დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:06 კვი. 24 მაისი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

შესანიშნავი დღეა ერთობლივი საქმიანობისთვის. თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ და ნებისმიერ პრობლემას ადვილად უმკლავდებით. გირჩევთ საოჯახო საქმეებით დაიწყოთ — მაგალითად, ინტერიერი შეცვალეთ ან გენერალური დასუფთავება მოაწყვეთ. კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებამ შეიძლება ძალიან აგანერვიულოთ, ამიტომ ეცადეთ საქმე აქამდე არ მიიყვანოთ. სხვადასხვა გარემოებათა არახელსაყრელი თანხვედრა თქვენგან დიპლომატიური უნარების გამოვლენას და სიტუაციის მიხედვით ტაქტიკის შეცვლას მოითხოვს. გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტმა გულახდილობამ შეიძლება ძალიან დაგაზიანოთ. დღეს თქვენი განწყობა და შეგრძნებები შეიძლება ცვალებადი იყოს, ამიტომ აქტიურობასა და დასვენებას შორის წონასწორობა შეინარჩუნეთ, რათა გადაღლა თავიდან აიცილოთ.

კურო

სასიყვარულო სფეროში შესაძლოა სირთულეები წარმოიშვას, თუმცა პირადი ცხოვრების კრიზისი ხანმოკლე იქნება. დღის მეორე ნახევრიდან ნეგატიური ტენდენციები კლებას დაიწყებს, თუმცა საყოფაცხოვრებო საკითხები დიდ დროს წაგართმევთ და გაუთვალისწინებელ ფინანსურ ხარჯებსაც გამოიწვევს. შეეცადეთ, არჩეული მიმართულებიდან არ გადაუხვიოთ, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ არაფერი გამოგდით. ფორტუნა მოთმინებისთვის აუცილებლად დაგაჯილდოებთ! გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შრომისუნარიანობა დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მდიდარია თქვენი მენიუ ვიტამინებითა და სასარგებლო მიკროელემენტებით. ასევე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ღამის ძილის ხანგრძლივობასა და ხარისხს.

ტყუპები

საყვარელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა გარშემომყოფებისთვის საიდუმლოდ უნდა დარჩეს. სრულიად მოსალოდნელია, რომ თქვენ გვერდით არაკეთილმოსურნეა, რომელიც თქვენს დაშორებას ეცდება. შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი საქმეების დაწყების და დაწყებული საქმეების დასრულებისთვის, ასევე ბინის რემონტისა და დასუფთავებისთვის. ეს დღე-ღამე შეგიძლიათ გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა ღონისძიებისთვის გამოიყენოთ. ერთდროულად რამდენიმე საქმეს ნუ დაიწყებთ, თორემ წარმატების მიღწევა გაგიჭირდებათ. გახსოვდეთ, რომ სწორად დასახული პრიორიტეტები წარმატების საწინდარია! ეცადეთ წარმატებული ადამიანების გარემოცვაში მეტი დრო გაატაროთ და თავი აარიდეთ მათ, ვისაც მხოლოდ უიღბლობაზე წუწუნი შეუძლია!

კირჩხიბი

ამ დღეს განვითარებული მოვლენები თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. შესაძლოა, სულ მალე თქვენი ცხოვრების მთავარ ადამიანს შეხვდეთ. თუ გსურთ, რომ რომანტიკული ურთიერთობა ახალ საფეხურზე გადაიყვანოთ, პარტნიორს მიანიშნეთ, რომ სამოგზაუროდ წასვლა გსურთ. ეცადეთ, სამსახურში ყურადღება არ მოადუნოთ და მუშაობის წესები ზედმიწევნით დაიცვათ. გახსოვდეთ, რომ შრომის დისციპლინის ნებისმიერი დარღვევა ჯარიმებს გამოიწვევს. ეცადეთ, საკუთარი პოზიციები გააძლიეროთ. თქვენი გეგმები მხოლოდ უახლოეს მეგობრებს გაუმხილეთ, დანარჩენებმა კი ჯობია არაფერი იცოდნენ. ნერვებს გაუფრთხილდით — თქვენი ნერვიულობა ახლა მაინც ვერაფერს შეცვლის.

ლომი

კოლეგასთან ურთიერთობაში გაჩენილ პრობლემებს სერიოზული მიზეზები აქვს. ეცადეთ, კონფლიქტი ჩასახვის სტადიაშივე ჩააქროთ, სანამ ცივ ომში გადაზრდილა. ხელსაყრელი დღეა ინტერიერის შეცვლისა და ავეჯის გადაადგილებისთვის. ფენ-შუის თანახმად, როცა გარემო ძალიან დიდხანს უცვლელია, სივრცეში ნეგატიური „შა“ ენერგია გროვდება. თქვენთვის დამახასიათებელმა მოუთმენლობამ შესაძლოა პარტნიორებთან და კოლეგებთან ურთიერთობა გაართულოს. ამ დღეს ნაძლევის დადებას და აზარტულ თამაშებს უნდა მოერიდოთ — აქტიური სატურნი თქვენს წარმატებას ბლოკავს, ამიტომ შეიძლება ძალიან ბევრი დაკარგოთ. იგივე ეხება სარისკო გარიგებებს ფინანსების ან უძრავი ქონების სფეროში. ფულთან დაკავშირებითაც სიფრთხილე გმართებთ — ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ბევრს ხარჯავთ.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საღამოს ხალხმრავალ ადგილებს ესტუმროთ — შესაძლოა, საინტერესო ადამიანი გაიცნოთ და რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოთ. თქვენ გარშემო თბილი და მზრუნველი ადამიანები არიან, თუმცა ხანდახან გეჩვენებათ, რომ მომაბეზრებლები ხდებიან და ეს სატურნის გავლენაა თქვენს ზოდიაქოს ნიშანზე. რთული პროექტების დაწყება პროფესიული თვისებების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა ავეჯის ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. არსებობს გაციების რისკი, ამიტომ ეცადეთ, ამინდის შესაბამისად ჩაიცვათ და ცივ სასმელებს მოერიდოთ.

სასწორი

ამ დღეს მოულოდნელად მოიწყენთ და ცხოვრების დღესასწაულში თავს ზედმეტად იგრძნობთ. გირჩევთ სევდიანი ფიქრები მოიშოროთ და ცვლილებებისთვის მოემზადოთ. სხვებზე მბრძანებლობას ნუ შეეცდებით, თორემ კოლეგებთან ურთიერთობა გაგიფუჭდებათ. ფლირტი ზედმეტად ნუ გაგიტაცებთ — ინტერესი მალე გაივლის, აბეზარი თაყვანისმცემელი კი დიდხანს დარჩება. მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები, მაგრამ შრომისმოყვარეობა და გამძლეობა უარყოფითი ტენდენციების შემცირებაში დაგეხმარებათ. შესანიშნავი დღეა ახალი ავეჯის შესაძენად, რომელსაც დიდი ხანია აკვირდებით. სამედიცინო გამოკვლევას თუ გეგმავთ, ნუღარ გადადებთ — ახლა ამისთვის შესაფერისი დროა.

მორიელი

სრულიად მოსალოდნელია, რომ წვეულებაზე დაგპატიჟონ და მიწვევაზე უარი არ თქვათ! შესაძლოა, სწორედ იქ იპოვოთ ადამიანი, რომელიც თქვენი მეორე ნახევარი გახდება. დაოჯახებული მორიელის ეჭვები პარტნიორის მიმართ სრულიად უსაფუძვლო აღმოჩნდება. დღეს სამსახური თქვენგან ახალი ცოდნისა და უნარების გამოვლენას მოითხოვს და მზად უნდა იყოთ. გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენის სურვილით, ფულს ნუ გაფანტავთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენი მფლანგველობა ადრე თუ გვიან ეკონომიკურ პრობლემებამდე მიგიყვანთ. შესანიშნავი დროა, რომ მადლიერება გამოხატოთ და აჩვენოთ, როგორ აფასებთ თქვენს ცხოვრებაში ახლობელი ადამიანების არსებობას. თუ თავს გადაღლილად გრძნობთ და მუშაობა გიჭირთ, სუფთა ჰაერი, ხილ-ბოსტნეულის დიეტა და სრულფასოვანი ღამის ძილი გჭირდებათ.

მშვილდოსანი

ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება არ ღირს, რადგან ამ დღეს მეტისმეტად უინიციატივო და პესიმისტურად განწყობილი იქნებით. დიდი ხნის უნახავ ნათესავებთან და ძველ მეგობრებთან ურთიერთობა პოზიტიური ემოციებით აგავსებთ. დღის დასაწყისი ხელსაყრელია ერთობლივი მოქმედებებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიებებისთვის. ფინანსური საქმეები წარმატებულად წარიმართება და სასურველ შედეგებს მოგიტანთ. სამსახურში განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე დიდხანს ნუ შეყოვნდებით. უახლოეს ხანებში შეიძლება თავი სახსრების პრობლემებმა იჩინოს. თვითმკურნალობაზე უარი თქვით! ხალხური მედიცინა არაეფექტური აღმოჩნდება, ხოლო თქვენს შემთხვევაში, შესაძლოა ზიანიც კი მოგიტანოთ.

თხის რქა

პირად ცხოვრებაში დროებითი სიმშვიდე ვენერას ჩაკეტილი ენერგეტიკით აიხსნება, თუმცა, მალე ბედი დანაკლისს აგინაზღაურებთ და სასიყვარულო ინტრიგებისთვის უამრავ შესაძლებლობას მოგცემთ. ხელსაყრელი დღეა სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობისთვის, მათ შორის მათთანაც, ვისთანაც ადრე საერთო ენას ვერ პოულობდით. ეცადეთ, ნათესავებთან ან მეგობრებთან ძველი უთანხმოებები დაასრულოთ. ასტროლოგები გირჩევენ, საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ და პარტნიორისგან ზედმეტი არ მოითხოვოთ. ვერაგული ჩანაფიქრის მსხვერპლი რომ არ გახდეთ, შემთხვევით ადამიანებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მეწარმეებმა ხელშეკრულების დადების დროს იურიდიულ მხარეს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ. გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას. იმუნიტეტის გასაძლიერებლად აუცილებელია სრულფასოვანი დასვენება და მენიუს ვიტამინებით გამდიდრება.

მერწყული

სასიყვარულო ურთიერთობებში დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები ხშირად სულიერი ტანჯვის მიზეზი ხდება. ნუ აჩქარდებით და ეცადეთ, მკვეთრი ნაბიჯები არ გადადგათ. შეთავაზებას მაშინვე ნუ უპასუხებთ — დღეს შეიძლება ზედმეტი წამოგცდეთ ან დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ახლობელ ადამიანს აწყენინოთ. ხელსაყრელი დროა პროფესიულ კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობისთვის, ასევე პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად. რაც უფრო სწრაფად დაეშვებით ღრუბლებიდან, სასურველ შედეგს მით უფრო მალე მიაღწევთ. დღევანდელი დღე შესაძლებლობას მოგცემთ, რომ ფული პერსპექტიულ პროექტებში დააბანდოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე — მსუბუქი დიეტა ან ფიზიკური აქტივობა თავს გაცილებით უკეთ გაგრძნობინებთ.

თევზები

ეცადეთ, საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. ამ დღეს თქვენი ენერგია სახლის კეთილმოწყობისკენ მიმართეთ და შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს. ოპტიმიზმი და შრომისმოყვარეობა სირთულეების გადალახვასა და ყოველდღიური ამოცანების გადაჭრაში დაგეხმარებათ. შეეცადეთ, პირადი ინიციატივებისგან თავი შეიკავოთ და პრობლემები თანმიმდევრობით, ეტაპობრივად მოაგვაროთ. არსებობს შანსი, რომ შემოსავლის დამატებითი წყარო იპოვოთ. დააწესეთ საზღვრები და ისწავლეთ „არას“ თქმა, რათა თქვენი ჯანმრთელობა და ემოციური კეთილდღეობა დაიცვათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge