დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:48 შაბ. 13 ივნისი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თქვენი თანავარსკვლავედის ბევრ წარმომადგენელს შესაძლოა მეორე ნახევართან უთანხმოება მოუვიდეს. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, კეთილგონიერება და წინდახედულობა გამოიჩინოთ. რთულ ვითარებაში შეგიძლიათ მეუღლისა და საყვარელი ადამიანების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, თუმცა მზად იყავით, რომ საპასუხო სითბო თავადაც უჩვენოთ. მატერიალური კეთილდღეობა მეგობრებთან ურთიერთობას ვერ შეცვლის, ამიტომ ეცადეთ, სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის გონივრული კომპრომისი იპოვოთ. მნიშვნელოვანია სადავო საკითხების მოგვარება მშვიდად და დაპირისპირების გარეშე მოახერხოთ. ამ დღეებში ახალ ფინანსურ ვალდებულებებს ნუ აიღებთ, თორემ შესრულება გაგიჭირდებათ. დროულად დაიძინეთ, სწორად იკვებეთ და ვიტამინები შეიძინეთ, რომლებიც ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით ასაზრდოებს.

კურო

დილიდან რომანტიკული განწყობა დაგეუფლებათ, ღრუბლებში იფრენთ და შესაძლოა, საინტერესო ადამიანის ყურადღებაც მიიქციოთ. გამორიცხული არ არის, შეეჯახოთ პრობლემას, რომელიც კარიერულ წინსვლაში ხელს გიშლით. ახლა მხოლოდ თქვენს სიბრძნესა და ინტუიციაზეა დამოკიდებული, ამ ამოცანას როგორ გადაწყვეტთ. თავიდან თქვენი ნაბიჯები გარშემომყოფებს გააოცებს, თუმცა მოგვიანებით ყველა აღიარებს, რომ მართალი იყავით. საღამოს ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მოგიწევთ. რისკზე წასვლისა და ჩვეული ჩარჩოებიდან გამოსვლის ნუ შეგეშინდებათ — ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს! თვითგვემის ნაცვლად, სჯობს, საღამოს სპორტით დაკავდეთ. ამჯერად მართლაც გულმოდგინედ უნდა ივარჯიშოთ.

ტყუპები

ახლობელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი სრულ ურთიერთგაგებას მოგიტანთ და შეგიძლიათ, საპასუხო გულახდილობის იმედიც გქონდეთ. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ახლობლების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი საყვედურების მოსმენა მოგიწევთ. თუ ძალებს თანაბრად გადაანაწილებთ და დროს წვრილმანებზე არ დაკარგავთ, ყველა საქმეში წარმატებას მიაღწევთ. ამ დღეს ზოგ თქვენგანს საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რომელიც მის მომავალზე გავლენას მოახდენს. თუ თქვენი პროფესია ფინანსებს უკავშირდება (ბუღალტერი, მოლარე), ეს დღე თქვენგან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს! იზრუნეთ მხედველობაზე — თვალის ვარჯიშები შეასრულეთ და ვიტამინი A რეგულარულად მიიღეთ.

კირჩხიბი

თითოეული შეხვედრა შეიძლება უნიკალურ გამოცდილებად იქცეს, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გადაგიშლით. ნუ ითამაშებთ იმ ადამიანის გრძნობებითა და ემოციებით, რომელიც თქვენთვის უინტერესოა. შესაძლოა, დაოჯახებულ კირჩხიბებს მეორე ნახევრის გაგება გაუჭირდეთ, მაგრამ მეუღლე ვალდებული არ არის, რომ ყველა საკითხში გეთანხმებოდეთ. მოერიდეთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობას და მით უმეტეს, მათთვის პირადი ინფორმაციის გაზიარებას. გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო შესაძლოა, ფულის მოძიება მოგიწიოთ, თუმცა ბანკიდან სესხის აღებას არ გირჩევთ. სავარაუდოდ, თქვენი იმუნური სისტემა ისეთი აუცილებელი მიკროელემენტის ნაკლებობას განიცდის, როგორიც რკინაა. მისი მარაგის აღსადგენად მენიუში ღვიძლი და ვაშლი დაამატეთ.

ლომი

საღამო სახლის გარეთ გაატარეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მეორე ნახევარი არ გყავთ — ამ დღეს მისი პოვნის ალბათობა ძალიან მაღალია. ეს დღე ხელსაყრელია შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად. თუ ოჯახის წევრებს ან მეგობრებს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდებათ, უარს ნუ ეტყვით. სამსახურში ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ, რათა შეცდომები და ხელმძღვანელობის კრიტიკა თავიდან აიცილოთ. ამ დღეს იმ პრობლემების მოგვარება მოგიწევთ, რომლებიც დიდი ხანია მოსვენებას არ გაძლევთ. გამორიცხული არ არის, რომ მალე პერსპექტიულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად ფული დაგჭირდეთ. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს და უარი თქვით სწრაფი კვების პროდუქტებზე — სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე არაფერში გჭირდებათ.

ქალწული

ამ ნიშნის თავისუფალ წარმომადგენლებს ახალი სასიყვარულო თავგადასავალი ელით. არახელსაყრელი დღეა რემონტისა თუ ინტერიერის განახლებასთან დაკავშირებული სამუშაოებისთვის — მიღებული შედეგი ნაკლებად გაგახარებთ. სამსახურში წარმატების მისაღწევად საფუძვლიანად გარჯა მოგიწევთ. ამ დღეებში ფულის სესხებას და გასესხებას უნდა მოერიდოთ. მერკური დასუსტებულია, ამიტომ ფინანსური გარიგებისთვის სრულიად შეუსაბამო პირობებია. სამუშაო მაგიდა დალაგების დროს შეიძლება დიდი ხნის წინ დაკარგული ნივთი იპოვოთ. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას და რისკიან საქმეებს. ახლა ყველაზე მეტად დასვენება გჭირდებათ.

სასწორი

მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენს შეხედულებებს სრულად იზიარებს და საკუთარ აზრებს ტყუილად უმალავდით. ვარსკვლავები ახალი საქმის დაწყებისთვის წარმატებულ პერიოდს გპირდებიან. ეს დღე შესაფერისია ერთობლივი მუშაობის, პარტნიორებთან შეხვედრებისა და დიალოგისთვის. ამ დღეს საკუთარი ძალებით წარმატების მიღწევა გაგიჭირდებათ, ამიტომ დახმარება ოჯახის წევრებს და კოლეგებს უნდა სთხოვოთ. პირად ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. გზაგასაყარზე დგახართ და ახლა ყველაფერი თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. ნებისმიერ საკითხში პარტნიორებისა და თანამოაზრეების იმედი გქონდეთ. ეცადეთ, დღის განმავლობაში თქვენი სულიერი და ფიზიკური ძალები სწორად გაანაწილოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაღლილობამ შეიძლება უძილობა და სტრესი გამოიწვიოს.

მორიელი

ოთხ კედელში ნუ ჩაიკეტებით. მიეცით ბედისწერას თქვენი პოვნის საშუალება! ხალხმრავალ კომპანიაში თქვენს სიყვარულს ბევრად უფრო ადვილად ნახავთ. დღის მეორე ნახევარში შორეული ნათესავისგან მიიღებთ ცნობას მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ. სავარაუდოდ, არაკეთილმოსურნეები თქვენს კონფლიქტში ჩათრევას ეცდებიან, თუმცა განზრახვას დროულად მიუხვდებით და რთული სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვალთ. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, საკუთარ თავს ისეთი საქმეების კეთებას ნუ დააძალებთ, რომლებიც არ მოგწონთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მოგიწევთ მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. სრულიად შესაძლებელია, რომ თქვენი მეორე ნახევარიც იმავე არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს. ახლობელი ადამიანები ყოველთვის მზად არიან, მხარი დაგიჭირონ, ამიტომ თუ პრობლემები გაქვთ, მათ დამალვას ნუ შეეცდებით. გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს მომავალში უფრო პერსპექტიულ თანამდებობაზე გადასვლა შემოგთავაზონ. თუ კარგად გააცნობიერებთ, რომ თითოეულ გარიგებასა და დახარჯულ თეთრს თქვენი ფინანსური მდგომარეობის შეცვლა შეუძლია, მატერიალური კეთილდღეობის მიღწევას შეძლებთ. ამ დღეს სილამაზის სალონში ვიზიტს მოერიდეთ, რადგან შესაძლოა, შედეგი თქვენს მოლოდინს არ დაემთხვეს.

თხის რქა

მომდევნო 24 საათის განმავლობაში ზედმეტი აქტიურობის გამოჩენა არ ღირს, სჯობს სიმშვიდის ატმოსფეროში ჩაიძიროთ. შვილებისგან სასიამოვნო სიურპრიზებს ელოდეთ. ოჯახურ საქმეებში მათი ჩართულობა ბევრ ბედნიერ წუთს მოგანიჭებთ. უარი თქვით დამატებით სამუშაოზე, თუ ძირითადი სამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებული არ გაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მათი რისხვა დაიმსახუროთ. ხელსაყრელი დროა მსხვილი ფინანსური გარიგებებისა და დიდი შენაძენებისთვის. ყურადღებით იყავით გზაზე გადასვლისას — დღეს გზაზე ბევრი დაბნეული მძღოლი იქნება, რაც შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდეს.

მერწყული

ვენერასგან ბოძებული მომხიბვლელობა და მარსისგან მიღებული მიმზიდველობა ყველასგან გამორჩეულს გაგხდით. დაოჯახებული მერწყულების ურთიერთობა მეორე ნახევართან შესაძლოა დაიძაბოს. ეცადეთ, კამათი არ წამოიწყოთ, განსაკუთრებით თუ ეს პირდაპირ ან ირიბად ნათესავებთან ურთიერთობას ეხება. თუ უფროსის შეცდომას შეამჩნევთ, ყველას თანდასწრებით ნუ მიუთითებთ, მოგვიანებით, პირისპირ უთხარით. მოერიდეთ კრედიტების აღებას და ფულის სესხებას. ახლო მომავალში დიდ ფინანსურ შემოსავლებს არ უნდა ელოდოთ, ამიტომ ფული ეკონომიურად ხარჯეთ. ენერგიას ამაოდ ნუ გაფანტავთ — ის კიდევ დაგჭირდებათ.

თევზები

ეს დღე სასიყვარულო ურთიერთობებში სიახლეებს მოგიტანთ. გირჩევთ, მადლიერება გამოხატოთ იმის გამო, რომ თქვენს ცხოვრებაში ერთგული და მზრუნველი ადამიანები არსებობენ. საინტერესო და საპასუხისმგებლო საქმის კეთება მოგიწევთ, თუმცა ყველაფრის მარტო გაკეთებას ნუ შეეცდებით და დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. შეზღუდეთ ურთიერთობა მათთან, ვინც პატივს არ გცემთ და თქვენს დროს არ აფასებს. ემოციებს თქვენი მართვის უფლებას ნუ მისცემთ, თორემ გაცხარებულ გულზე შეიძლება ახლობლებს აწყენინოთ. აკონტროლეთ არტერიული წნევა, განსაკუთრებით თუ ჰიპერტონია გაწუხებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge