29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
16:52
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
საკუთარ გრძნობებში გარკვევა გიჭირთ. ის, რაც ნამდვილი სიყვარული გგონიათ, შესაძლოა წამიერი გატაცება აღმოჩნდეს. დღის ბოლომდე უამრავი საყოფაცხოვრებო საქმის დასრულება მოგიწევთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ძალები გონივრულად გაანაწილოთ! დალაგებით დაიწყეთ — მოწესრიგებულ სივრცეში ყოფნა ბევრად უფრო სასიამოვნოა. ახლობელ ადამიანთან საუბარი ურიერთბრალდებებით დასრულდება. ეცადეთ, ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ და წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ. თავი შეიკავეთ უსამართლო ქმედებებისგან, რომლებითაც შეიძლება გარშემომყოფები გაანაწყენოთ. ხელმძღვანელობა თქვენს ანალიტიკურ უნარებს ღირსეულად შეაფასებს და შესაძლოა, უფრო პერსპექტიულ თანამდებობაზე გადასვლა შემოგთავაზოთ. ხელსაყრელი პერიოდია ჯანმრთელობის აღსადგენად. შეგიძლიათ დაიწყოთ დიეტა ან დილაობით სირბილი.
კურო
სასიყვარულო ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა. სჯობს მთელი ყურადღება სამსახურებრივ მოვალეობებსა და საყოფაცხოვრებო პრობლემებზე გადაიტანოთ. ოჯახური კონფლიქტებისა და კამათის ერთბაშად მოგვარება ყოველთვის არ ხერხდება, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სადავო თემებზე თვალი უნდა დახუჭოთ და გაჩუმდეთ. თუ ხედავთ, რომ თქვენს ძალისხმევას სასურველი შედეგი არ მოაქვს, სჯობს პაუზა აიღოთ. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობის ან თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობისგან — სხვისმა გავლენამ შესაძლოა არასასურველ შედეგებამდე მიგიყვანოთ. ეცადეთ, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ, რაც თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას ყველაზე მეტად აზიანებს.
ტყუპები
ხელიდან ნუ გაუშვებთ საინტერესო ადამიანის გაცნობის შანსს - განსაკუთრებით, თუ მეორე ნახევარს ეძებთ. კოლეგებთან დებატებისას საკუთარი თვალსაზრისის დაცვა ნუ მოგერიდებათ. ზოგიერთ საკითხში პრინციპულობის შენარჩუნება უბრალოდ აუცილებელია! დღეს ფინანსური რისკებისთვის არახელსაყრელი პერიოდია, ამიტომ სჯობს ინვესტირება უფრო შესაფერისი დროისთვის გადადოთ — ეს მატერიალურ სირთულეებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. ამ დღისთვის ძალიან ბევრ საქმეს ნუ დაგეგმავთ - ახლა თქვენთვის ფიზიკური დატვირთვა ძალიან საზიანოა. საღამო რომანტიკული იქნება და თქვენს მეხსიერებაში დიდხანს დარჩება. სამსახურებრივი და საყოფაცხოვრებო საქმეებისგან თავისუფალ დროს ბუნებაში გადით.
კირჩხიბი
თუ მარტოობით იტანჯებით, ყველა საქმე გვერდზე გადადეთ და ყურადღება პირად ცხოვრებაზე გადაიტანეთ. ოჯახში სადავო საკითხების განხილვისას ეცადეთ, კომპრომისი იპოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაპირისპირება გარდაუვალია. ამ დღეს ახალი იდეები გაგიჩნდებათ, რომელთა ცხოვრებაში განხორციელებასაც თანამოაზრეების დახმარებით შეძლებთ. ამ დღეს შეგიძლიათ ძველ კავშირებს დაეყრდნოთ, რომლებიც ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. მაღაზიაში ფრთხილად იყავით — შეიძლება გამყიდველმა უხარისხო ნივთი შემოგასაღოთ. უარი თქვით ბაზარში წასვლაზე, ცხიმიანი საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებაზე, რადგან ინტოქსიკაციის ალბათობა არსებობს.
ლომი
ახალი რომანი კარგს არაფერს მოგიტანთ, უმჯობესია საოჯახო საქმეებს მიხედოთ და ახლობლებს მეტი ყურადღება დაუთმოთ. შესაძლოა, არარეალურად მაღალი მოლოდინები გაქვთ, რაც საბოლოოდ, იმედგაცრუებით დასრულდება. უთანხმოება რომ თავიდან აიცილოთ, დაივიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ ყველაფერი იდეალურად უნდა იყოს. დროა სახლის ინტერიერი განაახლოთ ან მცირე კოსმეტიკური რემონტი დაიწყოთ — ეს ფინანსური ნაკადების გააქტიურებასა და მატერიალური კეთილდღეობის მოზიდვაში დაგეხმარებათ. ამ დღეს მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯები, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას საგრძნობლად შეარყევს.
ქალწული
საოცნებო ადამიანის გულის მოგება არც ისე ადვილია, მაგრამ თუ უმოქმედოდ ყოფნას გააგრძელებთ, წარმატების შანსი საერთოდ გაქრება! ეცადეთ პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობას შორის გონივრული ბალანსი შეინარჩუნოთ - ეს ოჯახშიც და სამსახურშიც სასურველ ატმოსფეროს შექმნის. საყვარელი ადამიანების მხარდაჭერა ნებისმიერი სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი დანახარჯები. გირჩევთ, მკაცრი ეკონომიის რეჟიმზე გადახვიდეთ და გეზი ვალებისგან გათავისუფლებისკენ აიღოთ. ყურადღება მიაქციეთ ხერხემალს და პერიოდულად ზურგის გასამაგრებელი ვარჯიშები შეასრულეთ.
სასწორი
სასიყვარულო საქმეებში დიდი წარმატება გელით. ამ დღეს შემთხვევით გაიგებთ, რომ ხელმძღვანელი გაკვირდებათ, რაც კარიერული წინსვლის ან ხელფასის მომატების მოახლოებას ნიშნავს. თუ სამსახურს ოჯახზე მეტ დროს უთმობთ და სახლში დაბრუნებას გამუდმებით აგვიანებთ, უახლოეს დღეებში მეუღლისგან დიდ სკანდალს ელოდეთ. ილუზიებში ცხოვრების დრო დასრულდა, ამიტომ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ და გაიაზროთ, რომ ყველაფერი, რაც ბედნიერებისთვის გჭირდებათ, ცხვირწინ გაქვთ. თქვენი მონდომება სამუშაოს საბოლოო შედეგებზე დადებითად აისახება, რაც სანუკვარი ოცნების განხორციელებისთვის საფუძველს შექმნის.
მორიელი
საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა ჩიხში შევიდა? შესაძლოა, ამის მიზეზი ისაა, რომ მთელი ყურადღება საკუთარ განცდებზე გაქვთ გადატანილი. დროა, გრძნობები გამოაცოცხლოთ და პარტნიორი რაიმეთი გააოცოთ. მარტოხელა მორიელებს ვურჩევთ, სახლიდან გავიდნენ და ხალხმრავალ ადგილებში იტრიალონ. შეიძლება სწორედ აქ შეხვდეთ იმ ადამიანს, ვისაც ცხოვრებას დაუკავშირებთ. სასურველია შეურიგდეთ ადამიანს, რომელსაც დაუფიქრებელი სიტყვით გული ატკინეთ და დიდი ხანია, არ გინახავთ. ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ მდგომარეობას და ზედმეტ აქტიურობას მოერიდეთ - გამორიცხული არ არის ტრავმა ან ქრონიკული დაავადებების გამწვავება. შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად მშვიდი დასვენებისთვის.
მშვილდოსანი
თუ პარტნიორის გრძნობებში დარწმუნებული არ ხართ, გამოცადეთ და მისი ცხოვრებიდან ორიოდე დღით გაუჩინარდით. მისი რეაქცია ყველა კითხვაზე პასუხს გაგცემთ. ამ დღეს მოსალოდნელია ბედის ისეთი შემობრუნება, რომელმაც შეიძლება ფინანსური ზარალი და ოჯახში გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოიწვიოს. არახელსაყრელი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობის, სწავლის ან მორიგი საქმის დაწყებისთვის. შეეცადეთ, თავი აარიდოთ პირობების მიცემას, ზედმეტ ლაპარაკსა და საქმიან ქაღალდებთან მუშაობას. არახელსაყრელი დროა რაიმე სახის ინვესტიციისთვის — ახლა დაბანდებული ფული სარგებელს არ მოიტანს. სჯობს, ინვესტიცია საკუთარ განათლებასა და თვითგანვითარებაში ჩადოთ. იზრუნეთ თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მედიტაციით ან სხვა სასარგებლო აქტივობებით.
თხის რქა
ხანმოკლე რომანი თვითშეფასებას აგიმაღლებთ და პირადი ცხოვრების მოწყობას გაიადვილებთ. სხვის საქმეებში ნუ ჩაერევით, რათა ისინი თქვენს პრობლემად არ იქცეს. უხეშობა და უნდობლობა დღეს შეიძლება კამათის მიზეზი გახდეს. სამაგიეროდ, შესანიშნავი დროა ერთობლივი მოქმედებებისა და სამეცნიერო საქმიანობისთვის. ცხოვრების სწრაფი რიტმი და მრავალფეროვნება უმოქმედოდ ყოფნის საშუალებას არ მოგცემთ. ფინანსური პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს ხშირად გაწუხებდათ, უკანა პლანზე გადაინაცვლებს და თავისუფლად ამოსუნთქვას შეძლებთ! თუ ამინდზე დამოკიდებული ხართ, შეეცადეთ საჭირო მედიკამენტები ახლოს იქონიოთ.
მერწყული
ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ თქვენს სიყვარულს შეხვდეთ, თუმცა თქვენს კავშირს შეიძლება გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა ხელი შეუშალოს. ბედი შეგახვედრებთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაზე გავლენას მოახდენენ და უკეთესობისკენ შეცვლიან. ეცადეთ, პარტნიორს მეტი ყურადღება დაუთმოთ და გაღებული ძალისხმევა ასმაგად დაგიბრუნდებათ! ყურადღება არ მოადუნოთ — ვიღაც თქვენი ფულის ან ძვირფასი ნივთის მოპარვას ეცდება. მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას, ეს თავის ტკივილს გამოიწვევს.
თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე საკუთარ თავთან განმარტოებით გაატაროთ და საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ — იქნებ უბრალო ფლირტი ნამდვილ გრძნობად მიიჩნიეთ? შესანიშნავი დღეა ოჯახის წევრებთან ერთად იმის გასახსენებლად საიდან მოდიხართ — ოჯახური ტრადიციების განხილვა თქვენს კავშირს უფრო მტკიცეს გახდის. ეცადეთ, სამსახურიდან ცუდი განწყობა სახლში არ მიიტანოთ და პირიქით, ოჯახის წევრებზე გაბრაზებულმა ჯავრი კოლეგებზე არ იყაროთ. მოსალოდნელია კამათი ხელმძღვანელობასთან, რაც შეიძლება სამსახურიდან წასვლითაც კი დასრულდეს. ამის თავიდან ასაცილებლად, სჯობს დამსაქმებელს თვალში ნაკლებად შეეფეთოთ და ყველა დავალება უსიტყვოდ შეასრულოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ეცადეთ, იმუნიტეტი გაიძლიეროთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან