დღის ჰოროსკოპი

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:44 პარ. 24 ივლისი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ვარსკვლავები სიფრთხილისკენ მოგიწოდებენ — გამორიცხული არ არის, ვინმე თქვენი გულის მოგებას ანგარებითი მოტივით ცდილობდეს. სამუშაო პროცესი ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას, მოთმინებას და დისციპლინას მოითხოვს. შესაძლოა, შინაგანმა მოუსვენრობამაც შეგაწუხოთ, თუმცა ძველ მეგობრებთან შეხვედრა და გულახდილი საუბარი ოპტიმიზმით აგავსებთ. ბევრ ვერძს მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი ელის — შესაძლოა, ძველი ვალი დაგიბრუნონ ან დამატებითი ფულის გამომუშავების შანსი მოგეცეთ. ბოლო დროის გადატვირთულმა სამუშაო გრაფიკმა თქვენი ენერგეტიკული რესურსი შეიწირა, ამიტომ ახლა დასვენება ჰაერივით გჭირდებათ.

კურო

ეს დღე იდეალურია აქტიური დასვენებისთვის, შეხვედრებისთვის, რომანტიკული პაემნებისა და სტუმრობისთვის. შეგიძლიათ დრო მგზავრობას, მოგზაურობასა და ღირებულ შენაძენებს დაუთმოთ. ოჯახში სიმშვიდე და წესრიგი დაისადგურებს. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს — დღეს მათზე ბევრი საქმის საბოლოო შედეგი არის დამოკიდებული. შესაძლოა, კოლეგისგან ან მეგობრისგან ძალიან ღირებული რჩევაც მიიღოთ. ფული თითქოს არსაიდან, თავისით გაჩნდება და შეძლებთ იყიდოთ ის, რაც დიდი ხანია გჭირდებათ. გახსოვდეთ, თქვენი განწყობა მთლიანად თქვენს ხელთაა —განდევნეთ უარყოფითი ფიქრები და ყურადღება იმ დადებით მოვლენებზე გადაიტანეთ, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება.

ტყუპები

მათთვის, ვისი გულიც თავისუფალია, რომანტიკული გატაცებების პერიოდი იწყება. შესაძლოა, სიყვარულმა თავი დაგაკარგვინოთ — ვენერასა და სატურნის მზაკვრული ასპექტი სწორედ ასე ვლინდება. თუ ძვირად ღირებული ნივთის შეძენას გეგმავთ, ჯერ ოჯახის წევრებს დაეკითხეთ. გახსოვდეთ, გადამწყვეტი სიტყვა მათ ეკუთვნით, ვისაც ოჯახურ ბიუჯეტში მთავარი წვლილი შეაქვს. ამ დღეს შანსი გექნებათ, სასარგებლო და სასიამოვნო ერთმანეთს შეუთავსოთ — ხელმძღვანელობას საკუთარი შესაძლებლობები დაანახვოთ და კარიერაში წინ წაიწიოთ. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯებიც. ეცადეთ, მკაცრი ეკონომიის რეჟიმი „ჩართოთ“ და კურსი ვალების დაფარვისკენ აიღოთ. მოერიდეთ ეგზოტიკურ კერძებს, რათა ალერგიული რეაქციები თავიდან აიცილოთ.

კირჩხიბი

მარტოხელა კირჩხიბებისთვის სჯობს, პირად ცხოვრებაში აქტიურობა შეამცირონ — ხანდახან საკუთარი პერსონისადმი ჭარბი ყურადღება ძალიან დამღლელია. საკუთარ გულისტკივილს ახლობლებზე ნუ გადაიტანთ. წარსული უკვე გავლილი ეტაპია, ახლა მომავალზე უნდა იფიქროთ. მჯდომარე სამუშაოს მქონე პირებმა განსაკუთრებული ყურადღება ზურგსა და კისერს უნდა მიაქციონ. ვარჯიშსა და ფიზიკურ დატვირთვას ნუ ივიწყებთ, თორემ უმოძრაობა ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ფინანსური საკითხების განხილვა სხვა დღისთვის გადადეთ — დღეს იუპიტერის გავლენის ქვეშ ხართ, რის გამოც გონივრული კომპრომისის მიღწევა გაგიჭირდებათ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მაღალია გაციების ან ინფექციის რისკი — ამ დღეს მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს.

ლომი

ბედნიერების მისაღწევად გულხელდაკრეფილი ჯდომა არ გამოდგება. პასიურ ლოდინს ადამიანი სასურველ შედეგამდე იშვიათად მიჰყავს, ამიტომ სიმტკიცე და ინიციატივა უნდა გამოიჩინოთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახის წევრებს. ნუ მოგერიდებათ სიყვარულისა გამოხატვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად თქვენ გვერდით არიან. ზოგ ლომს შესაძლოა, კბილის პრობლემებმა თავი შეახსენონ. თუ სტომატოლოგთან ვიზიტი აუცილებელია, პროცესის გაჭიანურება არ ღირს.

ქალწული

უახლოეს ხანში ოჯახურ ურთიერთობებში პრობლემები მოსალოდნელი არ არის. კარგი იქნება, თუ იმ საქმეებს დაასრულებთ, რისთვისაც ადრე დრო არ გყოფნიდათ. სამსახურში მოსალოდნელია აზრთა სხვადასხვაობა, რამაც შეიძლება გარკვეული უსიამოვნებები გამოიწვიოს. საკუთარ შეხედულებებზე უარს ნუ იტყვით და ეცადეთ, თქვენი გაიტანოთ. მოსალოდნელია მოგებიანი შეთავაზებები ბიზნესპარტნიორების ან ინვესტორებისგან.

სასწორი

ზოგჯერ უფროსი ნათესავების პირადი ცხოვრების განხილვას უნდა მოერიდოთ და ახლა სწორედ ასეთი შემთხვევაა. ოჯახში დაძაბული ატმოსფეროს განმუხტვისთვის საუკეთესო გზა ოჯახური სადილია — დროა კულინარიული შედევრები მოამზადოთ და ძველი მეგობრები და ნაცნობები მოიწვიოთ. არსებობს ფინანსური დანაკარგების რისკი, როგორც სამუშაო ადგილზე, ისე სახლში. თუ არ გაჯიუტდებით და გამოცდილი ადამიანის რჩევებს გაითვალისწინებთ, ამის თავიდან აცილება შესაძლებელია. ყური დაუგდეთ საკუთარ ორგანიზმს და დაისვენეთ მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია.

მორიელი

ყურადღებით მოეკიდეთ პარტნიორის საჭიროებებს — ეს დაანახვებს, რომ მასზე ზრუნავთ და მის გრძნობებს აფასებთ. სახლი და ოჯახი თქვენი ცხოვრების მთავარი საყრდენია. გამოხატეთ სიყვარული ახლობლების მიმართ და ისინი თქვენს ყურადღებას დააფასებენ. კარგი დროა პროფესიული საქმიანობის შეცვლისთვის — დაფიქრდით, რა მიმართულებით გსურთ განვითარება. ფინანსებში სჯობს, იღბალზე მეტად,საკუთარ გამოცდილებასა და საღ აზრს ენდოთ. მოერიდეთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვასა და სტრესულ სიტუაციებს და განტვირთვის გზები გამონახეთ — იოგა, მედიტაცია ან სუნთქვითი ვარჯიშები სტრესის დონეს შეამცირებს და საერთო მდგომარეობას გააუმჯობესებს.

მშვილდოსანი

ზომიერება გამოიჩინეთ ალკოჰოლის მიღებისას და ნუ შეეცდებით, სასურველ შედეგს საყვარელ ადამიანებზე ზეწოლით მიაღწიოთ. თუ საფინანსო დაწესებულებებში ვიზიტს გეგმავთ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ — გამორიცხული არ არის, ვიღაცამ თქვენი დაბნეულობით ისარგებლოს. თუ ბოლო დროს ახალი ცოდნისა და უნარების სწავლა გიწევდათ, დღეს იგრძნობთ, რამდენად დაღლილი და დაძაბული ხართ. სწავლაზე დახარჯული ხანგრძლივი საათები მალე თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

თხის რქა

ეცადეთ, გაიაზროთ, რა არის თქვენთვის სიყვარულში ყველაზე მნიშვნელოვანი — ეს საკუთარი სურვილების უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. შესანიშნავი დღეა ერთობლივი დასვენებისთვის. ეცადეთ, საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებს პატარა დღესასწაული მოუწყოთ. გირჩევთ, ახალი პროფესიის დაუფლებაზე იფიქროთ — შესაძლოა, თქვენი პროფესია მალე ისეთი მოთხოვნადი აღარ იყოს, როგორც ახლაა. თქვენი ეჭვები და ფარული შიშები სრულიად უსაფუძვლოა. ფორტუნა თქვენს მხარეზეა! ასე რომ, შეგიძლიათ მიზნისკენ თამამად იაროთ. ნებისმიერი შრომა ენერგიას მოითხოვს, ძალების აღდგენას კი დრო სჭირდება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დასვენების დრო აუცილებლად უნდა გამონახოთ.

მერწყული

ყველაფერში პირველობისკენ ისწრაფვით, მათ შორის პარტნიორთან ურთიერთობაშიც კი და ბოლო დროს ეს თქვენი ცხოვრების პრინციპად იქცა. უმჯობესია, სამსახურში, ხელმძღვანელთან საუბრისას სუბორდინაცია დაიცვათ — შეიძლება თქვენმა ფამილარობამ და მეტისმეტად თავისუფალმა ქცევამ უფროსი გააღიზიანოს. გაუფრთხილდით სახსრებს, მოერიდეთ ორპირ ქარს და ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტად ბევრ საქმეს. გადაჭარბებული ფიზიკური აქტივობა დღეს კარგს არაფერს მოგიტანთ.

თევზები

ამ დღეს ოჯახში მოსალოდნელია დაძაბული ატმოსფერო, რადგან თქვენგან გარკვეული საქმეების შესრულებას ელოდებიან, თქვენ კი დროის სიმცირის გამო ყველაფრის მოსწრება გიჭირთ. გირჩევთ გარემო შეიცვალოთ და ახალი ადამიანები გაიცნოთ. საუკეთესო, რაც ახლა შეგიძლიათ გააკეთოთ შვებულებაში ან მივლინებაში წასვლაა. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობის პრობლემები და ქრონიკული დაავადებების გამწვავება. გაუფრთხილდით თავს და ზედმეტ აქტიურობას მოერიდეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge