დღის ჰოროსკოპი

19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მომხიბვლელი უცნობისგან საინტერესო წინადადებას მიიღებთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ. ოჯახური საკითხების მოგვარება დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ, ამიტომ ყველაფერს ერთად ნუ შეეჭიდებით — ჯერ ყველაზე პრიორიტეტული საქმეები დაასრულეთ. სამუშაო საათებში ნებისმიერ ამოცანას ადვილად გაუმკლავდებით, ხელმძღვანელობასთან თუ პარტნიორებთან მოლაპარაკებებიც შესანიშნავად ჩაივლის და არ არის გამორიცხული, სარფიანი შეთავაზებაც მიიღოთ. შეეცადეთ, სწორად იკვებოთ — პერიოდულად წახემსებით უფრო მეტ საკვებს და ნაკლებ სარგებელს მიიღებთ.საღამოს, სუფთა ჰაერზე გასეირნება დადებითი ემოციებით აგავსებთ.

კურო

ყველა თვალსაზრისით დაძაბული დღეა, საზრუნავი მოდუნების საშუალებას საღამომდე არ მოგცემთ. მოჩვენებითი სიცივის მიღმა დამალულმა ემოციურობამ შესაძლოა, გეგმების განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ. შემოქმედებითი მიდგომა მოულოდნელ წარმატებას მოგიტანთ. საშუალება გექნებათ, საკუთარი უნარები ბოლომდე გამოავლინოთ და კოლეგების აღიარება მოიპოვოთ. ამ დღეს კუროებს ფინანსური ალღო ღალატობთ, ამიტომ სარისკო ფინანსურ ოპერაციებს უნდა მოერიდოთ — ხარჯები მოსალოდნელზე მეტი იქნება, კრედიტების დაფარვა კი იმაზე რთული, ვიდრე გეგმავდით.

ტყუპები

ვენერა თქვენს მხარესაა, ასე რომ, დროა საყვარელი ადამიანი პაემანზე დაპატიჟოთ. ეცადეთ საჭირო და სასარგებლო ადამიანებთან კავშირი დაამყაროთ. მიზნების მისაღწევად დაუღალავად იშრომეთ, თუმცა ნუ დაივიწყებთ, რომ ბევრს მიაღწიეთ და ცოტაოდენი დასვენება ნამდვილად დაიმსახურეთ. ფინანსურად სტაბილური პერიოდია. მოსალოდნელია მცირე, მაგრამ სასიამოვნო შემოსავალი. ამინდის ცვლილებისადმი მგრძნობიარე ადამიანებს დღეს მეტი დასვენება სჭირდებათ.

კირჩხიბი

თუ პარტნიორთან ურთიერთობა ჩიხში შევიდა, ეცადეთ ურთიერთობა განაახლოთ და საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზით გააოცოთ! უარი თქვით ყველაფერ ზედმეტზე, რათა თავიდან აიცილოთ პრობლემები, რომლებიც დიდ ენერგიას წაგართმევთ. ისწავლეთ ფანტაზიის რეალობასთან შეთავსება და ნუ შეეჭიდებით იმას, რასაც სწრაფად და ხარისხიანად ვერ გააკეთებთ. ყურადღება გრძელვადიან ფინანსურ მიზნებზე გადაიტანეთ — სტაბილურობა თქვენი წარმატების საფუძველია. ეცადეთ, დავალიანებები დროულად დაფაროთ, რათა ფინანსური მდგომარეობა არ გაირთულოთ. საღამოს მედიტაციით დაკავდით ან მასაჟზე ჩაეწერეთ.

ლომი

ამ ნიშნით დაბადებული ქალბატონებს მომხიბვლელობა და პიროვნული თვისებები ნებისმიერი სირთულის გადალახვაში დაეხმარება. დღეს დაგეგმილი რომანტიკული შეხვედრა შესაძლოა ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. კარგი პერიოდია პროფესიული განვითარების ან ახალი პროფესიის დასაუფლებლად. შესაძლოა, მეგობრების დახმარებით შემოსავლის ახალი წყარო იპოვოთ ან დიდი ხნის ნანატრი ჯილდო მიიღოთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. გირჩევთ, მენიუს მეტი ვიტამინით მდიდარი პროდუქტი დაამატოთ. დიეტის დაწყებას ჯერ ნუ იჩქარებთ — ამ ეტაპზე ნივთიერებათა ცვლა შენელებულია და სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.

ქალწული

დროა, ყალბ თავმდაბლობაზე უარი თქვათ — ჩრდილში ყოფნით იმ ადამიანის გულს ვერ მოიგებთ, ვინც მოგწონთ, ამიტომ უნდა იმოქმედოთ! სამსახურში არსებული ვითარება მაქსიმალურ ჩართულობას მოითხოვს, თუმცა თქვენი ძალისხმევა ღირსეულად დაფასდება. ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღება ახალ პროექტებზე გადაიტანოთ. თქვენი კრეატიულობა აღიარებას მოგიტანთ. ეს დღე იდეალურია საქმიანი კავშირების დამყარებისთვის, ხელშეკრულებების გაფორმებისა და გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელებისთვის.

სასწორი

არ არის გამორიცხული, რომ ამ დღეს წარსულზე დაფიქრდეთ და სიყვარულში განცდილი მარცხის მიზეზები გააანალიზოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ ამჟამინდელ პარტნიორთან შეცდომები აღარ დაუშვათ. ეცადეთ, მთელი ყურადღება საყოფაცხოვრებო პრობლემებზე არ გადაიტანოთ და ოჯახური ურთიერთობები რუტინაში არ გადაიზარდოს. ახალ პროექტებს გაბედულად შეეჭიდეთ. იზრუნეთ შემოსავლების შენარჩუნებასა და დანაზოგის გონივრულ დაბანდებაზე. თუ ინიციატივას გამოიჩენთ, თქვენი ძალისხმევა შეუმჩნეველი არ დარჩება და ბიზნესში წარმატებას მიაღწევთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ემოციურ მდგომარეობას. წყლის პირას სეირნობა შინაგანი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.

მორიელი

სჯობს, თქვენი პირადი ცხოვრება გარშემო მყოფებისგან ჯერჯერობით საიდუმლოდ დარჩეს. შესაძლოა, ურთიერთობა აღადგინოთ ადამიანთან, რომელთანაც ადრე ხშირად კამათობდით — ის თავად ეცდება თქვენთან საერთო ენის გამონახვას. თუ დამატებითი შემოსავალი გჭირდებათ, ახალი შესაძლებლობები ეძებეთ და აუცილებლად იპოვით! ლიდერის თვისებები ახალი სიმაღლეების დაპყრობაში დაგეხმარებათ. კუჭ-ნაწლავის პრობლემების თავიდან ასაცილებლად სწრაფი კვების ობიექტებში წახემსებას მოერიდეთ.

მშვილდოსანი

თუ დიდი ხანია ქორწინების შეთავაზებას ელით, ინიციატივის ხელში აღება თავად მოგიწევთ. შესაძლოა, საყვარელი ადამიანი უკმაყოფილოა იმით, რომ მთელ დროს კარიერასა და ბიზნესს უთმობთ და ოჯახისთვის ვერ იცლით. გამორიცხული არ არის, დასვენების გადადება და დამატებითი პასუხისმგებლობების აღება მოგიწიოთ. მოლაპარაკების უნარი და კონფლიქტების არიდების ოსტატობა უარყოფით ტენდენციებს საგრძნობლად განმუხტავს. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ვარსკვლავები გირჩევენ, შეცდომების თავიდან ასაცილებლად წვრილმანებზე ყურადღება გაამახვილოთ. კვების რაციონი გაამდიდრეთ ახალი ხილითა, მოხარშული ბოსტნეულით, თევზითა და მსუბუქი წვნიანებით.

თხის რქა

პირად ცხოვრებაში სირთულეებია მოსალოდნელი. სავარაუდოდ, უთანხმოების მიზეზი თქვენი სიჯიუტეა. შესაძლებელია დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ ან დავიწყებული ვალი დაგიბრუნონ. გირჩევთ, გასულ თვეში დადებული ხელშეკრულებები გადაამოწმოთ — შესაძლოა, ზოგი პირობა გადახედვას საჭიროებს. დაავადების პრევენციაზე იფიქრეთ. მსუბუქი ვარჯიშები ან იოგა ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

მერწყული

დასვენებას ნუ ელოდებით — ეს დღე დატვირთული და ემოციური იქნება. თუ მოახერხებთ, უახლოესი უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. თუ ურთიერთობაში სიცივემ დაისადგურა, მალე შანსი მოგეცემათ, პრობლემას ახლებურად შეხედოთ და მარტივად მოაგვაროთ. შრომისმოყვარეობა და შინაგანი დისციპლინა დაგეხმარებათ, მიმდინარე საქმეები წარმატებით დაასრულოთ. ამბიციური მერწყულებისთვის მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესანიშნავი პერიოდი დგება. მოერიდეთ ორპირ ქარს — უახლოეს დღეებში ყელი და ხმის იოგები განსაკუთრებით დაუცველია.

თევზები

რაც არ უნდა მოხდეს, მოვლენებს ნუ დააჩქარებთ. ახლა საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენთ, ამიტომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს აუღელვებლად მიჰყევით. მოვლენებით დატვირთული დღეა, ამიტომ სჯობს, რთული ამოცანების გადაჭრა სამომავლოდ გადადოთ და დღეს მარტივი საქმეებით შემოიფარგლოთ. სამუშაო ადგილას კოლეგებთან კამათს მოერიდეთ, თორემ შეიძლება ხელმძღვანელობის შენიშვნა დაიმსახუროთ. შესაძლოა ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ, ასე რომ, სიმპტომები არ უგულებელყოთ და ექიმს მიმართეთ.

.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

რატომ ცეკვავენ ბალერინები თითის წვე...

რატომ ცეკვავენ
ბალერინები თითის
წვერებზე?

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge