დღის ჰოროსკოპი

3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:24 ოთხ. 2 სექტემბერი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს ვარსკვლავები რომანტიკასა და ვნებას მფარველობენ. თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, შანსი გაქვთ, რომ განსაკუთრებულ ადამიანს შეხვდეთ, ხოლო თუ უკვე დაოჯახდით, ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან განმარტოვდეთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. გამორიცხული არ არის, რომ მეგობრებს შორის გარკვეულმა უთანხმოებამ თავი იჩინოს, რაც გაიძულებთ ურთიერთობებს გადახედოთ. ნუ იდარდებთ — მალე თქვენს ცხოვრებაში მალე ახალი ადამიანები გამოჩნდებიან და ტკივილს დაგავიწყებენ. სამსახურში ერთ-ერთი კოლეგა შეეცდება საკუთარი შეცდომები თქვენ გადაგაბრალოთ და შესაძლოა, თავის დაცვაც კი დაგჭირდეთ. მხრებზე უამრავი საქმე და საზრუნავი დაგაწვებათ, თუმცა ეს პროფესიულ ზრდაში დაგეხმარებათ. პრობლემებმა და საქმეებმა ძალა გამოგაცალათ, ამიტომ განტვირთვა ჰაერივით გჭირდებათ. საღამოს აუცილებლად დაისვენეთ ან დაკავდით იმით, რაც სიამოვნებას განიჭებთ.

კურო

ნუ მისცემთ სიამაყეს უფლებას, სიყვარულს გზაზე გადაეღობოს. თუ შეცდომა დაუშვით, ბოდიში მოიხადეთ და შეეცადეთ ყველაფერი გამოსწოროთ — თავმდაბლობა ურთიერთობას განამტკიცებს და დაშორებას აგაცილებთ. დღეს მარსის გავლენა განსაკუთრებით ძლიერია, ამიტომ, შეძლებისდაგვარად, აქტიურ სოციალურ კავშირებს ერიდეთ. ახლო მეგობრებთან შეხვედრაც კი შეიძლება კამათითა და გაუგებრობით დასრულდეს. დღეს მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობებში მეტი მოქნილობა და დიპლომატიურობა გამოიჩინოთ. ეცადეთ საქმიან სფეროში საკუთარ ინტუიციას უფრო ენდოთ, ვიდრე კოლეგების რჩევებს, რადგან გამორიცხული არ არის, ვინმე თქვენი ადგილის დაკავებას ცდილობდეს. ვარსკვლავები გვიჩვენებენ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ზოგ წარმომადგენელს ითბალი აუცილებლად გაუღიმებს — მოხვდებით თუ არა იღბლიანთა შორის, ამას მომავალი გვაჩვენებს! და კიდევ.. ცომეულისა და ტკბილეულის გადაჭარბებული მოხმარება არა მხოლოდ ფიგურაზე უარყოფითად აისახება, არამედ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზიც გახდეს.

ტყუპები

სასიყვარულო სფეროში მოვლენები სწრაფად ვითარდება — უახლოესი 24 საათის განმავლობაში მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა და შეხვედრები. თუ უკვე დაოჯახებული ხართ, გაითვალისწინეთ, რომ უწყინარმა ფლირტმაც კი შეიძლება ოჯახურ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პრობლემები წარმოქმნას. ამ პერიოდში საქმიან შეხვედრებსა და ახალი პროექტების დაწყებას ნუ დაგეგმავთ, რადგან წარმატების შანსი მცირეა. მოერიდეთ ძვირადღირებულ შენაძენებს — ისინი მხოლოდ იმედგაცრუებას მოგიტანთ. კარგი სიახლე ის არის, რომ დაავადება, რომელიც წინა თვეებში გაწუხებდათ, უახლოეს ხანში უკან დაიხევს. თუმცა, შესაძლოა ემოციური ფონი დარღვეული იყოს და მომატებულმა შფოთვამ იჩინოს თავი.

კირჩხიბი

თუ თქვენი გული თავისუფალია, რომანტიკული ნაცნობობის დასაწყებად შესანიშნავი შანსი გეძლევათ! ვარსკვლავები წარმატებულად განლაგდნენ, ასე რომ, პირად ცხოვრებაში პოზიტიური პერიოდი იწყება. ნაჩქარევად მიღებულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა ოჯახში უთანხმოება ან ახლობელ ადამიანთან დაპირისპირება გამოიწვიოს, ამიტომ რჩევის კითხვას ნუ დაივიწყებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე მსხვილ შენაძენს ეხება. პანიკაში ნუ ჩავარდებით თუ რაღაც ისე არ ხდება, როგორც გსურთ და ნურც ბედს დაემდურებით. ეცადეთ თქვენი ძლიერი მხარეები გამოაჩინოთ, ახლა უჩინრად ყოფნის კი არა, მოქმედების დროა. სატურნის ძლიერი გავლენის გამო საღამოს მოსალოდნელია დაღლილობა და გაღიზიანება.

ლომი

მალე ხანმოკლე, მაგრამ დასამახსოვრებელი შეხვედრა გელით, რომელიც თქვენს სულში სასიამოვნო მოგონებებს დატოვებს. ბევრს სურვილი გაუჩნდება, რომ წარსული დააბრუნოს და შეწყვეტილი ურთიერთობა განაახლოს. დღეს გამოჩენილი შეუპოვრობა სარისკო წამოწყებებშიც კი წარმატებას მოგიტანთ. დიდი ალბათობით, სწორედ დღეს ერთ-ერთ ოჯახურ პრობლემას მოაგვარებთ. სამუშაო დროის, ძალებისა და ენერგიის სწორად განაწილება საშუალებას მოგცემთ ძველი ოცნებების ასასრულებლად საკმარისი სახსრები დააგროვოთ. რჩევა ბიზნესმენებს — მოემზადეთ შემოწმებისთვის, საბუთები მოაწესრიგეთ და საჭიროების შემთხვევაში, ბუღალტრული მომსახურებით ისარგებლეთ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რომ მშვიდობა დაამყაროთ მათთან, ვინც ოდესღაც გაწყენინათ და მნიშვნელოვანი ურთიერთობები აღადგინოთ.

ქალწული

პარტნიორთან ურთიერთობაში შესაძლოა სირთულეებმა თავი იჩინოს. სავარაუდოდ, ცოტა ხნით ერთმანეთისგან დასვენება გჭირდებათ. საყვარელ ადამიანს უფრო ყურადღებით დააკვირდით — შესაძლოა მიხვდეთ, რომ ნაკლოვანებები კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის! ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმეების დასრულების, განვლილი გზის გაანალიზებისა და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის. სავარაუდოდ, თქვენს აქტიურობას ხელმძღვანელობა ან პარტნიორები ღირსეულად შეაფასებენ. ფულს ნუ გაფლანგავთ და ეცადეთ ხარჯები შეამციროთ, რადგან შეიძლება ნათესავს ან ახლო მეგობარს ფინანსური დახმარება დასჭირდეს. შესაძლოა, დაძაბულმა მუშაობამ ან დიდმა ფიზიკურმა დატვირთვამ ძალები გამოგაცალოთ, ხოლო კონკურენტების მტრობამ განწყობა გაგიფუჭოთ.

სასწორი

თუ ჯერ მარტო ხართ, შანსი გეძლევათ, რომ რომანტიკულ პაემანზე წახვიდეთ, რომელიც დაუვიწყარი აღმოჩნდება. მოსალოდნელია ოჯახური უთანხმოება, თუმცა ეს მხოლოდ გამოცდაა, რომელიც კიდევ უფრო დაგაახლოებთ და გაგაძლიერებთ. ეს დღე ისეთ საქმიანობას დაუთმეთ, რომელიც ყურადღებასა და ნებისყოფას მოითხოვს და არა დიდ ფიზიკურ ძალისხმევას. თუ ბანკის ვალი გაქვთ, პროცენტის შეტანა არ დააგვიანოთ, თორემ ბევრი უსიამოვნება გელით. შესაძლებლობა გაქვთ პროფესიული საკითხები არაფორმალურ გარემოში განიხილოთ და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მიიღოთ. ეს დღე იდეალურია ყველაფერი ზედმეტისგან გათავისუფლებისთვისიქნება ეს ძველი ნივთები და ურთიერთობები თუ მავნე ჩვევები.

მორიელი

ეცადეთ, ერთმანეთთან გულწრფელები და გახსნილები იყოთ — საკუთარ გრძნობებსა და იმ მოლოდინებზე ისაუბრეთ, რაც ურთიერთობისგან გაქვთ. სამსახურში დატვირთვის გაზრდა დაღლილობასა და გაღიზიანებას გამოიწვევს, თუმცა ჯავრის ოჯახის წევრებზე ყრა არ ღირს. საბოლოოდ, ხელმძღვანელობა თქვენს მონდომებას ღირსეულად დააფასებს და რთულ პროექტში მონაწილეობას შემოგთავაზებთ, ხოლო თუ მას წარმატებით გაუმკლავდებით, კარიერული ზრდაც არ დააყოვნებს. ფინანსური შეფერხებები მოსალოდნელია, თუმცა იცოდეთ, რომ ვითარება მალე სტაბილური გახდება — შესაძლოა ახალი სამსახური ან უფრო შემოსავლიანი საქმე იპოვოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ ფიზიკურ დატვირთვას არ გადააჭარბოთ, განსაკუთრებით სიმძიმეების აწევის ან სპორტული აქტივობების დროს.

მშვილდოსანი

ეს დღე შეიძლება ახალი შეხვედრებითა და საინტერესო ნაცნობობით დაგამახსოვრდეთ. გარშემომყოფთა მიმართ მოთმინება გამოიჩინეთ და წვრილმანებზე ნუ გაღიზიანდებით, რადგან სიმშვიდითა და კეთილგანწყობით ბევრად მეტს მიაღწევთ. უახლოეს მომავალში საკმაოდ დიდი ხარჯები გელით, რაც შესაძლოა სამუშაოს, ჯანმრთელობას ან პირად ცხოვრებას უკავშირდებოდეს. მოსალოდნელია სირთულეები, მაგრამ მათი გადაჭრის გზას და შესაძლებლობას აუცილებლად იპოვით. გამორიცხული არ არის, რომ კრედიტორებმა ძველი ვალების შესახებ შეგახსენონ. თავის ტკივილი საღამომდე გაივლის — ნუ მისცემთ მას უფლებას, დღევანდელი გეგმები ჩაგიშალოთ.

თხის რქა

ვარსკვლავები მარტოხელებს ახალ ნაცნობობას ჰპირდებიან, რაც ერთი შეხვედრით არ დასრულდება. თქვენს ოჯახს შეიძლება გარკვეულ სირთულეებთან შეჯახება მოუწიოს, ამიტომ ღია კომუნიკაცია და საკუთარ გრძნობებზე გულწრფელად საუბარი უაღრესად მნიშვნელოვანია. იდეალური ჰარმონიის მისაღწევად მოთმინებით აღიჭურვეთ და სხვისი აზრი გაითვალისწინეთ. თუსაბიუჯეტო სფეროში მუშაობთ, ყოველი შემთხვევისთვის შემოწმებისთვის მოემზადეთ და ხარვეზები გამოასწორეთ. გირჩევთ ძველი ნივთებისგან გათავისუფლდეთ და ქურდებს ერიდოთ. გაითვალისწინეთ, რომ დღეს დღეს თქვენს საქმეებში ჩარევა ბევრს მოუნდება და მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ვის მისცეთ ამის უფლება და ვის არა. თქვენი ნერვული სისტემისთვის ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაცია დამღუპველია, ამიტომ შეეცადეთ საკუთარი ტემპერამენტი მართოთ.

მერწყული

მშვენიერი დღეა ახალი ურთიერთობის დასაწყებად. თუ ვინმე მოგეწონათ, ნუ მოერიდებით და საუბარი პირველმა წამოიწყეთ! მზად იყავით, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემები მნიშვნელოვან ხარჯებს მოითხოვს. ეს დღე ხელსაყრელია ერთობლივი მუშაობისა და პარტნიორებთან მოლაპარაკებისთვის, რადგან მარტო მოქმედებით შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ. დღეს არსებობს რისკი, რომ ცდუნებას აჰყვეთ და ძვირად ღირებული ნივთი შეიძინოთ, რაც ფინანსურ კრიზისში ჩაგაგდებთ. გირჩევთ უახლოესი 24 საათის განმავლობაში განმარტოებით ან ვიწრო ოჯახურ წრეში დაისვენოთ — ახლა ხალხმრავლობისთვის მზად არ ხართ. მკაცრად აკონტროლეთ მენიუ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია წონის მატება და კუჭ-ნაწლავის სისტემის შეფერხებები.

თევზები

შესაძლოა, ახლო მეგობრის მიწვევით, წვეულებაზე აღმოჩნდეთ, სადაც გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენი ცხოვრების მეგზური გახდება. თქვენთვის ხელსაყრელი პერიოდი იწყება, ამიტომ, თუ შესაძლებლობა გაქვთ, სამოგზაუროდ გაემგზავრეთ. უახლოეს 24 საათში შეძლებთ, რთული ამოცანები ამოხსნათ და თავი მიზანდასახულ და პასუხისმგებლობიან თანამშრომლად წარმოაჩინოთ. ამავე დროს მოსალოდნელია მცირე ფინანსური დანაკარგები ან მნიშვნელოვანი დაბრკოლებები, განსაკუთრებით თუ სარისკო საქმის დაწყება გსურთ. თუ საღამოს თავი შეუძლოდ იგრძენით, იცოდეთ, რომ ეს დაღლილობის ბრალია — ახლა თქვენ კარგი დასვენება და ხანგრძლივი ძილი გჭირდებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნ...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge