდან ჩამოსული ადამიანი იქნება და ლამაზი საჩუქრებით თავბრუს დაგახვევთ. ოჯახური ტრადიციების აღდგენა ურთიერთობებს გაათბობს და ტკბილ მოგონებებს გააღვიძებს.
მზად იყავით, სამსახურში მეტი პასუხისმგებლობა აიღოთ და ინიციატივა გამოიჩინოთ, თუმცა საქმიანი მოლაპარაკებები და ხელშეკრულებებზე ხელის მოწერა სხვა დღისთვის უნდა გადადოთ. ფიტნესისთვის მშვენიერი დღეა, თუმცა გადაჭარბებულ ფიზიკურ დატვირთვას უნდა მოერიდოთ, რომ იოგების დაჭიმვა თავიდან აიცილოთ.
ლომი
ყოველდღიური საქმეების ნაკადი ისე ჩაგითრევთ, რომ გარშემო სხვას ვეღარაფერს შეამჩნევთ. მიუხედავად ამისა, ახლობლებთან შეხვედრისა და გართობისთვის დრო მაინც დაგრჩებათ. გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს დღეებში ფინანსურ საკითხებზე უთანხმოება მოგივიდეთ. ამის თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ ძვირად ღირებული ნივთები მეუღლესთან შეუთანხმებლად არ შეიძინოთ.
ფრთხილად იყავით. შესაძლოა სამსახურებრივმა რომანმა თქვენს კარიერას ავნოს და კოლეგები დაგიპირისპიროთ. ამ დღეს უჩვეულოდ გულუხვი და კომუნიკაბელური იქნებით, მაგრამ შეიძლება იმაზე მეტი ფული დახარჯოთ, ვიდრე გეგმავდით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია განწყობის უეცარი ცვლილება — შეეცადეთ, ყურადღება სასიამოვნო საკითხებზე გადაიტანოთ.
ქალწული
შესანიშნავი იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ, აუცილებლად მეორე ნახევარს უნდა გაუზიაროთ. ახლა მხარდამჭერი და თანამოაზრე ძალიან გჭირდებათ. თუ არ გსურთ, რომ ეს დღე დიდი კონფლიქტით დასრულდეს, ნუ ეცდებით მეგობრებსა და ნაცნობებს საკუთარი აზრი თავზე მოახვიოთ.
თუ გრძნობთ, რომ სამუშაო რუტინად იქცა და სიამოვნებას აღარ განიჭებთ, შვებულება აიღეთ, ერთი-ორი კვირა დაისვენეთ და სამყარო ისევ ნათელი ფერებით ათამაშდება! თუ არ იზარმაცებთ, ფინანსური მდგომარეობის გამყარებას შეძლებთ. მამაკაცებს ელით შეხვედრა, რომელიც მალე სანერვიულო და სანანებელი გახდება. შეეცადეთ, გადაჭარბებული ემოციები შეიკავოთ და ნუ ეცდებით, განწყობა ალკოჰოლური სასმელებით აიმაღლოთ.
სასწორი
მარტოხელა სასწორებს საინტერესო, თუმცა ხანმოკლე ნაცნობობა ელით. გადატვირთული სამუშაო განრიგის გამო, ბოლო დროს ახლობლებისთვის ვეღარ იცლით და ოჯახში უკმაყოფილება მატულობს. მაღაზიაში წასვლამდე პროდუქტების სია წინასწარ შეადგინეთ და სპეციალური შეთავაზებები თუ ფასდაკლებები მოიძიეთ. ეს თანხის დაზოგვასა და ხარისხიანი პროდუქტების შეძენაში დაგეხმარებათ.
ეს დღე წარმატებული იქნება მათთვის, ვინც მივლინებაში ან დასასვენებლად გამგზავრებას გეგმავს. ყურადღება არ მოადუნოთ, რადგან ვიღაც აუცილებლად ეცდება თქვენს მოტყუებას. საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებამდე დარწმუნდით, რომ ზუსტ ინფორმაციას ფლობთ და ვინმეს ინტრიგების მსხვერპლი არ ხართ.
მორიელი
თუ მარტოხელა ხართ, ნუ აარიდებთ თვალს ამ რეალობას — საკუთარ ბედნიერებაზე პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოთ. ხოლო თუ პარტნიორი გყავთ, შესაძლოა, ურთიერთობაში დაძაბულობამ იმატა, ამიტომ ვითარების გამოსასწორებლად მაქსიმალური ძალისხმევა გმართებთ.
სამსახურში მოსალოდნელია გადაღლა, ასე რომ, ჯანმრთელობას მიხედეთ — პერიოდული შესვენებები შრომის ნაყოფიერების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ გაუმართლებელ ფინანსურ რისკებს, რადგან დღეს თაღლითობის საფრთხე მაღალია. საღამო ჯობს ძველ მეგობრებთან ერთად სიმშვიდეში, მარტომ გაატაროთ. მიიღეთ C ვიტამინი, ახალი ხახვი და ნიორი და ეცადეთ, ნაკლები ინერვიულოთ.
მშვილდოსანი
შესაძლებელია, საყვარელმა ადამიანმა საჩუქარი გიძღვნათ და შეეცადეთ, იმავეთი უპასუხოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ უახლოეს მომავალში მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციები, განსაკუთრებით, წვეულებაზე, სადაც ბევრი ალკოჰოლია.
თქვენმა ორჭოფობამ შესაძლოა ადამიანებთან ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედოს, ამიტომ ეცადეთ, რამდენიმე პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოთ. მერკურის ენერგეტიკა საგრძნობლად იმატებს, ამიტომ ჰოროსკოპი ფინანსურად ხელსაყრელ დღეს გპირდებათ. მოსალოდნელია ახალი იდეები და შემოსავლის გაზრდის პერსპექტივები. ენერგიასა და მხნეობას არ უჩივით, თუმცა მოდუნება მაინც არ ღირს — ეცადეთ, დღის რეჟიმი დაიცვათ და ორგანიზმი არ გადატვირთოთ.
თხის რქა
ახალი ურთიერთობა სწრაფად განვითარდება და დიდ სიხარულს მოგიტანთ, თუმცა ნუ იჩქარებთ მეგობრებთან თუ კოლეგებთან მის განხილვას. ვარსკვლავები დაოჯახებულ თხის რქებს ურჩევენ, რჩეულის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინონ.
ამ დღეს უამრავ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ და ახალ საქმიან პარტნიორებს იპოვით. პლანეტები თქვენ მიმართ კეთილგანწყობილნი არიან, თუმცა იღბალს ზედმეტად ნუ მიენდობით. მოერიდეთ მძიმე კარდიო-ვარჯიშებს, განსაკუთრებით თუ გულ-სისხლძარღვთა სისტემა გაწუხებთ, თორემ შესაძლოა თავი შეუძლოდ იგრძნოთ.
მერწყული
საყვარელი ადამიანი შესაძლოა ქორწინების საკითხების მიმართ თქვენმა უკომპრომისო დამოკიდებულებამ ძალიან გააოცოს, თუმცა ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი პოზიცია ბოლომდე დაიცვათ! ახლა შესაძლოა წინა პლანზე უფროსი ნათესავების ინტერესებმა წამოიწიოს. არ არის გამორიცხული, მხარდაჭერა თქვენს მეორე ნახევარსაც დასჭირდეს.
კარიერულ ზრდაზე ოცნება ჯერ ადრეა — ჯერ საკუთარ თავზე იმუშავეთ და პროფესიული უნარები დახვეწეთ. ეს ყველასთვის რთული პერიოდი იქნება, ვისი საქმიანობაც ფინანსებს უკავშირდება. მოსალოდნელია ინტრიგები როგორც უცხოების, ისე კარგად ნაცნობი ადამიანების მხრიდან. ჰოროსკოპი შესანიშნავ განწყობასა და ჯანმრთელობას ჰპირდება იმ მერწყულებს, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს მიჰყვებიან.
თევზები
დაძაბული ურთიერთობები და უსიამოვნებები მალე წარსულს ჩაჰბარდება. თქვენი ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის შესაძლოა ახალი სასიყვარულო თავგადასავალი დაიწყოს. თუ რუტინამ და ყოველდღიურობამ დაგღალათ, შვებულება აიღეთ და პარტნიორთან ერთად სადმე გაემგზავრეთ.
თავში უამრავი გეგმა და იდეა გაქვთ, რომლებიც სასწრაფო მოქმედებას ითხოვენ, თუმცა დღეს გადაღლას უნდა მოერიდოთ. სიახლეებს ნუ შეუშინდებით — მათი განხორციელება თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის, მთავარია, ინიციატივა ხელიდან არ გაუშვათ. ვარსკვლავები გირჩევენ, სპორტსა და ფიტნესს მეტი დრო დაუთმოთ — გახსოვდეთ, რომ მოძრაობა სიცოცხლეა და მსუბუქი ფიზიკური დატვირთვაც კი ჯანმრთელობის საწინდარია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან