21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00 შაბ. 20 ივნისი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ვარსკვლავები გირჩევენ, საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მზრუნველობა და ყურადღება გამოიჩინოთ. სასურველია, რომ საღამოს საათები ახლობლების წრეში გაატაროთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება საშუალებას მოგცემთ, რომ ოპონენტებთან სხვადასხვა სადავო საკითხზე საერთო ენა მონახოთ. დღის განმავლობაში ენერგიული და აქტიური იქნებით, თუმცა მიზნისკენ მიმავალ გზაზე გარკვეულ დაბრკოლებებს წააწყდებით. ეცადეთ ნებისმიერი სიტუაციიდან სწორი დასკვნები გამოიტანოთ და ძველ შეცდომებს ნუ გაიმეორებთ. ეძებეთ შემოსავლის ახალი წყაროები, ფინანსური წიგნიერება აიმაღლეთ და საკუთარ ბიზნესზე დაფიქრდით. მოუწყვეთ საკუთარ თავს მცირე წვეულება. ამაღლებული განწყობა პირქუშ ფიქრებს გაგიფანტავთ და თავს უკეთ იგრძნობთ.
კურო
პირისპირ, გულწრფელი საუბარი ურთიერთგაგებამდე მიგიყვანთ და კავშირებს განამტკიცებს. ამ ნიშნის დაოჯახებულმა წარმომადგენლებმა ემოციები უნდა აკონტროლონ, რადგან არსებობს ნათესავებთან შელაპარაკების რისკი. მოსალოდნელია უთანხმოება კოლეგებთანაც — ეცადეთ, ეს ყველაფერი ურთიერთბრალდებებში არ გადაიზარდოს. თქვენმა სიტყვამ ან საქციელმა შეიძლება კარიერაზე, საზოგადოებრივ მდგომარეობაზე და ფინანსურ შემოსავალზე გავლენა მოახდინოს. ეს გავლენა შეიძლება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი იყოს, ამიტომ ეცადეთ, მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ. უახლოეს დღეებში თქვენი ფინანსური მდგომარეობა უფრო სტაბილური გახდება, რაზეც აქტიური მერკური მიანიშნებს. მკაცრი შეზღუდვების დრო წარსულს ჩაბარდა, მალე შეგეძლებათ, საკუთარი თავი და საყვარელი ადამიანები საჩუქრებით გაანებივროთ. ამინდზე დამოკიდებული ადამიანები სატურნისა და პლუტონის ნეგატიური ასპექტის გამო, შესაძლოა თავის ტკივილმა შეაწუხოს, თუმცა საღამომდე ეს უსიამოვნო სიმპტომი უკვალოდ გაქრება.
ტყუპები
მოულოდნელად გაიცნობთ სიმპათიურ ადამიანს, რომელიც შესაძლოა თქვენი ერთგული მეგობარი და საყვარელი ადამიანი გახდეს. ნუ წამოიწყებთ სარემონტო სამუშაოებს, რადგან ასტროლოგიური პროგნოზი წვრილმანი საყოფაცხოვრებო ტრავმების ალბათობაზე მიუთითებს. შესაფერისი დღეა ხელმძღვანელობასთან, სახელმწიფო უწყებებთან ან საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. თქვენი ენთუზიაზმი და პრაქტიკულობა პარტნიორებს თანამშრომლობისკენ უბიძგებს. ფული თითქოს არსაიდან გაჩნდება, ამიტომ ძალიან გაუფრთხილდით. შესაძლოა, იყიდოთ ნივთი, რომელიც დიდი ხანია, გჭირდებათ. ამ დღეს მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე იზრუნოთ — მაგალითად, გამონახეთ დრო იოგასთვის ან უბრალოდ დასვენებისთვის, რათა ძალები აღიდგინოთ და შინაგანი ჰარმონია დაიბრუნოთ.
კირჩხიბი
ნუ დაივიწყებთ, რომ პატარა სიხარულებს დიდი ბედნიერება მოაქვს. ეს დღე ოჯახურ ურთიერთობებსა და გართობას დაუთმეთ. საყოფაცხოვრებო საქმეები მარტივად და იოლად გამოგივათ. ეს არა მხოლოდ გარემოებათა იღბლიანი დამთხვევის, არამედ თქვენი დამსახურებაცაა. გამორიცხული არ არის, რომ მალე ხელმძღვანელობამ თქვენი მონდომება და შრომისუნარიანობა ღირსეულად შეაფასოს. კარიერული ზრდისთვის ხელსაყრელი პერიოდი დგება, შანსი ხელიდან არ გაუშვათ! მალე ფინანსური მდგომარეობაც გამოსწორდება — თქვენს ჰოროსკოპში მერკური ლიდერობას იწყებს. გადაღლილობისა და მუდმივი სტრესის გამო გაგიჩნდებათ სურვილი, რომ რელაქსაციისა თუ მედიტაციის მარტივ ტექნიკებს დაეუფლოთ. გამოიყენეთ ეს პრაქტიკა ყოველთვის, როცა ძლიერ დაღლილობას ან სეზონურ დეპრესიას იგრძნობთ.
ლომი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უფრო სტაბილური და ჰარმონიული გახდება, შესაძლოა დიდი ხნის ნანატრი წინადადებაც კი მიიღოთ. სამსახურში დავალებებს იმდენად ადვილად უმკლავდებით, რომ შეგიძლიათ მოდუნდეთ და „ავტოპილოტი“ ჩართოთ. ნებისმიერი საქმე, სადაც ურთიერთობების ცოდნაა საჭირო, თქვენი სრული გამარჯვებით დასრულდება. კარიერული ამბიციები, რა თქმა უნდა, შექებას იმსახურებს, თუმცა პირადი ცხოვრებაც არ უნდა დაივიწყოთ. გექნებათ შანსი, რომ ფული სარფიანად დააბანდოთ, თუმცა ასტროლოგები გირჩევენ, ხელშეკრულების პირობები ხელის მოწერამდე კარგად შეისწავლოთ. მოერიდეთ საძილე საშუალებების მიღებას, რომლებიც მიჩვევას იწვევს.
ქალწული
თუ გრძნობთ, რომ საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა გაცივდა, ძველი ვნების დაბრუნებაში პატარა თავგადასავალი დაგეხმარებათ. სცადეთ და რჩეულთან ერთად ექსტრემალურ ტურში გაემგზავრეთ. მარსის ენერგეტიკული გავლენის გამო საკმაოდ მძიმე დღეა — მოსალოდნელია არაკეთლგანწყობილი ადამიანების მოწყობილი პროვოკაცია და კონფლიქტები. შესაძლოა, სურვილი გაგიჩნდეთ, რომ ცხოვრების ტემპი შეანელოთ და უბრალოდ დაისვენოთ, თუმცა ასტროლოგები გირჩევენ არ მოდუნდეთ, რომ კონკურენტებს წინ გაჭრის საშუალება არ მისცეთ. ხელსაყრელი დროა შოპინგისთვის — შენაძენი სიხარულთან ერთად სარგებელსაც მოგიტანთ. საღამოს საათებში ზედმეტ აქტიურობას ნუ გამოიჩენთ, ისედაც კარგ ფორმაში ხართ. სჯობს, პასიურად დაისვენოთ ან ფეხით გაისეირნოთ და ბუნების ხედებით დატკბეთ.
სასწორი
დღევანდელი პაემანი დაგანახვებთ, რამდენად ახლოს ხართ ერთმანეთთან, თუმცა ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ! ეს დღე შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საქმიანი კონტაქტები დაამყაროთ. თუ მოინდომებთ, ძალიან საჭირო და სასარგებლო ადამიანების კეთილგანწყობას და მხარდაჭერას მოიპოვებთ. მოერიდეთ ოჯახის წევრების გაღიზიანებას, რასაც აუცილებლად კამათი მოჰყვება. რა თქმა უნდა, საბოლოოდ პრობლემა მოგვარდება, თუმცა რატომ უნდა მოიშალოთ იქ, სადაც გაუგებრობის თავიდან აცილება შეიძლებოდა? მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენით მანიპულირებას ცდილობენ - ისინი ამ დღეს ძალიან აქტიურობენ. საღამოს შეიძლება თავის ტკივილმა შეგაწუხოთ, ამიტომ ეცადეთ დღის განმავლობაში არ გადაიღალოთ.
მორიელი
თქვენი შემოქმედებითი იდეები მუდმივად გარშემომყოფთა ყურადღებას იქცევს. შესაძლოა თქვენამდე უსიამოვნო ჭორებმა მოაღწიოს, რომლებსაც არაკეთილმოსურნეები ავრცელებენ. სამსახურში მოსალოდნელია სირთულეები, თუმცა მათთან გამკლავებას მარტივად შეძლებთ და შესაძლოა აქედან სარგებელიც კი ნახოთ. მოსალოდნელია ფინანსური დავა ან პრეტენზიები შეუსრულებელი ვალდებულებების გამო. ეცადეთ, მსგავს შენიშვნებს მშვიდად შეხვდეთ. მოერიდეთ მძიმე და ცხიმიანი საკვების მიღებას, რომლის მონელება ორგანიზმისგან დიდ ენერგიას მოითხოვს.
მშვილდოსანი
მომდევნო 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ სასიყვარულო პაემანზე დრო მშვენივრად გაატაროთ. ჰოროსკოპი აჩვენებს, რომ ნათესავების შეკრებაზე გონებამახვილობით გაიბრწყინებთ და ყველას თქვენი შარმით მოხიბლავთ! დღის მეორე ნახევარში შესაძლოა ერთ-ერთი ნათესავის საქციელის გამო ურთიერთობები ოდნავ დაიძაბოს. შეგიძლიათ იმედი გქონდეთ, რომ თქვენი კეთილსინდისიერი შრომა სათანადოდ დაფასდება — გამორიცხული არ არის რიგგარეშე ბონუსიც კი! თუკი ცხოვრების მატერიალურ მხარეზე ფიქრს თავს დაანებებთ, საკუთარ თავს დიდ სამსახურს გაუწევთ. სამსახურებრივ და კარიერულ საკითხებზე ზრუნვისას, ჯანმრთელობას ნუ დაივიწყებთ. თუ კუჭის პრობლემები გაწუხებთ, ყავა და კოფეინის შემცველი სასმელები თქვენთვის საზიანოა.
თხის რქა
დიდი ძალისხმევის ფასად, თუმცა, საბოლოოდ ცხოვრების მეგზურთან საერთო ენის გამონახვას მაინც შეძლებთ. შესაძლოა, სამსახურიდან დაბრუნებულს სახლში უსიამოვნო სიურპრიზი დაგხვდეთ — სიმამაცე მოიკრიბეთ, რათა ამ დარტყმას მედგრად გაუძლოთ. ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომ ხელმძღვანელობაზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ! დიდია ალბათობა, რომ ნაკლებად ნიჭიერი კოლეგების ფონზე ძალიან მომგებიანად წარმოჩინდეთ. განსაკუთრებული ყურადღება ფულსა და საბუთებს მიაქციეთ, ყოველთვის თან გქონდეთ და უყურადღებოდ არ დატოვოთ. მალე ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას იგრძნობთ. იზრუნეთ ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობაზე, რათა ეს პროგრესი შეინარჩუნოთ.
მერწყული
იღბალი არა მხოლოდ სამსახურებრივ საქმეებში, არამედ სასიყვარულო ურთიერთობებშიც გწყალობთ. გაუკეთეთ საყვარელ ადამიანს ის, რაც სიხარულს ანიჭებს. ახლობლებთან ურთიერთობისთვის დრო საკმარისზე მეტი გექნებათ, თუმცა გამორიცხული არ არის, საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩეთ. შესაძლოა სამსახურებრივი პრობლემების გამო ცოტა ინერვიულოთ. ნუ ეცდებით ყველაფერი საკუთარ თავზე აიღოთ და კოლეგების დახმარებაზე უარი არ თქვათ. ძვირად ღირებული, მაგრამ უხარისხო ნივთის შეძენის გამო, დღევანდელმა შოპინგმა შესაძლოა იმედგაცრუება მოგიტანოთ. გაითვალისწინეთ ეს და სავაჭრო ცენტრებს გვერდი აუარეთ. დილის ვარჯიში ტონუსის დაბრუნებაში დაგეხმარებათ და მთელი დღის ენერგიით აგავსებთ.
თევზები
სადღაც თქვენს სიახლოვეს ტრიალებს ადამიანი, რომელსაც თქვენი ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლა შეუძლია! ნუ უგულებელყოფთ ამ ფაქტს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მეორე ნახევარს ეძებთ. დღეს გექნებათ შანსი, რომ ახალი და საინტერესო საქმე დაიწყოთ. მთავარია, პირველივე დაბრკოლებისას აპათიასა და სასოწარკვეთას არ მიეცეთ. შესაძლოა დამატებითი სამუშაო შემოგთავაზონ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამით ძირითადი საქმიანობა არ დააზიანოთ. კვებაში ზომიერება დაიცავით, წინააღმდეგ შემთხვევაში საღამოს შესაძლოა თავი შეუძლოდ იგრძნოთ. მარსი მეხუთე სახლში გადადის, რაც კუჭსა და ნაწლავებს განსაკუთრებით მოწყვლადს გახდის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან