დღის ჰოროსკოპი

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

საყვარელ ადამიანთან თუნდაც უმნიშვნელო გაუგებრობის გულწრფელი განხილვა დაგეხმარებათ, რომ ურთიერთობაში ჰარმონია შეინარჩუნოთ. ხელშეკრულების დადების ან სხვა საქმიანი ქაღალდების გაფორმებისას მოსალოდნელია გარკვეული შეფერხებები. არავითარ შემთხვევაში არ იჩქაროთ — ამან შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს. იდეალური დროა საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოსაცვლელად. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ახლა თქვენთვის შეუძლებელი არაფერია, თუმცა თქვენთვის უცნობ სფეროებს უნდა მოერიდოთ.

კურო

სასიყვარულო ურთიერთობაში საკუთარი სურვილები არ დაივიწყოთ. საკუთარ საჭიროებებზე საუბარი დაგეხმარებათ, რომ გაუგებრობები თავიდან აირიდოთ. ამ დღეს შეგიძლიათ ინიციატივა პარტნიორს გადასცეთ — ამით ურთიერთობა მხოლოდ მოიგებს. ახლობელ ადამიანებთან დაპირისპირება არ დაუშვათ, თორემ შერიგება ძალიან გაჭიანურდება. სიახლეებისა და ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ.

ტყუპები

ამ დღეს მოსალოდნელია ბედისწერით განსაზღვრული შეხვედრა, რომელიც თქვენს ცხოვრებას სრულიად შეცვლის. სახლიდან ხშირად გადით და ყურადღების ცენტრში ყოფნა ნუ მოგერიდებათ! ოჯახური საქმეები დიდ დროს წაგართმევთ, თუმცა მათი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ამ დღეს გუნდური მუშაობა განსაკუთრებით წარმატებული იქნება, ვინაიდან ერთობლივი ძალისხმევა მოულოდნელ შედეგს გამოიღებს. მზად იყავით ახალი იდეებისთვის, რომლებსაც სამუშაო პროცესის გაუმჯობესება შეუძლია. ეს დღე სხვადასხვა სახის მოულოდნელობებს გპირდებათ, რისგანაც თავის დაზღვევა შეუძლებელია. ეცადეთ, მომხდარს ფილოსოფიურად შეხედოთ და ნაკლები ინერვიულოთ.

კირჩხიბი

შესაძლოა მიხვდეთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ჩიხში შევიდა და მძიმე ტვირთად გაწევთ, თუმცა, სანამ დაშორებას გადაწყვეტთ, საკუთარი გადაწყვეტილების მოსალოდნელი შედეგები გათვალეთ. იქნებ ჯობია, რომ ჯერჯერობით ურთიერთობაში შესვენება გამოაცხადოთ? გამორიცხული არ არის, რომ ბოლო დროს შეცდომების პატიება ხშირად გიწევდათ და ამის გამო შინაგანი აგრესია დაგიგროვდათ. ვარსკვლავები გირჩევენ, არჩეული მიმართულებით იაროთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გეჩვენებათ, რომ არაფერი გამოგდით. ფორტუნა მოთმინებისთვის აუცილებლად დაგაჯილდოებთ! საღამოსთვის რაიმე სასიამოვნო დაგეგმეთ — ეს შეიძლება იყოს სპა ან უბრალოდ წიგნის კითხვა.

ლომი

ამ დღეს ურთიერთობებში პრობლემები მხოლოდ ფეთქებადი ხასიათის მქონე ლომებს ელით. გირჩევთ, პარტნიორთან ურთიერთობაში მრავალფეროვნება შეიტანოთ. ფინანსური სტაბილურობა თქვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახდება. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვან ფულად შემოსავლებს არ უნდა ელოდოთ. ნერვული სტრესისა და ფიზიკური დაძაბულობის მოხსნაში ცურვა დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მდგომარეობას და ეცადეთ, კვების მენიუ შეცვალოთ.

ქალწული

ბოლოს და ბოლოს, მიხვდებით, რომ მეორე ნახევრის სიტყვებს ზედმეტი მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოთ. მით უმეტეს, რომ მისი ხუმრობები ხანდახან მეტისმეტად ორაზროვანი გეჩვენებათ. ამ დღეს იღბალი მათ მხარესაა, ვინც დაბრკოლებების მიუხედავად წინ მიდის. ეცადეთ, მეტი ფანტაზია და მიზანსწრაფულობა გამოიჩინოთ და საწადელს მიაღწევთ. ერთობლივი ძალისხმევა გაცილებით შედეგიანი იქნება, ვიდრე მარტო მოქმედება. ამასთან დაკავშირებით, ასტროლოგები გირჩევენ, გარშემომყოფებთან ითანამშრომლოთ, სხვისი აზრი გაითვალისწინოთ და საერთო წესებით ითამაშოთ. ეს დღე შესაფერისია სტომატოლოგთან ვიზიტისთვის. ასევე, დღეს შეგიძლიათ დასვენების ეგზოტიკური სახეობა მოსინჯოთ და ლაშქრობაში წახვიდეთ.

სასწორი

შესაძლოა, უჩვეულო და სულიერად თქვენთან ახლოს მყოფი ადამიანი გაიცნოთ. რომანის დაწყების შანსები გაიზრდება, თუ ჩვეულ იმიჯს ოდნავ შეცვლით და გარდერობს განაახლებთ. ერთი შეხედვით, ოჯახურ ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა, თუმცა ნუ მოდუნდებით — ყველაფერი შეიძლება ერთ წამში შეიცვალოს. ბიზნესში დიდ წარმატებებს მიაღწევთ. ეს განსაკუთრებით იმ მეწარმეებს ეხება, რომლებსაც საკუთარი მაღაზია ან სალონი აქვთ. ფინანსური სიტუაცია სიფრთხილეს მოითხოვს — სპონტანურ ხარჯებს მოერიდეთ და ბიუჯეტი გულდასმით დაგეგმეთ. შესანიშნავი დროა მოწევისთვის თავის დასანებებლად.

მორიელი

ძალიან ხელსაყრელი დროა სასიყვარულო საქმეებისთვის, ნიშნობისა და ხელის სათხოვნელად. მოგეცემათ შანსი, რომ საკუთარი ბედი შეცვალოთ და მყარი ოჯახი შექმნათ. ოჯახური საქმეები ჩვეულებრივზე მეტად დაგღლით და უინტერესოდ მოგეჩვენებათ. ნუ ჩაერევით სხვის ურთიერთობებში, თორემ ეს შეიძლება პრობლემებით დასრულდეს. საქმეები, რომლებსაც საკუთარი ძალებით ვერ უმკლავდებით, ჯობია სამომავლოდ გადადოთ. ყურადღება არ მოადუნოთ - ახლა შეცდომის დაშვება თქვენს ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება. მალე თქვენი ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს დამატებითი შემოსავლის ძებნა დასჭირდება, თუმცა კრედიტის აღებას მაინც ეს სჯობს. ნებისმიერი კონფლიქტი, რომელიც ამ დღეს მოხდება, ენერგეტიკულად გამოგფიტავთ, ამიტომ შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მოულოდნელად მოიწყენთ და ცხოვრების დღესასწაულზე თავს ზედმეტად იგრძნობთ. გირჩევთ შექმნილ ვითარებას მიჰყვეთ და ცვლილებებისთვის მოემზადოთ. ეცადეთ დრო ისე გაანაწილოთ, რომ დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი საქმეები მოილიოთ, დარჩენილი საათები კი გართობას დაუთმოთ. დაკავდით იმით, რაც გსიამოვნებთ, დრო ოჯახთან ერთად გაატარეთ და მშობლები მოინახულეთ. ამ დღეს გარისკვას და ფულის ახალ პროექტში დაბანდებას მოერიდეთ. თუ სტომატოლოგთან ვიზიტს გეგმავდით, დიდხანს ნუ გადადებთ.

თხის რქა

თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ უჩივით, თუმცა ამ დღეს ყველას მოაჯადოებთ! იდეალური დღეა თვითგანვითარებისთვის, საკუთარი თავის შეცნობისთვის, დასვენებისა და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. სამაგიეროდ, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენისთვის საუკეთესო დრო არ არის. აჯობებს ზედმეტი ყურადღება არ მიიპყროთ, რადგან შესაძლოა გარშემომყოფების მოლოდინები ვერ გაამართლოთ! სასურველია, რომ ეს დღე ფინანსური ცოდნის გაღრმავებას დაუთმოთ — დიდი ხანია ცოდნის განახლების დრო მოვიდა! ფრთხილად იყავით გამაგრილებელ სასმელებთან — გაციებამ შეიძლება თქვენი ორგანიზმისთვის უსიამოვნო შედეგები გამოიღოს.

მერწყული

რად გინდათ მიუღწეველი ოცნებები? ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი ყურადღება დაუთმოთ მათ, ვინც გვერდით გყავთ. გრძნობთ, რომ სასიცოცხლო ძალები იკლებს, თუმცა ყოველდღიური საზრუნავი და ცხოვრებისეული პრობლემები სასწრაფო მოგვარებას მოითხოვს. თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, მეგობრებს საშუალება მიეცით, რომ რჩევით დაგეხმარონ. ფრთხილად იყავით ხარჯებთან და მოერიდეთ რისკიან გარიგებებს. ფიზიკურად შესანიშნავ ფორმაში ხართ — ყველაფერი, რასაც ახლა ჩაიფიქრებთ, აუცილებლად აგისრულდებათ.

თევზები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მართვის სადავეები პარტნიორს გადასცეთ და ნუ შეგეშინდებათ, რომ ის ამ ძალაუფლებას თქვენს საზიანოდ გამოიყენებს. ახლობელ ადამიანებს მეტი ყურადღება დაუთმეთ. დადგება დრო, როცა მათგან მხარდაჭერა თქვენც დაგჭირდებათ. პრიორიტეტების სწორად განაწილება უნდა ისწავლოთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ — მეგობრების რჩევა ან დახმარება შეცდომამდე მიგიყვანთ. თუ საღამოს თავს შეუძლოდ იგრძნობთ, იცოდეთ, რომ ეს გადაღლის ბრალია — ახლა ყველაზე მეტად დასვენება და ხანგრძლივი ძილი გჭირდებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge