დღის ჰოროსკოპი

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

პირად ცხოვრებაში დიდი ხნის ნანატრი ცვლილებები გელით. მალე შეძლებთ დაინახოთ ის განსაკუთრებული ადამიანი, რომელსაც თქვენი ბედისწერის შეცვლა შეუძლია. დღეს ძველი პრობლემების მოგვარებას და მყარი, თბილი ურთიერთობების თავიდან აშენებას შეძლებთ. უახლოესი ორი-სამი დღის განმავლობაში შეეცადეთ, უფროსს თვალში არ მოხვდეთ — არ არის გამორიცხული, რომ ცუდ ხასიათზე იყოს და ჯავრი თქვენზე იყაროს. საქმის თვალსაზრისით, საინტერესო და გამოწვევებით სავსე დღეა, თუმცა ხელის შემშლელი ფაქტორები გეგმის სრულად განხორციელებაში ხელს შეგიშლით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სპორტული აქტივობებისგან თავი შეიკავონ, რადგან ტრავმის რისკი საკმაოდ მაღალია.

კურო

ამ დღეს ურთიერთობებში სიმშვიდისა და ჰარმონიის შემოტანას შეძლებთ. კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, მოთმინება გამოიჩინეთ და პარტნიორის აზრს პატივი ეცით. ოჯახური ატმოსფეროს გასაუმჯობესებლად გაღებული ძალისხმევა ნაყოფს მალე გამოიღებს. ყურადღებით მოეკიდეთ საკუთარ ფიქრებსა და სიტყვებს — მათ თქვენს წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე პირდაპირი გავლენა აქვთ. დროა, პრიორიტეტები სწორად გადაანაწილოთ და დაფიქრდეთ იმაზე, თუ რისი მიღწევა გსურთ. თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ, გაითვალისწინეთ, რომ დღეს შესაძლოა თავი შეგახსენოთ — ეს სატურნის იუპიტერთან განლაგებით არის გამოწვეული.

ტყუპები

ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს შანსი ეძლევათ, რომ მეორე ნახევარი იპოვონ, თუმცა ამისთვის რამდენიმე კომპლექსისგან გათავისუფლება გჭირდებათ. ეცადეთ, ოჯახს მეტი ყურადღება დაუთმოთ, საყვარელი ადამიანების საჭიროებებს მოუსმინოთ და მხარში დაუდგეთ. შესაძლოა, სამსახურში ხელმძღვანელმა დაუსაბუთებელი პრეტენზიები წამოგიყენოთ. ამას გულთან ახლოს ნუ მიიტანთ — ეს თქვენს კარიერას საფრთხეს არ შეუქმნის. სავარაუდოდ, ხარჯები შემოსავალს გადააჭარბებს, რადგან რამდენიმე უსარგებლო ნივთს შეიძენთ. გირჩევთ მოვლენებს ნუ დააჩქარებთ და დინებას მიჰყევით — პრობლემები არც ისე სერიოზულია, როგორც შეიძლება ჩანდეს.

კირჩხიბი

შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა იმედები გაგიცრუოთ, თუმცა პლანეტები გირჩევენ, მცირე შეცდომა აპატიოთ — ბოლოს და ბოლოს, უნაკლო არავინაა! თქვენ გარშემო განვითარებულ მოვლენებს დააკვირდით — თუ სწორ დასკვნებს გამოიტანთ, მომავალში ბევრ პრობლემას აიცილებთ თავიდან. ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, რომელსაც მერკურისა და მარსის ხელსაყრელი განლაგება გპირდებათ. დღეს მრავალი კომერციული გარიგება წარმატებით დასრულდება. სახსრების ტკივილი — აი, რას უნდა ერიდონ ისინი, ვისაც ართრიტისკენ აქვთ მიდრეკილება.

ლომი

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, პირველ რიგში, საღ აზრს ენდეთ. წამიერ ემოციებს უფლებას ნუ მისცემთ, რომ თქვენი გონება დაიმორჩილონ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში — შესაძლოა, მათ შორის არასაიმედო ადამიანი იმალებოდეს, რომელთანაც პირისპირ გამკლავება მოგიწევთ. თუ ფინანსურ ოპერაციებს აწარმოებთ, მომდევნო კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ახალი საქმის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ საყვარელი ადამიანები მხარს დაგიჭერენ. მათი რჩევები და გამამხნევებელი სიტყვები აუცილებლად დაგჭირდებათ.

ქალწული

ერთად დასვენება საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში გაჩენილ დაძაბულობას განმუხტავს. დღეს იღბალი მთელი დღის განმავლობაში თქვენს მხარეს იქნება, განსაკუთრებით ოჯახურ ურთიერთობებში, სადაც სიხარული და ჰარმონია დაისადგურებს. პროფესიული ენერგია მიმართეთ იქით, სადაც პასუხისმგებლობის აღების არ გეშინიათ. იყავით მისაბაძი მაგალითი სხვებისთვის, თუმცა გარშემომყოფებზე ზეწოლას ნუ მოახდენთ — ეს მხოლოდ გაღიზიანებას და უკმაყოფილებას გამოიწვევს. სავსებით შესაძლებელია, მალე მომგებიან პროექტში მონაწილეობისთვის გარკვეული თანხა დაგჭირდეთ. პლუტონის გავლენამ შესაძლოა თქვენზე უარყოფითად იმოქმედოს და ანთებითი პროცესები, ინფექციები, ტრავმები ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევები გამოიწვიოს.

სასწორი

ახლა გულახდილი აღიარებების დრო არ არის. ემოციები და სიტყვები თქვენთვის შეინახეთ და ბოროტის მსურველებს ჭორაობის საბაბს ნუ მისცემთ. ნუ სთხოვთ დახმარებას მათ, ვისი იმედიც არ გაქვთ და ნურც ფიცს დადებთ, რადგან შეიძლება პირობა ვერ შეასრულოთ. ამ დღეს დაწყებული ურთიერთობა შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს და თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ამ ნიშნის ზოგ წარმომადგენელს მალე საქმიანობის სფეროს შეცვლის შესაძლებლობა მიეცემა. არაფორმალურ გარემოში თანამოსაუბრეების კეთილგანწყობის მოპოვება არ გაგიჭირდებათ. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის, ასე რომ, შეგიძლიათ, ეს დრო აქტიური ვარჯიშისთვის გამოიყენოთ.

მორიელი

მოერიდეთ ფარულ თამაშებს — გრძნობების გამოხატვისას უფრო გულახდილი უნდა იყოთ. მალე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თავისი იდუმალებითა და მიზიდულობის ძალით მოგხიბლავთ. ემოციების გაზიარების ნუ შეგეშინდებათ — გულწრფელი საუბარი ერთმანეთის უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. რამდენიმე საქმეს ერთდროულად ნუ დაიწყებთ, თორემ შეიძლება ვერც ერთი დაასრულოთ. დაფიქრდით იმაზე, როგორ მოიზიდოთ ფინანსური ენერგია. ნურც ფულს გაასესხებთ და ნურც თავად ისესხებთ. ეცადეთ, ბუნებაში მეტი დრო გაატაროთ და ხეებისგან დადებითი ენერგიით დაიმუხტოთ. საუკეთესო დღეა ორგანიზმის გაჯანსაღების, განსაკუთრებით კი საჭმლის მომნელებელი სისტემის მოსაწესრიგებლად.

მშვილდოსანი

საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ უჩვეულო სინაზეს გამოიჩენს — შეგიძლიათ მეორე თაფლობის თვისთვის მოემზადოთ! ამასთან ერთად, ყოფითი და სამსახურებრივი პრობლემები დროებით უკანა პლანზე გადაინაცვლებს. შესაძლოა, დაგეგმილი შეხვედრა ან ღონისძიება ვინმეს უცნაურმა ქცევამ ჩაშალოს და არ არის გამორიცხული, რომ ეს ვინმე თავად თქვენ იყოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ სიზმრებთან მიმართებით და მათ შინაარსს ნურავის გაანდობთ. ყოველდღიური რეჟიმის მკვეთრმა ცვლილებამ (მაგალითად, დაგროვილი საქმეების ერთბაშად მოგვარების სურვილმა) შესაძლოა მხოლოდ გამოფიტვა მოგიტანოთ. საღამოს მოსალოდნელია უგუნებობა — შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მთელი სამყარო თქვენ წინააღმდეგ ამხედრდა, თუმცა სასოწარკვეთას ნუ მიეცემით, მალე ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

თხის რქა

შესაძლოა, დღეს სრულიად სხვა მხრიდან დაინახოთ ადამიანი, რომელთან ერთადაც მუშაობთ. სასიამოვნოდ გაოცდებით, როცა გაიგებთ, რომ საერთო შეხედულებები და ფასეულობები გაკავშირებთ. აქტიური ნაბიჯების გადასადგმელად საუკეთესო პერიოდია. თქვენი წამოწყებები უპირობო მხარდაჭერას მოიპოვებს როგორც ახლობლების, ისე ხელმძღვანელობის მხრიდან. ამ დღეს დაწყებული საქმიანი ურთიერთობა მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება და თქვენს კარიერულ ზრდას დაეხმარება. უარი თქვით უსარგებლო ხარჯებზე და ფული ეკონომიურად ხარჯეთ. ვარსკვლავები გიწინასწარმეტყველებენ, რომ დიდი ხნის წინ დაგეგმილი ოპერაცია ან სხვა სამედიცინო პროცედურა წარმატებით ჩაივლის.

მერწყული

მოთმინება და სიმშვიდე იმ დაძაბულობის განმუხტვაში დაგეხმარებათ, რომელიც ბოლო დროს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში გაჩნდა. დღევანდელი დღე ახალ ნაცნობობას ან სამსახურებრივ წარმატებას გპირდებათ. თუ არ იზარმაცებთ, საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის სრულად გამოვლენას შეძლებთ, რაც თქვენს ავტორიტეტს საგრძნობლად აამაღლებს. გავლენიანი მფარველის წყალობით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა ელოდოთ. დღეს მარტივი ფიზიკური ვარჯიშები ტონუსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. სასურველია, ეკრანებთან გატარებული დრო შეამციროთ, რათა მხედველობა არ დაიზიანოთ.

თევზები

საყვარელი ადამიანის მიმართ გრძნობების გამოხატვის შესანიშნავი შესაძლებლობა მოგეცემათ — ამ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ! კარგი იქნება, თუ გარკვეულ დროს განმარტოებით გაატარებთ. თუ საოჯახო საქმეებმა ძალიან დაგღალათ, ნუ მოგერიდებათ პარტნიორს დახმარება სთხოვოთ. დღეს განხორციელებული ნებისმიერი შენაძენი ძალიან იღბლიანი იქნება. მერკური აქტიურ ფაზაშია, რაც ვაჭრობისა და კომერციული გარიგებებისთვის საუკეთესო პერიოდს განაპირობებს. იყავით ფიზიკურად აქტიური, თუმცა ზედმეტ დატვირთვას მოერიდეთ — დამქანცველი ვარჯიში თქვენს თვითშეგრძნებაზე უარყოფითად აისახება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge