დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

შესაძლოა, ამ დღეს საკუთარ თავთან მარტო დარჩენის სურვილი გაგიჩნდეთ. ეს იმის ნიშანია, რომ დროა დაისვენოთ ან საქმიანობის ვექტორი შეცვალოთ. გახსოვდეთ, რომ დათმობაზე წასვლა საკუთარ პრინციპებზე უარის თქმას არ ნიშნავს. პატიების უნარი, სხვისი პოზიციის მოსმენა და მისი მოტივების გაგება ურთიერთობაში პატივისცემის ატმოსფეროს შექმნის. ზოგადად, რთული დღეა. მოსალოდნელია მაცდური შეთავაზება, თუმცა დათანხმებას ნუ იჩქარებთ — შედეგმა შეიძლება იმედი გაგიცრუოთ. დროებითი დაბრკოლებები ნუ შეგაშინებთ — ადრე თუ გვიან ფორტუნა მხარს დაგიჭერთ. ამ დღეს ბასრ საგნებთან განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან შეიძლება ხელი გაიჭრათ, რომელიც ინფექციის შეჭრის გამო დიდხანს არ შეხორცდება. დღის მეორე ნახევარი და საღამო შეგიძლიათ ფიზიკურ აქტივობასა და ვარჯიშს დაუთმოთ.

კურო

პირად ცხოვრებაში ჯერჯერობით საინტერესო სიახლეებს არ უნდა ელოდოთ. კარგი ამბავი ისაა, რომ ძველი წყენა და ორმხრივი პრეტენზიები წარსულს ჩაბარდება, გაუგებრობას თავს დააღწევთ და ერთმანეთს ყველაფერს აპატიებთ. სამსახურში ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება და წარმატებაც არ დააყოვნებს. ამ ხელსაყრელ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ! ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას და გადაჭარბებულ დატვირთვას მოერიდეთ, რადგან ამან შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

ტყუპები

თქვენი პიროვნული თვისებები და გარეგნული მომხიბვლელობა გარშემო მყოფებს მაგნიტივით მიიზიდავს. რთულ სიტუაციებში გამოვლენილი მოქნილობა და დიპლომატიური თვისებები დაგეხმარებათ, რომ ნებისმიერი მდგომარეობიდან გამარჯვებული გამოხვიდეთ. პროფესიულ ასპარეზზე ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის. მშვენიერი დღეა თვითანალიზისთვის — დროა შედეგები შეაჯამოთ და შეცდომები და მიღწევები შეაფასოთ. ფული საკმარისი არასდროსაა, ამიტომ, თუ დამატებით შემოსავალს ელით, ეცადეთ, მისი ნაწილი „შავი დღისთვის“ გადაინახოთ. ყურადღება მიაქციეთ გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობას. მუდმივად აკონტროლეთ წნევა, მარილის მოხმარება შეამცირეთ და ნერვიულობას ერიდეთ.

კირჩხიბი

თქვენს საახლობლო წრეში არის ადამიანი, რომელიც თქვენთან უფრო მეტად დაახლოებას ცდილობს. თუ სიყვარული უკვე ნაპოვნი გაქვთ, ფლირტს ნუ აჰყვებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მნიშვნელოვან პრობლემებს შეგიქმნით. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ცვლილებები. გამორიცხული არ არის, რომ ჭორებისა და ინტრიგების მსხვერპლი გახდეთ. თუ მუშაობის სურვილს კარგავთ, იქნებ საკუთარი ხარჯით შვებულება აიღოთ და საკუთარ თავს პატარა დღესასწაული მოუწყოთ? საოცარი შრომისმოყვარეობის წყალობით მალე არა მარტო ფულის გამომუშავებას, არამედ მის დაგროვებასაც შეძლებთ. ვარსკვლავები გირჩევენ წვრილმანებზე ნერვიულობას მოერიდოთ, რომ ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ.

ლომი

ვარსკვლავები სხვა ქალაქში რომანტიკულ შეხვედრას გპირდებიან. ასე რომ, თუ მივლინებაში ან სამოგზაუროდ მიდიხართ, შეგიძლიათ თავი იღბლიან ადამიანად ჩათვალოთ! დღის მეორე ნახევარში რამდენიმე სიახლეს შეიტყობთ, თუმცა ყველა სასიამოვნო არ იქნება. გახსოვდეთ - რასაც ახლა დათესავთ, მთელი წლის განმავლობაში იმას მოიმკით, ამიტომ სამსახურებრივ მოვალეობებს პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. დღევანდელი ფინანსური ინვესტიციები წარმატებული აღმოჩნდება და მაღალ დივიდენდებს მოგიტანთ. თუ თავი შეუძლოდ იგრძენით, ეს შეიძლება ქრონიკული დაავადების გამწვავებას ნიშნავდეს. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად სპეციალისტს მიმართეთ.

ქალწული

ასტროლოგები გირჩევენ, რომ საკუთარ თავთან და პარტნიორთან ბოლომდე გულწრფელი და ობიექტური იყოთ. თუ საყვარელ ადამიანს რამეს უმალავთ, ეს დროულად უნდა დაასრულოთ. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ახალ სამსახურში თქვენი საქმიანი თვისებების საუკეთესოდ ჩვენებას შეძლებთ და ხელმძღვანელობის ქებას დაიმსახურებთ. კარგი დროა იმ ბიზნესიდეების განხორციელებისთვის, რომლებიც დიდი ხანია თავში გიტრიალებთ. გონებას ნუ გადაღლით — დღეს სატურნი მობილიზების უნარს აფერხებს, ამიტომ ჯობია, მარტივი საქმეებით შემოიფარგლოთ. თუ შესაძლებელია, ეს საღამო პარტნიორისგან შორს გაატარეთ, რომ დაპირისპირება თავიდან აიცილოთ.

სასწორი

გირჩევთ, რომანტიკული პაემნისთვის მოემზადოთ. ახალი ტანსაცმელი იყიდეთ და ახალი ვარცხნილობა გაიკეთეთ — თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ! ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ოჯახური საბჭოს შეკრება და დაგროვილი პრობლემების განხილვა მოუწევს. კარგი იქნება, თუ სიტუაციას სხვადასხვა კუთხით შეხედავთ და ყველას აზრს მოისმენთ. თუ სამსახურში კოლეგების მხრიდან არაკეთილგანწყობა იგრძენით, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს — თქვენს გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებსაც თქვენი წარმატების შურთ. დაიცავით ფული თაღლითებისგან — ამ დღეს „ხელსაყრელ“ კომერციულ შემოთავაზებებს ნუ გამოეხმაურებით. საღამოს საათებში საჭესთან განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ — სატურნის აქტივობის გამო თქვენი კონცენტრაცია შედარებით დაქვეითებულია.

მორიელი

ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული გარშემომყოფების მიმართ და წვრილმანებს „ნუ გამოეკიდებით“, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირად ცხოვრებაში მკვეთრი და არასასურველი ცვლილებები გელით. სამსახურებრივი საქმეები იდეალურად წარიმართება და შეძლებთ, დაასრულოთ პროექტი, რომელზეც დიდხანს მუშაობდით. ხელიდან ნუ გაუშვებთ საინტერესო წინადადებას, რომელსაც დღეს ნაცნობი ადამიანი შემოგთავაზებთ — ეს ფულის გამომუშავების კარგ შანსს მოგცემთ. ჯანმრთელობის მხრივ ვარსკვლავები საფრთხეზე მიგვანიშნებენ — მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას და რისკის შემცველ სამუშაოებს, ახლა დასვენება გჭირდებათ.

მშვილდოსანი

ახალი ამბები, რომლებსაც დღეს შეიტყობთ, ოპტიმიზმით აგავსებთ და სამყაროს სულ სხვა თვალით დაგანახვებთ! დაოჯახებულ მშვილდოსნებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საზრუნავი გაუჩნდებათ. ყოველდღიური საქმეების ორომტრიალში შეეცადეთ, დრო კვალიფიკაციის ამაღლებისთვისაც გამონახოთ — მალე გაგიჩნდებათ შანსი, რომ თანამდებობა ან სამსახური შეიცვალოთ. დღეს შეგიძლიათ, თამამად დააბანდოთ ფული და გარისკოთ — ეს მხოლოდ დადებით შედეგს მოგიტანთ, თუმცა მსხვილი საყიდლებისა და ვალის აღებისგან თავი უნდა შეიკავოთ. გარდა ამისა, თუ სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ, პროცესი აღარ გადადოთ.

თხის რქა

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარ თავზე და სასიყვარულო საქმეებზე მეტი იფიქროთ. დროა ჩამოყალიბდეთ, ურთიერთობაში რა არ მოგწონთ და რისი შეცვლა გსურთ. პარტნიორის საქციელი გაგაკვირვებთ — ის სიურპრიზს მოგიმზადებთ, თუმცა შესაძლოა, საჩუქარი თქვენს გემოვნებაში არ ჩაჯდეს. მალე თქვენი მრავალმხრივი ნიჭი, უნარები და შემოქმედებითი აზროვნება ძალიან დაფასდება. უფრო მეტიც, თუ რომელიმე პრესტიჟულ კონკურსში მიიღებთ მონაწილეობას, საპრიზო ადგილს დაიკავებთ. კარიერული ან ფინანსური მოგების თვალსაზრისით დღეს განსაკუთრებულს ნურაფერს ელოდებით. უახლოეს დღეებში მაგნიტური ქარიშხლების გავლენას იგრძნობთ, ამიტომ ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ და ხშირად დაისვენოთ.

მერწყული

ვარსკვლავები მარტოხელა მერწყულებს ახალი თაყვანისმცემლის გამოჩენას ჰპირდებიან. მოვლენების სწრაფ განვითარებას არ უნდა ელოდოთ, მაგრამ ეს უკეთესიცაა. მსუბუქი ფლირტი და ლამაზი ქათინაურები თქვენს თვითშეფასებას მხოლოდ წაადგება. ეცადეთ, პრიორიტეტული ამოცანები დაისახოთ და მათი მოგვარებით დაკავდეთ — ეს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. ფულთან ფრთხილად იყავით და ზედმეტ ხარჯებს მოერიდეთ, თორემ ვალის ან კრედიტის აღება მოგიწევთ, რაც მატერიალურ მდგომარეობას გაგიუარესებთ. თქვენი ნიშნის წარმომადგენლები იშვიათად ავადმყოფობენ და სწრაფადაც ჯანმრთელდებიან, თუმცა გეგმურ სამედიცინო შემოწმებას მაინც ნუ უგულებელყოფთ.

თევზები

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ვიღაც შეეცდება, საყვარელ ადამიანთან წაგაჩხუბოთ, თუმცა თქვენს სიყვარულს ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეუძლია. ასე რომ, სანერვიულო არაფერი გაქვთ! თუ დღეს მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობას აპირებთ, იცოდეთ, რომ ეს სასურველ შედეგს არ მოგიტანთ: მარსი იუპიტერის შემოქმედებით ენერგიას ბლოკავს, ამიტომ დღის პასიურად გატარება ჯობია. საღამოს შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ, ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ საქმეს, რომელიც დიდ ფიზიკურ ან ინტელექტუალურ დატვირთვას მოითხოვს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge