დღის ჰოროსკოპი

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:32 სამ. 4 აგვისტო

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თუ მეორე ნახევარს ეძებთ, ასტროლოგები გირჩევენ, უფრო უშუალო და ბუნებრივი იყოთ — ეს თვისებები თქვენკენ გამორჩეულ ადამიანს მიიზიდავს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უფრო მშვიდი და ჰარმონიული გახდება, თუ მის ემოციურ მდგომარეობას მეტ ყურადღებას დაუთმობთ. საკმაოდ ბევრი საქმე დაგიგროვდათ, ამიტომ გირჩევთ ენერგია სამუშაო და ოჯახური საკითხების მოგვარებისკენ მიმართოთ. 0ხელსაყრელი დღეა საქმიანი ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, ასევე შეიძლება გაგიჩნდეთ იდეები საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე. ყურადღება მიაქციეთ ხერხემალს, ზურგის სავარჯიშოები შეასრულეთ და სხეულის პოზა მთელი დღის განმავლობაში აკონტროლეთ.

კურო

ამ დღეს შეგიძლიათ პარტნიორი რაიმე სიურპრიზით გააოცოთ — გულითადი და სიყვარულით სავსე საჩუქარი ორივეს განწყობას აგიმაღლებთ. ოჯახურ ცხოვრებაში შავი ღრუბლები გროვდება და ამის მიზეზი ის პრობლემებია, რომლებზეც დიდი ხანი, თვალს ხუჭავდით. იდეალური დროა ახალი ბიზნესიდეების მოძიების ან არსებული პროექტების დასახვეწად. დღის მეორე ნახევარში გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შესაძლოა უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენოთ ან ფინანსური დანაკარგი მოგიტანოთ. თუ მოახერხებთ, ეცადეთ, საღამო ბუნებაში გაატაროთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სასურველია, ალკოჰოლზე უარი თქვათ, ივარჯიშოთ, გამოიძინოთ და ნერვიულობას მოერიდოთ.

ტყუპები

იქნებ დადგა დრო, თქვენი რომანტიკული ბუნება გამოავლინოთ და რჩეულს საუკეთესო თვისებები დაანახვოთ? პროფესიული თვალსაზრისით შესანიშნავი დღეა — თქვენი ენთუზიაზმი და შრომისმოყვარეობა ხელმძღვანელობისგან მოწონებას მოიპოვებს და საჭირო დაფინანსებას მიიღებთ. შექმენით სხვადასხვა პორტფელი და ფინანსური რესურსი სხვადასხვა აქტივში გაანაწილეთ. ეს დღე ასევე ხელსაყრელია გრძელვადიანი ფინანსური გეგმებისა და მიზნების დასახვისთვის. თვალი ადევნეთ ჯანმრთელობას — გადაღლის ზღვარზე ხართ!

კირჩხიბი

ამ დღეს პრინციპული გადაწყვეტილებები და საქმიანი აქტივობა წარმატებას მოგიტანთ, თუმცა პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია გაუგებრობა და კონფლიქტები. მოულოდნელმა სიახლემ შეიძლება ბევრ საკითხზე მოახდინოს გავლენა და თქვენი მდგომარეობა ძირფესვიანად შეცვალოს. მოლაპარაკების უნარი როგორც პირად, ისე საქმიან სფეროში თქვენი მთავარი დასაყრდენი უნდა გახდეს. საბუთების გაფორმებისას მოსალოდნელია სირთულეები და ხარვეზები. განსაკუთრებული გონიერება მომსახურების სფეროს თანამშრომლებს მართებთ. პრინციპულობა დაგეხმარებათ, თქვენი ჩანაფიქრი რეალობად იქცეს. დილაობით ვარჯიში ისაა, რაც ახლა თქვენს სხეულს ყველაზე მეტად სჭირდება, ამიტომ არ დაიზაროთ.

ლომი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შექმნილი პრობლემები დროებითია — მალე ვნება ახალი ძალით იფეთქებს. ემოციებს ნუ აჰყვებით და ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. ამჟამად თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახისა და ახლობლების ინტერესებია, ამიტომ საკუთარი პრობლემების დროებით დავიწყება მოგიწევთ. შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს შთაგონებისა და ახალი იდეების კრიზისი ელით, რაც საბედნიეროდ, დიდხანს არ გაგრძელდება. შეთანხმებაზე ხელს ნუ მოაწერთ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ გარიგების ყველა პირობა სრულად გესმით.

ქალწული

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ, მცირე წვეულება მოაწყოთ ან საყვარელ ადამიანთან ერთად კაფესა თუ რესტორანს ეწვიოთ. რემონტის დაწყება სჯობს სამომავლოდ გადადოთ — ჯერ თქვენი ბინის აურა უარყოფითი ენერგიისგან სრულად არ გაწმენდილა. შესაძლოა დღეს რაღაც ისეთი გაიგოთ, რაც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა თუ საქმე დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ, რადგან შუადღის შემდეგ იღბალი იკლებს. მოერიდეთ ჭორიკანა ადამიანებს და ნუ დაიჯერებთ იმას, რაც საკუთარი თვალით არ გინახავთ და საკუთარი ყურით არ გაგიგიათ.

სასწორი

შესანიშნავი პერიოდია რომანტიკული პაემნების, მეგობრებთან შეხვედრებისა და ახალი ნაცნობობისთვის, რაც განწყობას აგიმაღლებთ. თუ პრობლემებს თავად არ შეიქმნით, ეს დღე საკმაოდ სასიამოვნოდ ჩაივლის. გირჩევთ, საღამოს საათები საოჯახო არქივის და ძველი საბუთების მოსაწესრიგებლად გამოიყენოთ. დადგა დრო, გარშემომყოფებს დაანახვოთ, რომ გაცილებით მეტი შეგიძლიათ — ფულს თავდაჯერებული ადამიანები უყვარს. ხელსაყრელი დროა ვარჯიშის დასაწყებად — კარგი იქნება, თუ საქმეს გამოცდილ ინსტრუქტორს მიანდობთ.

მორიელი

ახალი რომანტიკული ნაცნობობა ხანმოკლე აღმოჩნდება, თუმცა ასეთ ურთიერთობასაც შეუძლია ბევრი რამე გასწავლოთ. მოითმინეთ და ნუ იკამათებთ — საკუთარი მოსაზრების უფლება ყველას აქვს. თუ ბოლო დროს გაღიზიანებას გრძნობთ და ემოციებს ვერ აკონტროლებთ, ურთიერთობებში პაუზა აიღეთ. მალე შანსი გექნებათ, პროფესიული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება შეიძინოთ და ნასწავლი უნარები პრაქტიკაში დახვეწოთ. თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, დანაზოგზე ფიქრისთვის საუკეთესო დროა. სიფრთხილე გამოიჩინეთ ელექტრომოწყობილობებთან, რადგან საყოფაცხოვრებო ტრავმის რისკი მაღალია.

მშვილდოსანი

თუ საკუთარ გრძნობებში ან საყვარელი ადამიანის განზრახვაში ეჭვი გეპარებათ, ეს ნიშნავს, რომ თქვენმა ურთიერთობამ დროის გამოცდა უნდა გაიაროს. სრულიად შესაძლებელია, სახლში რაღაც მოულოდნელი მოხდეს ან ისეთი რამ შეიტყოთ, რაც თქვენს მომავალ პროექტებზე დადებითად იმოქმედებს. თქვენი ცნობისმოყვარეობა, ლოგიკა და ანალიტიკური აზროვნება პარტნიორებისა და კოლეგებისგან მაღალ შეფასებას დაიმსახურებს, აქტიურობა და სიმტკიცე კი სასურველ წარმატებას მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში უეცარი ცვლილებები გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ხელსაყრელი დღეა დამატებითი შემოსავლის მისაღებად. ძალების დროებითი დაქვეითება სატურნი-ურანის კვინკონსით არის გამოწვეული და ეს მოვლენა დიდხანს არ გაგრძელდება.

თხის რქა

მათ, ვისაც ოჯახი ჯერ არ შეუქმნია, ჯობს მეტი დრო სახლის გარეთ გაატარონ — მალე შეხვდებით ადამიანს, ვისაც ბედს დაუკავშირებთ. შესაძლოა, ახლობელი ადამიანისგან გაიგოთ ამბავი, რომელიც ბევრ რამეზე მოახდენს გავლენას და თქვენს მდგომარეობას შეცვლის. უარს ნუ იტყვით დამატებით სამუშაოსა თუ საქმიან მივლინებაზე — ეს სარგებელს მოგიტანთ და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. დილის საათები ფინანსური წარმატებითა და შემოსავლების ზრდით გამოირჩევა. დღევანდელი დღე ყველა სფეროში წარმატებული იქნება, ჯანმრთელობის გარდა — ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებს ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ.

მერწყული

ნუ იბრძოლებთ ისეთი ურთიერთობისთვის, სადაც მხოლოდ თქვენ გიყვართ — ცალმხრივი სიყვარული არ ღირს იმად, რომ ახლობლებთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. თუ უკმაყოფილების გრძნობა დაგეუფლათ, დაფიქრდით, ცხოვრებაში რისი შეცვლა შეგიძლიათ? ეგებ ზოგიერთი ძველი ჩვევის დათმობაა საჭირო? თუ დიდი პროექტის წამოწყებას გეგმავთ, ეცადეთ, თანამოაზრეები შემოიკრიბოთ, თორემ ძალები გამოგელევათ და სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწევთ. საღამოს თავი შეიკავეთ ცხიმიანი კერძებისა და ალკოჰოლის მიღებისგან, თორემ შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ.

თევზები

მიმდინარე კვირა ხელსაყრელია ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული ურთიერთობებისთვის. მთავარია, გონივრულად იმოქმედოთ და გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ. სამსახურში დატვირთული განრიგის გამო ახლობლებთან ურთიერთობისთვის დრო და ენერგია აღარ გყოფნით. შესაძლოა ცდუნებამ წაგძლიოთ და ფული ისეთ რამეზე დახარჯოთ, რაც საფულეს მთლიანად დაგიცარიელებთ. განწყობას მოულოდნელი პრობლემები გაგიფუჭებთ, თუმცა, საბედნიეროდ, გვერდით აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობის ტვირთს თქვენთან ერთად გაგიზიარებენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზ...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge