დღის ჰოროსკოპი

12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

შესაძლებელია, რომ ამ დღეს მხიარულ წვეულებაზე დაგპატიჟონ და უარი არავითარ შემთხვევაში არ თქვათ! ვინ იცის, იქნებ სწორედ იქ გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენი მეორე ნახევარი გახდება. კვირის მანძილზე დაგროვილი გაღიზიანება გიბიძგებთ, რომ ახლობლებთან ურთიერთობის გარკვევა სცადოთ. გაითვალისწინეთ სანამ ასეთ განწყობაზე ხართ, ნებისმიერი დიალოგი დამაზიანებელი იქნება! პირველ რიგში, უნდა დამშვიდდეთ. სკანდალები ახლა არაფერში გჭირდებათ. სასურველია, რომ გარკვეული დრო მარტოობაში გაატაროთ. ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და საკუთარი სურვილები შესაძლებლობებს შეუსაბამოთ.

კურო

სოციალურ ქსელში დაწყებული ნაცნობობა შეიძლება მომავალში დიდ მეგობრობაში ან სიყვარულში გადაიზარდოს. ამ დღეს საშუალება გექნებათ, რომ ოჯახურ ჰარმონიასა და სიმშვიდეში ჩაიძიროთ და ახლობლებთან ერთად დაგროვილი პრობლემები განიხილოთ. თუ ხედავთ, რომ თქვენი გეგმების განხორციელება იგვიანებს, დაფიქრდით, იქნებ რამეს არასწორად აკეთებთ და მიდგომის შეცვლაა საჭირო? ეცადეთ, მომავალი 2-3 კვირის განმავლობაში მთელი ყურადღება ოჯახსა და შემოსავლებზე გადაიტანოთ. შესაძლებელია, მალე უფრო პერსპექტიული თანამდებობა შემოგთავაზონ, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ხელფასის გარდა, პირადი პასუხისმგებლობაც საგრძნობლად გაიზრდება.

ტყუპები

ენერგიით სავსე ხართ და ის უამრავ რამეს ეყოფა: შეგიძლიათ ქორწინებას ძველი ვნება დაუბრუნოთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მოაწესრიგოთ ან ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ - შურიანი ადამიანები შეეცდებიან, ხელი შეგიშალონ. სხვის საუბარში და, მით უმეტეს, კამათში ნუ ჩაერევით, თორემ შედეგები თქვენ დაგბრალდებათ. დღეს ძველი ნაცნობების დახმარებით შეძლებთ მნიშვნელოვანი საქმეები დაასრულოთ, რომლებიც დიდი ხანია, მოსვენებას არ გაძლევთ. თქვენი ძველი ინიციატივა, რომელიც უიმედო გეგონათ, ბოლოს და ბოლოს, შემოსავალს მოგიტანთ. ფრთხილად იყავით! ვარსკვლავები მიანიშნებენ, რომ დაცემის და ტრავმის რისკი მაღალია.

კირჩხიბი

თუ ძველი ურთიერთობის გაგრძელებას გეგმავთ, კარგად დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა ეს საერთოდ? ამ დღეს შეგიძლიათ საყოფაცხოვრებო და ოჯახური საკითხები თამამად მოაგვაროთ, მით უმეტეს, რომ ახლობლებისგან დახმარებას მიიღებთ. ეცადეთ, თქვენი შინაგანი კრიტიკოსი „გამორთოთ“ და გარშემო ნაკლოვანებების ნაცვლად, სილამაზე დაინახოთ. შესაძლოა, კონკურენტებმა თქვენ წინააღმდეგ ინტრიგები მოაწყონ, მაგრამ სასტიკად დამარცხდებიან. უახლოეს ხანებში ფინანსური წარმატება გელით. ფულს ხომ პერსპექტიული, ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანები მოსწონს, რომლებსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვთ. თქვენი ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს შეიძლება მენიუს შეცვლის სურვილი გაუჩნდეს, თუმცა ჰოროსკოპი გაფრთხილებენ, რომ ახლა ამისთვის საუკეთესო დრო არ არის. ასაკოვან კირჩხიბებს შეიძლება ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეახსენონ, ასე რომ, ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ.

ლომი

ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს დღეს საყვარელ ადამიანთან დარჩენასა და ძველი მიზნების განხორციელებას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. რა არჩევანიც არ უნდა გააკეთოთ, იცოდეთ, რომ გადაწყვეტილების გადახედვა ყოველთვის შეგიძლიათ. დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად საყვარელ ადამიანს პროვოკაციულ კითხვებს ნუ დაუსვამთ და მის წარსულში ქექვას ნუ ეცდებით. შთამბეჭდავი შედეგების მისაღწევად ბევრი იშრომეთ, თუმცა ბედი ყოველთვის როდი გწყალობდათ. საბედნიეროდ, პლანეტების განლაგება შეიცვალა და მალე საკუთარი შრომის ნაყოფით დატკბებით. ფინანსური სირთულეები შეეცადეთ, დამოუკიდებლად, ვალის აღების გარეშე მოაგვაროთ. კარგი პერიოდია დიეტის დასაწყებად — მალე საგრძნობ შედეგს დაინახავთ.

ქალწული

ამბავი, რომელიც შეიძლება მიმდინარე ასტრონომიული მოვლენების ფონზე განვითარდეს, თქვენს ცხოვრებაზე სერიოზულ გავლენას მოახდეს. ვინ იცის, იქნებ სულ მალე საკუთარ ბედს შეხვდეთ! ურანისა და პლუტონის კვადრატურა დაოჯახებულ ქალწულებს აფრთხილებს, ცდუნებას გაუძლონ, თორემ მსუბუქ ფლირტსაც კი შეიძლება განქორწინება მოჰყვეს. ფინანსური საქმეები თქვენგან განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს — წვრილმანებს მეტი ყურადღება მიაქციეთ, რათა ზედმეტი ხარჯები თავიდან აიცილოთ. ამჟამად შანსი გაქვთ, რომ ფინანსურ წარმატებას მიაღწიოთ და ახალ საინვესტიციო პროექტებს საფუძველი ჩაუყაროთ. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ან ვარჯიშს — არსებობს ტრავმის მიღების ან დაავადების გამწვავების რისკი.

სასწორი

ვარსკვლავები გირჩევენ, გაიღიმოთ, იმხიარულოთ და გარშემო მყოფებს ხალისიანი განწყობა დაანახვოთ. ასეთ შემთხვევაში ისინიც იმავეთი გიპასუხებენ! არ დაივიწყოთ დღესასწაულები და ოჯახური საიუბილეო თარიღები — დღევანდელ დღეს მცირედი ყურადღებაც კი გაალამაზებს. თქვენს ნიჭს, ბოლოს და ბოლოს, შეამჩნევენ! საზოგადოებრივი აღიარება თვითშეფასებას აგიმაღლებთ, თუმცა მთავარი მიღწევები ჯერ კიდევ წინ გაქვთ. ამ პერიოდში პლანეტების განლაგება თქვენთვის სასარგებლოა. თუ მატერიალური მდგომარეობით კმაყოფილი არ ხართ, სამსახური ან პროფესია შეიცვალეთ. შეეცადეთ, მედიტაციისთვის ან რელაქსაციის სხვა ტექნიკებისთვის დრო გამონახოთ, რათა დაგროვილი დაძაბულობა მოიხსნათ.

მორიელი

ამ დღეს მთელი ყურადღება ადრე დაწყებული საქმეების დასრულებისკენ გაქვთ გადატანილი. იღბალი რომ მიიზიდოთ, ეცადეთ, თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ. უმჯობესია, ჭორიკანა კოლეგებისგან თავი შორს დაიჭიროთ და მათ ინტრიგებში ჩართვას ერიდოთ. ახლა თქვენი მთავარი ამოცანაა მომჭირნეობა და შემოსავლის გონივრულად ხარჯვაა. თუ ეს შეძელით, თქვენი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ფრთხილად იყავით — ცხარე და ცხიმიანმა კერძებმა შესაძლოა კუჭის პრობლემები გამოიწვიოს.

მშვილდოსანი

სასიყვარულო ურთიერთობებში შესაძლოა მოულოდნელობის ფაქტორი ჩაერიოს, თუმცა ნაადრევი დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ. ეცადეთ, გამჭრიახობა და მონდომება გამოიჩინოთ, რათა ყველგან პირველი იყოთ. ეს მთელი დღის განმავლობაში ენერგიითა და სასიცოცხლო ძალებით აგავსებთ და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენაში დაგეხმარებათ. თუ არ იზარმაცებთ, სამსახურში შეძლებთ, იდეები რეალობად აქციოთ. გარშემომყოფებთან თქვენს ფინანსურ მიღწევებზე საუბარი ნუ მოგერიდებათ — ეს შეიძლება ახალი შესაძლებლობების წყაროდ იქცეს. მომდევნო 24 საათის განმავლობაში შესაძლოა ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები შეგექმნათ და ექიმის დახმარება დაგჭირდეთ. ნუ დაკარგავთ დროს და ნუ იფიქრებთ, რომ ყველა პრობლემა თავისით გაივლის.

თხის რქა

თუ საყვარელ ადამიანთან შერიგების გზას დროულად არ გამონახავთ, ურთიერთობის დასრულებას უნდა შეეგუოთ. დროა საუკეთესო მეგობარი მოინახულოთ — მას დიდი ხანია, უნდა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ამბები გაგიზიაროთ. ისეთ პროექტებს ნუ დაიწყებთ, რომელთა დასრულებაც გაგიჭირდებათ. ხელმძღვანელობას თქვენი შეცდომა დიდხანს ემახსოვრება. ეცადეთ, ნაკლები იკამათოთ და გამოცდილი ადამიანების მოსაზრებებს ყურადღებით მოუსმინოთ. მოერიდეთ ეგზოტიკურ კერძებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია ალერგიული რეაქცია.

მერწყული

მიეცით საკუთარ თავს უფლება, ყოველდღიურ საქმეებს მოწყდეთ და დაისვენოთ. სამსახურში კეთილსინდისიერების და პროფესიონალიზმის დამსახურებით კოლეგებს უკან ჩამოიტოვებთ და მომავალს თავდაჯერებულად შეხედავთ. შეგიძლიათ დღევანდელი დღე ფინანსური ცოდნისა და უნარების გასაახლებლად გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარ იმიჯზე ფულის დახარჯვა პერსპექტიული ინვესტიციაა, განსაკუთრებით, თუ გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობას გეგმავთ. ჯანმრთელობისა და საერთო განწყობის მხრივ არასახარბიელო დღეა. სატურნისა და მარსის დაპირისპირება თქვენს ენერგეტიკულ პოტენციალს შეამცირებს, რაც უგუნებობასა და თავის ტკივილს გამოიწვევს. ამ დღეს საპასუხისმგებლო საქმეებსა და პროექტებს არ უნდა შეეჭიდოთ.

თევზები

მოემზადეთ იმისთვის, რომ ახლობლების პრობლემების ტვირთი საკუთარ თავზე აიღოთ, რადგან მათი დახმარება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. ეს თქვენი ფიზიკური და მორალური მდგრადობისთვის ერთგვარი გამოცდა იქნება. შესაძლოა, სამსახურთან დაკავშირებით მიმზიდველი შეთავაზებები მიიღოთ. მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის და სასურველ შედეგს მიაღწევთ. გამორიცხული არ არის, რომ ბევრი დრო და ენერგია დახარჯოთ საქმეზე, რომლის შუა გზაზე მიტოვება მოგიწევთ. შეეცადეთ, ფინანსური ოპერაციები არ განახორციელოთ, თუკი ისინი წინასწარ დაგეგმილი არ გქონდათ. ამ დღეს ყველაფერზე უარი თქვით, რამაც შეიძლება ჯანმრთელობა დააზიანოს, განსაკუთრებით — ალკოჰოლურ სასმელებს მოერიდეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge