დღის ჰოროსკოპი

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00 ორშ. 10 აგვისტო

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

უახლოეს დღეებში შთამბეჭდავი პაემანი ან ხანმოკლე მოგზაურობა გელით. წყვილებს ბედი გაგიღიმებთ, მთავარია, გვერდით გყავდეთ ის, ვინც მართლა თქვენია. ოჯახში სიურპრიზია მოსალოდნელი — ცვლილებებს მიჰყევით, რომ მომხდარიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. ამ დღეს უმჯობესია სამუშაოზე ნაკლები იდარდოთ და მეტი დრო საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ. სამსახურებრივმა უთანხმოებამ ან ურთიერთობაში გაჩენილმა სირთულეებმა შეიძლება ჩვეული რიტმი დაგირღვიოთ, ამიტომ უმჯობესია, გარშემომყოფებთან ურთიერთობა შეზღუდოთ. საინფორმაციო ფონი ცვალებადი იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, სამუშაო საათებში კოლეგებთან ფინანსური საკითხების განხილვისგან თავი შეიკავოთ, რადგან ეს შესაძლოა უსიამოვნო დაპირისპირებით დასრულდეს.

კურო

ამ ნიშნის ქალბატონებს მამაკაცების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ელით, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ყველა თაყვანისმცემელი რაინდულ თვისებებს არ გამოავლენს. პლანეტების განლაგება ახლობლებთან და ნაცნობებთან ურთიერთობაში გარკვეულ დაძაბულობას შექმნის. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მეგობრებთან ან ნათესავებთან უთანხმოება, ამიტომ ეცადეთ, მტკივნეული საკითხების განხილვას მოერიდოთ. მზად იყავით გეგმების მოულოდნელი ცვლილებისთვის — გამჭრიახობა დაგეხმარებათ, რომ სიტუაციას ადვილად მოერგოთ და ალტერნატიული გამოსავალი იპოვოთ. გადაუჭრელი ფინანსური საკითხი მალე თავს შეგახსენებთ, ამიტომ გამორიცხული არ არის, დაგეგმილი შენაძენის გადადება მოგიწიოთ.

ტყუპები

თუ ვნებიან და ლამაზ რომანზე ოცნებობთ, ინიციატივის ხელში აღება მოგიწევთ. დახვეწეთ თქვენი იმიჯი, თვითგანვითარებაზე იზრუნეთ და მარტო ნამდვილად არ დარჩებით. გირჩევთ, საღამო საყვარელი ფილმების ყურებას დაუთმოთ, ეს მოდუნებასა და სასიამოვნო მოგონებების აღდგენაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა და იმ ადამიანის მხარდაჭერა, რომლის იმედიც ნაკლებად გქონდათ. მშვენიერი დღეა თანამოაზრეებთან შეხვედრის, სესხების დაფარვისა და პროექტებში ინვესტიციების მოზიდვისთვის. თქვენი ოპტიმიზმი გადამდები იქნება და გარშემომყოფებს დადებითი ენერგიით დამუხტავს.

კირჩხიბი

მოსალოდნელია შორეული ნათესავების სტუმრობა. გირჩევთ, მათთან პირად ცხოვრებაზე არ ისაუბროთ, რათა ჭორაობის საბაბი არ მისცეთ. ამ დღეს მნიშვნელოვან საქმეებს ნუ დაგეგმავთ, რადგან ყოველ ნაბიჯზე დაბრკოლებებს წააწყდებით. შესაძლოა ხელმძღვანელობასთან ან კოლეგებთან საუბრისას გაუგებრობა წარმოიშვას, რაც შრომისუნარიანობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ჯერჯერობით მკაფიო ხედვა არ გაქვთ, როგორ გააუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ახლა ექსპერიმენტების დრო არ არის, განსაკუთრებით ფინანსებში! მოერიდეთ ენერგო-ვამპირებს — თავი შორს დაიჭირეთ მათგან, ვის გვერდითაც აპათიასა და უგუნებობას გრძნობთ.

ლომი

საყვარელ ადამიანთან ერთად დროს შესანიშნავად გაატარებთ — თითოეული წუთი ერთმანეთთან კიდევ უფრო დაგაახლოებთ. თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, რისთვისაც აუცილებელია, ძველ შეხედულებებს დაემშვიდობოთ და დრომოჭმული ურთიერთობები გაწყვიტოთ. მთელი ყურადღება კარიერული წინსვლისკენ გაქვთ გადატანილი. გირჩევთ, სამსახურში ხელმძღვანელის აზრი გაითვალისწინოთ და დავალება მშვიდად შეასრულოთ. არახელსაყრელი დღეა მათთვის, ვისი საქმიანობაც შოუბიზნესს, სასტუმრო ბიზნესსა და ძვირფასეულობით ვაჭრობას უკავშირდება.

ქალწული

ამ დღეს შეიძლება სიყვარულში წარმოუდგენელი აღტაცება იგრძნოთ. თავს უფლება მიეცით, რომ ამ წუთებით დატკბეთ. გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში დროებითი ფინანსური სირთულეები არსებობს, მთავარია სიმშვიდე და საკუთარი ძალების რწმენა შეინარჩუნოთ. ეს სიტუაცია მალე გაივლის და შეძლებთ უფრო მყარი მატერიალური საფუძველი შექმნათ. სიბეჯითე და შრომისმოყვარეობა გამოიჩინეთ, რადგან წინ რთული დავალება გელით — პროექტის წარმატებით დასრულებას სწორედ ამ თვისებების წყალობით შეძლებთ. დღის დასაწყისში მზად იყავით მცირე შეფერხებებისთვის, მოსალოდნელია შეცდომები საბუთებთან მუშაობისას. დილით შესაძლოა სიზარმაცემ და აპათიამ თავი იჩინოს, რისი მიზეზიც სატურნი-ვენერას არახელსაყრელი განლაგებაა.

სასწორი

საინტერესო ადამიანის გარემოცვაში დროის სასიამოვნოდ გატარება გელით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სრული ჰარმონია დაისადგურებს. შესაძლოა, ოჯახის წევრები თქვენს მოსაზრებას არ იზიარებენ, მაგრამ ამისგან ტრაგედიას ნუ შექმნით და გახსოვდეთ, რომ ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს. ხელსაყრელი დროა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სერიოზული საკითხების გადასაჭრელად. უახლოესი 24 საათის განმავლობაში ეცადეთ, ნაცნობი გზით იაროთ და ექსპერიმენტები უკეთესი დროისთვის გადადეთ. საჭმლის მომნელებელმა სისტემამ შესაძლოა უსიამოვნო სიურპრიზი მოგიწყოთ, ამიტომ უარი თქვით ქუჩაში ჭამაზე და სწრაფი კვების პროდუქტებზე.

მორიელი

დაგეგმილი ღონისძიება შესაძლოა ჩაშლის პირას აღმოჩნდეს, რისი მიზეზიც ფინანსური პრობლემები გახდება. ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ შეიძლება დიდი უსიამოვნება მოგიტანოთ, ამიტომ ჯერ საჭირო ინფორმაცია მოაგროვეთ და შემდეგ კოლეგებს გაუზიარეთ. კომერციული პროექტები წარმატებით განვითარდება და სასურველ შედეგს მოიტანს. მოსალოდნელია ახალი იდეების გაჩენა, რაც შემოსავლის დამატებითი წყაროების პოვნაში დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ კვებას — მენიუში ყველა საჭირო ელემენტი უნდა შედიოდეს. მშვენიერი დღეა სპორტული აქტივობების, ეკო-ტურიზმისა და იოგასთვის.

მშვილდოსანი

თუ ჯერ დაოჯახებული არ ხართ, შესაძლოა თქვენი მეორე ნახევარი სადღაც ძალიან ახლოსაა — ამაზე ვენერასა და პლუტონის სექსტილი მიანიშნებს. საოჯახო საქმეებს მარტო ნუ იტვირთავთ, ნაწილი სხვებს გაუნაწილეთ. სამსახურში მოსალოდნელია ფინანსური შემოწმება, ამიტომ ეცადეთ, თავი დაიზღვიოთ და საბუთები მოაწესრიგოთ. ეცადეთ, საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოთ, მით უმეტეს, რომ ისინი უხვად გაქვთ! თქვენი შემოსავალი მობილურობასა და სწორი ინვესტიციების განხორციელებაზეა დამოკიდებული. საღამოს საათები თვითგანვითარებას დაუთმეთ ან უბრალოდ მარტოობაში დაისვენეთ.

თხის რქა

სასიყვარულო საქმეებში სიფრთხილე გამოიჩინეთ! გამორიცხული არ არის, რომ თავი დაკარგოთ იმ ადამიანის გამო, რომელსაც მხოლოდ ანგარება ამოძრავებს. ახლობელმა ადამიანმა ან მეგობარმა შესაძლოა გული ძალიან დაგწყვიტოთ. თუ შეამჩნიეთ, რომ სამსახურს სიამოვნება აღარ მოაქვს და გამძიმებთ, მოქმედების სფერო სინანულის გარეშე უნდა შეიცვალოთ. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები, თუმცა ნუ ინერვიულებთ - ახლობლები ყოველთვის მზად არიან, მხარში დაგიდგნენ.

მერწყული

თქვენი პიროვნული თვისებების წყალობით სამსახურში დაკისრებულ ამოცანებს თავს ადვილად გაართმევთ. მშვენიერი დღეა გასართობი ღონისძიებებისთვის, სტუმრად წასვლისა თუ თანამოაზრეებთან შეხვედრისთვის. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ნუ დაეყრდნობით შემთხვევით ინფორმაციას, რომელიც უცნობი პირებისგან მიიღეთ. შესაძლოა, მიხვდეთ, რომ ამჟამინდელ სამსახურში კარიერულ მაქსიმუმს მიაღწიეთ, ამიტომ საქმიანობის სფეროს შეცვლას გადაწყვეტთ. გაცემული ვალი, რომელიც უიმედო გეგონათ, შესაძლოა მალე დაგიბრუნდეთ, ან სხვა სახის კომპენსაცია მიიღოთ. შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა — ამჟამად სირბილს სპორტული სიარული ჯობია.

თევზები

შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა დღეს მოულოდნელი შეკითხვა დაგისვათ. ეცადეთ პირდაპირ პასუხს თავი აარიდოთ, რათა ზედმეტმა გულახდილობამ თქვენს ურთიერთობას არ ავნოს. მოსალოდნელია კონფლიქტი ნათესავებთან, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებთან. ნუ მისცემთ ემოციებს უფლებას ჯანსაღ აზრს სძლიონ — ასე არა მხოლოდ საკუთარი პოზიციის დაცვას, არამედ შეთანხმების მიღწევასაც შეძლებთ. მარტოხელა თევზებს პერსპექტიული შეხვედრები და საინტერესო, თუმცა ხანმოკლე ნაცნობობა ელით. ნუ გასცემთ ვალებს და ნუ დახარჯავთ ფულს რომანტიკულ პარტნიორებზე, დღეს ეს თქვენი ბიუჯეტისთვის საზიანო იქნება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge