5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ვერძ გოგონებს ახალი სასიყვარულო ურთიერთობა ელით, რომელიც მოულოდნელად დაიწყება და სწრაფად დასრულდება. ხელსაყრელი დღეა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობისთვის. სიახლეები ნუ შეგაშინებთ და პრობლემების მოგვარებისას მეტი სიმამაცე გამოიჩინეთ. შესაძლოა, დიდი ხნის წინ დაკარგული ნივთები იპოვოთ, თანაც მოულოდნელ ადგილზე. მეტი ყურადღება მიაქციეთ ინტუიციას. თქვენი აზრები და ახალი იდეები კოლეგებს გაუზიარეთ და გაოცდებით, ისეთ მხარდაჭერას მიიღებთ. ეცადეთ, პირადმა სიმპათია-ანტიპათიებმა მუშაობაში ხელი არ შეგიშალოთ. გახსოვდეთ, როდესაც საქმე პროფესიულ საქმიანობას ან ბიზნესს ეხება, ემოციები გვერდით უნდა გადადოთ. თუ აუზზე დიდი ხანია არ ყოფილხართ, ვარჯიშის დაწყების დროა — ცურვა განწყობასაც გაგიუმჯობესებთ და ზედმეტი კილოგრამების დაკლებაშიც დაგეხმარებათ.
კურო
პირად ცხოვრებაში უძრაობის პერიოდი სრულდება - მსუბუქი ფლირტი გელით, რომელიც სასიამონო მოგონებებს დაგიტოვებთ. ყურადღება მიაქციეთ ინტუიციას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე პირად ურთიერთობებს ეხება. კვირის მანძილზე დაგროვილი დაძაბულობის მოხსნაში საყვარელი საქმე დაგეხმარებათ. ხანგრძლივმა და დაძაბულმა შრომამ შეიძლება ჯანმრთელობა დაგიზიანოთ, ამიტომ საკუთარ თავს სრულფასოვანი დასვენება უნდა მოუწყოთ. ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელოა, თუმცა ეცადეთ დროებით სირთულეებს შეეგუოთ და რაიმეს ძალდატანებით შეცვლას ნუ ეცდებით. აქტიური ცხოვრების წესი არა მხოლოდ ძალას შეგმატებთ, არამედ ახალგაზრდობის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ, ამიტომ ვარჯიშის და სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის დრო უნდა გამონახოთ.
ტყუპები
ამ დღეს პირად ცხოვრებაში ყველაფერი თქვენს სურვილებსა და საქციელზეა დამოკიდებული. ასტროლოგები გირჩევენ, რომ საკუთარ გრძნობებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოთ. ამ ნიშნის დაოჯახებულ წარმომადგენლებს მალე გაუმართლებთ — ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ სასიამოვნო ამბავს შეიტყობთ. ხელს ნუ ჰკრავთ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ გაღიზიანებენ. ახლა ვერ აცნობიერებთ, მაგრამ მომავალში ყველაზე უსიამოვნო ადამიანებსაც კი, რომლებთანაც ამჟამად მუშაობთ, შეუძლიათ სარგებელი მოგიტანონ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი მატერიალური მდგომარეობა არასტაბილური გახდეს, მაგრამ სირთულეები ხანმოკლე იქნება. თქვენი ჩანაფიქრების წარმატება მხოლოდ თქვენს ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ამ დღეს თქვენ პირად თილისმად მზისფერი, ყვითელი შეფერილობის მქონე ნივთები იქცევა.
კირჩხიბი
თუ სასურველი შედეგის მიღწევას ვერ ახერხებთ, პრიორიტეტების გადახედვა და პარტნიორის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა სცადეთ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახის წევრებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის აწყობაა. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალ ნაცნობობას სიფრთხილით მოეკიდოთ. საქმიან სფეროში ზედმეტი აქტიურობის გამოჩენა სასურველი არ არის — წარმატებისკენ თქვენმა გადაჭარბებულმა სწრაფვამ შესაძლოა უფროსობასთან ურთიერთობაში პრობლემები შეგიქმნათ. ყველაფრის მიუხედავად, სამსახურში უკეთესობისკენ ცვლილებები მაინც მოსალოდნელია — რთული საკითხები წარმატებით გადაიჭრება და შესაძლოა ფულადი დანამატი ან ჯილდოც მიიღოთ. საღამოს ენერგიის ნაკლებობას იგრძნობთ, რაც საერთო განწყობაზე აისახება და გაღიზიანებას გამოიწვევს. პოზიტიური განწყობისა და იმუნიტეტის შესანარჩუნებლად ასტროლოგები გირჩევენ, ბალახების ჩაი და თაფლი ხშირად მიირთვათ.
ლომი
დღევანდელი დღე ხელსაყრელია გრძნობების გაახლებისა და ურთიერთობაში ნდობის განსამტკიცებლად. გულახდილად ისაუბრეთ იმაზე, რაც გაწუხებთ და პარტნიორს ყურადღებით მოუსმინეთ. საყოფაცხოვრებო საქმეების კეთებისას თავადაც გაოცდებით, ყველაფერი ისე მარტივად და მსუბუქად გამოვა. ეს არა მარტო გარემოებათა იღბლიანი დამთხვევა, არამედ პირადად თქვენი დამსახურებაა. ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი გარიგების დასადებად. მოემზადეთ მოლაპარაკებებისთვის, თავდაჯერებული იყავით და საკუთარი თავი შთამბეჭდავად წარადგინეთ. სამწუხაროდ, საკუთარი ამბიციების დაკმაყოფილება ყოველთვის არ გამოდის, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსოფლიოში არასტაბილური ფინანსური ვითარებაა, ამიტომ ფულს ზედმეტ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. გაუფრთხილდით კუჭს და მოერიდეთ ცხარე კერძებს, თორემ გასტრიტს თავს ვერ აარიდებთ!
ქალწული
ამ დღეს თქვენი ფიქრები რომელიღაც განსაკუთრებულმა ადამიანმა დაიპყრო! ახლობლები თქვენგან სითბოსა და სიყვარულის ნაკლებობას უჩივიან, ამიტომ ეცადეთ, სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოთ. სავარაუდოდ, უსიამოვნო შეხვედრები და საუბრები გელით — გარშემომყოფები ძველ შეცდომებს გახსენებენ, რაც არც ისე სასიამოვნოა. ვარსკვლავების განლაგება პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას გპირდებათ და ეცადეთ, ეს ხელსაყრელი შესაძლებლობა გამოიყენოთ. ამ დღეს ფული ახლობელი ადამიანისგანაც კი არ უნდა ისესხოთ. სასურველია დიეტის დაცვა, განსაკუთრებით — თუ ზედმეტ წონას უჩივით. უარი თქვით ალკოჰოლზე — წინ ისეთი მოვლენები გელით, რომ სრულიად ფხიზელი გონება დაგჭირდებათ.
სასწორი
ამ დღეს სიყვარული თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. იუპიტერისა და ვენერას ტრიგონი თქვენს მიმზიდველობას გააორმაგებს. ეცადეთ, წვრილმანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ - ის, რაც ახლა უმნიშვნელოდ გეჩვენებათ, მოგვიანებით შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი გახდეს. სამსახურში ბევრი საქმე გექნებათ, თუმცა ეცადეთ, ყველაფერი აუჩქარებლად აკეთოთ და პრობლემები მათი გამოჩენისთანავე, ეტაპობრივად მოაგვაროთ. ნუ უარყოფთ იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენთვის სიკეთე სურთ. თუ საჭირო ადამიანთან მოლაპარაკება არ გამოდის, სჯობს ამ საკითხის გადაჭრა გარკვეული ვადით გადადოთ. ბოლო დროს ძალიან ბევრს მუშაობდით, რაც თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ეცადეთ, საღამო სიმშვიდეში და ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატაროთ.
მორიელი
გაიხარეთ ცხოვრებით, გარშემომყოფებს სითბო და სიყვარული აჩუქეთ და ნახავთ, რომ ყველაფერი ასმაგად დაგიბრუნდებათ. ახლობლებზე ფიქრი მოსვენებას არ გაძლევთ? დღეს მიღებული გადაწყვეტილება პირადი ცხოვრების პრობლემებს უმტკივნეულოდ მოგიგვარებთ. კომერციულ და საქმიან სფეროში წარმატება დამოკიდებულია მოლაპარაკებების წარმოებისა და საჭირო კავშირების გამოყენების უნარზე. ამ დღეს წარმატებას მხოლოდ დამოუკიდებლად მოქმედება მოგიტანთ, ამიტომ რჩევებსა და მხარდაჭერას ნუ დაელოდებით. თუ მანქანა გყავთ, გზებზე ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას — დღეს განტვირთვის დიეტა ძალიან წაგადგებათ. მენიუდან გამორიცხეთ მლაშე კერძები და ცომეული, რადგან ისინი ორგანიზმში სითხის შეკავებასა და შეშუპებას ხელს უწყობენ.
მშვილდოსანი
მოვლენებით დატვირთული დღეა, რომელსაც როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციები მოჰყვება. მარტოხელა ნიშნებს ელით ნაცნობობა, რომელიც შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. ზოგ მშვილდოსანს ამ დღეს მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდება, მაგრამ არ იცის, ამისთვის ვის მიმართოს. პროფესიული თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა — მოსალოდნელია ძველი პროექტების წარმატებით დასრულება და ახლების ელვისებური განვითარება. ეცადეთ, მუშაობისას გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ, რათა თქვენი ერთობლივი საქმიანობა ნაყოფიერი იყოს. დღევანდელი დღე წარმატებას გპირდებათ კომერციულ საქმეებში, ხელშეკრულებების გაფორმებასა და ვაჭრობაში. დღის მეორე ნახევარში იმატებს სტრესისა და შფოთვის რისკი, ამიტომ ძველ მეგობრებთან შეხვედრა და გართობა საუკეთესო არჩევანია.
თხის რქა
გეჩვენებათ, რომ ახლობელი ადამიანი რაღაცას გიმალავთ? მოვლენებს ნუ დააჩქარებთ და ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. მშობლების ან სხვა უფროსი ნათესავებისგან ფინანსურ დახმარებას და ღირებულ რჩევას მიიღებთ, რომელიც დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. სამუშაოზე თქვენგან დისციპლინა და წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება იქნება საჭირო. შეიძლება არაკეთილმოსურნეებმა მოულოდნელად შეგახსენონ თავი, თუმცა პროვოკაციებს ნუ აჰყვებით და ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. არ არის გამორიცხული, რომ სამსახურში სხვისი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ, მაგრამ თავს მშვენივრად გაართმევთ. ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობაზე ზრუნვა არ დაივიწყოთ — გამონახეთ დრო სპორტის ან მედიტაციისთვის, რათა შინაფგანი წონასწორობა და ჰარმონია შეინარჩუნოთ.
მერწყული
კარგი დღეა, მაგრამ ნაჩქარევად მიღებულმა გადაწყვეტილებამ და დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვებმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. ახლო მომავალში მხიარულ წვეულებაზე აღმოჩნდებით, სადაც უამრავ ქათინაურსა და თბილ სიტყვას მოისმენთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც გიკარნახებთ, წარმატების მისაღწევად რა უნდა გააკეთოთ. მოსალოდნელია გაუგებრობა, რომელიც, ნერვიულობის ნაცვლად, სიცილის მიზეზი გახდება. ფინანსური ჰოროსკოპი მიგვანიშნებს, რომ მსხვილი შენაძენი გელით, რომლისთვისაც ფულს დიდხანს აგროვებდით. თუ ხარჯები უძრავ ქონებას ეხება, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ, რათა თაღლითების მსხვერპლი არ გახდეთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, ამიტომ იმპროვიზაციისთვის უნდა მოემზადოთ.
თევზები
ეცადეთ, პარტნიორს მეტი ყურადღება დაუთმოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი დღე მისი პრეტენზიების მოსმენა მოგიწევთ. თქვენს შვილს ახალი მეგობრები ჰყავს? გირჩევთ, მოზარდებს კარგად დააკვირდეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ შვილი ცუდ კომპანიაში არ მოხვედრილა. თუ ცოტა უფრო მეტ ძალისხმევას გამოიჩენთ, კარიერული წინსვლა ოცნებიდან რეალობად იქცევა. ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან ასაცილებლად სრულფასოვანი ღამის ძილი გჭირდებათ, რათა ორგანიზმმა ძალების აღდგენა შეძლოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან