24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
20:00 კვი. 23 აგვისტო
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თქვენმა მერყეობამ შეიძლება საყვარელი ადამიანი წყობიდან გამოიყვანოს, ასე რომ, უფრო თამამად იმოქმედეთ! დაფიქრდით, განიჭებთ თუ არა თქვენი საქმიანობა კმაყოფილებას? თუ არა, დროა ძალები სხვა სფეროში მოსინჯოთ. ამ დღეს შეგიძლიათ სესხის დამტკიცების იმედი გქონდეთ. უახლოესი 24 საათის განმავლობაში ალერგიული რეაქციების მიმართ შედარებით მგრძნობიარე გახდებით.
კურო
პირად ცხოვრებაში შესაძლოა სირთულეებმა თავი იჩინოს, თუმცა ნუ იდარდებთ — ეს დროებითია და ვითარება მალე გამოსწორდება. შეეცადეთ კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ და სიახლეები გამოცადოთ, რაც საინტერესო გამოცდილებას მოგიტანთ. რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას ნუ ეცდებით და უპირატესობა ერთ კონკრეტულ ამოცანას მიანიჭეთ. ფინანსური მდგომარეობა შესაძლოა არასტაბილური გახდეს — შეეცადეთ, უფრო ეკონომიურად იცხოვროთ. ამ დღეს ინტენსიური ვარჯიში გჭირდებათ, რათა ნივთიერებათა ცვლა გაააქტიუროთ.
ტყუპები
თავისუფლებისა და მრავალფეროვნებისკენ სწრაფვა თქვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება. ეს მშვენიერია, თუმცა ეცადეთ საკუთარი თავისუფლებისკენ სწრაფვით სხვების თავისუფლება არ შეზღუდოთ. საშუალება გექნებათ, რომ ნაჩხუბარი ადამიანები შეარიგოთ. თუ რომელიმე საკითხის მოგვარებას დიდხანს და ამაოდ ცდილობდით, ახლა უკვე მარტივად შეძლებთ, თქვენ სასარგებლოდ გადაჭრათ. მოერიდეთ ფინანსურ გარიგებებს, განსაკუთრებით მეგობრებთან, თავი შეიკავეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენისგან და ფულს ნურავის ასესხებთ. სასურველია, დღე სიმშვიდეში გაატაროთ.
კირჩხიბი
თუ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა ერთფეროვანი გახდა, სიურპრიზისთვის მოემზადეთ! მარსის დღევანდელი ენერგეტიკა გაიძულებთ, რომ საყვარელი ადამიანი ახლებურად დაინახოთ. შესაძლოა ახლობლებმა თქვენს პირად ცხოვრებაში ჩარევა სცადონ — ნუ მისცემთ მათ კონფლიქტის გამწვავების მიზეზს. ამ დღეს დაგეგმილი მგზავრობა წარმატებით ჩაივლის. სამუშაო ადგილზე ორგანიზაციული ნიჭის ბრწყინვალედ გამოვლენას შეძლებთ. ფულის საუკეთესო დაბანდება პროფესიული განვითარება იქნება — დაესწარით სემინარებსა და კონფერენციებს და უარს ნუ იტყვით კვალიფიკაციის ამაღლების კურსებზე. დიეტის დასაწყებად შესანიშნავი დღეა.
ლომი
ნაყოფიერი, თუმცა დამქანცველი შრომის შემდეგ, შინაგან ჰარმონიას მოიპოვებთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მოსაზრებები გარშემომყოფებიდან ყველას არ ეხატება გულზე, ამიტომ მათი აზრიც უნდა გაითვალისწინოთ. ახალი ნაცნობი საინტერესო წინადადებით მოგმართავთ. უარის თქმას ნუ იჩქარებთ, თორემ შანსს ხელიდან გაუშვებთ! ზოგ ლომს შეიძლება გასტრიტმა თავი შეახსენოს, ასე რომ, შეეცადეთ მსუბუქ კვებაზე გადახვიდეთ.
ქალწული
ნუ შეგაშინებთ ცვლილებები, თუნდაც ისინი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას ეხებოდეს. ცხოვრების სწრაფი რიტმი უქმად ჯდომის საშუალებას არ მოგცემთ. თქვენი შრომის ნაყოფიერება მწვერვალს მიაღწევს. ნუ მოერიდებით საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას! მალე თავს უფლებას მისცემთ, იმაზე მეტი შეიძინოთ, ვიდრე ჩვეულებრივ, თუმცა გაითვალისწინეთ - სტაბილურობის პერიოდი სამუდამოდ არ გაგრძელდება. თქვენი იმუნიტეტი ამჟამად შესუსტებულია, ამიტომ მენიუში მეტი ბოსტნეული და ხილი უნდა დაამატოთ.
სასწორი
ოპტიმისტური განწყობა ერთობლივ საქმიანობას განსაკუთრებით მიმზიდველს გახდის. პარტნიორს ყოფითი პრობლემებით ნუ გადატვირთავთ — ახლა ორივეს ერთმანეთის ნდობა და ზრუნვა გჭირდებათ. თქვენს ცნობისმოყვარეობას შემოსავლის გაზრდა შეუძლია, თუმცა მანვე შეიძლება პრობლემები და კონფლიქტებიც მოგიტანოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ მჭრელ საგნებთან — უყურადღებობამ შესაძლოა ისეთი დაზიანება გამოიწვიოს, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ.
მორიელი
ახალი ნაცნობობა და საინტერესო ადამიანთან ურთიერთობა დიდ ბედნიერებას მოგიტანთ, თუმცა თქვენი რომანი ჯერჯერობით მსუბუქი ფლირტის ეტაპზეა. დღის პირველი ნახევარში უყურადღებობისა გამო პრობლემები გელით, რაც დიდწილად ემოციური გადაღლის ბრალია. მინიმუმამდე შეამცირეთ თქვენი მოვალეობები, თუმცა ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, ცხოვრება გაიუმჯობესოთ. გამორიცხული არ არის, მნიშვნელოვანმა შეტყობინებამ გეგმების შეცვლა გაიძულოთ. საღამოს საათებში უგუნებობა სატურნის ზემოქმედების შედეგია — შეეცადეთ ყურადღება რამე სასიამოვნოზე გადაიტანოთ.
მშვილდოსანი
თუ ღრუბლებში არ იფრენთ და მოვლენებს რეალისტურად შეხედავთ, ვარსკვლავები სიყვარულში წინსვლასა და წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ. აქტიურობა გამოიჩინეთ, პროფესიულ კურსებსა თუ ტრენინგებს დაესწარით, უცხო ენის სწავლა დაიწყეთ. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ალკოჰოლი უგუნებობასთან საბრძოლველად! ფრთხილად იყავით! გამორიცხული არ არის, კოლეგებმა თქვენი კონფლიქტზე პროვოცირება სცადონ. ატმოსფერული წნევის ცვალებადობამ შესაძლოა თავის ტკივილი გამოიწვიოს.
თხის რქა
გაინტერესებთ, რატომ არ ეწყობა თქვენი პირადი ცხოვრება ისე, როგორც გსურთ? იქნებ, მეორე ნახევრის მიმართ მეტისმეტად მომთხოვნი ხართ? გაითვალისწინეთ, თუ ურთიერთობებში პრობლემები გაჩნდა, მთელი პასუხისმგებლობა თქვენზე იქნება. ის, რასაც დიდი ხანია მალავთ, მალე ყველასთვის ცნობილი გახდება. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები ან დამსაქმებელთან უთანხმოება. ეცადეთ, გადაწყვეტილება არა ემოციებით, არამედ ცივი გონებით მიიღოთ. ამ პერიოდში მოსალოდნელია სახსრების პრობლემები — უარი თქვით თვითმკურნალობაზე! ხალხური მეთოდები უშედეგო აღმოჩნდება და შესაძლოა ზიანიც კი მოგიტანოთ.
მერწყული
ამ დღის მოვლენები გზას გაუხსნიან უამრავ ახალ და საინტერესო ადამიანს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში შემოვლენ! შესაძლოა მალე საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა და პირობების გაუმჯობესების შანსი მოგეცეთ. გამორიცხული არ არის, ხელმძღვანელობამ ახალი თანამდებობა შემოგთავაზოთ, თუმცა ამ წინადადების დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასება იოლი არ იქნება. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები, ამიტომ მაღაზიებში სიარულს უნდა მოერიდოთ. ფრთხილად იყავით წამლებთან და ალკოჰოლთან — მოსალოდნელია მოწამვლა ან დოზის გადაჭარბება.
თევზები
ახალი ნაცნობობა მხოლოდ დადებით ემოციებს მოგიტანთ! პირად ურთიერთობებში ძველ, ნაცად მეთოდებს მიჰყევით და წარმატება თქვენს მხარეს იქნება. დღეს კარგ ამბავს ან სასიამოვნო შეხვედრას ელოდეთ. დღის დასაწყისი პროფესიული წინსვლისთვის ხელსაყრელია. რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი — ფინანსური კეთილდღეობა თუ შემოქმედებითი შესაძლებლობების განხორციელება? მოდუნდით, არჩევანის გაკეთება არ მოგიწევთ, რადგან ორივეს წარმატებით შეათავსებთ! თუ გარშემომყოფები გეუბნებიან, რომ ცუდად გამოიყურებით, მიზეზი მოძრაობისა და ჟანგბადის ნაკლებობაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან