10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
20:00 კვი. 9 აგვისტო
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
იუპიტერისა და ვენერას კვინკონსი გულახდილი და თბილი ურთიერთობისთვის განგაწყობთ. მზად ხართ, საკუთარ ემოციებზე პარტნიორთან ღიად ისაუბროთ. ამ დღეს თქვენი მთავარი მტერი მოუთმენლობა და უხეშობაა — ეცადეთ, სხვისი თვალსაზრისიც გაიგოთ და მიიღოთ. მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც დიდხანს მუშაობდით, შესაძლოა, ოდნავ შეფერხდეს. სამაგიეროდ, საკუთარი თავისთვის საკმარისი დრო დაგრჩებათ. ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად არახელსაყრელი დროა — თქვენმა უყურადღებობამ შეიძლება სამწუხარო დანაკარგებამდე მიგიყვანოთ. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ თავს, ეს ნიშნავს, რომ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ და კვების მენიუში რაღაც უნდა შეცვალოთ.
კურო
საყვარელი ადამიანის გულისკენ სავალი გზის პოვნა პირად ცხოვრებაში დიდ წარმატებას მოგიტანთ, თუმცა, აზრთა სხვადასხვაობამ, სიჯიუტემ ან შურიანთა ჭორებმა შესაძლოა ოჯახში სიმშვიდე დაარღვიოს. მოულოდნელი ამბავი და საოჯახო საქმეები თქვენგან დიდ ენერგიას მოითხოვს. მოერიდეთ ახალი პროექტების დაწყებას, სანამ ძველ ვალდებულებებს არ შეასრულებთ — იმედი ნუ გექნებათ, რომ ყველაფერი თავისით დალაგდება! დღევანდელი დღე იღბლიანია მათთვის, ვისაც კარგი შემოსავლის მიღება სურს და ზუსტად იცის, ამას როგორ მიაღწიოს. ინიციატივა გამოაჩინეთ და ბედი აუცილებლად გაგიღიმებთ.
ტყუპები
ამ ნიშნის ქალბატონებს შანსი გექნებათ, რომ საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით სამომავლო გეგმები შეადგინოთ. დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ გვერდით კარგი ადამიანები გყავთ, რომლებიც თქვენზე ზრუნავენ. საკუთარ თავზე ახალ ვალდებულებებს ნუ აიღებთ, რადგან გარემოებები შეიძლება ისე შეიცვალოს, რომ მათი შესრულება გაგიჭირდეთ. მოერიდეთ ერთობლივ საქმიანობას ადამიანებთან, რომლებსაც ცუდად იცნობთ. მატერიალური პრობლემების სასწრაფოდ გადაჭრის მცდელობამ შესაძლოა ფინანსური დანაკარგი გამოიწვიოს. თუ ავტომობილს მართავთ, გზაზე განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. მეტი ისეირნეთ ჰაერზე.
კირჩხიბი
თუ დღეს ახლობელ ადამიანთან უთანხმოება მოგივათ, ურთიერთობის გარკვევას ნუ იჩქარებთ — უმჯობესია, ცოტა ხნით საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩეთ. მალე მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ დიდი ხნის უნახავ ნათესავებსა თუ მეგობრებს ეწვიოთ. საქმიანი კავშირები, ადმინისტრაციულ და სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობა საკმაოდ ნაყოფიერი იქნება. შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებში იმატებს შთაგონება და ადამიანების დარწმუნების ნიჭი. დღევანდელი დღე მოგიტანთ სასიხარულო ამბებს, რომლებიც ფინანსებსა და შემოსავლებს უკავშირდება. ხელსაყრელი დროა ხელფასის მომატებაზე დასალაპარაკებლად. თავი შეიკავეთ ქუჩაში წახემსებისგან — არსებობს კვებითი ინტოქსიკაციის რისკი.
ლომი
დღევანდელი დღე პარტნიორულ ურთიერთობებში განსაკუთრებულ სიახლეებს არ მოიტანს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეხვედრა უინტერესო იქნება. წუთიერი გაცხარების გამო ახლობლებს ნუ აწყენინებთ. თუ საოჯახო საქმეები დაგიგროვდათ, ნაწილი ოჯახის წევრებს გადაუნაწილეთ. დროა საქმიანი საქმიანი ქაღალდები მოაწესრიგოთ — თუ გაურკვევლობას დროულად არ აღმოფხვრით, სერიოზული შეცდომების მიზეზი გახდება. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან, რამაც შეიძლება ოჯახურ ბიუჯეტს დარტყმა მიაყენოს. გადაღლამ და ნერვულმა დაძაბულობამ შესაძლოა თქვენს განწყობაზე უარყოფითი კვალი დატოვოს. გირჩევთ, თანამოაზრეთა გარემოცვაში მეტი დრო გაატაროთ — მათთან საუბარი დიდ სარგებელს მოგიტანთ.
ქალწული
გახსოვდეთ, სიყვარულს პირობები არ გააჩნია. დღეს თქვენს ოჯახში ჰარმონია და ურთიერთგაგება დაისადგურებს. საყოფაცხოვრებო პრობლემებს ადვილად მოაგვარებთ, თუ საერთო ენას იპოვით. გაატარეთ დრო ახლობლებთან ერთად და სახლისთვის საჭირო ნივთების შეძენაზე იზრუნეთ. თქვენი კომუნიკაბელურობა წარმატების მთავარი გასაღები გახდება — გამოხატეთ აზრები ნათლად და ნუ მისცემთ ნეგატივს უფლებას, ძალა გამოგაცალოთ. ეცადეთ, პარტნიორთან ურთიერთობაში უფრო გულწრფელი და გახსნილი იყოთ — ეს ნდობის აღდგენას და ურთიერთობის განმტკიცებას ხელს შეუწყობს. რეგულარულად შეამოწმეთ სისხლში ქოლესტერინისა და შაქრის დონე, რათა ჯანმრთელობის გართულებები თავიდან აიცილოთ.
სასწორი
ენდეთ პარტნიორს, თუმცა საკუთარი ილუზიებისა და ფანტაზიების ტყვე ნუ გახდებით. ნუ ეცდებით მეუღლე თქვენთვის მოსახერხებლად „გადააკეთოთ“, რადგან ეს ადრე თუ გვიან სკანდალამდე მიგიყვანთ. სამსახურში შესაძლოა, ვითარება დაიძაბოს და თავი „კრაზანების ბუდეში“ იგრძნოთ. ვარსკვლავების განლაგებამ შეიძლება ურთიერთობაში მკვეთრი და გაღიზიანებული ტონი შეიტანოს, ამიტომ ეცადეთ, ირონიული ფრაზებისა და ხისტი გამონათქვამებისგან თავი შეიკავოთ. ხანგრძლივი შრომა საბოლოოდ შედეგს გამოიღებს და კარიერული წინსვლის შანსი საგრძნობლად მოიმატებს. შესაძლოა, ხელში ფარული ინფორმაცია ჩაგივარდეთ, რაც ბიზნესში ან უძრავ ქონებაში სარფიანი ინვესტიციის განხორციელებაში დაგეხმარებათ. გულთან ახლოს ნუ მიიტანთ წვრილმან უსიამოვნებებს.
მორიელი
მარსისა და ვენერას ჰარმონიული ასპექტი ამ დღეს რომანტიკული ნაცნობობისა და თავგადასავლებისთვის იდეალურს ხდის, თუმცა, მეორე ნახევართან კამათმა შეიძლება შინაგანი შფოთვა და გაღიზიანება გამოიწვიოს. ეს დღე ძალიან ნაყოფიერია საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. შეგიძლიათ, თამამად განიხილოთ ყველაფერი, რაც შრომით საქმიანობას, კომერციას, ფინანსებსა და ბიუჯეტის დაგეგმვას უკავშირდება — თქვენს მოსაზრებებს ყურადღებით მოუსმენენ ისინიც კი, ვინც ჩვეულებრივ მხოლოდ საკუთარ აზრს ითვალისწინებს. საეჭვო გარიგებები შემოსავალს არ მოგიტანთ, პირიქით — არსებობს ფინანსური დანაკარგის რისკი. გირჩევთ, დღე ვარჯიშით დაიწყოთ, საძინებელი კარგად გაანიავეთ, ფეხით ისეირნეთ, დღის რეჟიმი დაიცავით და სწორ კვებას მიჰყევით.
მშვილდოსანი
პლანეტების განლაგება საშუალებას მოგცემთ, თქვენი მოვალეობები პირნათლად შეასრულოთ — დღეს ნებისმიერ საქმეს წარმატებით გაუმკლავდებით. უახლოეს მომავალში შესაძლოა მოულოდნელ დაბრკოლებებს წააწყდეთ, თუმცა გონივრული გადაწყვეტილებების წყალობით ყველა წინააღმდეგობას ადვილად გადალახავთ. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს — არსებობს ფულის ან ძვირფასი ნივთის დაკარგვის რისკი. იწყება ემოციური განახლების პერიოდი. ადამიანები, რომლებსაც დღეს გაიცნობთ, მომავალში თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საღამოს დიდი რაოდენობით ყავისა და სხვა სტიმულატორების მიღებისგან თავი შეიკავოთ.
თხის რქა
გადაჭარბებული ეჭვიანობა და მუდმივი კონტროლი საყვარელ ადამიანთან თქვენს ურთიერთობას მხოლოდ დააზიანებს. თუ პირადი ცხოვრება არ ეწყობა, იქნებ მიდგომა შეცვალოთ? სიფრთხილე გამოიჩინეთ და საკუთარი წარმატებებით ნუ იტრაბახებთ, რადგან მოსალოდნელია შურიანი ადამიანების ინტრიგები. ყურადღება მიაქციეთ პასიური შემოსავლის ახალ წყაროებს. მშვენიერი დღეა ფინანსური წიგნიერების ამაღლებისა და ახალი უნარების ათვისებისთვის. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ძლიერი მედიკამენტების მიღებისგან. დღევანდელი დღე იდეალურია გამაჯანსაღებელი და კოსმეტიკური პროცედურებისთვის.
მერწყული
არ არის გამორიცხული, მარტოხელა მერწყულები ამ დღეს სიყვარულს შეხვდეთ. თუ პარტნიორის ჩვევები ბოლო დროს გაღიზიანებთ, საკუთარ თავს შეახსენეთ, რომ სრულყოფილი არავინ არის და გარკვეულ დათმობებზე წასვლა ყველას გვიწევს. როგორც ჩანს, დღევანდელ სამუშაო ადგილზე შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწიეთ, ასე რომ, თუ კარიერულ ზრდას გეგმავთ, ახალი სამსახური უნდა ნახოთ. ხელმძღვანელთან კამათს ერიდეთ — საეჭვოა, შეთანხმებას მიაღწიოთ, ურთიერთობის გაგიფუჭებას კი შეიძლება თქვენთვის მძიმე შედეგები მოჰყვეს. დროული გამოკვლევა, სწორი კვება და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.
თევზები
ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საქმეების წამოსაწყებად, თუმცა სხვისი რჩევების გათვალისწინება ახლა ნამდვილად არ ღირს. დღეს დასახული გეგმები საოცრად წარმატებულად განვითარდება. არ არის გამორიცხული, გაუთვალისწინებელ სირთულეებს წააწყდეთ, თუმცა გონივრული მიდგომებით ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავთ. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს — გულდასმით დაგეგმეთ საყიდლები და შეიძინეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად გჭირდებათ. ეცადეთ, მავნე ჩვევები დაამარცხოთ — თუ წინსვლა გსურთ, ზედმეტი ბარგისგან გათავისუფლება აუცილებელია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან