დღის ჰოროსკოპი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:31

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სხვებმა შეიძლება არჩევანის გამო გაგაკრიტიკონ, მაგრამ ნუთუ ეს ასე მნიშვნელოვანია? ახლა ყველაზე კარგი იქნება, რომ გულის კარნახით იმოქმედოთ. მაშინაც კი, როცა საკუთარ სიმართლეში ბოლომდე დარწმუნებული ხართ, ეცადეთ, ყური გარშემომყოფების აზრსაც დაუგდოთ. გახსოვდეს, რომ ჭეშმარიტება კამათში იბადება. თუ დაძაბული სიტუაცია შეიქმნა, ჯობია დათმოთ და გაჩუმდეთ. ერთბაშად გამდიდრებას ნუ ელოდებით, მაგრამ შეგიძლიათ, სამომავლო კეთილდღეობისთვის მყარი საფუძვლის ჩაყრა დაიწყოთ. ნუ გადაიღლებით — ახლა გმირული საქმეების დრო არ არის. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია დაპირისპირება მეგობრებთან ან ნათესავებთან, ამიტომ ეცადეთ, მტკივნეულ თემებზე საუბარს მოერიდოთ.

კურო

ურთიერთობაში შეიძლება მოულოდნელმა გარემოებებმა იჩინოს თავი. ეცადეთ პირად ცხოვრებაში რუტინას მოერიდოთ. ხელსაყრელი პერიოდია ახალი ნაცნობობისა და წვეულებებზე სიარულისთვის. მიმდინარე საქმეებში ლიდერობა ნუ მოგერიდებათ. ამ დღეს წარმატებას სიტუაციის სწორი შეფასება, საჭირო კავშირები და მიზნის მინიმალური ძალისხმევით მიღწევა განაპირობებს. საუკეთესო დროა ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად — გირჩევთ, დღეიდანვე დაიწყოთ დიეტა და გამაჯანსაღებელი ვარჯიში.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მოვლენებს წინ არ გაუსწროთ. სიყვარულის ღმერთი თქვენს მხარესაა, ასე რომ, რომანტიკული თავგადასავალი შეიძლება ნებისმიერ წუთს დაიწყოს. ახლობლებთან ურთიერთობაში მეტი მოთმინება გმართებთ, რადგან ემოციების აყოლამ და უხეშობამ შეიძლება ჩხუბი გამოიწვიოს. დღეს ენერგიის ტრანსფორმაციის დღეა. სამსახურებრივი საქმეები დიდ ენერგიას წაგართმევთ, თუმცა უახლოეს მომავალში ფინანსური იღბალი გაგიღიმებთ! ახლობელ ადამიანთან საუბარში ეცადეთ, მტკივნეულ თემებს არ შეეხოთ, ეს თქვენს ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე ცუდად იმოქმედებს. ყურადღება მიაქციეთ სხეულს — კარგი იქნება, თუ მასაჟზე ან სპაში ჩაეწერებით. ბუნების ხმები და მუსიკა სიმყუდროვის შესაქმნელად საუკეთესო წამალი გახდება.

კირჩხიბი

სასიყვარულო საქმეებში შეიძლება თავი სირთულეებმა იჩინოს, მაგრამ ამას კატასტროფად ნუ აღიქვამთ. გულწრფელი და სანდო საუბარი საერთო ენის გამონახვაში დაგეხმარებათ. თუ ოჯახურ ურთიერთობებში სირთულეები გაჩნდა, გამორიცხული არ არის, რომ ამის მიზეზი თავად იყოთ — საკუთარ განცდებზე ზედმეტად ბევრს ფიქრობთ. ყურადღება მიაქციეთ მათ, ვინც თქვენს კეთილგანწყობასა და მეგობრობას ეძებს — ეს ადამიანები ბევრ მნიშვნელოვან და საინტერესო რამეს გეტყვიან. ერიდეთ ენერგოვამპირებს, რომლებიც თქვენი დადებითი ენერგიის წართმევას ცდილობენ და გარშემო კეთილგანწყობილი ადამიანები შემოიკრიბეთ.

ლომი

პარტნიორს საყოფაცხოვრებო პრობლემებით ნუ დატვირთავთ. ახლა ორივეს ერთმანეთის მხარდაჭერა და გჭირდებათ. იდეალური დროა პროფესიის შესაცვლელად, თუმცა სანამ სამსახურიდან წასვლის განცხადებას დაწერთ, ახალი სამსახური უნდა იპოვოთ. დროა, ოჯახურ ბიუჯეტს გადახედოთ და ხარჯები ოდნავ შეამციროთ. ეს დროებითი, მაგრამ აუცილებელი ზომაა. შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი მოგეცეთ, თუმცა ეცადეთ, ამან ძირითად სამსახურს ხელს არ შეუშალოს. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა საკუთარ ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნონ. ვარსკვლავები გირჩევენ, შინაური ცხოველი გაიჩინოთ.

ქალწული

საყვარელი ადამიანისთვის აზრების გაზიარების ნუ შეგეშინდებათ — ერთმანეთზე ზრუნვა და ყურადღება დიდ სიხარულს მოგიტანთ და ემოციურად დაგაახლოებთ. ნათესავებთან დაძაბული ურთიერთობის გამო მოსალოდნელია უთანხმოება და ჩხუბიც კი. ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ — შესაძლოა, თქვენი გეგმები არც ისე იდეალურია, როგორც გგონიათ. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში ახლო მეგობრებსაც კი ნუ ენდობით — ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ინტუიციას დაეყრდნოთ. ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად მსუბუქი სპორტით — აერობიკით, სირბილით ან ცურვით დაკავდით.

სასწორი

შესაძლოა წინ რომანტიკული მოგზაურობა ან სასიამოვნო ნაცნობობა გელოდებათ, რომელიც დიდხანს დაგამახსოვრდებათ და უამრავ კარგ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ. შრომისმოყვარე ადამიანის სახელი გაქვთ, მაგრამ სიტუაციას აბსურდამდე ნუ მიიყვანთ — უფროსს მიანიშნეთ, რომ თქვენი ხელფასი გადატვირთულ სამუშაო განრიგს არ შეესაბამება. ზოგადად, ფინანსურ საქმეებში იღბალი თქვენს მხარესაა, თუმცა გირჩევთ, საეჭვო ავანტიურებს მოერიდოთ. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს კვების მენიუს შეცვლის სურვილი გაუჩნდება, თუმცა ეზოტერიკოსები გაფრთხილებენ, რომ ამისთვის ახლა საუკეთესო დრო არ არის.

მორიელი

მერკურისა და ვენერას ასპექტები მიანიშნებს, რომ ახალი ურთიერთობების დასაწყებად იდეალური დღეა. სატურნი მე-5 სახლში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს საოჯახო ყოფა და რუტინა საშინლად დაღლის. კარგი იქნება, თუ ცოტა ხნით განმარტოვდებით და ყოველდღიურობისგან დაისვენებთ. ვაჭრობის სფეროში მომუშავეებს გარკვეული სირთულეები ელით — კლიენტების რაოდენობა მოიმატებს, ამიტომ სამუშაოს მეტი დრო და ენერგია უნდა დაუთმოთ. ფულისადმი ქარაფშუტულმა დამოკიდებულებამ უფულოდ დაგტოვათ? შეგიძლიათ, უფროსი ნათესავებისა და ახლო მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. დღეს თქვენი ორგანიზმი ტოქსინების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა, ეს გაითვალისწინეთ და მენიუ შეცვალეთ.

მშვილდოსანი

რომანტიკული განწყობა მუშაობაში ხელს გიშლით. ემოციებს არ მისცეთ უფლება, რომ დაგძლიონ, თორემ შესაძლოა, გაღიზიანებულმა საყვარელ ადამიანს უმიზეზოდ გული ატკინოთ. ვარსკვლავები ცვლილებებს გიწინასწარმეტყველებენ — შესაძლოა მალე სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოინდომოთ. არსებობს ალბათობა, რომ თქვენი სოციალური სტატუსი უკეთესობისკენ შეიცვლება. გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღებით მოეკიდოთ. სავარაუდოდ, დატვირთული ცხოვრების წესი სრულფასოვანი დასვენებისთვის დროს არ დაგიტოვებთ. შესანიშნავი დღეა სუფთა ჰაერზე სეირნობისა და მოგზაურობისთვის. თუ ბოლო დროს ფეხების შეშუპება შეამჩნიე, აუცილებლად სპეციალისტს მიაკითხეთ.

თხის რქა

ეცადეთ, საყვარელ ადამიანს დაუმსახურებელი საყვედურებით გული არ ატკინოთ. გახსოვდეთ, რომ უსამართლო კრიტიკა ადამიანზე ცუდად მოქმედებს და გრძნობებს კლავს. სამსახურში შეიძლება ნამდვილი კარიერისტი გამოჩნდეს — ამ ადამიანს უფრთხილდით, რადგან მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევს. შეუსრულებელი ვალდებულებების გამო მოსალოდნელია ფინანსური დავები და პრეტენზიები. გაუფრთხილდით ღვიძლს — უარი თქვით ცხიმიან, შემწვარ და ცხარე საკვებს და რა თქმა უნდა, ალკოჰოლის ჭარბად მიღებას მოერიდეთ.

მერწყული

საქმეები ცოტა ხანს დაიცდის, პირადი ბედნიერება კი — არა. დღეს შეიძლება თქვენი დაუვიწყარი რომანტიკული თავგადასავალი დაიწყოს. შეეცადეთ, ეს დღე მარტო თქვენთვის კი არა, სხვებისთვისაც გამორჩეული იყოს — გაუზიარეთ სიხარული ახლობლებს, რათა ცხოვრების მშვენიერება მათაც იგრძნონ. წარმატების მისაღწევად ინტელექტუალური შესაძლებლობების ჩვენება მოგიწევთ. სავარაუდოდ, უფროსობასთან კარგი ურთიერთობის დამყარებას შეძლებთ. სარისკო გარიგებებს მოერიდეთ, თორემ შეიძლება ბევრი ფული დაკარგოთ. ახალ ნაცნობობას კარგი გაგრძელება ექნება. სასიამოვნო განწყობა შეიძლება მხოლოდ ალკოჰოლმა გაგიფუჭოთ.

თევზები

თუ თავს დამნაშავედ გრძნობთ, ბოდიშის მოხდაც უნდა შეძლოთ. საკუთარი შეცდომების გულწრფელი აღიარება და მონანიება ნებისმიერ კონფლიქტს მოაგვარებს. მომდევნო 24 საათის განმავლობაში შესაძლოა ახლობლებთან ურთიერთობაში სირთულეები წარმოიქმნას, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, მალე თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებიც ძველ ტკივილს დაგავიწყებენ. მოზღვავებული ენერგიის წყალობით სამსახურებრივ მოვალეობებს თავს შესანიშნავად გაართმევთ. უახლოეს მომავალში ფინანსური იღბალი არ მიგატოვებთ, თუმცა ბიუჯეტის კონტროლი მაინც საჭიროა, რათა ხარჯებმა შემოსავალს არ გადააჭარბოს. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე. იმის იმედად ყოფნა, რომ ყველაფერი თავისით მოგვარდება, არ ღირს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge