დღის ჰოროსკოპი

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:40

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

საკუთარ ფიქრებში ნუ ჩაიკეტებით — დროა, მეორე ნახევრის ძებნას შეუდგეთ, მით უმეტეს, რომ თქვენი ბედი სადღაც ძალიან ახლოსაა. უარყოფით ემოციებს ნუ აჰყვებით და მალე თქვენს ოჯახში ისევ ჰარმონია დაისადგურებს. ახლა სამუშაო დისციპლინის დაცვა ჰაერივით გჭირდებათ. გამორიცხული არ არის, რომ დაწინაურებაც კი შემოგთავაზონ. იდეალური დღეა ფინანსური ოპერაციებისა და ინვესტიციებისთვის. საღამოს მოსალოდნელია როგორც ფიზიკური, ისე ნერვული გადაღლა — შექმნილ სიტუაციასთან გამკლავებას ყველა ვერ შეძლებს, ამიტომ ეცადეთ ძალები სწორად გადაანაწილოთ.

კურო

გსურთ, რომ შეცდომა გამოასწოროთ და ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ? ცდუნებას ნუ აჰყვებით, თორემ ისევ იმავე შეცდომას დაუშვებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უცნობ ადამიანებთან ნაკლებად გულახდილი იყოთ და განსაკუთრებით ოჯახურ პრობლემებზე საუბარს მოერიდოთ. ერთდროულად რამდენიმე საქმეს ნუ შეეჭიდებით — უმჯობესია, დღის განრიგი წინასწარ შეადგინოთ. თუ ფინანსური დანაზოგი გაქვთ, შეგიძლიათ ხელსაყრელ პროექტში დააბანდოთ. ახლა თქვენთვის გამაჯანსაღებელი პროცედურებია აუცილებელია — გირჩევთ, აბანოს ან საუნას ესტუმროთ.

ტყუპები

თუ ურთიერთობა ახალი დაწყებული გაქვთ, ერთმანეთის უკეთ გაცნობის შანსი მოგეცემათ, თუმცა ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას მოერიდეთ. მსხვერპლის როლის მორგებას ნუ იჩქარებთ, უმჯობესია მთელი ყურადღება საოჯახო საქმეებზე გადაიტანოთ. ეს დღე ხელსაყრელია ოჯახში თბილი და მეგობრული ატმოსფეროს დასამყარებლად. იღბალი მხოლოდ მათ გაუღიმებს, ვისი ჩანაფიქრიც ანგარებისგან თავისუფალია. თუ დაკისრებულ ამოცანას თავს ვერ ართმევთ, ნუ მოგერიდებათ და დახმარება გამოცდილ კოლეგებს სთხოვეთ. მფლანგველობა ახლა არაფერში გჭირდებათ, რადგან გარემოებები შეიძლება სრულიად მოულოდნელად განვითარდეს. ვარსკვლავები გირჩევენ, ღვიძლს გაუფრთხილდეთ — ძლიერ ალკოჰოლურ სასმელებს მოერიდოთ.

კირჩხიბი

მოსალოდნელია, რომ ახლობელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობაში რადიკალური ცვლილებები მოხდეს. დროა, ერთმანეთის მოსმენა ისწავლოთ. სანამ რემონტს დაიწყებთ, გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტ პერფექციონიზმს სიკეთე არავისთვის მოუტანია, გარშემომყოფებს კი მხოლოდ აღიზიანებს. ხელსაყრელი პერიოდია საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, რომელთა შედეგიც სრულად დაგაკმაყოფილებთ. თუ სამსახურებრივად ფულთან ან ბუღალტერიასთან გაქვთ შეხება, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. დღეს წარმატება მათ მხარესაა, ვინც დაბრკოლებების მიუხედავად წინ მიდის. ურანისა და სატურნის აქტიურობით გამოწვეულმა ენერგეტიკულმა რყევებმა შესაძლოა ხანმოკლე თავის ტკივილი გამოიწვიოს.

ლომი

თუ საერთო ინტერესებს და სალაპარაკო თემებს ვერ პოულობთ და ერთმანეთის სიახლოვე არ გახარებთ, იქნებ დროა, ეს ურთიერთობა დაასრულოთ? საღამო შეგიძლიათ ახლო ნათესავებთან ერთად, თბილ ოჯახურ გარემოში გაატაროთ; გულახდილი საუბრები ახალ იდეებს შთაგაგონებთ. მომდევნო 24 საათის განმავლობაში უამრავი საქმე და საზრუნავი გამოგიჩნდებათ, ასე რომ, მოსაწყენად ვერ მოიცლით და ეს უკეთესიცაა, რადგან ფუსფუსი კარგი განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. სამსახურში წარმატების მისაღწევად ეცადეთ, ხელმძღვანელობის კეთილგანწყობა მოიპოვოთ. მიირთვით მხოლოდ სახლში მომზადებული საკვები — ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მაღაზიის ნახევარფაბრიკატებით შეიძლება მოიწამლოთ.

ქალწული

საკუთარი სიყვარულისთვის ბრძოლა და ზოგჯერ უჩვეულო ზომების მიღებაც კი არის საჭირო. უფროს ნათესავებთან ურთიერთობა შეიძლება განსხვავებული შეხედულებების გამო დაიძაბოს, ამიტომ ეცადეთ, პოლიტიკურ თემებზე კამათს მოერიდოთ. სამსახურში განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გმართებთ — არაა გამორიცხული, რომ რომელმე შურიანმა კოლეგამ ხაფანგი დაგიგოთ. ჰოროსკოპი გვიჩვენებს, რომ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გექნებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, დღის მეორე ნახევარი პროფილაქტიკურ და ორგანიზმის გამაჯანსაღებელ პროცედურებს დაუთმოთ. ბავშვებსა და ასაკოვან ადამიანებში ინფექციური დაავადებების მაღალი რისკია, ასე რომ, ეცადეთ, იმუნიტეტი აიმაღლოთ.

სასწორი

ამ პერიოდში სჯობს, ახალ ნაცნობობას მოერიდოთ. გირჩევთ, სამსახურის საქმეები დროებით გვერდზე გადადოთ და მთელი დღე ურთიერთობებს დაუთმოთ. ნათესავებთან კამათი რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულოთ, რომ დაპირისპირება დიდ სკანდალში არ გადაიზარდოს. ოჯახურ კავშირს მოულოდნელი გამოცდა ელის, თუმცა სიმტკიცეს მაინც შეინარჩუნებს. თუ შანსი მოგეცათ, რომ თქვენი პრინციპულობა და საქმიანი ალღო გამოავლინოთ, ხელიდან ნუ გაუშვებთ! ეს ხელმძღვანელობაზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს და კარიერულ დაწინაურებაშიც დაგეხმარებათ. დღეს იღბალი მათ მხარესაა, ვინც დაბრკოლებების მიუხედავად წინ შეუპოვრად მიიწევს. თუ ქრონიკული დაავადება გამწვავდა, ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ლოდინით პრობლემა მოგვარდეს.

მორიელი

საუკეთესო დღეა გრძნობებისა და ემოციების გამოსახატავად. მოსალოდნელია ახალი ამბავი ან მოვლენა, რომელიც პირად ცხოვრებაში არსებულ პრობლემებზე დაგაფიქრებთ. თუ მშობლების ხშირად სანახავად დრო არ გყოფნით, ეცადეთ, ტელეფონით მაინც ხშირად შეეხმიანოთ. ოჯახური ცხოვრება თანდათან ლაგდება, სადავო სიტუაციები შემცირდება და ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში დაბრუნდება. დღეს მუშაობისთვის ხართ განწყობილი და რუტინული მოვალეობების შესრულებაც კი სიამოვნებას მოგანიჭებთ. ფრთხილად მოეკიდეთ ინვესტიციებს და ნებისმიერი შემოსული ინფორმაცია დაწვრილებით შეისწავლეთ. მძღოლებმა გზებზე სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ — გაფანტული ყურადღების გამო მცირე ავარიების ალბათობა იმატებს.

მშვილდოსანი

რომანტიკული ვახშამი თქვენს ურთიერთობას ძალიან წაადგება და დაგეხმარებათ საყვარელი ადამიანი თავიდან აღმოაჩინოთ. ახლობლებს თქვენი ჩივილით ნუ შეაწუხებთ — შეეცადეთ, საკუთარი პრობლემების მიზეზი თავად იპოვოთ. კარიერული და ფინანსური ზრდის თვალსაზრისით საინტერესო მოვლენები გელით. ნებისმიერი ახალი წამოწყება წარმატებული იქნება, მაგრამ ეცადეთ, ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ. საკუთარ გარეგნობაზე ექსპერიმენტებს ნუ ჩაატარებთ. ამ დროისთვის ჯობია ყველაფერი ძველებურად დატოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილება სანანებელი გაგიხდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ფულს გაუფრთხილდეთ, რადგან დღევანდელი დანახარჯების უმეტესობა უსარგებლოა. შესაძლოა, ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდეს, თუმცა სანერვიულო არაფერია — დიდხანს არ გასტანს.

თხის რქა

სიყვარულში წარმატება გელით, რაც მთლიანად თქვენს სურვილებსა და ქმედებებზე იქნება დამოკიდებული. შინაგანი შეგრძნებებს განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ახლობელი ადამიანების ინტერესები და შეხედულებები გაითვალისწინოთ. მოგიწევთ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ და გარშემომყოფთათვის ნამდვილ ლიდერად იქცეთ, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ეს სტატუსი დამატებით ვალდებულებებსაც გულისხმობს. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ფინანსურ სფეროში განსაკუთრებით გაუმართლებს! მავნე ჩვევებისგან თავის დასაღწევად უკეთეს დროს ვერ იპოვით! დროა მოწევას თავი დაანებოთ და ვარჯიში დაიწყოთ.

მერწყული

ზოგჯერ სიყვარულში პაუზის აღებაა აუცილებელია, განსაკუთრებით თუ ურთიერთობა იძაბება. ასტროლოგიური პროგნოზი გირჩევთ, მეორე ნახევრის ნდობა ისწავლოთ — უსაფუძვლო ეჭვები შეიძლება დაპირისპირების მიზეზი გახდეს. პრობლემები ნუ შეგაშინებთ — თქვენ მათ იოლად გადალახავთ. ვარსკვლავები დაგეხმარებიან, რომ შექმნილი ვითარება გონივრულად შეაფასოთ და მოსალოდნელი რისკები კარგად აწონ-დაწონოთ. საღამოს უსიამოვნო სიმპტომების ასაცილებლად, მენიუდან მავნე პროდუქტები და ალკოჰოლი უნდა ამოიღოთ.

თევზები

ამ დღეს ეცადეთ, სიყვარულში კომპრომისი იპოვოთ — ლიდერობა კარგია, მაგრამ ახლა ამ იდეაზე უარის თქმა ჯობს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ძველ მეგობრებთან შეხვედრა. შეეცადეთ, ძველი წყენა არ გაიხსენოთ და საყვარელ ადამიანს გული არ ატკინოთ. ახლა ხელშეკრულებებსა და ფინანსურ დოკუმენტებზე ხელის მოწერა არ ღირს — არსებობს რისკი, რომ არახელსაყრელ პირობებს დათანხმდებით. ფულადი შემოსავლები მოსალოდნელია, თუმცა დაგვიანებით და არა სრული მოცულობით. შესაძლოა, კისრის ოსტეოქონდროზმა თავი შეგახსენოთ — სპეციალური ვარჯიშები შეასრულეთ და მაშინვე იგრძნობთ, თქვენი ფიზიკური მდგომარეობა როგორ გაუმჯობესდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

რატომ ცეკვავენ ბალერინები თითის წვე...

რატომ ცეკვავენ
ბალერინები თითის
წვერებზე?

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge